შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

„მუჭორექ, მას?“

0
ჩხოროწყუს ორსართულიანი ავტობუსით წამიყვანა სამეგრელოში ციალა მასწავლებელმა. მიწაზე ფეხი რომ დავდგი – აქა მშვიდობა-მეთქი. ჯერ სახლში არ მივსულვართო. ვიცოდი, მაგრამ განა გასაკვირი იყო, ექვსსაათიანი მგზავრობის შემდეგ გამხარებოდა აქაური მშვიდობა და ასე გულით მენატრა ის?! მოვდიოდი დღვანაში, გზაზე წვიმას არ გადაუღია და ავტობუსში – ჩემს ცრემლებს. გზა – აქამდე და გუშინ – სიზმარს ჰგავდა.

არა, სიზმარი ყოველთვის აბდაუბდა ვიცოდი – გზა ზღაპარს ჰგავდა, ბავშვობაში მამაჩემის მიერ მერამდენედ წაკითხულ  და ისევ ისე სანატრელ, ტკბილ ზღაპარს. აქამდე რაც იყო, ერთი ხელის მოსმით ვიუარე და მოვდიოდი მარტვილში… ალბათ შევძლებდი, მეგრულად მომეყოლა ეს ამბები, მაგრამ ვინ დამიშლის, „მარტვილის” ჩემეული ინტერპრეტაცია მქონდეს და ვუფრთხილდებოდე მას?! 

ჩხოროწყუში დავბოდიალობთ ისევ. „ართ საათში მივალთ”, – მამხნევებს ციალა მასწავლებელი. 

დღვანა ჩემზე მოწყენილი მომეჩვენა იმ საღამოს; წვიმდა, მაგრამ წვიმაზე უფრო მოწყენილი… უზარმაზარი ტყიანი მთები დარაჯობს სოფელს და ნისლი თუ აიშვა, იფიქრებ, ცა ჩამოვიდაო, მზეში კი მწვანე ხავერდი გვეფინება ზემოდან, აქაურ, თითქოს დიზაინერის ხელით გაწყობილ „შეფასავით”. ასეთი დღვანა რომ არ მეგულებოდეს, ცრემლი არ შემაშრებოდა ალბათ, ამიტომ მადლობა დღვანასთვის ყველას, მადლობა ჩემს ზღაპარში თქვენი როლის ასე საუცხოოდ შესრულებისთვის.

ციალამ მიმაცილა სკოლაში. უნდა განახათ, რა სიფრიფანა და ერთი ციდაა. ჩვენი ზღაპრის სხვა პერსონაჟები მას მეტსახელს ეძახიან, მაგრამ მე არ მესმის, რისი გაგონებაც არ მინდა, მეგრულად – მით უმეტეს! სულ ვნატრობდი, მასავით თეთრთმიანი და სიფრიფანა ბებო ვყოფილიყავი, აი, ისეთი, ზამთრისპირზე მოხატულ წინდებს რომ უქსოვს შვილიშვილებს. ციალა მასწავლებლის ბავშვებს თვალებში თითქოს მზის სხივები ჩასდგომიათ, დამწკრივდებიან დილაადრიან სკოლის კართან და გაგატარებენ ყველაზე ლამაზ დერეფანს. შენც თითქოს ყოველდღე ფიცს დებ, რომ არ უღალატებ და ამ ხაზის იქით არ გადაუხვევ შენს ღვთაებრივ მოვალეობას, იყო მასწავლებელი.

მიყვარს მათი ჯერ კიდევ სიზმრიანი, „დავიძინებ, რაა”-ზე გულამომჯდარი ტირილი, დასწავლილი „გამარჯობა” სკოლის კართან, „ვერ გავიგე დავალება”… ინგლისურის კაბინეტისთვის ყოფილი ცეკვის კაბინეტი დაგვითმო ციალა მასწავლებელმა დერეფნის ბოლოს. დერეფანს გნიასით გამოირბენენ და კარზე სუნთქვაშეკრულები  აკაკუნებენ, ფრთხილად დააწყობენ  ჩანთებს, „მუჭორექ, მას?” – მკითხავენ და ისევ გნიასით გარბიან დასასვენებლად. არც ერთმა არ იცის, რომ ჩემი „გულგრილი დგომი” მათ ხმას მიჰყვება დერეფანში, მერე კი ფანჯრიდან უთვალთვალებს მათ ბავშვურ სიცელქეს. დგომი ზარის დარეკვისთანავე სწორდება და იწყება გაკვეთილი, სადაც ვცდილობ მოვყვე იმ ზღაპარს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონებათ და დაამახსოვრდებათ. აღარ ვარ თბილი, საყვარელი და ციცქნა მასწავლებელი, არც ვაპირებ, ვინმეს თავზე ხელი გადავუსვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტვილმა თუ არ იცის, მე კარგად მახსოვს, რამდენი ვიარე, სანამ ჩემი სიზმრიდან ჩემს ზღაპარში დავბრუნდებოდი. 

ასე რომ, ჩემო ტკბილო  ბავშვებო, ირბინეთ წვიმაში უჩემოდ, ოღონდ გაციებას არ დაგანებებთ, ისეირნეთ ხავერდისფერ ტყეებში… იცოდეთ: თქვენზე მეტად არ მესმის ხანდახან ჩემი „დგომის”, მაგრამ ყოველდღე თქვენს სიცელქესავით მახალისებს ადრე ადგომა და სკოლაში სიარული.

წეღან ამინდის პროგნოზი ვნახე – ხვალაც კოკისპირულად იწვიმებს დღვანაში…

რამდენად ეხმარება ბავშვს სკოლის სახელმძღვანელო სამყაროს შემეცნებაში?

0

(მესამე ნაწილი – ლატვიის რესპუბლიკის
გამოცდილება)

ორი  ამოცანის 
ერთდროულად  შესრულება

     იმისათვის, რომ სახელმძღვანელოები „ინტერნეტის  ბავშვების” მოთხოვნილებებს  და  შესაძლებლობებს  შეესაბამებოდეს, პედაგოგებმა  და  გამომცემლებმა  მოამზადეს და  გამოუშვეს  კომპლექტი, სამუშაო  რვეული, დიდაქტიკური  მასალა, მეთოდური  დამხმარე საშუალებები  მასწავლებლებისთვის  ელექტრონულ ფორმატში (CD, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აუდიო–ვიდეო  მასალას და ა.შ.). ეს  სამუშაო განათლების  და  მეცნიერების სამინისტროს  და მასთან არსებული ინსტიტუტების,
უნივერსიტეტების და ფონდების ეგიდით  შესრულდა.
დღესდღეობით სასკოლო საგნების უმრავლესობისთვის არსებობს  ელექტრონული მასალა, რომელიც სასწავლო პროგრამების
და ოფიციალური  სტანდარტების   შესაბამისადაა შემუშავებული, ასევე  დამატებითი ელექტრონული მასალის 276 ბლოკი,
30  მათგანი შემუშავებულია 1–3  კლასებისთვის, 53 კი – 4–6 კლასებისთვის. დამატებითი  მასალა შეიძლება დაიყოს შემდეგ თემატურ ჯგუფებად:


·        

მასალა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული პროგრამულ
თემებთან და იმ მიზნების მიღწევაში გვეხმარება, რომლებიც  განათლების სტანდარტებშია  მითითებული;


·        

დამატებითი ინფორმაციის  შემცველი  მასალები და ამოცანები, რომლებიც   ზრდის მოსწავლეთა  შემეცნებით  გამოცდილებას;


·        

სავარჯიშოების კომპლექსი  და  ინტერაქტიული დავალებები  დამოუკიდებელი  შესწავლისთვის (ინგლისურად, რუსულად და ლატვიურად)
ინსტრუქციები  ინტერაქტიული დაფების  გამოსაყენებლად და ა.შ.


·        

გამოყენებაში  უფრო   პრაქტიკული  და  იაფი  ელექტრონული რვეულები.

  ავტორების წინაშე  ორი  ამოცანა იდგა: ელექტრონულ  რესურსებს  უნდა  დაეინტერესებინა
მოსწავლეები, უნდა  ყოფილიყო  მოქნილი და  სახალისო, უნდა დახმარებოდა მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს ეროვნული  სტანდარტების  მიერ  დადგენილი
შედეგების მიღწევაში. პედაგოგთა  დაკვირვების  და მოსწავლეთა ელექტრონულ  რესურსებთან  დამოკიდებულების  ანალიზის საფუძველზე  ჩვენ  წყაროები რამდენიმე ჯგუფად გავყავით:


·        

მასალები, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ
საკუთარი  თავი, ცოდნა, კრეატიულობა, საკუთარი  შეხედულების გამოხატვის  უნარი.


·        

მასალები, რომლის დახმარებით მოსწავლეები  თანატოლებთან კომენტირების, არგუმენტების მოყვანის საშუალებით ურთიერთობენ, ანუ დემონსტრირებას  უკეთებენ თავიანთ  უნარ–ჩვევებს;


·        

მასალები, რომლებიც ხელს უწყობენ ყურადღების, ემოციის
გამოხატვას, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა წახალისებისკენ; ისინი სწავლობენ  თავიანთი მიღწევების  დემონსტრირებას,   ეს  აუცილებელია  თვითშეფასების ასამაღლებლად და  საკუთარი  თავის  რწმენის  გასაძლიერებლად, რისი  უგულებელყოფაც არ შეიძლება;


·        

სავარჯიშოების შემცველი მასალები, რომლებიც  ხელს  უწყობენ  კომუნიკაციური უნარების  განვითარებას.  

 

                                                 „ძველმოდური”   პედაგოგები

 

     დაწყებითი სკოლის  მოსწავლეებს, ძირითადად  მე–2 და მე–3  კლასებისას, სთხოვეს  იმ  გაკვეთილების
დახასიათება, რომლებიც  ყველაზე 
უფრო  მოსწონთ.
პასუხებში  აისახა 8  ასპექტი. აქედან  ექვსი  ნახსენებია  ყველა  პასუხში  და  ადასტურებს,
რომ  მოსწავლეებს  სახალისო დავალებები  სჭირდებათ, რომელიც  ხელს
შეუწყობს ემოციურ, ინტელექტუალურ  და  სოციალურ  მოქმედებას. დავალებები  საინტერესოა როდესაც:


       

არის  შემოქმედების საშუალება, შეიძლება  გააკეთო  რაღაც  არაჩვეულებრივი;


       

რაღაცით  დაკავდე……. აკეთო  რაიმე  პრაქტიკული,
სასარგებლო  საქმეები;


       

ეიძლება  ისარგებლო ინტერნეტით, მოიპოვო  საინტერესო  და  სასარგებლო  მასალები, რომლებიც  სკოლის სახელმძღვანელოებში  არ  არის;


       

 შეიძლება  იმსჯელო საინტერესო  თემებზე, რომელიც  მოიპოვე ინტერნეტში, გაიგე  მეგობრებთან  ყოფნის დროს……


       

მასწავლებლები  ყველაფერს მოსწავლეებთან  ერთად  აკეთებენ;


       

შეიძლება  გახვიდე ქუჩაში, დააკვირდე  გარემოს  და  მერე  იმსჯელო ამაზე…..

   სხვა კითხვები ეხებოდა ისეთ გაკვეთილებს, რომლებიც  მოსწავლეებს არ  მოსწონთ. პასუხები არ იყო მრავალფეროვანი,
შეფასებები ოთხ ჯგუფად  გადანაწილდა:


       

მოსაწყენი;


       

 როდესაც  უნდა  ვაკეთოთ  ერთი და იგივე  დღიდან  დღემდე და ვერაფრით  ვერ  ვკავდებით;


       

როდესაც მასწავლებელი  დიდხანს  ლაპარაკობს და მე  ვერ  მივყვები მის  აზრს  და  ვერ  ვიგებ,  რის  თქმა  რს…..  მაშინ  ვიწყებ  ლაპარაკს;


       

როდესაც მასწავლებელი არ ითვალისწინებს ჩემს
შეხედულებებს…… არ  მენდობიან  ან  ამბობენ,
რომ  არასწორ
დ  ვპასუხობ კითხვა……

    23 წლის წინ, 1991 წელს, ჩვენ იგივე კითხვები დავუსვით მე–5 კლასის მოსწავლეებს  სტოკჰოლმში. პასუხები ძალიან ჰგავდა ლატვიელი ბავშვების
20 წლის წინანდელ პასუხებს: მოსწავლეებმა ერთი და იგივე რამ მოიწონეს და დაიწუნეს.
ფაქტია, რომ    ლატვიელ ბავშვებსაც იმის კეთება
უნდათ, რაც  მოსწონთ: სურთ სასარგებლო და სასიამოვნო  გაკვეთილებში მონაწილეობა.

    დღესდღეობით მთავარი  განმასხვავებელი  ტექნოლოგიებია: 20  წლის  წინ  ბავშვები არ  იცნობდნენ  კომპიუტერებს და  ინტერნეტს. ხლა პირიქით, ისინი  ცხოვრობენ აიფონების,
კომპიუტერების, ინტერნეტის სამყაროში. მოიხმარენ ვიკიპედიას, აქვთ  ბლოგები, ჩეთის  საშუალებით ურთიერთობენ თანატოლებთან, ქმნიან  ვიდეოებს და წერენ მუსიკას. მათ მოსწონთ იყვნენ  დაკავებულები და  ამიტომ  სკოლის დავალებებმა საშუალება უნდა მისცეთ პროდუქტიულად
იმუშაონ და  განვითარდნენ.

     ერთმა მოსწავლემ თქვა: „არ მომწონს ძველმოდური
მასწავლებლები. ისინი  გვეუბნებიან: „გადავშალოთ 
წიგნები”, „წაიკითხეთ  აბზაცი….”,
„მოყევი, რაც  წაიკითხე”, „არ  იხმაურო”…..”.

    მულტიმედიის  თანამედროვე საშუალებები  გვთავაზობენ  ახალ  კომუნიკაციურ  პრაქტიკას, რომელიც უკვე  დაწყებით კლასებში მოითხოვს  მრავალმხრივ  განვითარებას.

 

მასწავლებლები
საკუთარ  თავს  მოსწავლეების ადგილას  აყენებენ

 

      კვლევის დროს  მასწავლებლებს  ასეთი  კითხვა  დაუსვეს: „როგორ  გგონიათ, რა აზრის  არიან  თქვენზე მოსწავლეები  და  როგორ  გაფასებენ  თქვენ?” რასაკვირველია  არავის უპასუხია  „ძველმოდურად” მთვლიან  ან  სულერთია,  რას  ფიქრობენ ჩემზეო. ისინი  აღიარებენ, რომ  პირველკლასელებიც  კი  აფასებენ  რამდენად პატიოსნები, კომპეტენტურები  და  კეთილები არიან  მათი  მასწავლებლები.

