შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ნარინჯისფერი დღეები

0
ვკითხულობ:

„ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში. სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ბიძას 14 წლის გოგონას წაყვანა სურდა სხვისთვის გადაცემის მიზნით. ბავშვის დედამ მაზლს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მამაკაცმა ნივთები დაამტვრია, ქალი კი ცემა. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა” (კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 24.08.2013).

დაუჯერებელი გეჩვენებათ, არა? 

ვაგრძელებ:

„მეზობლების თქმით, ბიძამ ბავშვებს ჯერ სახლი გაუყიდა, შემდეგ კი ძმისშვილებით ვაჭრობა გადაწყვიტა. მათივე ინფორმაციით, მარტოხელა დედას გოგონას წაყვანა ბიძამ და მისმა მეუღლემ ადრეც მოსთხოვეს. მეზობლების ცნობით, გოგონას ბიძას ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი და მის დაფარვას სხვისთვის ძმისშვილის გადაცემიდან მიღებული თანხით აპირებდა, რადგან თავად სახლიც არ აქვს, რომ გაყიდოს. ბიძას ფული კლიენტმა წინასწარ გადაუხადა, ამიტომ უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა რძალს სცემა”.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ძალიან არ უყვართ ქალთა მიმართ ძალადობაზე ლაპარაკი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან აქ „ლეკვი ლომისა სწორია”, მაგრამ ზოგიერთი ლეკვი – კიდევ უფრო (თანა)სწორი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მამაკაცები ქალების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით, ფეხზე წამომდგარი სვამენ, მერე კი სიამაყით დასძენენ, რომ კარგია, როცა ქალმა საკუთარი ადგილი იცის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ოჯახურ კონფლიქტში ჩარევისგან სამართალდამცავებიც კი ხშირად იკავებენ თავს, ტექსტით „თვითონ მორიგდებიან”, და ეს მაშინ, როცა ცოლი ნაცემია, შვილი – ტრავმირებული, მეზობლების ნაწილი – გაოგნებული, ნაწილი, შესაძლოა, კმაყოფილიც.

როგორღაც მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას, ენას კბილს ვაჭერთ, თავს ვიტყუებთ, სხვებსაც ვატყუებთ და მომავალ თაობასაც იმავეს ვუნერგავთ: „ჩუმად, მეზობლებმა არ გაიგონონ!” – რადგან თურმე საზოგადოებრივი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე და ბედნიერება, რომელიც არასოდეს მიიღწევა პრობლემების გადაჭრის გარეშე.

გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, ყოველი თვის 25 რიცხვი ნარინჯისფერ დღედაა გამოცხადებული. გაეროს წარმომადგენლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, საზოგადოებას შეახსენონ ქალებსა და გოგონებზე ძალადობის პრობლემა, პრობლემა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით განებივრებულ, კოსმოსის დამპყრობელ კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ გადაუჭრია.

„უსაფრთხო სამუშაო გარემო ქალებისა და გოგონებისთვის”, „უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ქალებისა და გოგონებისთვის”, „ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობა კონფლიქტის პერიოდში” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა თვეში დაისვა აქცენტი. კამპანიას ადამიანები სოციალური ქსელების საშუალებითაც უერთდებიან ნარინჯისფერ ტანსაცმელში გადაღებული ფოტოებით. აი, ჩვენ კი ასეთი ამბები დიდად არ გვიყვარს, ჩვენ მასშტაბური საგმირო საქმეები გვიტაცებს, ისეთები, როგორიც ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან დახსნაა. მერე რა, თუ ზოგიერთი ქალისთვის საკუთარი სახლია ქაჯეთის ციხე აქვე, ჩვენ გვერდით, მეზობელ სადარბაზოში, მეზობელ ქუჩაზე, მეზობელ სოფელში.

ხშირად ვფიქრობ, რა არის ჩვენი მთავარი შეცდომა, როგორ ვცდებით გზას, როგორ ყალიბდებიან მოძალადეებად ოდესღაც დედებისა და ბებიების კალთებს ამოფარებული ბიჭები. იქნებ ღირდეს, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენთანაც არსებობენ დაჩაგრული ქალები, რომ სულაც არ ვართ იდეალური საზოგადოება ამ თვალსაზრისით, იქნებ ღირდეს, ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ყოველი თვის 25 რიცხვში ნარინჯისფერი მაისურები ჩავაცვათ და საღამოობით სოციალურ ქსელში, ფეშენებელურ რესტორნებში გადაღებული კერძების ნაცვლად, მათი ფოტოები დავპოსტოთ, ვუთხრათ მათ, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება არ არის საკმარისი, უფრო მეტიც – სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს, თუ მათ შესაბამისი მოქმედებაც არ მოჰყვება.

უბრალოდ, ფართოდ გავახილოთ თვალები. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უამრავ ქალსა და გოგონას, ვისაც ბედნიერების უფლება წაართვეს, თავიდან შეუყვარდეს სიცოცხლე. სხვაგვარად კიდევ დიდხანს მოგვიწევს საკუთარი უბედურების სხვისთვის გადაბრალება.

მომავალი თვის 25-ში მე თქვენს ნარინჯისფერ ფოტოებს ველი.

პიტერ გრეი – სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშის განსაკუთრებული მნიშვნელობა

0

ევოლუციის პერსპექტივიდან, ბავშვების ნორმალური სოციალური
თამაშები
სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშს გულისხმობს.
ჩვენი
ადამიანი წინაპრები და მაიმუნი-პრიმატები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ და ამ ჯგუფებში შობადობის
მაჩვენებელი, როგორც წესი, დაბალი იყო, ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ერთი და
იმავე ასაკის ბავშვების ერთად თამაშის ალბათობა საკმაოდ მცირე გახლდათ, ამიტომ მათი
სოციალური თამაშების ევოლუციურ
ფუნქციას უკეთ
გავიგებთ, თუ ვიგულისხმებთ ბავშვების ერთობლივ თამაშს შერეულ ასაკობრივ ჯგუფებში. ავტორები
ასეთ თამაშს „სხვადასხვა (ან შერეული) ასაკის ბავშვების თამაშს” (ინგლის.
age mixed)
უწოდებენ.

სურათი, რომელზეც დაახლოებით ერთი და იმავე ასაკის ბავშვები
სკოლის ეზოში დარბიან და თამაშობენ, თანამედროვე თვალს შესაძლოა ჩვეულებრივი მოეჩვენოს,
მაგრამ ის საკმაოდ უცნაურია ადამიანის კულტურული განვითარებისა და ევოლუციის მრავალათასწლოვანი
ისტორიისთვის. როგორც ანთროპოლოგი მელვინ კონერი

[1]

აღნიშნავს,
ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში მხოლოდ თანამედროვე კულტურის არტეფაქტია.

ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში სკოლებში ასაკობრივი
კლასების შემოღების შემდეგ იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
მოზრდილთა მიერ არასასკოლო ასაკობრივ აქტივობათა ორგანიზებამაც. ადამიანის სახეობის
ბიოლოგიური ისტორიის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის მიერ განსაზღვრული თამაშის
ტვინისმიერი მექანიზმები და ბავშვთა სოციალური თამაშები, როგორც წესი, სხვადასხვა ასაკის
ინდივიდებს შორის უერთიერთქმედებას (ინგლის. interplay) გულისხმობდა, ამიტომაც ბავშვების
სოციალური თამაშების ევოლუციური ღირებულების გასაგებად ყურადღება უნდა მიექცეს ადაპტაციურ
ფუნქციას ამ თამაშებისა, რომლებიც ჩამოყალიბდა ბუნებრივი შერჩევით და რომლებმაც საუკუნეების
განმავლობაში ადამიანური, ჰუმანური ფორმები მიიღო. დღეს ამ პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია
სხვადასხვა ასაკის ბავშვების სოციალური თამაშების შესწავლისას.

მკვლევარ ანთროპოლოგთა ანგარიშები იუწყება, რომ მონადირე-შემგროვებელთა
კულტურებში ბავშვები დღის ნათელ პერიოდს უმთავრესად თამაშსა და დაზვერვა-გამოკვლევაში
ატარებდნენ და ამას ძირითადად შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებთან ერთად აკეთებდნენ.
მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები, როგორც წესი, მცირეა – ჩვეულებრივ, ოციდან ორმოცამდე
ადამიანს აერთიანებს (ბავშვების ჩათვლით). ამ გაერთიანებებში ქალები ბავშვებს საშუალოდ
ოთხ წელიწადში ერთხელ აჩენენ. ბავშვები, რომც ნდომოდათ თანატოლებთან თამაში, ასეთ მცირე
ჯგუფში ერთს ან ორს თუ იპოვიდნენ. ერთად მოთამაშე ბავშვების ტიპური ჯგუფი, რომელსაც
აღწერენ ანთროპოლოგები, ორიდან თორმეტ წლამდე ან შვიდიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ექვს-შვიდ
ბავშვსა და მოზარდს აერთიანებს. ადამიანის განვითარების პრეისტორიულ ეპოქაში, როდესაც
ის ჯერ კიდევ მონადირეობა-შემგროვებლობას ეწეოდა, მოსალოდნელია, დასახლებებში ძირითადად
შერეული ასაკის ბავშვთა ასეთი ჯგუფები ყოფილიყო.

ჩვენს უფრო შორეულ, ადამიანამდელ წინაპრებსაც შერეული
ასაკის ბავშვთა თამაშები ახასიათებდათ. ადამიანის მსგავსი მაიმუნები, შიმპანზეებისა
და გორილების ჩათვლით, ცხოვრობდნენ ისეთ ჯგუფებად და ისეთ პირობებში, რომლებშიც ერთი
ასაკის ბავშვების ან მოზარდების ყოლა ძალიან იშვიათი იყო.

დიდი მაიმუნები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ ნაშიერს აჩენენ,
მათი ჯგუფები მცირე ზომისაა, თუმცა ამ პირობებშიც შეიძლება, ორი ან ცოტა მეტი ბავშვი-მაიმუნი
ერთად თამაშობდეს. შიმპანზეებისა და გორილების ახალგაზრდა ნაშიერები, უმეტესად, თამაშობენ
ისეთ ჯგუფებად, სადაც ასაკში ერთი წელი მაინც არის სხვაობა. აშკარაა, რომ, ამ გამოცდილებიდან
გამომდინარე, ჩვენი თამაშის ინსტინქტი მილიონობით წლის წინ წარმოიშვა ან, სულ მცირე,
იმ პერიოდში მაინც, როდესაც ჩვენი და ჰუმანოიდური მაიმუნების გზები გაიყო და დასაბამი
მიეცა სხვა ანთროპოიდური ჯიშების ჩამოყალიბებას – იმ პირობებს, რომლებშიც ნორმალური
სოციალური თამაში შერეული ასაკის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა.

სხვა ძუძუმწოვრების შვილები თავისი ნაყარის და-ძმებთან
თამაშობენ, მაგრამ არც ჩვენ, ადამიანები, და არც ანთროპოიდული მაიმუნების შვილები ნაყარით
არ იბადებიან. სოფლის მეურნეობის წარმოშობის დროიდან, რაც დაახლოებით ათი ათასი წლის
წინ მოხდა, შესაძლებელი გახდა ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში, რადგან ადამიანებმა
უფრო დიდ ჯგუფებად დაიწყეს ერთად ცხოვრება. გაცილებით იმატა საკვების წარმოებამაც,
რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა, მშობიარობა უფრო რეგულარული და დროში ახლოს
მდგომი გამხდარიყო, მაგრამ ერთი ასაკის ბავშვების თამაში უახლოეს ისტორიულ წარსულშიც
არ ყოფილა ტიპობრივი. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილ ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური
თამაშები სკოლის სისტემის ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებამდე, როგორც წესი, შერეული
ასაკის ბავშვებს შორის მიმდინარეობდა.