     დასახელებული თვისებები მასწავლებლებს ეხმარებათ
არა მარტო მოსწავლეებთან  ურთიერთობაში, არამედ
მოსწავლის როლის მორგებაში
.
შესაბამისად პედაგოგის მოსწავლესთან და მოსწავლის პედაგოგთან ურთიერთობა უნდა განვიხილოთ,
როგორც კარგი საფუძველი  თანამშრომლობის  პროცესში, რომლის  დროსაც არსებობს   საკუთარი შეხედულებების ურთიერთ გაცვლა–გამოცვლის
და სხვადასხვა თემების განხილვის შესაძლებლობა.

      მასწავლებელი არაა ცოდნის ერთადერთი წყარო მოსწავლისთვის
და დაბალი  კლასების მოსწავლეებსაც კი არ აქვთ
მოლოდინი, რომ ყველა მასწავლებელი  ერთნაირი
იქნება. ბავშვებს ურჩევნიათ მასწავლებლებთან თავიანთ  შეხედულებებზე   და ინტერესებზე იმსჯელონ; მათ უყვართ მოსმენა და
უნდათ, რომ  მათაც  მოუსმინონ.

        ლატვიაში  პედაგოგთა მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამები სულ უფრო  უმჯობესდება. მთავარი  კითხვაა –  შეძლებს თუ არა  ეს  პროგრამები  ხელი  შეუწყოს  მათი  შემდგომი
პროფესიული აზროვნების განვითარებას, რომელიც თანამედროვე  მოსწავლის მოთხოვნებს შეესაბამება.
ყველაზე რთულია ინსტიტუტის ახალი  კურსდამთავრებულების
შეფასება, რომელთაც ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა. ამის  გამო  პროგრამები  მუშავდება იმის  გათვალისწინებით,  რომ  ის
ადაპტირებული იყოს სტუდენტების შესაძლებლობები
მიხედვით. ინსტიტუტები ცდილობენ სტუდენტებში
„მობილური აზროვნების” განვითარებას, რომელიც გულისხმობს,  როგორ  გვესმის  ჩვენ  მობილობა  და  რა  სახის  მონაწილეობას  ვიღებთ მის  განვითარებაში.

      ცვლილებები, რომელიც  ევროპულ პედაგოგიურ  განათლების  სისტემაში ხდება, თავის  თავში  მოიცავს საგანმანათლებლო  პროგრამების  დიფერენციაციას, რომელიც  აგებულია უწყვეტი სწავლების პრინციპზე, თანაბარ
ხელმისაწვდომობაზე, ახალი  საინფორმაციო  ტექნოლოგიების გამოყენებით
დაინტერესებული  პირების მჭიდრო  თანამშრომლობაზე, შეფასებასა და მონიტორინგზე. სულ ცოტა ხნის წინ  პედაგოგიური განათლების სფეროში ხაზი გაუსვეს სამეცნიერო–პედაგოგიური
კვლევების მნიშვნელობას და მომავალ მასწავლებლებში ანალიტიკური უნარ–ჩვევების  განვითარებას, ასევე  კვლევითი სასწავლო  პროცესის   ორგანიზების ცოდნას.

 

                                         დისკუსია:  შეხვედრა „მომავალ  შოკთან”

         დღესდღეობით ინოვაციები ინერგება ყველა სფეროში,
მათ შორის  სკოლამდელი  და  სკოლის  ასაკის ბავშვების  განათლების სფეროში
. მოვიფიქრეთ ტერმინი  „მომავლის შოკი”, იმისათვის, რომ აღვწეროთ იმ დამანგრეველი
სტრესის  ზემოქმედება, რომლის  დარტყმის ქვეშაც  ვაყენებთ  მათ, ვისაც თავზე  ვახვევთ  ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას  დროის განსაკუთრებულად მოკლე  პერიოდში”. ლატვიის  განათლების სისტემა  განიცდის  „მომავლის შოკს”.

      მასწავლებლის და საერთო სასკოლო  მუშაობა  რეგულირდება გრძელვადიანი  ნორმატიული აქტებით, რის
გამოც პროგრამები ჩამორჩებიან  სოციალურ  პროგრამებს, გარკვეულწილად ისინი ძველდებიან ხოლმე
უკვე შემუშავების და დამტკიცების  პროცესში.
ყველა სოციალურ სფეროს  სჭირდება ადამიანები,
რომლებმაც  მხარი  უნდა აუბან მუდმივად ცვალებად რეალობას; თეორეტიკოსები
და პრაქტიკოსები  ეძებენ გონივრულ და სათანადო
მეთოდებს, თუ  როგორ  მოახდინონ რეაგირება  საზოგადოების დაკვეთაზე.

    პორტუგალიელი კოლეგების კვლევებმა გვიჩვენეს,
რომ ინტეგრირებული და  კვლევითი  გაკვეთილების ჩატარება  მოითხოვს  სკოლის სისტემის  ცვლილებებს, საგნობრივი მიდგომის
საზღვრებიდან გასვლას, მშობლების და საზოგადოების ჩართულობას, სწავლების  უფრო  ფართო  გაგებას.

    დამტკიცებულია, რომ სწავლების ასეთი პროცესი თავის
თავში მოიცავს  კონტექსტურ–ორიენტირებულ  საგანმანათლებლო  ტექნოლოგიებს, რომლის  დროსაც მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს, რისი მიღწევაც უნდა, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები
და აიღოს თავის თავზე  პასუხისმგებლობა, გვერდიდან
უყუროს და შეაფასოს თავისი ქმედებები და მიიღოს საბოლოო პროდუქტი.

       ეს იდეები ახალი არაა, მათი ნიშნები მოიძებნება
დიუის (აშშ), უშინსკის (რუსეთი), კლაფკის (გერმანია), პეტერსონის (ლატვია) და  სხვა  მრავალი  ცნობილი ფსიქოლოგის  და პედაგოგის ნაშრომებში.(რედატორის შენიშვნა: საქართველოს კონტექსტში
იხილეთ ი. გოგებაშვილის, ი. ჭავჭავაძის, დიმიტრი უზნეძის და წმ. გაბრიელ (ქიქოძის)
წერილები განათლებაზე)
. გამოსავალი უფრო შესაფერისი პედაგოგიური  გადაწყვეტილებების მოძებნა სოციალური  პროცესების მუდმივი  ცვლილებების  პირობებში.

      ლატვიაში ზემოთხსენებული  გამოცდილების  გამოყენება დაემთხვა  მსოფლიო  ეკონომიკურ და  ფინანსურ  კრიზისს, რამაც სასკოლო სისტემის ერთბაშად ცვლილების  აუცილებლობა დააყენა. სკოლის  ხელმისაწვდომობის  შესანარჩუნებლად  დასახლებულ რეგიონებში დაიწყო პროექტი „შესაძლებლობების
გაფართოება  სკოლებისთვის”, რომლის დროსაც მოხდა
სკოლების რეორგანიზაცია  მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ  ცენტრებად. სათემო სკოლის იდეამ გამოავლინა  მობილური აზროვნების აუცილებლობა, ადგილობრივი მოსახლეობის
მოთხოვნების  უფრო ღრმა შესწავლა და სკოლის
მუშაობის ახალი ფორმების განვითარება.

     თვითონ პროექტი ყველა ასაკის ადამიანებისთვის,რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ
, ახალი
ცოდნის და გამოცდილების მიღების წყაროდ იქცა. განმტკიცდა ურთიერთობა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა
და მშობლებს შორის.

    გუნდურად მომუშავე  დაწყებით კლასებში იმ ამოცანების
გადაწყვეტის  პრაქტიკამ, რომელიც მიახლოებულია
რეალობასთან, დაასაბუთა თავისი მიზანმიმართულობა. კვლევამ კიდევ ერთი ფენომენი გამოავლინა:
ასეთ გაკვეთილებზე თვითონ  მასწავლებლები აწყდებიან  სწავლების პრობლემებს. ესე  იგი,  მათ   სპეციალური  მომზადება ესაჭიროებათ.

    ყველა ჩამოთვლილი ცვლილება  ხელს  უწყობს  გაკვეთილის და  მთლიანად  სასკოლო სისტემის  კონცეფციის  ხელახალ გააზრებას.  სპენსერ  კაგანის იდეის  თანახმად,  „XXIს.–ის
განათლების  სფეროს  პრობლემების გადაწყვეტას  XXს. მეთოდებით ცდილობენ. ეს არ მუშაობს. ვცდილობთ
ჩვენი მეთოდები შეესაბამებოდე თანამედროვე მოსწავლის და საზოგადოების მოთხოვნებს ისეთი სისტემის
გამოყენებით, რომელსაც არ შეუძლია  დღევანდელი  მოთხოვნების დაკმაყოფილება  ….. ჩვენ 
ვერ  მოვამზადებთ  მოსწავლეებს 
დამოუკიდებელი  მუშაობისთვის მხოლოდ  ერთი  ან  ორი  წლის  განმავლობაში 
გუნდური  მუშაობის  სწავლებით. პრობლემა 
არის  გაკვეთილი,
როგორც  ასეთი. სანამ  ჩვენ  მიგვაჩნია,
რომ გაკვეთილის  კონცეფცია ხელშეუხებელია, ასე  ვიდგებით 
ერთ  ადგილზე…..”

     შესაძლებელია ეს ციტატა შეიცავს რჩევას, როგორ
განვახორციელოთ  წარმატებულად  ცვლილებები განათლების  სფეროში. ბევრ ქვეყანაში
მასწავლებლები  ყველაფერს აკეთებენ ცვლილებების
საკუთარი გზით განსახორციელებლად
და  წარმატებას აღწევენ, მაგრამ  მათ  კოლეგებს  იშვიათად შეუძლიათ  გადაიღონ  მათი  მეთოდები.

     დაბოლოს, თუ დავუბრუნდებით სტატიის სათაურს
„ბავშვის შემეცნების  საფუძვლები”, ვფიქრობთ  ხაზი  გავუსვათ  იმას, რომ XXIს.–ის სწავლება  უნდა  გახდეს მაქსიმალურად  მიახლოებული  რეალურ ცხოვრებასთან, როგორც  ეს იყო  თავის  დროზე.
თავი უნდა დავანებოთ
ისეთ სკოლას,
სადაც სწავლა დინებაზეა მიშვებული. ბავშვებს უნდათ სწავლა, მაგრამ არა მტვერდადებული
ან ლამაზად ილუსტრირებული სახელმძღვანელოებით, – მათ 
სურთ  ცოდნა  მიიღონ გარე სამყაროდან ინტერნეტიდან,
თანატოლებისგან  და  მასწავლებლებისგან, რომლებსაც  უნდა ეყოთ სიმამაცე მოსწავლეებთან გახსნილად ცოცხლად საურთიერთობოდ. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელოებიც  სასარგებლო გახდება.    

                     თარგმანი და რედაქტირება – კახა ჟღენტი 

 


1.   

Источники познаний ребенка:
есть ли среди них учебник?
Жогла И., Туна А.2014. ПРОБЛЕМЫ
СОВРЕМЕННОГО ОБРАЗОВАНИЯ
. № 4-2014


1.      

„განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში”.2008-05-22  https://www.mes.gov.ge/old/index.php?module=publication&page=detals&id=91


2.      

„განათლების რეფორმის ხუთი წელი” ს. ჯანაშია. https://www.tabula.ge/ge/story/52869-ganatlebis-reformis-xuti-tseli.1 აგვისტო, 2010

ვარსკვლავების პოეტიკა ანა კალანდაძის პოეზიაში

0

 პოეზია, გარდა იმისა, რომ მეტყველების ფაქტად რჩება, იგი, ამავე დროს, მის საზღვრებს გარეთაც იჭრება ენის სტიქიის მოძრაობაში ჩაფლული, მისი ნაწილაკების გადაადგილებით გართული პოეტი ან თვითონ ირჩევს სიტყვებს, ან სიტყვები ირჩევენ პოეტს.

ოქტავიო პასი

 

ენაში არსებული ნებისმიერი სიტყვა პოეტურ მეტყველებაში შეიძლება იქცეს იმგვარ მეტაფორებად, რომელთა სრულად აღწერა შეუძლებელი იქნება. ,,მწერალი ამრავლებს მნიშვნელობებს და ტოვებს მათ დაუმთავრებელს და ღიას. ენის მეშვეობით ის ქმნის აღმნიშვნელებით გაჯერებულ სამყაროს და ვერასოდეს ვერ იღებს საბოლოო აღსანიშნს (ლოტმანი).

თავის დროზე ხლებნიკოვმა კრუჩენიხთან ერთად წამოაყენა თეზისი, რომლის თანახმადაც, მხატვრული ნაწარმოები შეიძლებოდა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვისგან შემდგარიყო. მათი აზრით, ეს იყო არა მხოლოდ ავანგარდული პროექტი, არამედ თავად სიტყვის სახეობრივი ბუნების ლინგვისტურად განპირობებული რეკონსტრუქცია. თავად სიტყვა უკვე პატარა ნაწარმოებია, აცხადებდნენ ისინი. ამაზე მიუთითებს მიხეილ ეპშტეინი, როცა წერს: აფორიზმი ითვლება ყველაზე მცირე ლიტერატურულ ჟანრად, ერთ წინადადებაშია აზრი შეკუმშული მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მცირე ჟანრი მხოლოდ სიტყვა. სწორედ სიტყვა წარმოდგება, როგორც დასრულებული ნაწარმოები, როგორც სიტყვაშემოქმედების დამოუკიდებელი რეზულტატი. ეპშტეინი ხაზს უსვამს სიტყვას არა როგორც ენის ერთეულს და ენათმეცნიერების საგანს, არამედ როგორც ლიტერატურულ ჟანრს, რომელშიც არის პლასტიკა, იდეა, სახე, თამაში, კოლიზია და სიუჟეტი. ერთსიტყვიანობა ერთი სიტყვის ხელოვნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ახალ იდეას ან სურათს, მაქსიმუმი აზრი მინიმუმ ენობრივ ერთეულში!

მე გავაგრძელებდი ეპშტეინის აზრს და დავამატებდი, რომ ამგვარ ,,ლიტერატურულ ჟანრად და დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწარმოებად სიტყვა შეიძლება იქცეს, ამავე დროს, სხვა სიტყვებთან ურთიერთობის შედეგად. ენის ბუნებაში ჩადებული მეტაფორულობა მხატვრულ სააზროვნო სივრცეში კიდევ უფრო აქტუალიზდება და ამოუწურავ ქმნადობას გვთავაზობს. ყოველი სიტყვა უამრავ პოტენციურ მნიშვნელობას შეიცავს. როცა სიტყვა სიტყვებს უკავშირდება და იქმნება ფრაზა, იმ მრავალ მნიშვნელობათაგან ერთერთი აქტიურდება და მთავარ მნიშვნელობად იქცევა(ოქტავიო პასი). ენაში დევს მნიშვნელობადქმნადობის იმგვარი პოტენციალი, რომელიც პრაქტიკულად ამოუწურავია.