უმეტეს საზოგადოებებში ბავშვები ზრუნავენ თავიანთ პატარა
და-ძმებზე, რაც ხშირად ნიშნავს, რომ მათ თავიანთ სათამაშო ჯგუფებში რთავენ. 1975 წელს
კონერი თავის სტატიაში მოუწოდებდა მკვლევარებს, მეტი ყურადღება დაეთმოთ შერეული ასაკის
ბავშვების ერთობლივი თამაშების შესწავლისთვის, თუმცა ამ რჩევას დიდი შედეგი არ ჰქონია,
ბავშვების ურთიერთქმედების მკვლევართა უმეტესობამ გააგრძელა მუშაობა და კვლევა სკოლებსა
თუ ასაკით სეგრეგირებულ სხვა გარემოში. უფრო მეტიც – განვითარების ფსიქოლოგიაში გაბატონებული
კვლევითი პარადიგმა ბავშვებს ერთმანეთისგან აცალკევებს აშკარად გამოხატული მიზნით
– შეადაროს ერთი ასაკობრივი ჯგუფი მეორეს. თამაშების შესწავლისას ეს შეიძლება ნიშნავდეს,
რომ ერთად მოთამაშე 6 წლის ბავშვებს ადარებენ ასეთივე, ერთად მოთამაშე, 9 წლის ბავშვების
ჯგუფს. ასეთი შესწავლის მიზანია, დადგინონ თამაშში ჯგუფებს შორის განსხვავებები. განვითარების
ფსიქოლოგიის სტანდარტულ კვლევით ჩარჩოში 6 წლისა და 9 წლის ბავშვების შერეული ჯგუფის
თამაშების შესწავლა უბრალოდ ჩაშლიდა ექსპერიმენტს და კვლევის ამჟამად გაბატონებულ წესს.

ათი წლის წინ მე და ჯეი ფელდმანმა

[2]

დავთვალეთ
1990-2000-იან წლებში ბავშვთა ფსიქოლოგიის ორ წამყვან ჟურნალში გამოქვეყნებული იმ სამეცნიერო
სტატიების რაოდენობა, რომლებიც ეხებოდა ბავშვების თამაშების შესწავლას და დავინახეთ
კვლევების ის ტენდენციურობა (გადახრა), რომელიც შეიმჩნევა ამ მიმართულებით ბავშვების
განვითარებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სფეროებში – შეისწავლება ძირითადად ერთი
ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ურთიერთქმედებები.

ამ თემის შესწავლისას ჩვენ სკოლის მოსწავლე განვსაზღვრეთ
როგორც ყველა ის ინდივიდუუმი, რომელიც სასკოლო ასაკისაა ან უფრო პატარაა. სამწუხაროდ,
ჩვენ კვლევაში არ ჩაგვირთავს კვლევები, რომლებიც ეხება მხოლოდ და-ძმების ინტერაქციებს.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოქვეყნებული სტატიებიდან 234 სწავლობდა იმ ბავშვების
ურთიერთქმედებას, რომელთა ასაკში განსხვავება 24 თვეზე ნაკლები იყო და მხოლოდ 4 შეისწავლიდა
ურთიერთობებს იმ ბავშვებს შორის, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 24 თვეს.

ცოტა ხნის წინ იგივე კვლევა ჩავატარეთ 2000-2010 წლებისათვის
იმავე ორ ჟურნალში და მასში და-ძმათა თამაშების შესახებ დაწერილი სტატიებიც ჩავრთეთ.
აღმოვაჩინეთ, რომ ამ დეკადაში 213 სტატია ეხებოდა იმ ბავშვების ურთიერთობას, რომელთა
ასაკში განსხვავება 24 თვეზე ნაკლებია, ხოლო 19 – ურთიერთობას იმ ბავშვებს შორის, რომელთა
შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 24 თვეს. ამ 19-დან 15 ექსკლუზიურად და-ძმების
თამაშებს ეხებოდა და მხოლოდ 4 სტატია განიხილავდა ნაწილობრივ ურთიერთქმედებებს არა
და-ძმათა შორის, რომელთა ასაკში სხვაობა 24 თვეს აჭარბებდა.

ლიტერატურის ამომწურავი კვლევისას ასევე აღმოჩნდა, რომ
კვლევების ძალიან მცირე ნაწილი ახდენს ფოკუსირებას შერეული ასაკის ბავშვების თამაშებზე.
ის სტატიები, რომლებსაც წავაწყდი ამ საკითხზე, დაედო საფუძვლად წინამდებარე სტატიას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კულტურაში შერეული ასაკობრივი
ჯგუფების ბავშვების თამაშებისა და ურთიერთქმედების ყველაზე ნათელი მაგალითები ძირითადად
სადბერის სკოლის (ქ. ფრემინგემი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) გამოცდილებიდან შეიძლება
შევისწავლოთ. ამ სკოლაში მოსწავლეთა მიერ თვითმართული თამაში და გარემოს შესწავლა,
სწავლების პროცესის უპირველესი მექანიზმებია. ვფიქრობ, ამ სკოლის მოკლე აღწერა საინტერესო
იქნება მკითხველისათვის.

სადბერის ველზე არსებული დღის სკოლა აერთიანებს
150-200 მოსწავლეს, 4 წლიდან გვიან თინეიჯერობამდე. სკოლა მუშაობს მონაწილეობითი დემოკრატიის
პრინციპით. სკოლის ყოველკვირეულ კრებაზე მოსწავლეები და სკოლის პერსონალი ერთად ადგენენ
სკოლის ყველა წესს და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „ერთი ადამიანი – ერთი
ხმის” პრინციპით. ეს გადაწყვეტილებები მოიცავს პერსონალის დაქირავება-გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილებებსაც. სკოლის პერსონალის მოზრდილი ნაწილი პასუხისმგებელია სკოლის
ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე და მოსწავლეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე,
მაგრამ არ მართავს მათი სწავლების პროცესს – ამაზე თვითონ სტუდენტები არიან პასუხისმგებელნი.
სკოლაში არ არის არც ტესტები, არც ნიშნები და არც კლასის დასწრების მოთხოვნა. სკოლა
მოსწავლეებს აწვდის საჭირო ცოდნას და ყველანაირ მოწყობილობას სხვადასხვა დისციპლინისათვის,
თუმცა არ მოითხოვს მათ სავალდებულო გამოყენებას.

სადბერიში მოსწავლეები მთელი დღე თავისუფლად არიან,
შეუძლიათ გადაადგილდნენ სკოლის კამპუსის 5-ჰექტრიან ტერიტორიაზე და სკოლის ორ შენობაში
(ყოფილი ფერმის დიდი გარემონტებული შენობა და ყოფილი ბეღელი), ითამაშონ, ვისთანაც სურთ
და აკეთონ, რაც სურთ სკოლის მიერ დემოკრატიულად მიღებული წესების ფარგლებში. სკოლის
წესები მიღებულია სიმშვიდის, წესრიგის და მოსწავლეთა ინდივიდუალური და სასკოლო თემის
უფლებების დასაცავად, მაგრამ არა სწავლების მიმართულების განსაზღვრისათვის. ამ გარემოში
ბავშვები და ზრდასრული ადამიანები დროს ერთად ატარებენ, თამაშობენ, იკვლევენ გარემოს,
ქმნიან ახალს, საუბრობენ და უბრალოდ ერთად არიან – მათი არჩევანის შესაბამისად – და
ამ პროცესში იღებენ განათლებას. სკოლა ასეთი წესებით უწყვეტად ფუნქციონირებს 1968 წლიდან.
ამ სკოლის როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმატება დოკუმენტირებული და დადასტურებულია
როგორც მუდმივად მიმდინარე კვლევებით, ისე სკოლადამთავრებულთა წარმატებებით.

სადბერიში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სადბერის
სკოლადამთავრებულები არ აწყდებიან განსაკუთრებულ სირთულეებს უმაღლესი განათლების მიღებისას
და მრავალმა მათგანმა წარმატებული კარიერაც აიწყო ამერიკულ საზოგადოებაში მეცნიერებაში,
ხელოვნებაში, მედიცინაში, ვაჭრობაში, ბიზნესსა თუ სამართალში. დანიელ გრინბერგი, სკოლის
ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მთავარი ფილოსოფოსი, მრავალი წელია ხელს უწყობს შერეული
ასაკის ბავშვთა ჯგუფების ერთად თამაშს და მიაჩნია, რომ ეს მისი სკოლის წარმატების ერთ-ერთი
მთავარი გასაღებია.

ჩემი და ჩემი კოლეგის, ჯეი ფელდმანის დაკვირვებები სადბერის
სკოლაში ადასტურებს დანიელ გრინბერგის არგუმენტს. რაოდენობრივი კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ,
რომ სადბერის ველის სკოლის მოსწავლეები რეგულარულად ურთიერთქმედებდნენ მათგან განსხვავებული
ასაკის ბავშვებთან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ზომა ბავშვებს საშუალებას აძლევდა,
სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ თავიანთი ასაკის თანატოლებთან გაერთიანება და მათთან
თამაში. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ სოციალურ ურთიერთქმედებათა ნახევარზე მეტი მოიცავდა
ბავშვებს, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 24 თვეზე მეტი იყო, ხოლო შემთხვევათა მეოთხედი
– ბავშვებსაც, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 48 თვეს.

კვლევის შედეგად ასევე გამოჩნდა, რომ განსხვავებული
ასაკის ბავშვების ერთად ყოფნა უფრო ჩვეულებრივი რამაა თამაშისას, მაგრამ იშვიათი –
სერიოზული საუბრების დროს. შესაბამისი გრძელვადიანი თვისებრივი კვლევისას ჩვენ დოკუმენტირებული
გვაქვს თითქმის 200-ზე მეტი დამოუკიდებელი ურთიერთქმედება, რომელიც სპეციფიკურად ხდება
მოზრდილ (12 წლისა და მეტის) ბავშვებსა და უფრო პატარებს (12 წელზე უფრო პატარა და
4 წლით უმცროსი, ვიდრე ყველაზე ასაკოვანი მოზრდილი ბავშვი) შორის.

ამ სტატიაში ჩვენ
გამოვიყენებთ სადბერის ველის სკოლაში მიღებულ გამოცდილებას და განსხვავებული ასაკის
ბავშვთა თამაშების სხვა კვლევების შედეგებს, რომლებიც ნათლად ასახავს შერეულ ასაკობრივ
ჯგუფებად თამაშის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. დავიწყებთ ასეთი თამაშის სარგებლით პატარა
ბავშვებისთვის და შემდეგ აღვწერთ სარგებლობას უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის.

 

რა უპირატესობას ანიჭებს პატარა ბავშვებს შერეული ასაკის ჯგუფებში თამაში

ეს ქვეთავი აღწერს
სამი სახის სარგებელს, რომელსაც მცირე ასაკის მონაწილენი იღებენ შერეული ასაკის ბავშვების
ერთობლივი თამაშისას.

შერეული ასაკის ბავშვების ერთობლივი თამაში პატარებს საშუალებას აძლევს,
ჩაერთონ და ისწავლონ იმ აქტოვობების მეშვეობით, რომლებსაც მარტო ვერ შეძლებდნენ და
რომლებიც შეუძლებელია მათივე ასაკის ბავშვებთან ერთად. მათ საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ
და შეეჯიბრონ სხვა ბავშვებს  აქტივობათა იმ
მოდელებში, რომლებიც უფრო განვითარებულია, ვიდრე მათი ასაკისთვისაა დამახასითებელი;
მიიღონ უფრო მეტი ემოციური მხარდაჭერა და მზრუნველობა, ვიდრე მათივე ასაკის ბავშვებისგან
მიიღებდნენ.

 

შერეული ასაკის
ჯგუფების თამაშები ბავშვებს საშუალებას აძლევს, ითამაშონ თავიანთი პროქსიმული განვითარების
ფარგლებში

 

აშკარაა, რომ პატარა ბავშვებისთვის სასარგებლოა შერეული ასაკის ჯგუფებში
თამაში, რადგან ასეთი ინტერაქცია მათ აცნობს ისეთ ურთიერთქმედებებს, რომლებიც მათთვის
მეტისმეტად რთულია ან სახიფათო, თუ ამის გაკეთებას მარტონი ან თავისივე ასაკის სხვა
ბავშვებთან ერთად გადაწყვეტენ.

1930 წელს, საბჭოთა ფსიქოლოგმა, ლევ ვიგოცკიმ

[3]

შემოიღო ტერმინი პროქსიმული განვითარების ზონა,რათა აღეწერა იმ აქტივობათა ნაკრები, რომელთა შესრულება ბავშვს არ შეუძლია მარტოს
ან იმავე შესაძლებლობების თანატოლებთან ერთად, მაგრამ შეუძლია სხვების, უფრო გამოცდილების
თანამონაწილობით.

ვიგოცკიმ შემოგვთავაზა თეორია, რომ ბავშვები, უმეტესწილად, ახალ უნარებსა
და წარმოდგენებს ივითარებენ სხვებთან თანამონაწილეობით, მათი პროქსიმული განვითარების
ზონების ფარგლებში. ვოგოცკის იდეის გასაგრძელებლად ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა
ჯერომ ბრუნერმა და მისმა კოლეგებმა, შემოიტანეს ტერმინი „სკაფოლდინგი” (ინგლის.
Scaffold – ხის სამშენებლო
ფიცარნაგი)
როგორც მეტაფორა, რომელიც ასახავს, როგორ აძლევს გამოცდილი
მონაწილე (მოზრდილი ბავშვი) საშუალებას უფრო პატარა ბავშვებს, აქტიური მონაწილეობა
მიიღონ საერთო თამაშში ან ერთობლი საქმიანობაში. „სკაფოლდინგი” მოიცავს შეხსენებას,
გადაკრულ სიტყვებს, მინიშნებებს, წაშველებას და დახმარების სხვა ფორმებს, რომლებიც
პატარას შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს აქტივობის უფრო მაღალ, განვითარებულ
ფორმებში.

 

პირველი ნაწილის
დასასრული

(გაგრძელება იქნება)

 

ინგლისურიდან თარგმნა
და კომენტარები დაურთო

ლევან ალფაიძემ

წყარო: American Journal
of Play – Spring 2011






[1]

მელვინ
კონერი (
Melvin Konner) – ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი,
ემორის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის, ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის პროფესორი. პალეოლითის
საზოგადოების მკვლევარი, კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები ბუშმენების საკვლევად მრავალწლიანი
ექსპედიციის ხელმძღვანელი.



[2]

ჯეი ფელდმანი
(
Jay Feldman)
– სწავლების კვლევის ამერიკელი სპეციალისტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, სანტა როსას (კალიფორნია)
კულტურისა და განათლების შესწავლის ცენტრის დირექტორი. პიტერ გრეისა და ფელდმანის აღნიშნული
კვლევა, შერეული ასაკის ბავშვების თამაშების შესახებ გამოქვეყნდა American Journal
of Education (February 2004) -ის 110-ე ნომერში (ლ.ა.)



[3]

ლევ ვოგოცკი ( Выготский, Лев, 1896-1934) – ებრაული წარმოშობის დიდი
საბჭოთა ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მკვლევარი, ფსიქოლინგვისტიკის
და განათლების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის ფსიქოანალიზის
საზოგადოებსი წევრი, საეტაპო ფსიქოლოგიური ნაშრომის, ”ხელოვნების ფსიქოლოგიის”
ავტორი. ვიგოცკი გარდაიცვალა ჭლექისგან 1934 წელს, მოსკოვში, 37 წლის ასაკში.

 

ქიმიური ზღაპარი

0

ვიდრე წერას დავიწყებდი, წიგნების თაროს ბოლო მწკრივს მივაკითხე, სადაც ბავშვობის დროინდელი ზღაპრები მაქვს გადანახული. რომელი ქვეყნის ზღაპრებს არ ნახავთ აქ… თავდაპირველად ბებია მიკითხავდა, მაგრამ მას თავისი საქმეები ჰქონდა და გამუდმებით ველოდი, ჩემთვის როდის მოიცლიდა. ბოლოს ავდექი და „ჯიბრით” კითხვა ვისწავლე. ამით ყველა მოგებული დარჩა – ბებიაც, მეც და ზღაპრებიც. მოგვიანებით, როცა თვალი სხვა წიგნებისკენ გამექცა, ზღაპრებმაც ზედა თაროებისკენ გადაინაცვლეს…

ახლა სწორედ ზღაპრის მოყოლას ვაპირებ. წიგნებსაც ამიტომ ჩავხედე – დასაწყისი არ შემეშალოს-მეთქი.
მაშ ასე, მზად ვართ? იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი… ლაპის ლაზული (lapis lazuli), იგივე ულტრამარინ ლურჯი, რომელსაც სხვადასხვა კულტურასა და საუკუნეში საოცარი ამბები გადახდა თავს.

მოდი, ჯერ გავიცნოთ. რთული ნაერთია, კირქვად მინერალიზდება და მინერალ ლაზურიტის კუბისებრი სტრუქტურის მარცვლებს შეიცავს. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: (Na2O) 16,8%, (СаО) 8,7%, (Аl2О3) 27,2%, (SiO2) 31,8%, (SO3) 34%, (Сl) 0,25%. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძალიან დაფასებული და ძვირი მინერალი გახლდათ, თანაც ძალიან იშვიათი. ძველად, როდესაც მზეთუნახავის გულს მხოლოდ ლექსებითა და ხმლის ტრიალით ვერ მოიგებდი, ძვირფასი საჩუქრებიც აუცილებელი იყო, მაშინდელი სასიძოები ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) მიდიოდნენ ლაპის ლაზულის მოსაპოვებლად – სწორედ აქედან ვრცელდებოდა ეს მინერალი. ერთხელ ერთი მზეთუნახავის მამას სასიძოს მირთმეული ლურჯად მოკამკამე მინერალი დაუფქვავს და რუხი ფხვნილი მიუღია. საშინლად აღშფოთებულა, ახალგაზრდა კაცისთვის თაღლითობა დაუწამებია და ქალის გატანებაზე უარი უთქვამს. ქორწილი კი ჩაიშალა, მაგრამ ამ ყოვლად უსახური რუხი ფხვნილისგან პიგმენტ ულტრამარინ ლურჯის მიღების ტექნიკა შემუშავდა. ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო… ამ ტექნიკას per pastillum უწოდეს და განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მეთხუთმეტე საუკუნეში ჯენინო ჯენინიმ თავისი „ხელოვნების წიგნის” (Libro dell’arte) 62-ე თავში დაწვრილებით აღწერა. თუმცა, სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

ულტრამარინ ლურჯის მარცვლების კვალი შუა საუკუნეების ქრისტიანულ მიწაზეც შეიმჩნევა. თუ რომში წმინდა სებასტიანის ბაზილიკაში შეივლით, კარიდან მარჯვნივ კედელზე ულტრამარინ ლურჯით შესრულებულ მხატვრობას ნახავთ. ეს გასაკვირი არ არის – მხატვრები ხომ სირია-პალესტინიდან იყვნენ მიწვეული.

გადაინაცვლეთ იტალიის ჩრდილოეთით და მეცხრე საუკუნის ტორბის მონასტრის კედლებზეც ულტრამარინის კვალი დაგხვდებათ. XI-XII საუკუნეებში ეს პიგმენტი საოცარი სისწრაფით გავრცელდა ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში.

ჯაბირ იბნ ხაიამის (იმავე გებერის) შემოქმედებაში ულტრამარინ ლურჯის აღწერა-დამუშავებას დიდი ადგილი უჭირავს. ჯაბირი ვინ არის? არაბი ალქიმიკოსია, უცნაური და ზოგჯერ განსაცვიფრებლად პროგრესული აზრების პატრონი. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუყვები მის შესახებ. ჩაშლილი ქორწილის ამბავი გეხსომებათ; ის-ის იყო, საპატარძლოს განრისხებულ მამას დაფქული ლაზურიტი უნდა გადაეყარა, რომ ჯაბირს უთხოვია, მომეცი ეგ ფხვნილი, შენ მაინც რაღაში გამოგადგებაო. მამასაც მიუცია – ფხვნილის დარდი აღარ ჰქონდა, „თაღლითი” სასიძო ჰყავდა გასაგდები. ჰო, სანამ ფხვნილი ჯაბირის ხელში მოხვდებოდა, მანამდე ერთ სტუმარს ცოტაოდენი წყალში გაუხსნია და დაულევია. საშინელი ჰალუცინაციები დაეწყო, ძლივს დაამშვიდესო, წერენ. ჯაბირი კი თავისი „ნადავლით” ლაბორატორიაში ჩაკეტილა და, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, per pastillum ტექნოლოგიასაც მაშინ ჩაყრია საფუძველი.

მაინც რა ადგილი ეკავა ამ მინერალს ჯაბირის ალქიმიაში? „თვისებების დიად წიგნში” (The Great Book of the Properties) ჯაბირი იმ მინერალებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროდ მიაჩნია და ცეცხლში (ანუ გახურებით) ქცევის მიხედვით მათ სამ კატეგორიად ყოფს:

. სულის მატარებლებად (arwah) იმ ნივთიერებებს მოიხსენიებს, რომლებიც გახურებისას მთლიანად აორთქლდება;

. მეტალებს (ajsam) იმ ნივთიერებებს უწოდებს, რომლებიც გახურებისას ლღვება, დარტყმისას ბრტყელდება და ხმას გამოსცემს.

. მყარი სხეულის მქონეებად (ajsad) კი ის ნივთიერებები მოიხსენიება, რომლებიც გახურებისას არ ლღვება, არ ბრტყელდება და მათი გაშხეფებაც შეუძლებელია. სწორედ ამ ჯგუფს მიაკუთვნებს ჯაბირი ლაპის ლაზულს.

მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზი… ნუთუ არ გახსოვთ? კარგი, მაშინ სხვანაირად ვიტყვი – ალ-რაზი, იგივე რაზესი. კიდევ ვერ იხსენებთ? თაბაშირი აღმოაჩინა და მოტეხილ კიდურებზე თაბაშირის დადების პირველი ტექნიკაც მას ეკუთვნის. საოცრად პროგრესული კაცი იყო. ფილოსოფიურ ქვას ორად ორი მიზნით ეძებდა: სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. XXI საუკუნის მედიცინის პრიორიტეტიც (სხვა მრავალთაგან) ჯერაც ეს არის.

IX საუკუნეში ალ-რაზიმ წიგნი დაწერა, Madkal al-Ta‘limi ანუ სასწავლო შესავალი ალქიმიაში. ამ წიგნში ლაპის ლაზულიც არის აღწერილი, ოღონდ ალ-რაზი ამ მინერალს ქვებს მიაკუთვნებს. ჯგუფი, რომელშიც მას აქვს ადგილი მიჩენილი, შეიცავს მაგნეტიტებს, რკინა ქვას, ტუტე მიწა მეტალებს, მალაქიტს, თაბაშირს, ჰემატიტს, ტყვიის სულფიდს…

ლაზურიტი მინის ხარშვის შესახებ XII საუკუნის საეკლესიო ჩანაწერებშიც გვხვდება. საოცარი ლურჯი მინა იხარშებოდა მისი გამოყენებით. ამ საქმისთვის ალ-რაზის ჩაუყრია საფუძველი, მერე კი უფრო მეტად განუვითარებიათ.

დაახლოებით 80-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად XII-XIII საუკუნეების არაბული ხელნაწერები აღმოაჩინეს. ეს ხელნაწერები დღეს გერმანიაშია დაცული. ხელნაწერებში ლაზურიტი ლაზვარადად (lazwarad) არის მოხსენიებული და ოქროს მიღების რეცეპტების ჩამონათვალშია ვერცხლთან, სპილენძთან, კირთან, მალაქიტთან, ბორაქსსა და სტიბიუმთან ერთად.

სხვა სიაში, რომელიც სამედიცინო მიზნითაა შექმნილი, ლაზვარადი (იგივე ლაზურიტი) ნარკოტიკულ საშუალებებს შორის იხსენიება და მინიშნებულია, რომ მისი მეშვეობით ჰალუცინაციების გამოწვევაა შესაძლებელი. გახსოვთ, არშემდგარ ქორწილში ერთ-ერთ სტუმარს რა დაემართა?

აქ კიდევ ერთი წერილია საინტერესო. ქაირავანში მცხოვრები ერთი ვაჭარი სწერს ქაიროში თავის კოლეგას. წერილში მთელი ბიზნესგეგმაა მოხაზული იმისა, როგორ შეიძლება ლაზვარადის გატანა სიცილიაში სავაჭროდ. შესაძლო კლიენტურის გვარებიცაა მითითებული. იმ დროს, როგორც ჩანს, პატიოსანი ვაჭრები ყოფილან, თორემ ახლა მეეჭვება, ვინმემ ვინმეს გამდიდრების გზები ასწავლოს და შესაძლო კლიენტების მისამართებიც მიუთითოს. როგორ წარიმართა ამ ვაჭრების ბედი, არ ვიცი, ან რა ჩვენი საქმეა.