ცალკეულ ავტორთა პოეტურ შემოქმედებაში გამოიყოფა ისეთი სიტყვანაწარმოებები”, სიტყვაკონცეპტები”, რომელთა გარშემო შეიძლება გადაეწყოს პოეტის ენობრივი სამყარო. იმისათვის, რომ ამგვარი სიტყვაკონცეპტები, სემანტემები, გამოვლინდეს, საჭიროა:

) ტექსტში სემანტემის გამოყენების მაღალი სიხშირე, მარკირება;

) აღნიშნული სემანტემის მეტაფორულობის მაღალი ხარისხი, რაც გამოიხატება ახალ მნიშვნელობათა წარმოქმნაში;

) პოეტის შემოქმედების კონცეპტი თავისი ფუნქციონირებით ტექსტში გამოხატავს ავტორის იდეას.

ჩვენი კვლევის ობიექტს ამ მიმართულებით წარმოადგენდა ანა კალანდაძის პოეზია. პოეტური ნაწარმოებში არის ისეთი სიმბოლოები, რომლებიც ითხოვენ ინტერპრეტაციას თავად ავტორისათვის (მამარდაშვილი ).

კვლევის შედეგად პოეტის შემოქმედებაში გამოიკვეთა სიტყვაკონცეპტი ,,ვარსკვლავი.

შეიძლება ითქვას, რომ სემანტემა ,,ვარსკვლავი მეტ-ნაკლები სიხშირით თითქმის ყველა პოეტის შემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ანა კალანდაძის ,,ვარსკვლავი ნამდვილად განსაკუთრებულია. რატომ მაინცდამაინც ეს სიტყვა? კითხვაზე პასუხი მარტივია და პოეტის ინდივიდუალობიდან მომდინარეობს. როგორც ჩანს, ამ სიტყვით გამოხატული აზრი ყველაზე მეტად ენათესავება პოეტის სულს. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობიდან დაწყებული მის ყველაზე უფრო დაუსაზღვრავ მნიშვნელობამდე, თითქმის ყველაფერს თავი მოუყრია ანა კალანდაძის შემოქმედებაში. ოთარ ჭილაძისა არ იყოს:

,,ძვირფასო, სიტყვას აქვს თავის ფასი,

ზომა და წონა, სუნი და ფერი

და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად

იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის…”

და არა მხოლოდ

ვფიქრობ, ვარსკვლავებთან დაკავშირებული სულისკვეთება და პოეტის შემოქმედების არსი კარგად გამოიხატა ანას შემდეგ სტრიქონებში:

ვარ მარად ვარსკვლავთა მჭვრეტელი

და ცეცხლით ვივსები იმათებრ

,,, ღმერთო, , ღმერთო, საბაოთ,

სინათლე, სინათლე, სინათლე…”

რა აზრია გამოთქმული სტრიქონში: ვარ მარად ვარსკვლავთა მჭვრეტელი”? რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობა რომ წარმოვიდგინოთ, პოეტი როგორ აჩერებია ღამეულ ვარსკვლავებიან ცას. პასუხი ამავე სტრიქონებშია: სინათლე! არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რომ ანა კალანდაძე სინათლის პოეტია, რაც სწორედ ,,ვარსკვლავთმჭვრეტელობაში და იმათებრ ,,ცეცხლით ავსებაში მეტაფორულად გამოხატა ავტორმა. რატომ დაუნათესავდა პოეტის სული ვარსვლავს? იმ თვისებების გამო, რომელსაც ვარსკვლავი ატარებს სიშორე, სინათლე, იდუმალება, სიჩუმე

ტომას სტრენზ ელიოტი ერთ ესეში წერს: რა სიტყვებიც უნდა გამოიყენოს მწერალმა, რამდენადაც შესაძლებელია, სარგებლობს ამ სიტყვათა ისტორიის ცოდნით, იმის ცოდნით, თუ როგორ გამოუყენებიათ ეს სიტყვები. ამგვარი ცოდნა ეხმარება მის ამოცანას, მიანიჭოს სიტყვას ახალი სიცოცხლე და ენას კი ახალი იდიომი შეჰმატოს. არსებითი ტრადიცია ასეთია: მიწვდე, რამდენადაც შესაძლებელია, მთელს მნიშვნელობას ენის ისტორიისა, რაც სიტყვის მიღმაა.

ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სიტყვის სახარებისეული გაგებაც. როცა იესო დაიბადა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის, იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას (მათე, 2.1; 2.2); აგრეთვე: მათ მოუსმინეს რა მეფეს, წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და გაჩერდებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო (მათე, 2.9). ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებობს ისეთი იდიომები, როგორებიცაა: ბედის ვარსკვლავი, ვარსკვლავი აენთო (ადამიანი დაიბადა), ვარსკვლავი ჩაქრა (ადამიანი მოკვდა)

ვარსკვლავი ანასთვის აგრეთვე უფლის მაცნეა:

ღამით, იქ, ზემოთ, ვარსკვლავს აანთებს

ვიღაცის ხელი,

გათენებამდე სანთელივით რომ

იწვის და ღვენთავს

თორემ აქ ვის რა გააძლებინებს,

კლდეთ უფსკრულებში,

უამვარსკვლავოდ? ამსხივოდ?

უშველოს ღმერთმა

ბედის ვარსკვლავის მნიშვნელობით არის გამოყენებული სემანტემა ვარსკვლავი შემდეგ კონტექსტებში:

აცისკროვნდება გულში ედემი!

ნათობს ვარსკვლავი ჩვენი ბედისა

რად ვშფოთავთ ჩვენ მის გამოჩენამდე?

ანდა:

დამეხსენ სრბას: იგი დამეწევა

იის კონებით, –

ვარსკვლავი ჩემი ვარსკვლავთშორის

მარადის მრწემი, –

და სიხარულით ამაღლდება

საუფლო ჩემი.

არამხოლოდ ადამიანს, ქვეყანასაც თავისი ბედის ვარსკვლავი დაჰყვება:

მიწავ, უსასოდ დამცირებულო,

გამარჯვებისას შენ ისევ შესვამ:

მოდის ვარსკვლავი გაბრწყინებული,

რომ დაგვიბრუნოს დიდება ესე!

ბიბლიაში ვკითხულობთ: თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინა მიწა, გაეყარათ ნათელი და ბნელისიბნელესინათლის, კეთილისა და ბოროტის კონტრასტულობას ისევ ვარსკვლავებით (ბიბლიური მნიშვნელობით) წარმოადგენს პოეტი:

ვარსკვლავი იგი სიხარულისა

ჩემს წილ მარადის

აღავლენს ციალს,

რაც უფრო ღამე

ჩამოდის ბნელი,

იგი უფრორე

ელავს და ბრწყინავს!

ან:

გაკრთეს ნათელი შინაგან ბნელთა,

ვით კვალი ვარსკვლავთ მიმოსვლათანი

ადამიანივარსკვლავი ასევე არ არის უცხო მნიშვნელობა და მეტაფორულობა და ანას პოეზიაში ამ მნიშვნელობასაც ვხვდებით. რჩეული ადამიანი ,,შუქურვარსკვლავია და მისი გარდაცვალებისას პოეტი იტყვის: ცას მოსწყდა შუქურვარსკვლავი”, პატრიოტ ჯარისკაცებს კი ვარსკვლავებს ადარებს: მიდიხართ მტვრიანი, მტვრიანი ჩექმებით და ვარსკვლავებივით ბრწყინავთ”.

9 აპრილს დაღუპულები უფლის ვარსკვლავებია:

ახლოა ჟამი შუაღამისა,

ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება

კვდება სრულიად საქართველოსთვის, – ლოცვით,

გალობით,

ვინც ახლა კვდება.

შეიძლება აქ გაგვახსენდეს ოთარაანთ ქვრივის გიორგი, რომელიც სატრფოს მიმართავს: სად შენ და სად მე სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს (ადამიანივარსკვლავი).

ბუნებრივია, რომ ვარსკვლავი სიწმინდესთან, ბრწყინვალებასთან ასოცირდება პოეტისათვის, ამიტომ ჩნდება ამგვარი სახეები:

ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,

თუ წმინდა მამებს უნთიათ ზეთი?

_______________________________

ანგელოსი დაეთხოვა მიწის შვილთა,

შორს გაფრინდა ვარსკვლავების შარავანდით.

_______________________________

ბრწყინვა ანდელთა

ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ

_______________________________

შენ შემოდიხარ უცხოდ მორთული

და ვარსკვლავებით თავდანამშვენი.

პოეტური მეტყველება არსებითად დიალოგია, როგორი მონოლოგური ფორმითაც არ უნდა იყოს გამოხატული. პოეტი ყოველთვის ვიღაცას (რაღაცას) მიმართავს, ელაპარაკება. სხვაგვარად საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა გამოხატვა. ენა ერთმანეთთან აკავშირებს სამ ელემენტს: მე”, შენ” და ის”, ანუ საგანი. ვიღაცა ვიღაცას რაღაცაზე ესაუბრება (პოლ ვალერი).

მიმართვის ობიექტი პოეზიაში შეიძლება უსულო იყოს, ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა არც პოეტისათვის და არც პოეზიისათვის. ანა კალანდაძეს ხშირად აქვს დიალოგი ვარსკვლავებთან.

და გაქრნენ სადღაც

ცის სიღრმეში კრთოდა ვარსკვლავი,

რატომ მოსწყდიო? –

მანაც მკითხა,-

საუფლოს შენსა?

_______________________________

რას გადმომყურებ ბანზეით,

შე ლურჯ ვარსკვლავთა ციალო? და სხვა.

იდენტიფიკაცია ვარსკვლავთან ნიშნეულია ანას პოეზიისათვის. ბრწყინვა, ანთება, ჩაქრობა ეს ის ლექსიკაა, რომელიც ვარსკვლავთან უშუალო კავშირშია, მისი მახასიათებელია. რაკი ჩვენ აღმოვაჩინეთ პოეტის იდენტობა მნათობთან, შესაბამისად, ვარსკვლავის ლექსიკა ბუნებრივად გადადის პოეტზე, ამიტომ ის ამბობს:

მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,

შენთვის ვიბრწყინებ,

აღვინთები და დავშრტები შენდა!

ეჭვი არ არის, რომ ამ შემთხვევაში ,,პოეტივარსკვლავი ლაპარაკობს. პოეტის იდენტიფიკაცია ვარსკვლავების ჩუმ სამყაროსთან კარგად გამოიხატა შემდეგ სტრიქონებში:

დუმს ვარსკვლავების

ჩუმი სამყარო

მას შეჰღაღადებს

მიწა ცოდვილი

გამოიღვიძე,

მიუსაფარო,

, სულო ჩემო,

გეყო ლოდინი, –

გაფრინდი ცისკენ!

თუ ცა ვარსკვლავებით თვალს დახუჭავს, იხუჭება პოეტის გულის თვალიც და ეს იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მშვენიერი დასტურია:

დახუჭა თვალი ცამან ცხოველმან

და დაიხუჭა ,,გულისა თვალიც”…

ზოგჯერ ცხოვრებისაგან განრიდების მოსურნე პოეტი ვარსკვლავად ყოფნას ესწრაფვის, რადგან ყოფიერება სავსეა ცრუ და ამაო ხმებით, რაც ახშობს და თრგუნავს ლირიკულ მეს. ვარსკვლავივით შორს ყოფნა იდენტიფიკაციის შემდეგი საფეხურია:

არ მინდა და, –

ვამბობ

არ მინდა და, –

ვისმენ

იმ ვარსკვლავის მსგავსად

შორს მამყოფა

ისე

არსაიდან ხმაი

არ მწვდებოდეს

ცასა

, მამყოფა

ისე,

იმ ვარსკვლავის მსგავსად!

პოეტის იდენტიფიკაცია ვარსკვლავთან ისევ ანა კალანდაძის სტრიქონებით უნდა ავხსნათ. კითხვაზე: რატომ ვარსკვლავებთან? ანას პასუხი ასეთია:

მაგრამ მე მაინც, , მე მაინც

სიხარულს ვესავ

ესიტყვებიან ვარსკვლავები

გულისთქმას ჩემსას

უშიშრად და დაუფარავად

ამ ლექსში ანას წინაპრის ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონებიც ხმიანდება: ,,მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო…”; ვარსკვლავი ყოველთვის ,,თანამავალია, სადაც მიდიხარ, მოგყვება, სწორედ ამიტომ ის არის ავთანდილის მეგობარიც, სატრფოს მოშორებული, მნათობებს რომ ესაუბრება.

,,რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა ეამებოდის,

მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

სხვათა შორის, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ავთანდილისა და ანა კალანდაძის ლირიკული გმირის სულიერი ნათესაობა, როცა ისინი მნათობებს მიმართავენ სულის სანუგეშოდ. ავთანდილი მიმართავს ზუალს:

მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,

გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,

შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,

მას უთხარ, თუ: ,,ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა.

ანა კალანდაძე მიმართავს ზუალს:

აღმეკრა პირსა მე მწუხარება:

სიხარულისგან დამცალა ზემან

და ვარდიანი ჩემი კარავი

წყვდიაიდისათვის დააგდო მზემან

შემომეძარცვა შარავანდედი

დაუნჯებული და იდუმალი

განქარდა ჩემი ხატი იისა

და ჩემს კარავზე დგახარ, ზუალო!

აღმეკრა პირსა მე მწუხარება.

ამ ორ ტექსტს შორის საერთო მწუხარებაა, განსხვავებული ენობრივი ფორმებით გამოხატული, მაგრამ ერთი სათქმელი. ამ სათქმელს ზუალი განაპირობებს. ახლა სხვა მნათობისადმი მიმართვაც ვნახოთ:

მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,

შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლითა დენითა,

მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,

რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

ანა კალანდაძე:

, მარსს არ ვკადრე მე საყვედური,

არცა წუხილის ცრემლები ვკადრე:

მოიღო ცეცხლი მან ღვთაებრივი,

გადამაფარა ციური მადლი

მომართვა თვისი მაღალი ტახტი,

დამარქვა თუღი თვისი მეფური

განმაძლიერა მე შიშსა ზედა

, მარსს არ ვკადრე მე საყვედური:

ძალუმი იყო წყალობა მისი!