XI საუკუნის ალქიმიკოსმა იბნ-ბადიმ ხარისხიანი წიგნის ან ხელნაწერის შესაქმნელად მწერლებს ლაზვარადისგან დამზადებული მელანი შესთავაზა. მელნის დამზადებას მის წიგნში მეორე-მეექვსე თავები ეთმობა და საკმაოდ საწვალებელი საქმეც ყოფილა. თუმცა ნაწერი ლურჯად კამკამებდა და თუ მას მზის შუქზე წაიკითხავდით, ლაზვარადის მელნით დაწერილ ნაწერს განსაკუთრებული სხივი დასთამაშებდა. ამ მელნის დამზადება per pastillum ტექნოლოგიის ათვისების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ მელანს საეკლესიო დასურათებულ ხელნაწერებშიც იყენებდნენ, მინიატურები უფრო მიმზიდველი და სანახაობითი რომ გამოსულიყო. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ასეთი ხელნაწერი მრავლადაა.

გამოჩნდა ძვირფასი მელანი და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ მელნით წერდნენ სასიყვარულო წერილებს. ასეთი მელნით დაწერილი წერილის ავტორის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა.
ჰოდა, თუ ვინმემ თავისი ხელით დამზადებული ლაპის ლაზულის per pastillum ტექნოლოგიით შექმნილი მელნით სასიყვარულო წერილი მოგწერათ, მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანოთ – ეტყობა, მართლა უყვარხართ, თორემ ისე თავს რატომ გაიწვალებდა?)

ეს ამბავი მანჩესტერში, ამა წლის ივლისში გამართულ ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე მოვისმინე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის გაბრიელ ფერარიოს პრეზენტაციის დროს. შემდეგ გაბრიელის ნებართვით ჩემებურად გადავაწყვე, რაღაც დავამატე, რაღაც ამოვიღე და ზღაპარს დავამსგავსე.

მადლობა გაბრიელს ბრწყინვალე პრეზენტაციისთვის, მადლობა თქვენ, რომ ზღაპარი წაიკითხეთ.
თუმცა ჯერ დასასრულამდე ადრეა. ზღაპარი ზღაპარივით უნდა დასრულდეს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა… ფქვილი
და განვითარებული ქიმია აქა…

სასწავლო პროექტებზე მუშაობის სქემები

0

“mastsavlebeli.ge” -ს განყოფილება “პორტფოლიოში” განთავსებულია სტატია “როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი”, სადაც დაწვრილებით არის საუბარი იმ თავისებურებებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ამ მეთოდით მუშაობისას.

სასწავლო პროექტების შედეგიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვაში, პრობლემის მართვაში, ასევე – მონიტორინგის, შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებში და რამდენად ეფექტიანად იყენებენ პროექტის მონაწილეები პროექტის გაფორმების, მონიტორინგის, შეფასებისა და თვითშეფასების სქემებს.
ამჯერად გთავაზობთ რამდენიმე კითხვარს და სქემას, რომლებიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა; მასწავლებელს შეუძლია მათი საჭიროებისამებრ ადაპტირება.

ჩემპიონები

0
მას შემდეგ, რაც პეპიმ ცხენი ხელში ბუმბულივით აიტაცა, დავრწმუნდი, რომ ყველაზე მაგარ გოგოებს იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ კუნთმაგარ ჩემპიონს. ჩემპიონობა, ალბათ, რთული საქმეა: იქით საკუთარი, რელიეფური ტორსი გამძიმებს, აქეთ– მძიმე– მძიმე სავარჯიშო ინსტრუმენტები, მწვრთნელი ხომ საერთოდ ტვირთად გაწევს და გაიძულებს, სულ ფორმაში იყო და  სულ ისეთი გამომეტყველება გქონდეს, ჩემპიონს რომ შეეფერება. მე ჩემპიონების მეშინია: მგონია, რომ კანში კი არა, შესაფუთ, ტკაცუნა ქაღალდებში არიან გახვეულები და ოდესმე იქიდან ამოსვლას თუ გადაწყვეტენ, ვინმე უნდა დაიხმარონ ბუშტუკების ნემსით ჩასაფუშავად. პეპი გულჩვილი, კეთილი, სამართლიანი და ბატი– ბუტივით კუნთების არმქონე ჩემპიონია, მე მისი არ მეშინია. ლარსონის “მილენიუმის” ტრილოგიაც პეპის ხათრით წავიკითხე: ამბობდნენ, პეპი გაიზარდა, პირსინგები და ტატუ გაიკეთა და საკუთარ თავში ჩაიკეტაო. კალე ბლუმკვისტი კი ცნობილი ჟურნალისტი გამხდარა და ცუდი ხალხის დევნა, ამჯერად, ბეჭდური პრესის მეშვეობით გაუგრძელებია. საერთოდაც, ლარსონის ტრილოგია ერთი დიდი ჩემპიონატია: ყველა ფურცელზე ჩემპიონები დარბიან,– ჩემპიონები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ჩემპიონები ასოციალურობაში და ჩემპიონები ნაძირლობაში.

“გოგონა დრაკონის ტატუთი”, “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”, “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია” მხოლოდ კრიმინალური საკითხავის მოყვარულთათვის არ არის განკუთვნილი. გარდა საინტერესო, ჩამთრევი სიუჟეტისა, უამრავი პარალელური ისტორიისა თუ აურაცხელი პერსონაჟისა, აქ ისეთი მნიშვნელოვანი, 21– ე საუკუნეში ჯერ კიდევ ვერდაძლეული პრობლემები არის ძალიან, ძალიან მძაფრად გაშუქებული, სასურველი იქნებოდა, აუდიტორია სხვადასხვა ნიშნით შეგვერჩია (გაშუქებული– მეთქი, ვამბობ, რადგან ლარსონის ჟურნალისტური თხრობა იმდენად ზუსტია, როგორც ჩემი თანამშრომელი, ორი წელია, არცერთი წუთით რომ დაუგვიანებია). პირსინგები და ტატუ, ჩვენთან, დღემდე ამორალურობას უკავშირდება. ამორალურები ვართ, რადგან, ჩვენ, ქალები სხეულს ვიხატავთ: ნუთუ, მაკიაჟი საკმარისი არ არის. ამორალურები ვართ, რადგან ჭიპს ან წარბს ვიხვრეტთ: რაღაც საეჭვო მიდრეკილებები გვაქვს გაურკვეველი ჯურის ნახვრეტებისადმი (ამ სიტყვას, სწორედაც, რომ განგებ ვიყენებ,– ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებულ, ხიხია საქციელის გამომხატველ უხეშ სიმბოლოს). ამორალურები ვართ, რადგან საკუთარი ცხოვრება საკუთარი ცხოვრებაა და არა მეზობელი მანანასი, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობს და ჩვენი ცხოვრება მხრებზე ისე მძიმედ აწევს, რომ მის ზიდვაში ყველა მეზობელს, ხანდახან კი, გვერდითა კორპუსელებსაც დაიხმარებს ხოლმე. ასეა. ჩვენ კი ვამბობთ: “ვერ მოგართვით”. ვამბობთ ხმამაღლა და ტატუს მასშტაბებს ვზრდით. პირსინგზეც ვიფიქრებთ, იქნებ, ჭიპზე გვეცადა. მკითხველი აუდიტორია კი, ყოველშემთხვევაში სასურველი მაინც, მოზარდებისა და მსოფლიოს ყველა მამაკაცისგან შედგება. კარგი იქნებოდა, ჩემს ერთ–ერთ ლექტორსაც წაეკითხა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ლექციაზე კურსელ გოგონას პირსინგების მოხსნა მოსთხოვა. კარგი იქნებოდა, წაგეკითხა შენ, რომელიც ფიქრობ, რომ განსხვავებული ვიზუალი სამარცხვინო და იმდენად ბინძურია, შავად შეღებილ თვალებს უნიტაზის წყალს მიაშველებდი. და შენ, ჩვეულებრივი ქალი რომ ხარ, არა– პეპივით ძლიერი და ვერც, მაინცდამაინც, ლიზბეთივით იყენებ ტასერს, შენ, რომელიც დუმხარ, გრცხვენია და გეშინია, შენ, რომელიც ოდესღაც იყავი ძალადობის მსხვერპლი. 

ხომ ხშირად გიფიქრიათ: “როგორი არასაჭირო ვარ. ყველა საჭიროა ჩემ გარდა. იმ  წამალივით ვარ, რომელსაც დანიშნულება არ მოჰყვა. მე შემიძლია, ვიყო არასაჭირო და ეს ტრაგედიაა. მომეცით ბევრი ალკოჰოლი, აი, ალკოჰოლიც კი ჩემზე საჭიროა. აი, ეს მანძილები, აი, ეს გზები, ბებოს ძაფებივით დახლართულები– ჩურჩხელების ასასხმელად ნელ– ნელა რომ ასწორებს, აი, ეს გზები, რომლებიც იმისთვის არსებობენ, საჭირო ადამიანები ერთმანეთთან მიიყვანონ. რა სევდიანია ჩემი ასეთი არსებობა, ხვალიდან, იქნებ, კატა მეყიდა საჭიროების მიზნით”. ხომ ხშირად გიფიქრიათ ასეთ სევდიან ამბებზე, ხომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა საკუთარი თავის გარდა, ისეთი ვინმეც კი არ გყავთ, ყავა მოუდუღო. ასეთ ამბებზეცაა ეს წიგნი. ისეთ საძაგელ სიცარიელესა და მარტოობაზე, თითქოს ვაზისუბნის ლეგენდარულ ხევში ცხოვრობ, გარშემო კი მანიაკებიც არ დაძრწიან.
სანამ მტარვალი ზაფხული მიიწურება, მტარვალი, რომელიც გაიძულებს, საბანი შენ გემოზე ვერ შემოიკეცო, მტარვალი, რომელიც კოღოებს გისევს და მათთან ბრძოლის სტრატეგიებს გულდასმით გამუშავებინებს, ლარსონის ტრილოგიას ჩაუსხედით. ზამთრისთვის უკეთესი წიგნები ვიცი, აი, ისეთები, მხოლოდ პლედში გახვეულებმა რომ უნდა იკითხოთ.

ექსკურსია როგორც სასწავლო ღონისძიება

0

ყოველგვარიექსკურსია შეიცავს სწავლების ელემენტს,ამიტომ შეიძლება განვიხილოთ როგორც პედაგოგიური პროცესი. ფაქტია, ექსკურსია არ არის ლექცია, გაკვეთილი, სემინარი. მიუხედავად ამისა, როგორც ყოველგვარ პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: ის, ვინც ცოდნას გადასცემს (ასწავლის) – ექსკურსიამძღოლიდა ის, ვინც ცოდნას იღებს (სწავლობს) – ექსკურსანტი.

საექსკურსიო მეთოდიკის თანახმად, ექსკურსიამძღოლი გადასცემს ექსკურსიის მონაწილეებს გასაზღვრულ ცოდნას, რომლის მიღებითაც ექსკურსანტები არიან დაინტერესებული.ამ ორი მხარის ურთიერთქმედებაარმოადგენს სწორედ პედაგოგიურ პროცესს.

პედაგოგიური პროცესი ექსკურსში ცოდნის გადაცემით არ ამოიწურებაის აღმზრდელობით ელემენტსა შეიცავს. ნებისმიერ ექსკურსიაში ვიპოვ ასეთ ელემენტს. პედაგოგიკის მოთხოვნების გათვალისწინება ექსკურსიაში, განსაკუთრებით სასკოლოში,ხელს უწყობს ექსკურსიის ხარისხის ამაღლებას, მის სრულყოფას.

პედაგოგიური პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია ორივე მხარის აქტიურობაზე. კარგად, გააზრებულად ჩატარებულ ექსკურსიას შეუძლია ბიძგი მისცეს აზროვნების გააქტიურებას, გარე სამყაროს უკეთ გაცნობას.

სასკოლო ექსკურსიებში ხშირად გვხვდება ექსკურსანტების დამოუკიდებაზროვნების (მუშაობის) ელემენტიექსკურსიამძღოლი იძლევა ძირითად განმარტებას ობიექტის შესახებ, მერე კი მოსწავლეებს მარტო ტოვებს ობიექტთან, რათა მათ დამოუკიდებლად გაიაზრონ მისი ღირსებები, აანალიზონ იგი. ეს ერთგვარი პედაგოგიური პროცესის პირველი ნაწილია.