ავთანდილი ასპიროზს მიმართავს:

მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,

ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;

შენ დაამშვენებ კეკლუცთა დამშვენებითა მაგითა,

ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.

ანა კალანდაძე:

და ბრწყინავს, ბრწყინავს, ბრძენი ასპიროზ,

ქვაბების თავზე ამაყად მდგარი,

და დაუშრეტის იდუმალებით

კვლავ ნუგეშსა სცემს ამ შემოგარენთ.

ამ უნებური ანალოგიით ჩვენ ვადასტურებთ შემოქმედი სულების კავშირს მნათობებთან. ისინი სხვადასხვა დროში და განსხვავებულ სიტუაციებში მიემართებიან ციურ სხეულებს, მაგრამ ფაქტია, რომ თვალი ცისკენ უჭირავთ” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ამგვარ ტექსტებში მინიმუმ ორმაგი კოდირებაა, ერთი ფიზიკური სამყაროსათვის, ხოლო მეორე მიღმური სამყაროსათვის დანიშნული.

კითხვები, რომლებიც კვლევისას მიჩნდება და რომელზედაც პასუხებს ვპოულობ, უეცრად აღმოჩნდება, რომ ანა კალანდაძე რომელიმე ლექსით მიდასტურებს, ასე მოხდა ამჯერადაც პოეტის შემდეგი სტრიქონებით:

აქ სალამურით ატირდება

პატარა მწყემსი,

რა აღონებს პაწია ბიჭსა?

ბრწყინავს ვარსკვლავი:

ცას იმისი გულისთქმა ესმის,

ცას უუშორესს, შეუცნობელს,

გრძნეულს და მისანს.

თუ ჩავთვლით, რომ პატარა მწყემსი ზოგადად მაძიებელი ადამიანის სიმბოლოა, გაბრწყინებული ვარსკვლავები ადასტურებენ, რომ უფალს ესმის მისი

მიუღწეველი (ანუ უფალი) ვარსკვლავის ბუნებისაა (ანდა, პირიქით), ბრწყინვალეა, ამიტომ: გამომიბრწყინდი, მიუღწეველო, აწ უცნაური მექმენ საცნაურ წერს პოეტი და ამ გამობრწყინებაში ჭეშმარიტების გაელვებას გულისხმობს.

რა თქმა უნდა, ვარსკვლავის პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება შესაბამის განცდათა გადმოსაცემად ბუნებრივია ანასთვის.

ვარსკვლავი ბრწყინავს,

, ვარსკვლავი,

კრთის სასიამო

და მთვარე არის კვლავ

სხივთა მთოვარ

ან:

და მშვიდთა ცათა ამოენთება

ვარსკვლავი კიდეთ,

დაუბრუნდებათ თვისი ფერი

დიდებულ ნაძვებს

სატრფოს კი ისე აღარ ელის პოეტი, როგორც ხავერდოვანი ღამის წყვდიადი ვარსკვლავს:

, აღარ ველი მას,

როგორც ვარსკვლავს

ხავერდოვანი

ღამის წყვდიადი

ნამიანი ბალახიც კი ავტორისთვის ვარსკვლავების ლაღი ბიბინია” და ასე შემდეგ ვფიქრობთ, სრულად ვერ შევძელით წარმოგვედგინა ყველა ის კონოტაციური მნიშვნელობა, რომელსაც ვარსკვლავი აჩენს ანას პოეზიაში.

სიტყვა, როგორც რეალობა, განუყოფელია მთქმელისაგან, იმისგან, ვისთვისაც ეს მეტყველებაა დანიშნული და აგრეთვე იმ სიტუაციისაგან, რომელშიც ეს სიტყვა წარმოითქმის (გასეტი). რა თქმა უნდა, სხვაგვარად სიტყვა მხოლოდ აბსტრაქციაა.

ასეთივე აბსტარაქციაა სიტყვა ,,ვარსკვლავი, რომლის სალექსიკონო მნიშვნელობაა ცის სხეული, რომელიც საკუთარი შუქით ნათობს; შორი მანძილის გამო ვარსკვლავი ცის კამარაზე ჩანს, როგორც ყოველმხრივ სწორხაზოვნად სხივების გამომცემი მნათობი წერტილი (ქეგლ, 1955: 30).

ქართულ სალიტერატურო ენაში ლექსემა ვარსკვლავმა” მყარი შესიტყვებებიც წარმოშვა, ასეთებია: კუდიანი ვარსკვლავი (კომეტა), ვარსკვლავი მოწყდა (მეტეორმა გაიელვა), მოწყვეტილი ვარსკვლავი (მეტეორი), ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი (ძალიან ლამაზი), ვარსკვლავებს ეპოტინება (მიუწვდომლისკენ მიისწრაფვის), ვარსკვლავებს ეთამაშება (ლამაზია), ბედის ვარსკვლავი, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული გადატანითი მნიშვნელობით ვარსკვლავი აღნიშნავს აგრეთვე ბედს, განგებას, მიზანს. (მაგ.: ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს(ილია).

როგორც დავინახეთ, სიტყვა ვარსკვლავს” ენის სისტემაში საკმაო პოტენცია მოეპოვება იმისათვის, რომ გააგრძელოს მნიშვნელობათქმნადობის” პროცესი პოეტურ მეტყველებაში

ანა კალანდაძის პოეტური ტექსტების მიხედვით, სიტყვა ვარსკვლავის” საბოლოო აზრი უფლისკენ მიდის, ვარსკვლავი უფლის ერთერთი ეპითეტია, საბოლოო აღსანიშნი ღმერთია, რომელიც თავად დაუსაზღვრავია და დაუსაზღვრავია ის სემანტემაც, რომელიც მისი აღმნიშვნელი ხდება. ამ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესოა შუასაუკუნეების ხედვა. შუასაუკუნეების სიმბოლიზმის კოსმოლოგიური უნივერსალიზმი დაკავშირებულია უკანასკნელი აღსანიშნის გაგებასთან. წმინდა ავგუსტინესთან რეალურად ყოველ საგანს შეუძლია აღნიშნოს მეორე საგანი, ანუ გამოვიდეს აღმნიშვნელის როლში ამ პერსპექტივაში ერთადერთი საგანი, რომელიც არ შეიძლება აღსანიშნის როლში გამოვიდეს, არის ღმერთი. გარკვეული აზრით, აქ გათანაბრებულია რეფერენტის სემიოტიკური გაგება და პირველმიზეზის მეტაფიზიკური გაგება.

სიგნიფიკაციური დამოკიდებულების საბოლოო პოლუსებია: ღმერთი სიტყვა: სუფთა აღსანიშნი” და სუფთა აღმნიშვნელი, სადაც მატერიალურობა ფიქსირებულია სიტყვის პოლუსზე, ხოლო სპირიტუალობა რეფერენტის პოლუსზე.

სიტყვის მთავარი აზრი, იდეა ყოველთვის შენიღბულია ღია ტექსტით, ანუ იმ ტექსტით, რომელიც უშუალოდ არის ჩვენ წინაშე. მეტაფორულობა ზოგადად შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარეგან მეტყველებაში ტექსტის, სიტყვის შინაგანი აზრის გამოვლენის ფაქტი. თავისთავად მეტაფორა უკვე შენიღბული აზრია. მეტაფორულად ეს აზრი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ: ზღვა (ან ოკეანე), რომელიც თავის თავში აერთიანებს ზედაპირს და სიღრმეს (ზედაპირიღია ტექსტია, ხოლო სიღრმედაფარული ტექსტი, ქვეტექსტი), როგორ შეიძლება სიღრმის გამოკვლევა? სიღრმეში ჩასვლით ან ზედაპირზე ამოტივტივებული რაიმე ნიშნის ახსნით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ზედაპირზე ამოტივტივებული საგანი ეს ღია ტექსტში ქვეტექსტიდან (სიღრმიდან) ,,შემოჭრილი ტროპებია, რომელთა ახსნით და ანალიზით ვშიფრავთ სიღრმეს, ანუ აზრს, იდეას. სიღრმის გამოკვლევა სიღრმეში ჩასვლითაც შეიძლება მაგრამ ამ შემთხვევაში ენა წყვეტს არსებობას იდუმალში გადასვლის გამო.

როგორც ვნახეთ, ანა კალანდაძის პოეზიაში საინტერესოდ წარმოჩნდა ვარსკვლავების პოეტიკა”. ფეშენკო წერს: თუ დავუშვებთ, რომ სემიოტიკას აქვს თავისი განვითარების სიუჟეტი, მაშინ ამ განვითარების კულმინაცია ის წერტილია, რომელშიც სემიოტიკა ხვდება პოეტიკას (ფეშენკო ).

მაშ, რაზე გადის გზა აზრიდან სიტყვისკენ და, პირიქით, სიტყვიდან აზრისკენ? ამაზე ვიგოტსკი გვიპასუხებდა: აზრი არ ემთხვევა არათუ სიტყვებს, არამედ არც მათ მნიშვნელობებს, რომლებითაც ის გამოითქმება. გზა აზრიდან სიტყვისკენ მნიშვნელობაზე გადის. ჩვენს მეტყველებაში ყოველთვის არის დაფარული ქვეტექსტი. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად იქმნება ახალი გზა აზრიდან სიტყვისკენ სიტყვათა ახალი მნიშვნელობების გავლით (ვიგოტსკი 1999: 33). სწორედ ასეთ ახალ მნიშვნელობებს გვთავაზობს პოეტური მეტყველება. იქნებ არც ისე ახალია დღეისთვის ის აზრი, რომელიც თავის დროზე კანტმა გამოხატა აგრეთვე მეტაფორულად: ორი რამ მაოცებს ამქვეყნადვარსკვლავებიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში! მორალური კანონი თუ უფლისმიერია (და ნამდვილად არის უფლისმიერი), მასთან ვარსკვლავებიანი ცის დაკავშირება სულაც არ არის შემთხვევითი და ამასვე ადასტურებს კანტის ამ აზრის ანა კალანდაძისეული რეინტერპრეტაცია.

იქნებ სამყარო სულ რამდენიმე მეტაფორის (რე)ინტერპრეტაციაა?

ფსევდოპატრიოტიზმი

0

უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე კოლეგასთან ერთად ერთი ძალიან საინტერესო გამოცემის შედგენაზე ვმუშაობ. უკვე წლებია არქივებსა და საჯარო ბიბლიოთეკის მიუდგომელ კუნჭულებში ვიქექებით. ვეძებთ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი მოაზროვნეების მნიშვნელოვან ტექსტებს. ცოტა ხნის წინ რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, თებერვლის რევოლუციის შემდგომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად დაწინაურებული კაკი წერეთლის საინტერესო სტატიას გადავაწყდით. ნაშრომში პუბლიცისტი პატრიოტიზმის და მისი ყალბი გამოვლინებების შესახებ წერს: “მე არ ვიცი ისეთი პატიოსანი და გამტაცი გრძნობა, როგორიც მშობელი ხალხის თავგანწირული სიყვარულია, და მასთანვე არ მეგულება არცერთი მოქმედება, გაბედული და ხალხის სიყვარულით გამოწვეული, რომელსაც ჩვენში მამულიშვილობისა და ეროვნების სახელით წინ არ აღდგომოდნენ. მერე რომ იკითხოთ, რა არის მამულიშვილობა ან ეროვნება, ყოველგან პასუხათ გაიგონებთ – ეს სამშობლო ქვეყანის, ერის თავდადებულს სიყვარულიაო. თუ ეს მართლა ასეა, რათ დაუპირისპირეს ერთმანეთს ეს გრძნობები, რით ეწინააღმდეგება მამულიშვილობა და ეროვნება ხალხის სიყვარულს. ხალხისთვის შრომას? ვინც ხალხის სამსახურს და მისთვის გზის გარკვევას სწირავს თავის ძალ-ღონეს, რათ ითვლება ის სამშობლოს დამკარგველათ ერის უარმყოფელათ, და მას კი ვისთვისაც მშობელი ხალხის კვნესა და შვება, მისი მწარე ბრძოლა და იმედიანი მომავალი – ყველა ერთნაირათ უცნობი და შორეულია , რათ მოაქვს თავი ნამდვილ მამულიშვილათ და ერის მოჭირნახულეთ?”

ალბათ არ გაგვიჭირდება შეთანხმება იმის შესახებ, რომ აკაკი წერეთლის სიტყვები დღემდე აქტუალურია. ქართულ საზოგადოებაშიც და ჩვენს სკოლებშიც ფსევდოპატრიოტიზმის ქადაგება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დაუსაბუთებელი მითებითა და ტყუილზე დაფუძნებული ამბიციების წარმოჩენით მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი წარმატებით ცდილობს ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების სწორი გზიდან გადახვევას. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ თქვენთან ერთად განვიხილავ ფსევდოპატრიოტიზმის რამდენიმე მახასიათებელს.

ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ. ჩვენი განვლილი გზაც სავსეა უამრავი უმნიშვნელოვანესი და გმირული თავგადასავლით. ბევრი გამორჩეული მოაზროვნე და ძლიერი ისტორიული ფიგურაც გვყოლია. თუმცა ეს უპირატესობები ნამდვილად არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ საქართველო სამყაროს ცენტრად ან დედამიწის ღერძად წარმოვიდგინოთ. უნიკალური მოვლენებით სხვა ქვეყნების მატიანეც ხომ სავსეა?! მაშასადამე, ფსევდოპატრიოტიზმის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად ჩვენი ხალხის მთავარი მახასიათებლებისა და მისი როლის ჰიპერბოლიზება, გაზვიადება შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ყალბ და ცრუ პატრიოტიზმს კიდევ ერთი გარემოება გამოარჩევს. აღნიშნული მიმდინარეობის წარმომადგენლები დრამატულად არიან მიდრეკილნი ერთფეროვნებისაკენ. მათთვის მრავალსუბიექტიანი, ურთიერთგანსხვავებული ჯგუფებისგან შემდგარი საზოგადოება ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. პლურალიზმი მეტ კამათთან, დისკუსიასთან, მეტ განსხვავებულ აზრთან და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებულ პროცესთან ასოცირდება. ფსევდოპატრიოტული პოლიტიკისათვის კი ამოსავალი წერტილი პერმანენტული მობილიზაცია, მუდმივი ერთიანობა და გაუბზარავი მონოლითურობა გახლავთ. მაშინ, როდესაც ერს თავისი ისტორიული და განსაკუთრებული „მისია” აქვს შესასრულებელი, შიდაგანხილვებისა და ორიგინალური მოსაზრებების შეპირისპირების დრო აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, ვინც საერთო ნებას უპირისპირდება, ის ფაქტობრივად ბოროტმოქმედია. ალბათ მსგავსი დამოკიდებულები განაპირობებს ხოლმე პატრიოტიზმის სახელით პროგრესული იდეების წინააღმდეგ გაჩაღებულ უკომპრომისო და დაუნდობელ ბრძოლას.