მეორე ნაწილი წარმოადგენს ექსკურსანტების ზიარებას დამოუკიდებელი დაკვირვებისა და ანალიზის ხელოვნებასთან.ექსკურსია ჩვენების ხერხების, თვალსაჩინოების, თხრობის აქტიური ფორმების მეშვეობით ხელს უწყობს ექსკურსანტი მოსწავლეების გააქტიურებას. ასეთი სერიოზული ამოცანის გადაჭრა მოითხოვს ექსკურსიამძღოლი-მასწავლებლის პროფესიონალიზმს, ექსკურსანტი მოსწავლის ჩართულობას. ექსკურსიის შეფასების ერთერთკრიტერიუმი სწორედ მის მონაწილეთა აქტიურობაა.

ბევრი რამ არის დამოკიდებული ექსკურსიამძღოლი-მასწავლებლის ორგანიზატორულ თვისებებზე. ის ექსკურსიის დასაწყისშივე აძლევს მოსწავლეებს ორიენტაციას იმის თაობაზე, როგორი იქნება მარშრუტი, რა თემებს განიხილავენ, ით შეუწყობხელს სანახავი ობიექტი შესასწავლი თემის გაშლას,როდის მიაღწევს იგი კულმინაციას და როგორი იქნება ფინალი. მეთოდურად გამართული ექსკურსია უნდა ჰგავდეს სპექტაკლს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც.

ექსკურსიამძღოლი-მასწავლებლისსაქმიანობა მოიცავს სამ ეტაპს:

1. კლასის მომზადებაექსკურსიისათვის;

2. საკუთრივ ექსკურსიას;

3. ექსკურსიის შემდგომ მუშაობა საექსკურსიო მასალის განსამტკიცებლად.

ექსკურსია,რა თემასა უნდაეხებოდესის და რაფორმითაც უნდა ჩატარდეს, წარმოადგენსსამი კომპონენტის:

. ექსკურსიამძღოლი-მასწავლებლის,

. ობიექტის,

. ექსკურსანტი მოსწავლის, –

ურთიერთქმედების შედეგს.

აღნიშნულ ურთიერთქმედებაშიმთავარი ამკომპონენტთა აქტიურობა. სწორედამ ამოცანის შესრულებას ემსახურება ექსკურსიისძირითადი ელემენტები ჩვენება და თხრობა. ჩვენება უზრუნველყოფს ექკურსიის სამივეკომპონენტის ურთიერთქმედებას.

აქ უპრიანია ვიკითხოთ, რა პირობები ახდენს გავლენას ამ სამი კომპონენტის აქტიურობაზე.

ასეთ პირობად, უპირველეს ყოვლისა, უნდადავასახელოთ ჩვენება, რომლის სრულყოფისთვისაც უნდა იმუშაოს მეთოდიკამ.მეთოდიკა კი საჭიროა ჩვენებისადა თხრობის ხერხების დასახვეწად.ასევე შეუძლებელია მივაღწიოთექსკურსანტების აქტიურობას კარგინდივიდუალურიტექსტისა დადახვეწილი ტექნოლოგიური რუკის გარეშე.

ზემოხსენებულ სამ კომპონენტსშორის კავშირი შეიძლება გამოვსახოთსქემატურად, სამკუთხედისსახით:


პრაქტიკაში გვხვდება ამ სამი კომპონენტის ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმ. განსხვავებულია თითოეული მათგანის არა მხოლოდ როლი, არამედ აქტიურობა, რაც გავლენას ახდენს ექსკურსიის ეფექტურობაზე.

ამ კომპონენტების პრაქტიკული ურთიერთქმედებაა სწორედ ჩვენების საფუძველი. უკეთ
რომ ვთქვათ,
საექსკურსიო ანალიზში ჩვენება არის მასწავლებელი-ექსკურსიამძღოლის, მოსწავლე-ექსკურსანტის და ობიექტის ურთიერთქმედების შედეგი.

თავითავად დაკვირვება, შესწავლა და კვლევა არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ ექსკურსიამძღოლი-მასწავლებლის, ექსკურსანტი მოსწავლის და ობიექტის ურთიერთქმედებამდე, რადგან ობიექტს მოსწავლეები აღიქვამენ მხედველობით, სმენით, შეხებით და სუნით.

სქემატურად განვიხილოთ ექსკურსიამძღოლის, ექსკურსანტისდა ობიექტის ურთიერთქმედების ძირითადი ფორმები.

გთავაზობთ ვარიანტებ, სადაც სამივეკომპონენტის აქტიურბის ხარისხი თანდათან მაღლდება და, შესაბამისად, ძლიერდება შემეცნებითი მიდგომა,იცვლება კომპონენტების ურთიერთდამოკიებულება.

სქემა 1

სქემაზე ნაჩვენებია სიტუაცია, როცა სამი კომპონენტიდან აქტიურია მხოლოდ პირველი ექსკურსიამძღოლი. ძეგლი გაუანალიზებელია,  ექსკურსანტიპასიური.

სქემა 2


ამ  შემთხვევაში  ექსკურსიამძღოლი-მასწავლებელი თავის ცოდნას ექსკურსანტ-მოსწავლეებს ობიექტისპასიური ჩვენებით გადასცემს.

სქემა 3

სქემა -4

როდესაც ექსკურსიამძღოლ-მასწავლებლისმეტყველება და მხედველობითი მტკიცებულებანი ექსკურსიის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილია ობიექტისჩვენების მეთოდური ხერხებით, მოსწავლეები ობიექტს აქტიურად შეიმეცნებენ.

სქემა 5

მასწავლებლის მიერ საექსკურსიო ობიექტის ჩვენება და თხრობა ხდება სრულყოფილი,რისთვისაც მასწავლებელი ზედმიწევნით იყენებს ჩვენების ხერხებს როგორც თვალსაინოებას.აქტიურია ექსკურსანტი-მოსწავლე; იგი არა მხოლოდ აღიქვამს ობიექტს, არამედ იმახსოვრებს მას, აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, უჩნდება
დამოკიდებულება, იღებს შთაბეჭდილებას.
აქ სამივე კომპონენტი მაქსიმალურადაქტიურია. აქტიურადმუშაობს საექსკურსიო მეთოდი, მეთოდიკა და მეთოდოლოგია.


საექსკურსიოობიექტი ექსკურსიის ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად
არის
დამოკიდებული ობიექტზე. იგიუნდა შეირჩეს განსაკუთრებული განხილვისა და ანალიზის შემდეგ. უაღრესად მნივნელოვანიაობიექტების თანმიმდევრულჩვენება, ჩვენების მეთოდიკის შემუშავება. ქსკურსიამძღოლი-მასწავლებლის
მთავარი
ამოცანაა, თხრობისა და ჩვენების მეთოდური ხერხების მეშვეობით აალაპარაკოსობიექტი.

ექსკურსანტი-მოსწავლე –
უმთავრესად
ექსკურსიამძღოლ-მასწავლებელზეა დამოკიდებულ. ექსკურსიამძღოლი გავლენას
ახდენს მოსწავლეე
ბზე, ეხმარება მათ ობიექტიისე დანახვაში, როგორც თვითონ ხედავს. იგი ხელმძღვანელობს ობიექტზე დაკვირვებას, რისთვისაც იყენებს სხვადასხვამეთოდურ ხერხ: ამოცანის დასმისას,ლოკალიზაციისას,გამომსახველობითს,ანალოგიებისას,მასალებისა და შთაბეჭდილებებისდაგროვებისას… ექსკურსიამძღოლის როლში
მყოფი მასწავლებელი
იყენებს ანალიზ, სინთეზისა და აბსტრირების მეთოდებ, გამოყოფს ობიექტის განსაკუთრებულ ნაწილს და აქცევს მას დაკვირვების სამიზნედ. მასწავლებელს შეუძლიაააქტიუროსმოსწავლე დააალაპარაკოსობიექტი.

ექსკურსიის დროს მასწავლებელი იყენებს დაკვირვების, შესწავლისა და კვლევის მეთოდურ ხერხებს:

1. დაკვირვება მოსწავლის აქტიურობის პირველი საფეხური, რომელიც მოყვება ობიექტის ისეთ მზერას, როცა მოსწავლე ამნევს და აღიქვამს მის ცალკეულ ნაწილებსა და დეტალებს. მოსწავლესუნდა ჰქონდესდაკვირვების უნარი, რომ ამ დეტალებიდანახვადა აღქმაშეძლოს.

2. შესწავლა არის მეორე, უფრო მაალი საფეხური მოსწავლისაქტიურობისა. შესწავლა დაკვირვების ისეთი ფორმაა, როცა დამკვირვებელს სურს, მიიღოს უფრო დეტალური ინფორმაცია ობიექტის, მისი დანიშნულების, სტრუქტურისა და მნიშვნელობის შესახებ.ზოგჯერ ტერმინ შესწავლარაიმეობიექტის საფუძვლიანი გაცნობის აღსანიშნავადაციყენებენ.

3. კვლევა მოსწავლის აქტივობის მესამე, ყველაზე მაალი საფეხური. ამ შემთხვევაში ის წინასწარ დადგენილი სქემით მიზნობრივად შეისწავლის ობიექტის ცალკეულ ნიშან-თვისებებს, რათა მიიოს პასუხი მისთვისსაინტერესო კითხვაზე
ამა თუ იმ
ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ.

ექსკურსიის როგორც
სასწავლო ღონისძიების თეორიული საფუძვლებიდან გამომდინარე,
მასწავლებელს საშუალება აქვს, უკეთაგეგმოს იგი, შეარჩიოს ექსკურსიისჩატარების სრულყოფის მეთოდები.

მასწავლებლის მიერ ექსკურსიისადმი როგორც სასწავლო ღონისძიებისადმიმიდგომა განსაზღვრავს ექსკურსიის ფუნქციებს, მის ნიშნებს, ასპექტებს, ხსნის საექკურსიო მეთოდს, მეთოდიკისა და მეთოდოლოგიის შინაარს,ჩვენებისა და თხრობის თავისებურებებს; ახდენსექსკურსიების კლასიფიკაციას, განსაზღვრავს საექსკურსიო სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობას. ამიტომ სასწავლო პროგრამებში ექსკურსიების დაგეგმვას
დიდი მნიშვნელობა ენიჭება.












კითხვის სწავლება საკომუნიკაციო მეთოდის გამოყენებით რუსული ენის გაკვეთილზე (მეორე ნაწილი)

0
მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ „ბავშვებმა არ იციან პუშკინი, დოსტოევსკი, არ იციან რუსული კლასიკა…” დიახ, ეს პრობლემაა. ბავშვები ძალიან ცოტას კითხულობენ და არა მარტო რუსულ ლიტერატურას – ქართულსაც და უცხოურსაც. მაგრამ განა ვინმემ აკრძალა კლასში ლიტერატურული ტექსტის შეტანა? სადმე წერია, რომ ეს არ შეიძლება? პირიქით, სტანდარტი შესაბამისი დონიდან ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობას გვავალებს. ბევრს ჰგონია, რომ მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ კლასში ამა თუ იმ მხატვრული ტექსტის წაკითხვა და სიტყვასიტყვით თარგმნა ტექსტზე მუშაობას, მის კითხვა-გაგებას და გააზრებას ნიშნავს. მეთოდისტებს კი მიაჩნიათ, რომ ეს არავითარ შედეგს არ გამოიღებს, გარდა მშობლიურ ენაზე ტექსტის შინაარსის დამახსოვრებისა. მოსწავლეს შეუძლია, ასეთივე წარმატებით წაიკითხოს ეს ტექსტი ქართულად და, მერწმუნეთ, უკეთესიც ,იქნება მისთვის.
სტანდარტის თანახმად მისაღწევი შედეგები:

უცხ. ს. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).
უცხ. ს. V. 5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება.
უცხ. ს. V. 6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.
უცხ. ს. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება.
უცხ. ს. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის თხრობითი ტექტი (მოთხრობა, ნოველა, ლეგენდა, იგავ-არაკი).
უცხ. ს. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
უცხ. ს. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).
მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შედეგებზე მუშაობა იწყება მე-4 დონიდან, ადაპტირებული ტექსტებით, ნაწყვეტებით და მხატვრულ (ავთენტურ და ნახევრად ავთენტურ) ტექსტზე გადასვლა ხდება მხოლოდ მე-6 დონიდან. იქამდე მასწავლებელს საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. აქ აქტივობათა დაგეგმვაში მას სათანადო ინდიკატორები დაეხმარება.

მასწავლებელს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი მოსწავლეები გაუმკლავდებიან მხატვრულ ტექსტს, შეუძლია, მოთხრობა ან ტექსტი (თავისი შეხედულებისამებრ) შეიტანოს კლასში. არ არის აუცილებელი, ეს ტექსტი სახელმძღვანელოთი იყოს გათვალისწინებული – წიგნი ხომ ერთ-ერთი რესურსია და არა ერთადერთი. მთავარია, სწორად იყოს განსაზღვრული კლასის დონე, ტექსტის ლექსიკური სირთულე, თემის ასაკთან, მოსწავლის ინტერესებთან შესაბამისობა.
გთავაზობთ გაკვეთილს, რომელიც შეგიძლიათ რამდენიმე საათზე გადაანაწილოთ. ტექსტები ადაპტირებულია, ამრიგად, შეიძლება მათი შეტანა საბაზო ან საშუალო საფეხურზე, ენის ფლობის დონის შესაბამისად. გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ მოკლე ანალიზსა და შეფასების კრიტერიუმებს.
 
Работа с художественным текстом на примере сказок
 
თემა: მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

ამ გაკვეთილის ჩატარება გულისხმობს მოსწავლეების მიერ ა. პუშკინის ზღაპრის, „ოქროს თევზის”, ცოდნას. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილზე ჩემ მიერ შემოთავაზებული პუშკინის ზღაპრის ადაპტირებული ვარიანტი შესაბამისი სავარჯიშოებით ან დაავალოთ მოსწავლეებს ამ ზღაპრის შინ წაკითხვა. 

პუშკინის ზღაპარი ხუთ ნაწილად არის გაყოფილი. თითოეული ნაწილის დასასრულს გთავაზობთ კითხვებს. პირველი დავალება ყოველი თავის შემდეგ მეორდება, რადგან ახალ ლექსიკაზე მუშაობას გულისხმობს. სიტყვები ვარაუდით არის შერჩეული – შეგიძლიათ, კლასის დონის გათვალისწინებით დაამატოთ ან ამოაკლოთ. რეკომენდებულია, ორივე, პუშკინის ნაწარმოებიც და მომდევნო თავში შემოთავაზებული ინდური ზღაპარიც, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესთავაზოთ მოსწავლეებს. ეს მათ გაუადვილებს მომდევნო, მე-3 ნაწილში შემოთავაზებული აქტივობების შესრულებას.
По А.С. ПУШКИНУ
 СКАЗКА О РЫБАКЕ И РЫБКЕ
 I
Жил старик со своею старухой у самого синего моря. Они жили в очень старой и бедной избе уже тридцать лет и три года. Старик ловил неводом рыбу, а старуха всё делала по дому и пряла пряжку.

Один раз старик пошёл ловить рыбу. Первый раз он в море закинул невод – ничего не поймал. Второй раз закинул невод – тоже ничего не поймал, только была там трава морская и зелёная тина.Третий раз закинул старик невод – и поймал только одну рыбку, но не простую рыбку, а золотую. Рыбка была волшебная, она умела говорить.

 – Отпусти, старик, меня в море, – просит рыбка. – Я тебя отблагодарю, сделаю всё, что ты пожелаешь.
Старик удивился, даже испугался.Он рыбачил тридцать лет и три года, но ни разу не видел говорящей рыбы.
1. Выпишите и объясните выделенные слова.
2. Как жили старик со струхой?
3. Сколько раз старик закинул невод?
4. Почему удивился старик, когда поймал золотую рыбку?
5. Как вы думаете, о чём попросил старик золотую рыбку?
 II 
Он был добрый,поэтому отпустил золотую рыбку и сказал ей:
– Бог с тобою, золотая рыбка! Ничего мне от тебя не надо, плыви себе в синее море! И рыбка уплыла.
 Старик вернулся домой к своей старухе. Рассказал ей всё, что с ним случилось: поймал он золотую рыбку, не простую, а волшебную, которая говорила человечьим голосом, обещала ему рыбка сделать всё, что он пожелает. Что отпустил он золотую рыбку, ничего у неё не попросил.

Старуха старика отругала:
– Дурачина ты, простофиля! Не сумел взять ничего от рыбки, взял бы хоть новое корыто. Наше-то совсем уж старое!
Вот пошёл старик опять к синему морю, видит – море слегка разыгралось. Стал он звать золотую рыбку. Приплыла к нему рыбка, спросила:
– Чего тебе надобно, старче?
Ей с поклоном старик отвечает:
– Не сердись, золотая рыбка! Совсем меня старуха моя изругала, не даёт мне покоя, требует новое корыто, наше-то совсем уже никуда не годится.
– Не печалься, старик, не волнуйся! Иди спокойно домой, будет тебе новое корыто.
И рыбка уплыла.
1. Выпишите и объясните выделенные слова. 
2. Почему старик отпустил золотую рыбку?
3. Почему старуха отругала старика?
4. О чём старик попросил рыбку во второй раз?
5. Как вы думаете, будет ли старуха довольна?
 
 III 
 
Вот пошёл старик домой. Когда он пришёл домой, увидел новое корыто, перед ним сидит его старуха. Но всё равно старуха недовольна. Ещё хуже старуха ругается, говорит она старику:

– Дурачина ты, простофиля! Попросил всего лишь корыто! Что хорошего в этом корыте? Пойди ещё раз к рыбке, поклонись ей, попроси у неё новую избу!
Вот пошёл старик к синему морю, помутилось синее море, стал он звать золотую рыбку. Приплыла к нему рыбка, спросила:
– Чего тебе надобно, старче?
Ей старик с поклоном отвечает:
– Пожалей меня, дорогая рыбка! Ещё больше старуха меня ругает, не даёт совсем мне покоя, хочет старуха новую избу.
Отвечает золотая рыбка:
– Не печалься, старик, не волнуйся! Иди домой, будет вам новая изба.
Пришёл старик домой, а старого дома уже нет, на его месте стоит новая изба, с кирпичною белой трубой, с дубовыми воротами. Старуха сидит под окошком, всё равно старика ругает:
– Ну какой же ты дурачина! Попросил только новую избу! Пойди поклонись рыбке, скажи, что не хочу быть чёрной крестьянкой , а хочу быть столбовой дворянкой!
Пошёл старик снова на берег моря, неспокойно синее море. Приплыла опять золотая рыбка и пообещала сделать всё, что старик просит.
1. Выпишите и объясните выделенные слова. 
2. Почему старуха была недовольна?
3. О чём попросил старик рыбку?
4. Как старика встретила старуха?
5. Скакой просьбой старик обратился к рыбке?
6. Как вы думаете, выполнит на этот раз рыбка просьбу старика?
 IV
Вот вернулся старик и видит: высокий дом стоит, в нём на крыльце стоит старуха в дорогой одежде, украшенной жемчугом и драгоценными камнями, на руках золотые перстни, на ногах красные сапожки. Перед нею стоят её слуги, она бьёт их, за волосы таскает. Говорит старик своей старухе:

– Ну, теперь-то ты уже довольна!
На него прикрикнула старуха, на конюшню служить его послала.
Вот неделя проходит, другая. Ещё больше старуха бранится, опять старика к рыбке посылает:
– Иди, поклонись рыбке, не хочу быть дворянкой, хочу быть настоящею царицей!
Испугался страрик:
– Что ты, старуха, ты в соём уме??? Ничего же ты не умеешь, насмешишь ведь целое царство!
Рассердилась старуха, взбесилась, по щеке ударила мужа:
– Как ты смеешь, мужик, спорить со мною? Иди к морю! Не пойдёшь – поведут тебя силой.

Вот старик отравился к морю. Почернело синее море. Стал он звать золотую рыбку. Приплыла к нему рыбка, спросила:
-Чего ты хочешь старик? Отвечай мне!
– Пожалей меня, государыня рыбка! Не даёт мне старуха покоя, хочет она быть настоящей царицей!
– Не печалься, иди себе с богом! Будет твоя старуха царицей!

Вот пришёл старик домой, а перед ним царские палаты. В палатах видит он свою старуху, за столом сидит она царицей, служат ей бояре да дворяне, наливают ей заморского вина. А вокруг неё стража.
 Как увидел старик всё это, испугался. В ноги старухе поклонился:
– Здравствуй, грозная царица! Ну, теперь твоя душенька довольна?
На него старуха даже не взглянула, прогнать велела.
1. Выпишите и объясните выделенные слова. 
2. Что увидел старик, когда вернулся домой?
3. Куда послала его работать старуха?
4. Чем старуха опять была недовольна?
5. Как вы думаете, выполнит и на этот раз рыбка просьбу старика?
 V
Вот неделя проходит, другая. Ещё больше старуха бранится, старика к рыбке посылает:
– Пойди скажи, старик, рыбке, что я хочу быть царицей морскою, хочу жить в океане-море и чтоб рыбка золотая мне служила!

Старик не осмелился ничего ответить и пошёл снова к синему морю.

Вот подходит он к самому морю, а на море чёрная буря, поднимаются огромные волны, всё море ревёт и воет. Стал старик звать золотую рыбку. Приплыла к нему рыбка, спросила:

– Чего тебе надобно, старче?
– Смилуйся, государыня рыбка! Что мне делать с проклятою бабой? Уже хочет быть она царицей морскою жить в море-океане и чтоб ты сама ей служила, и была у неё на посылках.

Ничего не сказала рыбка, лишь хвостом взмахнула и уплыла в глубокое море.

Долго старик ждал ответа, не дождался, к старухе воротился. Видит: перед ним опять старая изба, на пороге сидит его старуха, а перед нею разбитое корыто. 
1. Выпишите и объясните выделенные слова. 
2. С какой просьбой пришёл старик к рыбке?
3. Что увидел старик, когда вернулся домой?
4. Как вы думаете, почему рыбка оставила старика без ответа?

ზაფხულის არდადეგები

0

ახლა არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ ჩემს ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულები, სკოლაში თითქმის ყოველ წელს ვწერდით „თავისუფალ თემას” – „როგორ გავატარე ზაფხული”. რუსულის სახელმძღვანელოების პირველი გაკვეთილებიც ამავე თემას ეძღვნებოდა – როგორ კრეფდნენ სოფელში, ბებია-ბაბუასთან ჩასული ბავშვები სოკოს და კენკრას, დადიოდნენ მდინარეზე და იჩენდნენ ახალ მეგობრებს, მერე კი მასწავლებელი ეუბნებოდა, რამხელა გაზრდილხარ, როგორი გარუჯული დაგვბრუნებიხარო.

მე არდადეგების ნახევარს იმერეთში ვატარებდი, დედულეთში, ნახევარს – ხევსურეთში, მამის მშობლებთან. ალბათ სწორედ მაშინ, გრძელ, თბილ ზაფხულებში, შემიყვარდა მთები, თავისუფლად მცხოვრები ხალხი და გამჭვირვალე ჰაერი.

ზაფხულის მიწურულს კი, ბავშვობის დროინდელი ტრადიციისამებრ, მოგიყვებით იმაზე, როგორ გავატარე დასვენებისთვის გამონახული რამდენიმე დღე მთებში ჩაკარგულ სოფელში, ლაღ და ბედნიერ ადამიანებთან.

ციკომ სკოლა დაამთავრა და სტუდენტობის პირველ დღეებს ელოდება, 18 წლისაა და 25 დღეა, აქ მუშაობს, სექტემბრამდე. აღებული ხელფასით სასურველი ტელეფონის ყიდვას აპირებს, შესვენებისას კი ბავშვების ეზოში მიყრილი ნივთებით, ველოსიპედით, სკეიტბორდით, გორგოლაჭებით ერთობა. ამ დროს 82 წლის ბაბუა ოთარი დანანებით იქნევს თავს და ამბობს, რომ ციკო ჯერ კიდევ ბავშვია, მისგან არაფერი გამოვა. ბაბუა ოთარის დედა 13 წლისა გათხოვილა, 18 წლისას სამი შვილი ჰყოლია უკვე. ცხადია, მასთან შედარებით ჩვენ ყველა უმნიშვნელო თამაშებით ვარ დაკავებული.

იმ დროს, როცა ოთარი ბაბუას 18 წლის დედა სამ შვილს ზრდიდა, არა მარტო 18 წლის გოგონები, აქაური ცხოვრებაც სრულიად სხვაგვარი იყო. მაგალითად, მე-12 საუკუნის ეკლესიაში, სოფლის ბოლოს რომ დგას და უნიკალური ფრესკებით არის მოხატული, ნაადრევად დაქვრივებული და ბერად შემდგარი ახალციხიდან ჩამოსული მამა პახუმი ცხოვრობდა და სოფლის ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა. ახლა აქ დიდი მონასტერი შენდება გაცილებით მეტი ბერისთვის, თუმცა სასულიერო პირებმა საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე დიდი ხანია ფაქტობრივად უარი თქვეს.