რისთვის სჭირდებათ ამგვარი განწყობების მქონე ადამიანებს მუდმივი მობილიზაცია და მონოლითურობა??? ისინი ყველა მიმართულებით მტრებს ეძებენ და პოულობენ კიდეც მათ. ნებისმიერ განსხვავებულ კულტურასთან დიალოგი და ღირებულებათა შესახებ მსჯელობა ეროვნული ტრადიციებისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობად, მშობლიური ადათების ღალატად განიხილება. თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრების დასაბუთებას ფსევდოპატრიოტიზმის იდეოლოგები ვერ ახერხებენ.

თითქმის ერთი წელია საქართველოს საზოგადოებრივ ასპარეზზე ერთი უცნაური, შუა საუკუნეების სამოსში გამოწყობილი მოქალაქე გამოჩნდა. მაღალრეიტინგული ტელეეთერებიდან და საკუთარი ფეშენებელური სახლის ეზოში გაშლილი ელიტურ-ინტელიგენტური სუფრიდან მონდომებით ქადაგებს ფსევდოპატრიოტიზმს. იგი მტრებად ან არასერიოზული საკითხებით დაინტერესებულ დესტრუქტივებად განიხილავს გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებსა და სოციალური სამართლიანობის იდეით გაერთიანებულ სტუდენტებს. რაც მთავარია, მისი გამოსვლების მთავარი სამიზნე ევროპული ცივილიზაცია და პოლიტიკური სისტემა გახლავთ. თავის მხარდამჭერებთან ერთად იგი მონდომებით ცდილობს დასავლური პოზიციების დამახინჯებასა და დემონიზაციას.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან შემადგენლობას, უნდა ვეძიოთ დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრებები თუ ისტორიული მოვლენები, უნდა ვიყოთ პატრიოტები, მაგრამ გზა უნდა შევუკრათ ფსევდოპატრიოტიზმს, რომელიც ყველაზე საშიში სასკოლო გარემოში ხდება ხოლმე.

ისევ სკოლის ორგანიზაციული კულტურის შესახებ

0

ორგანიზაციული
კულტურა ორგანიზაციული რეფლექსიის საშუალებაა, ანუ ორგანიზაციული კულტურით ჩვენ
შეგვიძლია პასუხი გავცეთ კითხვა:
რატომ ვაკეთებთ ამას ასე და არა სხვაგვარად? ამიტომ სკოლის საქმიანობის
ანალიზისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მისი კულტურის
გააზრებას ენიჭება. 

მაინც რა არის
ორგანიზაციული კულტურა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ცოდნა როგორც ხელმძღვანელისათვის,
ისე თითოეული თანამშრომლისთვის?

ორგანიზაციაში
ადამიანების ქცევას განსაზღვრავს გარკვეული დამოკიდებულებები, ხედვები, წარმოდგენები
მისაღებ ქცევაზე, ნორმებზე, აკრძალვებზე, რიტუალებზე, პროცედურებზე და ა.შ.
რომლებიც ცნობიერად თუ არაცნობიერად აღიარებულია ორგანიზაციის
წევრთა უმრავლესობის მიერ. სწორედ ეს არის ორგანიზაციული კულტურა.

საკმაოდ ხშირად ორგანიზაციული
კულტურა ყალიბდება თავისით, ხელმძღვანელობის
მხრიდან რაიმე მიზანმიმართული
ძალისხმევის გარეშე; თანამშრომლების
ქცევა, კომუნიკაციის თავისებურებები
და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა
ელემენტები დროთა განმავლობაში
გადაიქცევა ნორმად, დამკვიდრებულ რუტინად/წესად. ამავდროულად, ეს ნორმები იმდენად
“ავტომატიზირდება” თანამშრომლების
ყოველდღიურ საქმიანობაში,
რომ ხშირად მათი ცნობიერი კონტროლის გარეშეც არსებობ
.

ორგანიზაციული კულტურის თემაზე
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ
იგი ორგანიზაციის წარმატების,
მისი კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ერთ
ერთიუმთავრესი კომპონენტია,
ამიტომაც გონიერი ხელმძღვანელები ამა
თუ იმ ნორმებს, რუტინას თუ
ღირებულებებს არ აძლევენ “უკონტროლოდ” ჩამოყალიბების შესაძლებლობას. შესაბამისი
ღონისძიებების გატარებით (მათ შორის კარგად დაგეგმილი
სოციალიზაციის
პროგრამებით) ისინი აყალიბებენ ორგანიზაციის მიზნების მხარდამჭერ კულტურას და უზრუნველყოფენ
მის გაზიარებას/”გაშინაგანებას” ორგანიზაციის
თითოეული თანამშრომლის
მიერ. 

 

რაში ეხმარება
დირექტორს საკუთარი სკოლის ორგანიზაციული კულტურის გააზრება?


·                       

იმის განსაზღვრაში, რეალურად რით განსხვავდება მათი სკოლა სხვა სკოლებისაგან,რას ეფუძნება სკოლის უნიკალურობა.


·                       

რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი ამ თუ იმ კულტურის ფარგლებში.


·                       

პედაგოგების მოსალოდნელი რეაქციების განჭვრეტაში,კონფლიქტური სიტუაციებისა და წინააღმდეგობების რეალური მიზეზების დადგენაში.


·                       

სხვათა გამოცდილების მისაღებად გარკვეული კრიტერიუმების შემუშავებაში,რომ ეს გამოცდილება არ იქცესუცხო სხეულადორგანიზაციისათვის.

ორგანიზაციული კულტურის განმსაზღვრელი
ფაქტორებია:


·                       

გარეგანიეროვნული ტრადიციები, ეკონომიური პირობები, თემის, ადგილობრივი საზოგადოების კულტურული თავისებურებები.


·                       

შინაგანიხელმძღვანელის პიროვნული თავისებურებები, სკოლის დეკლარირებული მისია და ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, პედაგოგების ზოგადი განათლებისა და კვალიფიკაციის დონე.

სკოლის კულტურის საშუალებით შეგვიძლია:


·                       

კონკრეტული ორგანიზაციის მმართველობითი საქმიანობების პრიორიტეტებისა და შეზღუდვების განსაზღვრა.


·                       

ინოვაციების მიმართ პედაგოგიური კოლექტივის მოსალოდნელი რეაქციებისა და ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობების დოის განჭვრეტა.


·                       

ცალკეული კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია


·                       

სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარებისათვის კრიტერიუმების დადგენა.

როგორ
მივხვდეთ, რა სახის კულტურაა ჩვენს სკოლაში? ხშირად თვალი იმდენად გვაქვს შეჩვეული,
რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ჩამოყალიბდა სკოლაში გარკვეული სახის კულტურა (კულტურათა
ტიპების შესახებ ჩვენ წინა სტატიაში ვისაუბრეთ. იხ maswavlebeli.ge
, 27 agvisto, 2014). ამავე დროს, ეს კულტურა შეიძლება ადვილი შესამჩნევი
იყოს გარე თვალისათვის, იმისთვის, ვინც მუდმივად არ სკოლაში
ტრიალებს.

 

მამა-შვილის – გირტ ჰოფსტედესა და გერტ იან ჰოფსტედეს  –  წიგნში „კულტურები და ორგანიზაციები”
(
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2011) დეტალურად არის განხილული ორგანიზაციული კულტურის
განმსაზღვრელი ფაქტორები და კულტურული განსხვავებულობის გამოვლინებები. სწორედ ჰოფსტედებს
ეკუთვნით კულტურული განმასხვავებლების აღმწერი ცნებების შრეებად გამოხატვის სქემა,
ე. წ. „ხახვი”, რომელშიც
კულტურის აღმწერი ტერმინები ოთხ ძირითად ცნებამდე დაიყვანება: სიმბოლოები, გმირები, რიტუალები და ღირებულებები. ქვემოთ მოცემულია სწორედ ეს სქემა:

 

 

სიმბოლოები ყველაზე ზედაპირულია, ღირებულებები ყველაზე ღრმა, ხოლო გმირები და რიტუალებიმათ შორისაა მოქცეული. სიმბოლოები ისეთი სიტყვები, ხატები ან ობიექტებია, რომელთა კონკრეტულ მნიშვნელობას მხოლოდ მათი მატარებელი კულტურის წევრები აღიქვამენ.თუმცაიმდენად აქვთ გაშინაგანებული, რომ ვერც აცნობიერებენ მის უშუალო
კავშირს ორგანიზაციის კულტურასთან. სამაგიეროდ, ეს სიმბოლოები მნიშვნელოვან ინფორმაციას
აძლევენ სკოლის კულტურის შესახებ გარე ექსპერტს. ეს არის სკოლის ლოგო, „კედლის მხატვრობა”,
ფორმალური თუ არაფორმალური წარწერები კედლებზე, პლაკატები, განცხადებები, სტენდები
ფოტოებით, სკოლის კედლის გაზეთები და მათი შინაარსი და ა.შ. დღემდე არ ამომდის გონებიდან
ლატვიის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ნანახი. სკოლის ყველაზე მყუდრო, მაგრამ ამავდროულად
თვალსაჩინო ადგილას 1939 წლიდან (სწორედ ამ წელს გაიხსნა სკოლა) მოყოლებული, ყველა
გამოშვების ფოტოებია განთავსებული. მოსწავლეებში, მასწავლებლებში, მშობლებსა და სტუმრებშიც
კი ეს ფოტოები განსაკუთრებული მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობას აღძრავს, ზოგში
– სიამაყეს, ზოგში – მოგონებების სევდას, ზოგიერთში კი – სიხარულს, რადგან ბევრი გაყვითლებულ
ფოტოებზე თავისი წინაპრის ბავშვობისდროინდელ სახეს ამოიცნობს. განა ეს უტყვი კედელი
სკოლის კულტურის გამოვლინება არ არის?

მოკლედ
რომ ვთქვათ, სიმბოლოები – ეს არის ყველასათვის თვალსაჩინოდ გაცხადებული პრიორიტეტები
და სურვილები. სხვათა შორის, სიმბოლოების არარსებობაც ერთგვარი სიმბოლო, სკოლის კულტურის
ნიშანია.   

კულტურის მეორე
შრე არის „გმირები” და ე.წ. „ორგანიზაციული ფოლკლორი”.
გმირებადორგანიზაციაში შეიძლება მიაჩნდეთ ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანები,ისინი, ვინც მოცემულ კულტურაში ფასობს და მისაბაძად ითვლება. სწორედ ის, ვის მიიჩნევენ
ორგანიზაციაში
მისაბაძად, მეტყველებს, რა ღირებულებებს იზიარებენ ამ ორგანიზაციის
თანამშრომლები.

რაც შეეხება
„ორგანიზაციულ ფოლკლორს”,
ეს არის  ისტორიები,
ლეგენდები, რომლებიც მუდმივად ტრიალებს სკოლაში. ეს არის ისტორიები, რომლებიც არაოფიციალურ
გარემოში ასე იწყება: „გახსოვთ…” ყური მიუგდეთ ამ ისტორიებს, მიუხედავად იმისა, რომ
შეიძლება არაერთხელ მოგისმენიათ. რას იხსენებენ ამ ისტორიებით
წარმატებებს თუ მარცხს? ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად, ერთ ადამიანს
თუ ადამიანების ჯგუფს? რას ასახავს ეს ისტორიები – დაპირისპირების თუ თანამშრომლობის,
ურთიერთთანადგომის მაგალითებს? რა ღირებულებებს უჭერენ მხარს მოსაუბრეები? ყური მიუგდეთ,
რომელი კურსდამთავრებულების მიმართ გამოხატავენ მასწავლებლები აღფრთოვანებას?

რიტუალები (პროცედურები, ცერემონიები) ისეთი კოლექტიური საქმიანობებია, რომლებიც სოციალურად არსებითად და მნიშვნელოვნად ითვლება. რიტუალების მაგალითია მისალმების, ერთმანეთისათვის მიმართვის წესები, საქმიანი შეხვედრები.რიტუალი ირეკლებაიმაშიც, თუ როგორ სიტყვებს იყენებენწერით და ზეპირ საუბარში,უზიარებენ თუ არა ერთმანეთს მოსაზრებებს, რა დამოკიდებულება
აქვთ განსხვავებული თვალსაზრისების მიმართ, არიან თუ არა ადამიანები აქტიური მსმენელები.
დააკვირდით, როგორ შედიან
მასწავლებლები დირექტორის კაბინეტში: იცდიან მდივანთან თუ პირდაპირ აღებენ კარს? როგორია
პროფესიული ურთიერთობების სტილი? იწყება თუ არა დანიშნული შეხვედრები დროულად? როგორ
იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს: მასწავლებელთა ჩართულობით თუ „ზემოდან” და ა.შ.

 სქემაში სიმბოლოები, გმირები და რიტუალები ერთი ტერმინით ერთიანდება: ქცევები.

სქემის მიხედვით, კულტურის საფუძველი ღირებულებებია. მისი ანალიზი გაცილებით
რთულია. ის ქვეცნობიერად არსებობს, არ არის აშკარად გამოხატული, თუმცა მაინც შეიძლება
მისი ამოცნობა. ღირებულებებშიც შეიძლება სხვადასხვა დონ
ისგამოყოფა. პირველი – ეს არის გაზიარებული
ღირებულებები,
ხმამაღლა დეკლარირებული, თუმცა მის სიღრმეში რა დევს, შეიძლება ძნელი
დასადგენი იყოს, თუ არ ვართ სკოლის შიგნით. ზოგიერთ სკოლაში ღირებულებები შესასვლელშივეა
გამოკრული, მაგრამ არის კი ის ყველას მიერ გაზიარებული? მახსოვს, ერთ-ერთ სკოლაში საგაკვეთილო
პროცესის მონიტორინგზე მისულს შესასვლელშივე თვალში მომხვდა გალაკტიონის სიტყვები:
„ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება”
.თუმცა, სამწუხაროდ, ვერც
გაკვეთილებზე და
ვერც არაფორმალურ სიტუაციაში, მაგალითად, შესვენებაზე, ამის
ნიშან-წყალიც კი ვერ აღმოვაჩინე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ უცხო სტუმარი ვიყავი,
მასწავლებელმა გაკვეთილზე ჩემ
გასაგონად მიმართა მოსწავლეებს:
„სტუმართან მაინც გამოიჩინეთ თავი. ყველას ნუ დაანახვებთ თქვენს უხეირობას!” შესვენებაზე
კი თავი ყაზარმაში მეგონა: „თოლორდავა, ნუ დარბიხარ!” „შედით კლასში, ხომ ხედავთ სკოლაში
სტუმარი გვყავს!” „გვენცაძე, სად არის შენი მშობელი? იკადრებს სკოლაში მოსვლას?”  კიდევ კარგი, რომ არ
სებობს სხვა, პოზიტიური მაგალითებიც –  თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლები მშობლისაგან
და, მით უმეტეს, მოსწავლისაგან ყველაზე დაბალი ფასის საჩუქარსაც კი არ იღებდნენ. ერთ-ერთ
მასწავლებელს სკოლის დატოვებაც კი მოუხდა იმიტომ, რომ სადამრიგებლო კლასის მშობლებმა
შვილის ქორწილზე საჩუქარი მიართვეს. და ეს მოხდა ყოველგვარი დისციპლინური კომიტეტის
განხილვის, აქტებისა და ბრძანებების გარეშე. მასწავლებელმა თავად მიიღო  სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება, როცა ეს ფაქტი
ყველასათვის ცნობილი გახდა.

ღირებულებების
მეორე დონე პროფესიული ღირებულებებია. პროფესიული ღირებულებების გასააზრებლად
ყურადღება უნდა მივაქციოთიმას, თუ როგორი მოსწავლე მიიჩნევა სკოლაში საუკეთესოდ: წარჩინებული, ჩუმი,  მორჩილებამდე თავაზიანი თუ ლაღი და თავისუფალი,
პირდაპირი, იქნებ ზოგჯერ გამაღიზიანებლადაც კი? როგორი  მასწავლებელია აღიარებული ყველას მიერ: მკაცრი ავტორიტარი,
რომლის მიმართაც განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენს ყველა, მათ შორის სკოლის ხელმძღვანელობა,
თუ მასწავლებელი „მეამბოხე”, რომლის „ამბოხი”
ყველაზე
ურჩი, მაგრამ საინტერესო მოსწავლის ქომაგობით გამოიხატება. ყური მიუგდეთ სამასწავლებლოში
ან სკოლის სასადილოში მასწავლებლების საუბარს. რა სჭარბობს: პირადი თუ ცალკეული მოსწავლის,
კლასის პრობლემები?

დაბოლოს, მესამე
დონე – ეს ზოგადკაცობრიული ღირებულებებია, რომლებიც ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც
განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებებს. მაგალითად, არის სკოლები, რომლებშიც ადამიანების ქმედებებს
ეროვნული ტრადიციების ერთგულება უდევს საფუძვლად
. არის
სკოლები, რომლებშიც ჯანმრთელობაა უპირველესი ღირებულება და, აქედან გამომდინარე ყველას
საქმიანობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენაა მიმართული. თუ სკოლის წარმომადგენლებისათვის
მთავარი ღირებულება ოჯახია, ესეც მათ ქმედებებზე აისახება და ა.შ.  

იმის შეჯამება, რაც
ზემოთ ითქვა, მნიშვნელოვანია ერთდროულად ყველასთვის: ხელმძღვანელობისათვის, მასწავლებლებისათვის,
მოსწავლეებისა და მშობელთათვის, ანუ მთელი სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი საზოგადოებისათვის. 



დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები

0
დიმიტრი უზნაძე მრავალმხრივი მიმართულების მეცნიერი გახლდათ: ფილოსოფოსი, ექსპერიმენტული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, კულტუროლოგი, ხოლო მის მიერ დამუშავებული განწყობის თეორია ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრადაა მიჩნეული. რასაკვირველია, ჩვენ გავეცნობით მის პედაგოგიურ შეხედულებებს, თუმცა ეს წარმოუდგენელი იქნება მისი ზოგადი კონცეფციის გაცნობის გარეშე. 

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ უზნაძე ინტენსიურად იწყებს მუშაობას პედაგოგიკაში, ქმნის ახალ პედაგოგიურ სისტემას – ექსპერიმენტულ პედაგოგიკას, საფუძველს უყრის საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებას, აარსებს სკოლას, სადაც დიდ რეფორმატორულ მუშაობას ეწევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სასკოლო რეფორმის დემოკრატიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპები მან დიდი წარმატებით დანერგა თავის დაარსებულ სკოლაში. განწყობის, ასაკობრივი გარემოს, ფუნქციური ტენდენციის ცნებები, სწავლის როგორც ქცევის ფორმის ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს მეცნიერის დაინტერესებას და სერიოზულ დამოკიდებულებას სწავლა-სწავლებისა და განვითარების პრობლემების მიმართ. მისი აზრით, პედაგოგიკას მხოლოდ ისეთი ფსიქოლოგია სჭირდება, რომელმაც კვლევის საგნად აქტიური პიროვნება უნდა გაიხადოს, პიროვნების არსის ასეთი გაგება კი მან განწყობის ფსიქოლოგიაში ასახა.

რა არის განწყობა? განწყობა არის არაცნობიერი, მთლიანპიროვნული მზაობა სუბიექტის მიერ მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. უზნაძემ გააკრიტიკა ბიჰევიორიზმი, ეს „უსუბიექტო ფსიქოლოგია” და შ – ღ ორწევრიანი სქემის ნაცვლად ახალი, სამწევრიანი სქემა შემოგვთავაზა: გარემო – განწყობა/სუბიექტი – ქცევა. განწყობის აღმოცენებისთვის აუცილებელია ორი ფაქტორის არსებობა – სუბიექტურისა (მოთხოვნილება) და ობიექტურისა (სიტუაცია), ასევე – მათი თანხვედრა, რათა ორგანიზმი განეწყოს განსაზღვრული მიზანშეწონილი ქცევის განსახორციელებლად. მაგალითად, კვების ქცევის განხორციელებისთვის მზაობას ქმნის კვების მოთხოვნილება (შიმშილი) და გარემოში მოცემული საკვების თანაარსებობა. 

ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს თავისდა უნებურად, სტიქიურად, ლატენტურად, მით უფრო – ბავშვი, და რაც უფრო პატარაა, მით უფრო დამახასიათებელია მისთვის ამ ტიპის სწავლა. ლატენტური სწავლის პროცესში ბავშვი მიზანდაუსახავად, თავისდა უნებურად, მაგალითად, თამაშის პროცესში, ბევრ რამეს ითვისებს. ამ დროს მის განწყობას აქტუალური მოთხოვნილება (ანუ რა მოთხოვნილებაც მოცემულ მომენტში აქვს მას) და აქტუალური სიტუაცია ქმნის. მაგ., თუ მას თამაშის მოთხოვნილება აქვს და სიტუაციაც შესაბამისია ამ ქცევის განსახორციელებლად, იგი თამაშობს. ამ პროცესში იგი თავისდა უნებურად სწავლობს ბევრ რამეს: ივითარებს მოტორულ ჩვევებს, ეუფლება წესებს, ვარჯიშობს სოციალურ ურთიერთობებში, აღმოაჩენს საგნის უამრავ თვისებას და ა.შ.

სასკოლო სწავლა კი გაცნობიერებული, მიზანდასახული აქტივობაა, აზროვნებისა და ნებისყოფის მონაწილეობას გულისხმობს. გაცნობიერებული სწავლის ქცევის განხორციელების პროცესში სტიმულსა და რეაქციას შორის დგას აქტიური სუბიექტი, რომელიც მექანიკურად, გარე განმამტკიცებლების გამოყენებით კი არ ეუფლება ამა თუ იმ ქცევას, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად სწავლის უნარ-ჩვევების, მოტივაციისა და ემოციების კოორდინირების უნარით ხასიათდება. სწავლის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი, როგორც აქტიური სუბიექტი, იღებს გადაწყვეტილებებს, რითაც იქმნება სათანადო აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო განწყობა. ამ ტიპის ქცევები საკმაოდ რთული ბუნებისაა და მათი განხორციელება განვითარების მხოლოდ განსაზღვრულ საფეხურზე მდგომ ბავშვს შეუძლია, რათა მოსწავლემ სწავლასთან დაკავშირებული მეტ-ნაკლებად შორეული მიზნები დაისახოს. უზნაძის აზრით, აღმზრდელობითი პროცესის ძირითად წინააღმდეგობას სწორედ ეს გარემოება ქმნის, რაც „აღზრდის ტრაგედიის” ცნებით იქნა მოაზრებული: აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მატარებელი, მომავალზეა ორიენტირებული, აღსაზრდელი კი აწმყოს სუბიექტია, რომელსაც ახლა სურს რაღაც და მასზე უარის თქმა უჭირს. სწავლების ორგანიზაციამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ბავშვის სწავლა თავიდან დაუქვემდებაროს მის უშუალო მისწრაფებებსა და ინტერესებს – წარმატების მიღწევის, ფუნქციობის მოთხოვნილებას, ცნობისმოყვარეობას; ამავე დროს, იზრუნოს პიროვნების როგორც ნებისმიერი ქცევის განმხორციელებელი სუბიექტის განვითარებაზე – ისწავლოს გაცნობიერებულად, შეგნებულად, მიზანდასახულად, რაც, რასაკვირველია, სრულიადაც არ გამორიცხავს მოსწავლის ინტერესების უგულებელყოფას.

ამგვარად, ნამდვილი სწავლა მხოლოდ იმ მომენტიდან არის შესაძლებელი, როდესაც ბავშვი მოახერხებს, ცნობიერ მოცემულობად აქციოს შესასწავლი მასალა, ანუ, როგორც დ. უზნაძე ამბობს, ობიექტივაცია მოახდინოს. იგი ათავისუფლებს ადამიანს აწმყოს მომენტის ტყვეობიდან, საშუალებას აძლევს, დაეუფლოს საკუთარი ქცევის ნებისმიერ წარმართვას, აფართოებს ქცევის გამოყენების საზღვრებს, საფუძვლად ედება ცნებითი აზროვნების განვითარებას, ეს უკანასკნელი კი ადამიანის განვითარების მთავარი ღერძია.

მომდევნო კითხვა ასეთია: რა განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას – ბიოლოგიური ფაქტორი თუ სოციალური გარემო? ვეცდებით ვაჩვენოთ დ. უზნაძის დამოკიდებულება საკითხის მიმართ და გადავიტანოთ ის პედაგოგიურ ჭრილში.

საზოგადოდ, ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურება მასში არსებული ძალების მოქმედებასა და აქტივობაში მდგომარეობს. ამას უზნაძე ფუნქციურ ტენდენციას უწოდებს. ანუ ფუნქციობის მოთხოვნილება ცოცხალ ორგანიზმში თანდაყოლილია. მაგრამ ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ არის განვითარებისთვის: ბავშვის შინაგანი შესაძლებლობები მხოლოდ შესატყვისი გარე პირობების ნიადაგზე პოვეპს რეალიზაციას, – წერს დ. უზნაძე.

დაბადების შემდეგ ბავშვი „სუფთა” ფიზიკურ გარემოში კი არ ხვდება, არამედ უფროსების მიერ მოწესრიგებულ ე.წ. „ასაკობრივ გარემოში”. ყველა ასაკს შეესაბამება თავისი განმავითარებელი გარემოს თავისებურებები, რომელიც ფიზიკური სინამდვილის ხასიათით კი არა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურადაა განსაზღვრული. ბავშვის განვითარება სოციალურად განსაზღვრული ასაკობრივი გარემოს ზემოქმედების პირობებში ხორციელდება. მაგრამ რა განსაზღვრავს თვითონ ასაკობრივ გარემოს? რით ხელმძღვანელობენ, მაგალითად, მშობელი ან მასწავლებელი, როდესაც გამღიზიანებელთა შერჩევას ახდენენ? ბავშვის ორგანიზმის შინაგან ძალთა განვითარების მოცემული დონით, – აღნიშნავს უზნაძე. მაშასადამე, ასაკობრივ გარემოს ბავშვის შინაგან შესაძლებლობათა დონე განსაზღვრავს. ამრიგად, ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მოქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება. 

რასაკვირველია, ასაკობრივი გარემო გამუდმებით იცვლება, ახალ-ახალი სტიმულებით ივსება, რაც განსაზღვრავს კიდეც განვითარების პროცესს. ასე რომ არ ყოფილიყო, არც განვითარება მოხდებოდა.

ასეთი ბუნებისაა განვითარებაში შინაგანი და გარეგანის, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთგანპირობებულობა, რაც ყოველგვარ აზრს უკარგავს საკითხის ალტერნატიული სახით დასმას (ბუნება თუ გარემო?), რადგან ადამიანის დონეზე ეს ორი ფაქტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არც არსებობს. ადამიანი ერთიანი, მთლიანი, რთული საწყისის მქონე, ბიოსოციალური არსებაა.

მივუსადაგოთ ეს მოდელი სასკოლო ცხოვრებას. მასწავლებლის მიერ მოწესრიგებული გარემო ის `ასაკობრივი გარემოა~, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის განვითარებას. სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა სასწავლო გარემოს სწორ ორგანიზებას, ანუ თუ მასწავლებელი აწესრიგებს სასწავლო გარემოს მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამით მისი შესაძლებლობების შემდგომ განვითარებასაც უზრუნველყოფს. უკვე განვითარებული შესაძლებლობები კი ახალი სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობას წარმოშობს. ეს პროცესი უწყვეტია.
ადამიანის ქცევის ფორმების მოკლე დახასიათება

ადამიანის ქცევის ფორმების დახასიათებას დ. უზნაძე იწყებს იმით, რომ გამოყოფს მოთხოვნილებათა ორ დიდ კლასს, რომლებიც ადამიანის ქცევას აღძრავს და წარმართავს. ესენია სუბსტანციური და ფუნქციური მოთხოვნილებები. სუბსტანციური მოთხოვნილებები საფუძვლად ედება ე.წ. ექსტეროგენულ (გარეგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორებიცაა შრომა, მომსახურება, თვითმომსახურება და სხვა. ფუნქციური მოთხოვნილებები საფუძვლად უდევს ე. წ. ინტროგენულ (შინაგანი წარმოშობის) ქცევებს, როგორებიცაა თამაში, შემოქმედება და სხვა.სუბსტანციურია მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებაც სიცოცხლის გაგრძელებისა და გადარჩენისთვის, ნორმალური ცხოვრებისეული არსებობისთვის აუცილებელია და მიზანშეწონილი (მაგ., კვების, უსაფრთხოების და სხვა). ფუნქციური მოთხოვნილებანი რაიმე დანაკლისის შევსებას კი არ ელტვიან, როგორც ეს ხდება სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას (მაგ., მშია და ვჭამ), არამედ საკუთრივ ფუნქციობისკენ, მოქმედებისკენ მიისწრაფვიან. ფუნქციობა ამ შემთხვევაში თვითმიზანია და არა რაიმე სხვა მიზნის მიღწევის საშუალება. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის არსს სწორედ ეს მოთხოვნილებები განსაზღვრავა. ბავშვი დაბადებისთანავე არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. მოცემულ ეტაპზე ეს “ზედმეტი” ძალები მოქმედებს ფუნქციური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში იქცევა მიზანდასახული ქცევის ფორმად, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრების ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არავითარი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. ამიტომ მოზარდი ზოგჯერ მარტოც აამოქმედებს საკუთარ მოტორულ აპარატს. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს, უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს. ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრების პირობებში ხორციელდება, რაც გულისხმობს განსაზღვრული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად მოზარდი “ფიზიკური თამაშის” გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ განსაზღვრულ წესებსა და ნორმებს, რაც მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში ეხმარება.