მაშინ, საუკუნის დასაწყისში და უფრო ადრეც, ზემოთ, გუჯარეთის ხეობაში, ოსებით დასახლებული ულამაზესი სოფლები ყვაოდა, დაუღალავი შრომით შექმნილი მდიდარი მეურნეობა მთელ ახლომახლო ტერიტორიას ამარაგებდა. მერე, 90-იან წლებში, სახელმწიფოს მახინჯ პოლიტიკას ემსხვერპლნენ ეს შრომისმოყვარე ადამიანები, ერთიანად აყარეს და ისტორიულ სამშობლოში გაისტუმრეს. ახლა აღარც იმ სოფლებამდე მისასვლელი გზა ვარგა, აღარც სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა იქაურობას.

ოთარი ბაბუასთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ერთგულად უვლის ფუტკრებს, კურდღლებს და ქათმებს, დარაჯობს თხილის ბუჩქებს, ვინმე ციკოსნაირმა ონავარმა ნაადრევად რომ არ გაუჩანაგოს და ასხამს ბოთლებში თავის გამოხდილ არაყს, – ისევე, როგორც, ალბათ საუკუნის დასაწყისში, პატარა ბიჭი რომ იყო.

ადგილს, რომლის ამბებსაც გიყვებით, ტიმოთესუბანი ჰქვია და ყველა პერსონაჟი რეალურია. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც ურბანული გარემოდან გაქცევა, ტყის ტექსტურის, სუნისა და ხმის შესწავლა, სუფთა ჰაერის თერაპია და შვებულების მშვიდად გატარება უნდა. ტიმოთესუბანში სულ ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ეკლესია და ეკოკოტეჯები, სადაც მე ვისვენებ, ციკო მუშაობს და ოთარი ბაბუა ცხოვრობს.

ეკოკოტეჯები ერთი ოჯახის წარმატებული პროექტია: სოფლის ბოლოს, სიმწვანეში ჩაფლული წიწვოვანი ხის კოტეჯები ნაძვის სუნით და ლამაზი აივნებით. ადგილობრივ მეურნეობაში მოწეული სურსათისგან მომზადებული უგემრიელესი კერძები ყოველ წამს გახსენებს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სოფლებზე უარის თქმით და დიდ ქალაქებში გახიზვნით სიცოცხლის შემოკლებული და ნაკლებად ლაღი ვერსია აირჩიეს, უეზოებო ერთნაირ სახლებში გამოიკეტნენ და ბავშვებს ნამდვილი ცხოველების მაგივრად წიგნების ილუსტრაციებს აცნობენ, გვარიანი სისულელე ჩაიდინეს.

ოჯახი, რომელიც ამ პროექტის ავტორია, ძირფესვიანად ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ სოფელში ცხოვრება მძიმე და საშინელია, სრულფასოვანი განვითარების პირობები არ არის და აქ ბავშვების გაზრდა ძნელია. იშვიათად მინახავს ისეთი გონებაგახსნილი, თავაზიანი და თბილი ბავშვები, როგორიც ოთარი ბაბუას სამი შვილიშვილია. ასეთი ბარაქიანი მეურნეობა და საათივით აწყობილი საქმეც იშვიათია ჩვენს რეალობაში.

დღისით ჩემს ერთი წლის შვილს ვუვლიდი, რომელიც განსაკუთრებით ქათმებითა და კურდღლებით მოიხიბლა, საღამოობით კი ხის აივანზე ვიჯექი, ვარსკვლავებიან ცას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ თუ ბედმა გაგიღიმა და ასეთი ადამიანები გაიცანი, ასეთი ადგილები ნახე, აუცილებლად უნდა მოუყვე ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ხალხს, რომ ყველამ ერთად გავიხსენოთ, როგორ შეიძლება, ბედნიერება ხელშესახები გახადო, საქმე – წარმატებული, ზაფხულის არდადეგები – დაუვიწყარი.

თამარ სანიკიძე – მასწავლებელი იგრძნობს, რომ სახელმწიფო და სამინისტრო მის გვერდით არიან

0
ჟურნალ „მასწავლებლის” სტუმარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე
 

ესაუბრა ნატო ინგოროყვა


. საზოგადოება ახალი მინისტრისგან საკუთარ ხედვას, განათლების პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებას ელის. იგეგმება თუ არა სიახლეები, იქმნება თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალ საქმიანობას, მის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას გააცნობს, წარმოდგენას შეუქმნის იმის თაობაზე, საით მივდივართ და რა გზით?

– ასეთი გეგმა და სტრატეგია, რა თქმა უნდა, გვაქვს და შესაბამისი დოკუმენტიც მზადდება. საუბარია პოლიტიკის დოკუმენტზე. ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ძირითად გეზს, რომელიც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ აიღო განათლების სამინისტრომ და რომელიც, როგორც შედეგებმა დაგვანახვა, სწორად იყო შერჩეული. ვგულისხმობ სისტემის დეპოლიტიზაციას, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ არა სწავლის ღირებულების გაზრდით, არამედ სხვა ადაპტირებული მეთოდებისა გამოყენებით და არსებული რესურსების ადეკვატურად გადანაწილებით. ოქტომბრისთვის გვექნება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიხედვითაც სისტემურ ცვლილებებს განვახორციელებთ. ეს ცვლილებები იქნება მიზანმიმართული და დაეფუძნება მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ასეთი ცვლილებების განხორციელების მცდელობა თითქოს უკვე იყო საქართველოში, მაგრამ იმდენად სწრაფი, გაუაზრებელი და რიგ შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი განზრახვებით გაჯერებული, რომ გარკვეულ წილად შედეგები იყო სავალალო, ისეთი როგორიც არის ძალაუფლების რამდენიმე ადამიანის ხელში ჩაგდება, სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი გასხვისება და ა.შ. მთავარია, რომ ეს ტენდენცია შეჩერდა. 

რაც შეეხება ჩვენს ძირითად პრინციპებს და მიმართულებას უმაღლესი განათლების ნაწილში, მივდივართ იქეთ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აუცილებლად  ჰქონდეთ სრულფასოვანი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება სწავლებისა და კვლევის პროცესებში. ჩვენი ახალი საკანონმდებლო შემოთავაზება სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული. ამ საკითხებზე ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობენ საქართველოს სახელწიფო უნივერსიტეტების მმართველები და აკადემიური პერსონალი, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, დონორი ორგანიზაციები. ჩართულობა მრავალმხრივი და აქტიურია.  არ მინდა, ეს პროცესი დავაჩქარო – შესაძლოა, უკუშედეგი მივიღოთ. როგორი კრიტიკაც არ უნდა დავიმსახურო, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. შესაძლოა თქვან, მათი გაკეთებული ჯერ არაფერი ჩანსო, მაგრამ მიუკერძოებელი ადამიანი ადვილად დაინახავს, რამდენი რამ კეთდება და კეთდება სისტემის სრულყოფისა და გაჯანსაღებისთვის. სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს არა მარტო უმაღლეს, არამედ პროფესიულ და ზოგად განათლებაშიც. წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა კვლევასა და შეფასებაზე დაყრდნობით. ეს წარუმატებლობის ერთერთი ძირითადი მიზეზია. ამჟამად არსებული კვლევების შედეგები მუშავდება, ახალი კვლევებიც მიმდინარეობს საჭიროებიდან გამომდინარე. ყოველ ნაბიჯს ამ კვლევების გათვალისწინებით ვდგამთ. სხვაგვარად რამის გაკეთება გამორიცხულია. ყველა რეფორმა, რაც კი გატარდება, რეალურ საჭიროებებს იქნება მორგებული. წარსულს უნდა ჩაბარდეს გაუაზრებელი, პოპულისტური და შედეგების გაუთვალისწინებლად განხორციელებული რეფორმები. ჩვენ ყველაფერს სისტემურად, გააზრებულად და შედეგზე ორიენტირებით გავაკეთებთ.

. შესანიშნავი იქნება, თუ მომავალი საქმიანობა კვლევებსა და მათ შედეგებს დაეყრდნობა, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ხარისხიც, მაგრამ, მოდი, ოდნავ უკან დავიხიოთ. უმაღლეს სასწავლებლამდე ადამიანი საკლასო ოთახს გაივლის. ვაღიაროთ, რომ პრობლემები აქაც გვაქვს. ეს სასერტიფიკაციო გამოცდებმაც დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიდი ძალისხმევა გაიღო მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის, შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. დამეთანხმებით, ტრენინგი არ ნიშნავს საგნის სწავლებას და მისი ფორმატი არც გულისხმობს ამას. ტრენინგებზე მასწავლებლები სწავლების უნარებს იძენენ, არსებული ცოდნის გამოყენების მეთოდებსა და სტრატეგიებს ეცნობიან და, ბუნებრივია, გამოცდებისთვისაც ემზადებიან. შედეგების გათვალისწინებით, რას ფიქრობს მინისტრი, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ?

– უპირველესად, მინდა ვუთხრა მასწავლებლებს – ნუ შეეშინდებათ. ჩვენ ამ გამოცდების შედეგებს არც შევუშინებივართ და არც პედაგოგებისადმი უნდობლად განვუწყივართ. პირიქით – მათ ისეთი პერიოდი გამოიარეს, კიდევ რომ შერჩათ მოტივაცია, ისწავლონ და თვითგანვითარებაზე იზრუნონ, ვფიქრობ, გმირობის ტოლფასია. რაც ახლა წარმოჩნდა, სამინისტროს შიშით წლების განმავლობაში აფარებდნენ ხელს. არც ერთ მასწავლებელს არ უნდა შეეშინდეს ტესტირების. განვლილი წლების შედეგებს თუ გადავხედავთ, არც იქ არის ბრწყინვალე მაჩვენებლები. ძალიან კარგია, რომ პრობლემები გამომჟღავნდა. ჩვენ მასწავლებლებს აუცილებლად შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის. პედაგოგები იგრძნობენ, როგორ ვუწყობთ ხელს სრულფასოვან განვითარებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

მასწავლებლის სახლი, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი,  ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს. წლევანდელი ტრენინგები ისეთი მასშტაბური იყოს, როგორიც არასდროს. მათი ხარისხისა და მასშტაბურობის ასამაღლებლად მიმართულ იქნა დამატებითი დაფინანსება, თუმცა ამაზე არ შევჩერდებით, რესურსების მობილიზება ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. მუშავდება ახალი მოდულები, რათა ყოველმხრივ და უფრო ეფექტურად დავეხმაროთ პედაგოგებს. ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია იმისა, საით მივდივართ და რა გვინდა. ეს დოკუმენტი უკვე მომზადებულია, ამჟამად ზოგადი განათლების დეპარტამენტი დეტალებს აზუსტებს და უახლოეს მომავალში მას დასრულებული სახით წარვუდგენთ  საზოგადოებას.
. ვინ მუშაობდა ამ დოკუმენტზე? თავად მასწავლებლები თუ მონაწილეობდნენ მის შედგენაში? 

– დოკუმენტზე მუშაობდა ზოგადი განათლების დეპარტამენტი. პროცესში ჩართულები იყვნენ ექსპერტები, დონორი ორგანიზაციები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, არასამთავრო ორგანიზაციები, პედაგოგები და, რაც მთავარია, გამოყენებული იყო უკვე არსებული კვლევის შედეგები, რამაც დაგვანახვა, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ეს არის დახვეწილი, დოკუმენტი, რომელშიც კარგად ჩანს ჩვენი გეგმები ზოგადი განათლების მიმართულებით. მას მალე გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ყველას შეეძლება მისი ნახვა. ეს არ იქნება დოკუმენტი, რომელსაც ვერ შევცვლით – მის განხილვაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული და ყველა კვალიფიციურ კომენტარს განვიხილავთ და გავითვალისწინებთ.
. კიდევ რა გაკეთდა ან კეთდება?