ზოგიერთი ქცევა ორმაგი ბუნებისაა _ ერთდროულად ექსტეროგენულიცაა და ინტროგენულიც, მაგალითად, სწავლა.

სწავლა, ერთი მხრივ, სუბსტანციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება (მაგალითად, მასწავლებლის მხრივ ქებისა და აღიარების მოთხოვნილებას), მეორე მხრივ კი მოსწავლის განვითარების პროცესში მყოფი ძალებისა და ფსიქიკური ფუნქციების თვითაქტივობის მოთხოვნილებას ეყრდნობა. 

დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც, ამიტომ სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობს. უფრო მეტიც – უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი, თუმცა დამოუკიდებელი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

სასკოლო გარემოში სწავლა განსაზღვრულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ, მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ კი – მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისთვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.” „ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს~, – აღნიშნავს დ. უზნაძე. ამრიგად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისაწვდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლების არსი ახსნა და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვა, მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაა.

სწავლის ბუნების ნათელსაყოფად დ. უზნაძე ნამდვილი სწავლისაგან გამოყოფს ე.წ. მექანიკურ სწავლას (დრესურას) და წვდომას (ინსაიტს). მექანიკური სწავლის საფუძველი ახალი პირობითი რეფლექსების შემუშავება და ასოციაციური კავშირების დამყარებაა. ამ დონეზე განხორციელებული სწავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს, გამეორებას. რაც შეეხება “წვდომას”, ის, ცდისა და შეცდომის გზისგან განსხვავებით, სიტუაციის ერთბაშად წვდომას, ერთბაშად მიხვედრას გულისხმობს.

ამათგან განსხვავებით, სწავლის ცნება თავის ნამდვილ, დასრულებულ შინაარსს სკოლის ნიადაგზე იძენს. სასკოლო სწავლება, ერთი მხრივ, გულისხმობს იმ ფსიქიკურ აქტივობას (სწავლას), რომელსაც ბავშვი ახორციელებს რამის შესასწავლად, მეორე მხრივ კი მასწავლებლის მონაწილეობას ამ პროცესში. იგი ასწავლის მოსწავლეს და მისი ძალების შესატყვისად გარდაქმნის სასწავლო მასალას. 

ლაპარაკობს რა მასწავლებლის უდიდეს როლზე სწავლის პროცესში, დ. უზნაძე ასეთ კითხვას სვამს: ნუთუ სწავლება აუცილებელია და არ შეიძლება, მოზარდი საკუთარ თავს მივანდოთ და ხელმძღვანელის გარეშე დატოვოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება, ადამიანმა კულტურული განვითარების პროცესში დაგროვილი ცოდნა სავსებით ნატურალური გზით მიიღოს, მაგრამ ეს გზა ძალზე გრძელი და ძნელად სავალი იქნებოდა. ასე ადამიანი შორს ვერ წავიდოდა. დასრულებული სახით კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნა მეცნიერებაშია თავმოყრილი და მისი სრულყოფილი დაუფლება ბუნებრივი განვითარების გზით შეუძლებელია. მასწავლებელი კი მოსწავლეს ამ ცოდნას გადასცემს იმ ძალების გათვალისწინებით, რაც ბავშვის შესაძლებლობებში არსებობს, რა ძალებიც სამოქმედოდ არის განწყობილი. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ მან კარგად უნდა იცოდეს, როდის რა ძალები განეწყობიან სამოქმედოდ და სასწავლო პროგრამა ამაზე დააფუძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლება სრულიად უნაყოფო იქნებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწავლება ორმხრივი პროცესია: მოსწავლე-მასწავლებელი. სწავლება ორმხრივ განსაზღვრული პროცესიცაა: მოსწავლის ძალებისა და აღმზრდელის იდეალის მხრივ. სწორედ აღმზრდელი განსაზღვრავს ღირებულების გათვალისწინებით, რომელი ძალები უნდა იქნეს განვითარებული მოცემულ ეტაპზე და რომელი – შემდგომ. ეს ეხება არა მხოლოდ სწავლების პროცესს, არამედ აღზრდასაც.

დ. უზნაძის აზრით, ფსიქიკური განვითარება შინაგან შესაძლებლობათა და მათთვის შესატყვისი პირობების შეხვედრის ნიადაგზე წარმოებს. თუ შინაგანს შესატყვისი გარეგანი არ გააჩნია, ის ვერც აქტიურდება და, შესაბამისად, ვერც ვითარდება. განვითარება ორივე მომენტის შეხვედრის შედეგად ხდება შესაძლებელი. ამ შინაგან შესაძლებლობაში დ. უზნაძე, რა თქმა უნდა, ბავშვის ძალთა განვითარების დონეს გულისხმობს, ხოლო გარე მოცულობაში კი სასწავლო საგნებს. მათ შორის შუამავლობს და განვითარების აუცილებელ პირობებს ქმნის მასწავლებელი.

დ. უზნაძე სასწავლო პროგრამის აგების შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას. ამ საკითხში მისმა შეხედულებებმა ერთგვარი ევოლუცია განიცადა. შედარებით ადრეულ პერიოდში იგი ხაზგასმით მიუთითებდა, რომ მასალა, რომელიც მოსწავლეს ეძლევა შესასწავლად, არ უნდა სცდებოდეს მისი შესაძლებლობების სფეროს. შემდგომ მეცნიერი დაბეჯითებით იცავს იმ მოსაზრებას, რომ, მართალია, სასწავლო მასალა მოზარდის აზროვნების ფსიქოლოგიურ წესს უნდა მისდევდეს, მის ძალთა განვითარების დონეს შეესატყვისებოდეს, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადმე მაინც მაღლა უნდა იდგეს, საკმარისად დაშორებული უნდა იყოს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორღა გახდებოდა შესაძლებელი წინსვლა, როგორ იქცეოდა სწავლა განვითარების უფრო მაღალ დონეზე ასვლის პირობად?

სწავლებასა და განვითარებას შორის ურთიერთდამოკიდებულებას ერთი გარემოებაც ართულებს, – მიუთითებს დ. უზნაძე. კერძოდ, ის, რომ მეცნიერების დარგებს, რომლებსაც ვასწავლით სკოლაში, თავიანთი მკაცრი ლოგიკა აქვთ, განსაზღვრული სისტემით არიან აგებულნი. შესწევს კი უნარი მოზარდს, მისდიოს ამ წესს? ამ სირთულიდან თავის დაღწევა შესაძლებელი გახდება, თუ გვეცოდინება ბავშვის გონებრივი განვითარების ეტაპები – რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს ამა თუ იმ ეტაპზე და როგორ შეიძლება შეეთანხმოს იგი მეცნიერების შინაგან ლოგიკას.

ბავშვის აზროვნების განვითარებაში დ. უზნაძე ორ დიდ პერიოდს გამოყოფს: 1. კონკრეტული წარმოდგენები და თვალსაჩინო მასალით აზროვნება; 2. აბსტრაქტული ცნებითი აზროვნება. ამის შესატყვისად, სკოლის კურსიც ორ საფეხურად უნდა გაიყოს.

სასწავლო მასალისა და ბავშვის შესაძლებლობათა თანხვედრის პროცესი ურთულესია და ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასწავლებელმა უნდა წარმართოს. ყოველივე ეს პედაგოგისგან ხელოვანის მსგავს შემოქმედებას მოითხოვს. მასწავლებელი “ხსნის” ახალ მასალას, უცნობი ნაცნობზე დაჰყავს, ახალი – ძველზე. ის ერთგვარი შუამავალია სასწავლო მასალასა და ბავშვის შესაძლებლობებს შორის, არეგულირებს ამ პროცესს და ქმნის პირობებს შემდგომი განვითარებისთვის, – აღნიშნავს დ. უზნაძე.

კონფლიქტი სკოლაში

0
სკოლა მთავარი, რთული და ძალზე სერიოზული რამაა ნებისმიერი მოზარდისთვის. პირველი მასწავლებლიდან და პირველი კლასიდანვე ბავშვის ცნობიერებაში არა მხოლოდ სასწავლო პროცესის, თანაკლასელებისა და მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულება ყალიბდება, არამედ აქვე ხდება მისი თვითშეფასებისა და მოტივაციის ჩამოყალიბებაც. პრობლემები, რომლებიც შესაძლოა მოზარდს მოცემულ პერიოდში შეხვდეს, ხშირად განსაკუთრებულ როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებაში.

თუ თქვენს შვილს არ სურს, გაგიზიაროთ სკოლის ამბები, გამუდმებით წუწუნებს, რომ სკოლაში სიარული არ სიამოვნებს, რომ არავის უნდა მასთან მეგობრობა, იგონებს სხვადასხვა მიზეზს გაკვეთილების გასაცდენად, სასწრაფოდ უნდა გადადოთ ყველა საქმე და სკოლას ეწვიოთ, რათა მოზარდის დისკომფორტის მიზეზი გაიგოთ და მიიღოდ გადამჭრელი ზომები მის აღმოსაფხვრელად.

სასკოლო პროცესთან მოზარდის იოლი ადაპტაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი პირველი მასწავლებლის, არამედ მთელი სასკოლო კოლექტივის ძალისხმევა, თუმცა ასე მხოლოდ იდეალურ შემთხვევებში ხდება – რეალურ პრაქტიკაში ხშირად სულ სხვა სურათს ვხედავთ.

უმთავრესი და გასათვალისწინებელია მშობელთა უაღრესად სერიოზული დამოკიდებულება სკოლის მასწავლებელთა და მათი შრომის დაფასების მიმართ. როდესაც მშობელი არ ინტერესდება მოზარდის სასკოლო ცხოვრებით, არაადეკვატურად მოიხსენიებს მასწავლებლებს, საკმაოდ დიდია ალბათობა, მოზარდსა და სასწავლო პროცესს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას.

სკოლა, როგორც ამბობენ, „ცხოვრების სკოლაა”. აქ მოზარდი არა მარტო საშუალო განათლებას იღებს, არამედ პიროვნებადაც ყალიბდება. აქ ხდება მისი ფორმირება მოქალაქედ და საზოგადოების სრულყოფილ წევრად. როდესაც ბავშვები სასკოლო ასაკში პრობლემებს აწყდებიან, ამან მათ ცნობიერებაზე შესაძლოა დადებითი გავლენაც კი მოახდინოს. მშობლებისა და სასკოლო კოლექტივის ჩარევის შემდეგ წარმატებულად გადაჭრილი სირთულე ბავშვს, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებას შემატებს.

ხდება ისეც, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ხდება, მასწავლებელი კი ვერ ახერხებს, გაარკვიოს მტყუან-მართალი. ასეთ დროს აღმზრდელთა უმეტესობა უმართებულო მეთოდს მიმართავს: „ნეკი ნეკისა, შერიგებისა”. კონფლიქტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირკვეს მეტ-ნაკლებად დამნაშავე მხარე. იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო ასაკის მოზარდი სერიოზულ დანაშაულს ვერ ჩაიდენს, არ იქნება ურიგო, თუ „დამნაშავეს” აღმზრდელი მის არასწორ საქციელზე მიუთითებს. მასწავლებლის ეს ქმედება მოზარდებში სამართლიანობის გრძნობის გაღვივებას შეუწყობს ხელს. 

ასევე ხშირია კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის; მოზარდს მიაჩნია, რომ ის მართალია, მაგრამ ძალიან მცირე რესურსი აქვს, დაარწმუნოს აღმზრდელი საკუთარი საქციელის სისწორეში. ეს შელაპარაკებები ხშირად მასწავლებლის „გამარჯვებით” სრულდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესისადმი მოზარდის დამოკიდებულებაზე. ასეთ დროს მშობელი აუცილებლად უნდა გაესაუბროს მასწავლებელს და თუ დარწმუნდება, რომ სიმართლე მისი შვილის მხარესაა, არ უნდა მოერიდოს მოზარდის სხვა კლასში, თუნდაც სხვა სკოლაში გადაყვანას. ამაში საგანგაშო არაფერია – ბავშვი მალე შეეჩვევა ახალ გარემოსა და ახალ მეგობრებს. მთავარია, მან სწავლისადმი ინტერესი, თანატოლების დაფასების უნარი და სამართლიანობის სიყვარული არ დაკარგოს.

მოზარდის სხვა სკოლაში გადაყვანისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. სამსახურისა და გარემოს შეცვლისას ზრდასრული ადამიანიც კი განიცდის დისკომფორტს; მით უმეტეს, ძნელია, როდესაც საქმე ჯერაც ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას ეხება. სკოლისა და გარემოს შეცვლისას ბავშვს უამრავი კითხვა ებადება: ვინ იქნება მისი ახალი მასწავლებელი, ვინ მოხვდება მის გვერდით მერხზე, მოეწონება თუ არა სკოლის ახალ დარაჯს და ა.შ. ბავშვის ყოველგვარი ემოცია მშობელმა სრული სერიოზულობით უნდა აღიქვას და განიხილოს. მით უმეტეს, როდესაც განვლილი პერიოდი არცთუ სახარბიელოა. მაშინაც კი, როდესაც მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვის განცდები გადაჭარბებულია, აუცილებელია მასთან გასაუბრება – რა მოსწონს სკოლის ცხოვრებაში, რით არის უკმაყოფილო, რას გრძნობს აღმზრდელებისგან, თანაკლასელებისგან და ასე შემდეგ.