– რეგიონებსა და სოფლებში სკოლების ინფრასტრუქტურის კუთხით სავალალო მდგომარეობაა. სახელმწიფოს მზრუნველობა დიდხანს უმთავრესად პიარისთვის გამიზნული პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს არაფერი გაკეთებულა, მაგრამ რესურსები სწორად რომ დახარჯულიყო, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. რა დროს ფასადის შეღებვაა, როდესაც შენობაში წვიმა და თოვლი ჩამოდის?! ძალიან მოკლე ხანში შევისწავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები და შევიმუშავეთ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. მის განხორციელებას წელსვე დავიწყებთ. სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ სკოლების შეკვრით, კარ-ფანჯრის, სახურავის გამოცვლით, სველი წერტილების მოწესრიგებით. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ შიდა სამუშაოების ჩატარება შევძლოთ. მომდევნო წლის გეგმის მიხედვით, არ უნდა დარჩეს საქართველოში სკოლა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდის, არ აქვს კარ-ფანჯარა და ა.შ. მესამე წელს უკვე შიდა სამუშაოებს დავიწყებთ. ეს გეგმა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ შეუმუშავებია – დაგვეხმარნენ თვითმართველობები, რეგიონის მაჟორიტარები. პარლამენტშიც გახლდით და ჩვენს კოლეგებს დახმარება ვთხოვე. სამწუხაროდ, სწავლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა. მიუხედავად ამისა, წელს მაქსიმუმ 6 თვეში 692 სკოლას გავარემონტეთ. 
. მასწავლებლებისთვის სასიამოვნო იქნება თქვენი გზავნილი, არ ეშინოდეთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი ხშირად აღნიშნავენ მოტივაციის უქონლობას. შესაბამისად, არც მზაობა აქვთ, ყველა ის სიახლე, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, რომელიც არც ისე ცოტა დროსა და რესურს ითხოვს, აითვისოს და უპასუხოს სტანდარტებს, რომლებსაც ეს რეგულირებადი პროფესია კარნახობს. გარდა ამისა, მასწავლებლის პროფესია დაბერდა, ახალი თაობა ძნელად მიდის სკოლაში სამუშაოდ. რას აპირებს სამინისტრო მასწავლებლისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, ამ პროფესიისთვის ახალი სისხლის გადასასხმელად, ახალი ადამიანების მოსაზიდად?

– ეს ის მთავარი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მაგრამ აქვე ისმის კითხვა: რა სჭირდება მასწავლებელს მოტივაციისთვის? მხოლოდ ხელფასი? არა, ეს შეიძლება იყოს გარემო, წახალისება ამა თუ იმ ფორმით, სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები… ამიტომ არავითარმა რეფორმამ ისინი არ უნდა დააფრთხოს. 2013 წელს მასწავლებლებს გავუზარდეთ ხელფასი, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არ არის ისეთი, როგორიც ეკუთვნით, მაგრამ არსებული რესურსი მეტის საშუალებას ჯერჯერობით არ გვაძლევს. პედაგოგის ხელფასის გასაზრდელად დაგვჭირდა 2013 წლის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და სხვა სახსრების მობილიზება რათა დაგვენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის პედაგოგის პროფესია, ცვლილება შევიტანეთ მათ სახელფასო კოეფიციენტში. აქამდე აქცენტს რატომღაც მასწავლებლის განათლების დონეზე აკეთებდნენ – ხელფასი იმატებდა იმის მიხედვით, ჰქონდა თუ არა მას ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტის დიპლომი. თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვთქვათ, რა გამოვიდა ამისგან. ამ პრინციპით, სკოლაში ახალმისულ დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგს გაცილებით მეტი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე ოცწლიანი გამოცდილების მქონეს, ამიტომ კოეფიციენტები გავათანაბრეთ და ახალი მიდგომა დავამკვიდრეთ. იმისთვის, რომ სკოლაში მივიზიდოთ ახალგაზრდა პედაგოგი, მას უნდა დაუფასდეს მიღებული განათლებაც და დაინტერესებულიც იყოს კარიერული ზრდით. რა თქმა უნდა, ეს არ არის გრანდიოზული ცვლილება, მაგრამ ყველაფერი ხომ პირველი ნაბიჯით იწყება. 
. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის დრო, სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას მასწავლებლის პროფესიასთან მიმართებით? თუ საჭირო განათლება და უნარები სკოლიდანვე არ მივეცით ადამიანს, თუ ის არ განვავითარეთ, რაც ჩვენს მსგავს პატარა ქვეყნებს გადაარჩენს, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა, თუ იმ პროფესიის განვითარებას არ შევუწყვეთ ხელი, რომელიც ამას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს, ალბათ ძალიან ჩამოვრჩებით წარმატებულ რეფორმას. ვფიქრობ, მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს, რომ ახალი ადამიანებით შევავსოთ პროფესია. სამინისტროს ამ მხრივაც ექნება თავისი სტრატეგია…

– ასეც არის დაგეგმილი. უკვე ითქვა, რომ ქვეყნის პრიორიტეტია განათლება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა, ამიტომ მომავალი წლიდან ჩვენ ველით გაზრდილ ბიუჯეტს, დამატებითი რესურსების ჩადებას იქ, სადაც საჭიროა, უწინარესად – პედაგოგის კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში, ასევე – სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაში. ხარისხის ამაღლება უშუალოდ უკავშირდება კვალიფიციური პედაგოგების სიმრავლეს. ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს პედაგოგს, რომელმაც მრავალი წელი იმუშავა სკოლაში, არ ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია. ფაქტია, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, მოთხოვნები იზრდება. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ მოთხოვნებს. ეს არის ის სფერო, სადაც პედაგოგებს სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.

– უკეთ, მათ სჭირდებათ არსებული ცოდნის გამოყენების, მართვის, გადაცემის, გავრცელების მეთოდების ცოდნა, სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები...

– მათ აქვთ ცოდნა, სწავლების საკუთარი მეთოდები, მაგრამ ეს მეთოდები ნაწილობრივ მოძველებულია. სწორედ ეს არის პრობლემა და ამაში სახელმწიფო მასწავლებლებს აუცილებლად დაეხმარება. 
. სერტიფიცირების შედეგებს 2014 წლამდე ითვლიან. რას უნდა ველოდოთ შემდეგ?

– ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ამ წლის დინამიკას დავინახავთ. წლის დასაწყისში გადაწყვეტილების მიღება არამც და არამც არ იქნება გამართლებული – ისიც უნდა ვიცოდეთ, რით დამთავრდება წელიწადი, რა ძირითადი მახასიათებლები გამოიკვეთება, ამიტომ რაც უფრო გვიან მივიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო გააზრებული და მართებული იქნება. ამ ეტაპზე ყოველგვარი გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიმაჩნია.

მადლობელი ვარ, დამბადებელო…

0
„მადლობელი ვარ, დამბადებელო…” – ამ სიტყვებით დაასრულა ვაჟა-ფშაველამ მოღვაწეობაც და სიცოცხლეც. ამბობენ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლისას მთელი ცხოვრება ჩაივლის თვალწინ. დრო ჩერდება – ერთსა და იმავე დროს ბავშვიც ხარ და თმაშევერცხლილიც, და ჩავლილ ცხოვრებას ისე უყურებ, როგორც ავტორი დასცქერის თავის სქელტანიან რომანს. მან იცის, რომელ გვერდზე რა ვნებაა, სად უხარია და სად სტკივა მთავარ გმირს, როგორ შემოდგა ფეხი წიგნის პირველ გვერდებზე და როგორ გაიხურავს კარს ეპილოგში. შენ, ავტორს, დრო აღარ გჭირდება მის წასაკითხად. 

როგორც უკვე გითხარით, ვაჟა-ფშაველამ მადლობა გადაუხადა დამბადებელს…

მაინც ვის უხდიდა მადლობას მწერალი? მშობელ დედას, არაგვს, დამწუხრებულს რომ ახარებდა, ანკარა წყაროებს, თიბვითა და მკით დაღლილს წყურვილს რომ უკლავდა; ქუჩს, იმ მწირ ბალახს, რომელიც მეფესავით გაათამამა და ვინ იცის, რამდენჯერ ქათიბად ჰფენია მთის წვერზე ჩამომჯდარი ბებერი არწივისა თუ დიაცის უბესავით აზვირთული მთების, მათ კალთებზე მოცურავე „ფიქრების” – ნისლების ცქერისას; შემოქმედს, მადლი რომ მოჰფინა მარჯვენაზე… ლუკა რაზიკაშვილი ხომ ყველამ და ყველაფერმა ერთად დაბადა ვაჟა-ფშაველად…

ამქვეყნად მოსვლის შესაძლებლობა ჩვენ ერთხელ გვეძლევა, დაბადებისა კი – არაერთხელ.

თუ გვინდა, ნერგი მაღალი და აშოლტილი გაიზარდოს, ჯერ კიდევ ნორჩს უნდა შევუდგათ ჭიგო. სანამ “სრულწლოვანი” გახდება, ვარჯს გაიმაგრებს და ფესვებსაც ღრმად გაიდგამს, ჭიგოს მიჰყვება მაღლა, მზისკენ. ყმაწვილ გოგო-ბიჭებსაც იმისთვის მიაბარებენ სკოლაში, ფესვი გაიმაგრონ (საფუძველი ჩაიყარონ), ტანი დაიმშვენონ (ცოდნით მომძლავრდნენ) და ფართოდ გაშალონ ტოტები (სხვასაც გამოადგნენ თავიანთი ცოდნით). ამიტომ მასწავლებელს მშობელზე არანაკლები როლი აკისრია ჩვენი შვილების ჩამოყალიბება-ფორმირებაში. თუმცა ამ როლს უდიდესი პასუხისმგებლობაც ახლავს თან. 

ალექსანდრე მაკედონელსაც და დავით აღმაშენებელსაც ჰყავდათ მასწავლებლები, თანაც არა მარტო მოწიფულობის ჟამს. პითაგორა, ციცერონი, ავრელიუსი და სხვა დიდი მოაზროვნენი პირველად თავიანთ მასწავლებლებთან ეზიარნენ “აი იას”. იყო დრო, როცა მასწავლებლის ყოლა დიდ ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომაც მათ ყველა მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობოდა. შემდეგ დროებამ აუცილებელი სწავლა-განათლება მოიტანა. გაიხსნა უამრავი სკოლა. აღარც მასწავლებელი იყო სანთლით საძებარი და ამ პროფესიამაც დაკარგა ძველი პეწი (და არა მნიშვნელობა)… თუმცა სკოლა ყველა ქვეყანასა და დროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტად რჩება. ეკონომიური კრიზისები, ომები, შინააშლილობა და სხვა კატაკლიზმები სწავლების პროცესს ვერ აჩერებს… ამიტომ მასწავლებლებიც ყოველთვის (მშვიდობიან თუ საომარ, დალხენილ და ძნელბედობის ჟამს) საჭირონი არიან. მასწავლებელს მუდამ იგონებენ, ემადლიერებიან ან, პირიქით ემდურებიან, ნანობენ, რომ თავის დროზე არ დაუჯერეს…
მეც მაქვს სათქმელი ჩემი წილი მადლობა ჩემი მასწავლებლებისა და ადამიანი-კომპასებისადმი:

მეც ერთხელ მოვედი ამქვეყნად, მაგრამ არაერთხელ დავიბადე. მადლობელი ვარ მშობლებისა, რადგან გავჩნდი; მადლობელი ვარ მასწავლებლისა, რომელმაც ერთ თოვლიან დღეს ქალაქიდან სახლში მიმავალს ამიხსნა და დამარწმუნა, რატომ უნდა გავმხდარიყავი ქიმიკოსი. მადლობელი ვარ იმ პროფესორისა, რომელმაც ქიმიის ღრმა ტალანებში შემახედა და როდესაც პირველად მივიღე დამოუკიდებლად ახალი ნივთიერება, ბავშვივით აღტაცებული, უნივერსიტეტის კორიდორში მთელი ხმით გაიძახოდა: “მიიღო”, “მიიღოო!..” იმ დღეს ერთად დავიბადეთ: ჩემს კოლბაში – ახალი ნივთიერება, ხოლო ლაბორატორიაში – მე, როგორც მკვლევარი. მადლობელი ვარ რედაქტორის, რომელმაც პირველად გამაბედვინა წერილის დაწერა. იმ დღეს დავიბადე როგორც ბლოგერი და თქვენამდე მოვიტანე ჩემი გულისნადები ქიმიის არაერთ მართლაც საინტერესო საკითხზე.

მე განგებ არ ვასახელებ ჩემი მასწავლებლების გვარ-სახელებს, რადგან მწამს, ბევრია ასეთი ადამიანი ჩვენ გვერდით. მჯერა, თითოეული თქვენგანიც არაერთს გაიხსენებს…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...