ასევე აუცილებელია, მშობელი სრული სერიოზულობით მოეკიდოს სკოლიდან სკოლაში გადაყვანის საკითხს. პირველი მასწავლებლის როლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით დიდია მოზარდის ცნობიერების ფორმირების კუთხით. სწორედ პირველი მასწავლებელი გადააქცევს ბავშვების შეგნებაში სკოლას მეორე სახლად; მასწავლებელზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მოზარდი გახსნილი, გულწრფელი; თანაკლასელებს შორის მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც სწორედ მისი უპირველესი ამოცანაა. რაც შეეხება ახალი მასწავლებლის შერჩევას, ამის საუკეთესო ინდიკატორი მისი აღსაზრდელებისა და მშობლების მოსაზრებებია. სასურველია, მშობელი სხვა ბავშვების მშობლებს გაესაუბროს, მიიღოს მათგან რეკომენდაციები მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე. სულაც არ არის საჭირო, მშობელმა არჩევანი ეგრეთ წოდებულ ელიტურ სკოლაზე შეაჩეროს – როგორც ცნობილია, ამგვარ სკოლებში აქცენტს მაღალ ტექნოლოგიებსა და კომფორტზე სვამენ. მაგალითად, თითოეული ბავშვს აქვს პერსონალური კომპიუტერი, შესვენებებზე სთავაზობენ სხვადასხვა გასართობს… მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, კარგი კოლექტივია, სადაც პატარას საშუალება მიეცემა, გამოამჟღავნოს საკუთარი თავი, მოახდინოს სრულყოფილი ადაპტაცია ახალ გარემოსთან.

დაბოლოს, მთავარი, რაც მოზარდებს აკლიათ, მშობლიური მზრუნველობა და ყურადღებაა. ყველა მშობელი უნდა ინტერესდებოდეს იმით, რა ხდება მისი შვილის სკოლაში, საკმაო დროს უთმობდეს შვილთან იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც შესაძლოა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან ურთიერთობისას ან სულაც სკოლისაკენ მიმავალ გზაზე წარმოიშვას.

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

ერთი კლასის საათის გეგმა

0

ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში კლასის დამრიგებლის საქმიანობის ერთ ასპექტს ასეთი ფორმულირება აქვს: „ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე…” ჩამონათვალში, რომელიც ამ ფორმულირებას მოსდევს, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებაც შედის.

მაგალითად გთავაზობთ კლასის საათზე ჩასატარებელი აქტივობის მასალასა და გეგმას მეოთხე კლასისთვის.

კლასის საათის თემა: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება (დრო – 60 წთ)

ჩატარების თარიღი:

კლასი: მე-4

მოსწავლეთა რაოდენობა:

მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

შედეგი: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
საჭირო რესურსები: რამდენიმე ცალად ამობეჭდილი დანართი 1 და დანართი 2 ყველა მოსწავლისთვის, დიდი და პატარა ფორმატის ფურცლები ნახატისთვის, ფერადი ფურცლები, წებო, ფლომასტერები, ფანქრები, კალმები, მაკრატელი, წებოვანა.

კლასის გარემოს ორგანიზება: მოსწავლეები სხედან წრიულად, ბარიერების გარეშე. თავიდანვე თვალსაჩინო ადგილას არის გაკრული კლასის საათში მოსწავლის ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 3), რომელსაც კლასი კარგად იცნობს.

დეტალური აღწერა:

1. მისალმების შემდეგ ვაცხადებთ ჩვენი შეკრების მიზანს და ვსვამთ კითხვას: თქვენი აზრით, როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ „ბუნების ქომაგი”? მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ ვთავაზობთ მათ, ხმამაღლა წავიკითხოთ პატარა მოთხრობა „ხერხი სჯობია ღონესა…” (დანართი 1) (5 წთ).

კითხვაში მონაწილეობს 2-3 მოტივირებული მოსწავლე. მოთხრობის წაკითხვას სჭირდება 8 წუთი. დანარჩენ მოსწავლეებს ვთხოვთ ყურადღებას და ტექსტთან დაკავშირებული კითხვების ჩანიშვნას.

2. მოთხრობის დასრულებისთანავე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დასვან კითხვები (უცხო სიტყვებზე, ფრაზებზე, მათთვის გაუგებარ საკითხებზე), გამოთქვან მოსაზრებები. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურისა და შინაარსის კავშირზე, თადარიგიანობის თვისებაზე. ხდება უცხო სიტყვების ახსნა. შეიძლება, იქვე შევადგენინოთ სიტყვების სვეტიც, ანუ დიდ ფურცელზე ჩამოწერონ უცხო სიტყვები გასაგები შესიტყვებებით (7 წთ).

3. ამის შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად სცემენ პასუხს წინასწარ მომზადებულ მარტივ ტესტს (დანართი 2) (5 წთ).

4. მომდევნო აქტივობისთვის ჯგუფური მუშაობის მეთოდს მივმართავთ. წინასწარ მომზადებულ ტრაფარეტებზე გვაქვს სამი წარწერა: „მხატვრები”, „მწერლები”, „მსახიობები”. ამ წარწერებს ვანაწილებთ ჯგუფების სამუშაოდ მოწყობილ მაგიდებთან, სადაც დავალებათა შესაბამისი რესურსებიც არის განაწილებული. ბავშვებს ვთავაზობთ, თავად აირჩიონ, რომელ ჯგუფში სურთ მუშაობა. ჯგუფების ორგანიზების შემდეგ (თუმცა შესაძლოა, პედაგოგმა დავალებების შინაარსიც წინასწარვე გააცნოს კლასს) სამივე ჯგუფს ვაძლევთ დავალებას:

მხატვრებმა წაკითხულის გათვალისწინებით ან საკითხთან ასოცირებით უნდა შექმნან ნახატი ან პლაკატი.

მწერლებს ეძლევათ 10 სიტყვა: ტყე, ფერდობი, ნერგები, ბავშვები, ნაძვის ხე, კაცი, ცული, ტომარა, გადაარჩინეს, დარცხვენილი. მათ ამ სიტყვების გამოყენებით უნდა შექმნან პატარა მოთხრობა, ზღაპარი ან სიუჟეტი.

მსახიობებმა უნდა შექმნან და გაითამაშონ სცენარი შეშისთვის ხის მოჭრის კანონიერ პროცესზე ტექსტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

დრო: 20 წუთი სამუშაოდ და 2-2 წუთი პრეზენტაციისთვის, სულ – 26 წთ.

5. 3 წუთს ვუთმობთ უკუკავშირსა და შეჯამებას, რაშიც ბავშვებიც მონაწილეობენ.

6. ბოლოს დაფაზე ან დიდ ფურცელზე ვხატავთ კაცუნას წარწერით „ბუნების ქომაგი” და ვთხოვთ მოსწავლეებს, გვიკარნახონ მისი მახასიათებლები, რომლებსაც მოვნიშნავთ ნახატის გარშემო (3 წთ).

7. მოსწავლეები პატარა ფურცლებზე წერენ გვარ-სახელსა და კრიტერიუმების ნომერაციის შესაბამის თვითშეფასებებს, რისთვისაც ეძლევათ 2 წუთი. ეს ფურცლები იკრიბება დამრიგებელთან.

კლასის საათი მთავრდება შეკითხვით, რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა კლასმა, რომ „ბუნების ქომაგის” წოდება დაიმსახუროს. ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრებას ვავალებთ მომდევნო კლასის საათისთვის, რომელიც სასურველია მცირე სასწავლო პროექტის იდეის გენერირების წინაპირობად ვაქციოთ.

ცხადია, შემოთავაზებული სქემა პირობითია. მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს თითოეული კომპონენტი და აქტივობა უფრო უკეთესი, საინტერესო და თქვენი კლასის საჭიროებებს მორგებული გახადოს.

დანართი 1

ხერხი სჯობია ღონესა

ვაკო და ბაკო, ანუ ვახტანგი და ბაკური ცხრა წლისანი არიან, ბიძაშვილები, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ მხოლოდ არდადეგებზე ხვდებიან, რადგან ერთი სოფელში ცხოვრობს, მეორე – ქალაქში.

არდადეგებზე ბიჭები ერთად დგებიან, ერთად ატარებენ დღეს და ერთად იძინებენ. სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი აქვთ. ხშირად ვახო პაპას დასდევენ ვენახში და ბაღში, მდინარეზეც პაპა წაიყვანს ხოლმე, მაგრამ ახლომახლო მარტოებსაც ენდობა. დამოუკიდებლობასაც უნდა მიეჩვიონო, ეტყვის ხოლმე ბებიას. ასე რომ, პაპა მოკავშირედ ეგულებათ. მერე რა საინტერესო ამბების მოყოლა იცის – ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ. უამბობს რამეს და ზედაც ანდაზას დააყოლებს. ბავშვები ხან ხვდებიან ამ ანდაზის აზრს, ხან – ვერა, მაგრამ დამახსოვრებით კი იმახსოვრებენ.

აგვისტოს ცხელი დღეა, თუთის ჩრდილშიც კი ცხელა. ბიჭები მაგიდასთან სხედან და ცივ საზამთროს მიირთმევენ. ეზოში პაპა შემოდის და ეუბნება:

– წამოხვალთ ხვალ ტყეში, შეშის მოტანაში დამეხმარებით?

– წამოვალთ, პაპა, მაგრამ ამ სიცხე-პაპანაქებაში შეშა რამ გაგახსენა? – ეკითხება ბაკო.

– ბიჭო, დაიმახსოვრე, თადარიგიანი კაცი ასე იქცევა. ზაფხულში ზამთარზე უნდა იფიქრო და ზამთარში – ზაფხულზე. ბუნების კანონს ვერაფერი შეცვლის, ერთიც მოვა და მეორეც.

– ჯერ მთელი შემოდგომა წინ არ არის?

– შემოდგომაზე, შვილო, წვიმები იცის. ნაწვიმარზე ტყეში მანქანით შესვლა სახიფათოა, შეიძლება მანქანა მოსრიალდეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ახლა, აქ რომ ცხელა, ტყეში გრილა, საქმეს სიგრილეში გავაკეთებთ. თანაც შემოდგომაზე თქვენ ჩემთვის აღარ გეცლებათ და ვინ მომეხმარება? ასე არ სჯობია? – გაიღიმა პაპამ.

ბიჭები ადრიანად დაწვნენ, მაღვიძარაც მომართეს, რადგან ითქვა, მძინარებს არ დაველოდებითო.

მაღვიძარას ხმაზე რომ წამოხტნენ, პაპა და გელა, ანუ ბაკოს მამა და ვაკოს ბიძა, ფეხზე დახვდნენ, ბებია საგზალს ალაგებდა. მეზობლის ხმაურიან „კოლხოზნიკში” ჩაბარგდნენ, გელას ორი ამხანაგიც ჩაისვეს და გზას გაუდგნენ. მჭიდროდ ისხდნენ, მაგრამ ტყე შორს არ იყო, გზა შიგნითაც შედიოდა.

– აბა, აქ გაგვიჩერე, აქედან ფეხით მივალთ, – თქვა პაპამ.

ბიჭებს გაუკვირდათ, რომ გუშინდელი სიცხის შემდეგ აქ კი არ გრილოდა, ციოდა და ბებიას გამოტანებული ქურთუკები ბოლომდე შეიკრეს.

ტყეში ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ. წინ პაპა მიდიოდა, თან ხეებს აკვირდებოდა. ვაკო შეფიქრიანებული ჩანდა.

– რა იყო, ქალაქელო, ხომ არ გეძინებაო? – ჩაეკითხა პაპა.

– პაპა, შეშისთვის ხეები უნდა მოვჭრათ?

– აბა, გამზადებულ შეშას ვინ დაგვახვედრებს?

– პაპა, მასწავლებელმა გვითხრა, ვინც ხეს მოჭრის, ბუნების მტერია და ჩვენი ბუნების მტერი ჩვენი სამშობლოს მტერიც არისო…

– მართალი უთქვამს შენს მასწავლებელს, მაგრამ, ეტყობა, იმის თქმა დაავიწყდა, რომ ტყესაც სჭირდება გამოხშირვა და ხალხსაც სჭირდება შეშა. ჯანსაღი და სახვალიო ხე არ უნდა მოჭრა, თორემ ავადმყოფი ხე დროზე უნდა მოაშორო ტყეს, რომ სხვა ხეებიც არ დააავადოს. ამისთვის არიან ტყის მცველები. მათ კარგად იციან თავიანთი ტყის ასავალ-დასავალი, იციან, სად რა სტკივა ტყეს და რა სჭირდება. ათვალიერებენ, ნიშნავენ ტყეკაფებს, ნომრავენ ავადმყოფ ხეებს. როცა ხალხს შეშა დასჭირდება, ამ მონიშნულ ადგილებზე გაუშვებენ.

– მაშ, ტყის მცველმა იცის, რომ ხეები უნდა მოვჭრათ? – მოხალისდა ვაკო.

– იცის, იცის, ოღონდაც მას ახლა ტყის მცველი კი არა, რეინჯერი ჰქვია. – გაეპასუხა ბიძა. – ჩვენ სპეციალური ბილეთი ავიღეთ, სადაც მინიშნებულია, სად და რამდენი ხე შეგვიძლია მოვჭრათ. ასეც მოვიქცევით, ამიტომ ჩვენ არც ბუნების მტრები ვართ და არც ჩვენი სამშობლოსი.

ვაკო გამხიარულდა და ბაკოს გადაულაპარაკა, ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, როცა სკოლაში ბუნების დაცვაზე გვექნება გაკვეთილი, ყველაფერს მოვუყვებიო.

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში პაპა გაჩერდა, მოვედითო. დაალაგეს ბარგი, დაათვალიერეს ხეები, მოსაჭრელები შეარჩიეს და საქმეს შეუდგნენ.

ბაკო ერთ ვეებერთელა ხეს უტრიალებდა. ხეს დიდი ფუღურო გასჩენოდა და ნახევარი მხარეც გახმობოდა. ეს მალე თავისით მოტყდებოდაო, დაასკვნა ბიჭმა.

ჭრაც ამ ხიდან დაიწყეს. პაპამ ბავშვები გააფრთხილა, ზემოთ და მოშორებით დადექით, წაქცეული ხის ტოტები არ მოგხვდეთო, მერე სათქვენო საქმეც გამოჩნდებაო.

გელას მეგობარმა ხერხი აამუშავა და რამდენიმე ნახევრად გამხმარი ხე წამოაქცია. შემდეგ ხეებს წვრილი ტოტებისაგან გასხეპა დაუწყეს. ბიჭები წვრილ ტოტებს ფეხებიდან აცლიდნენ უფროსებს, ისინი კი დიდ ტოტებსა და ზროს მოკლე-მოკლედ ხერხავდნენ. ერთ ტოტზე ბიჭებმა ჩიტის ბუდე დაინახეს. ბუდე ცარიელი იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს, რომელიმე ხეზე შემოედოთ – იქნებ პატრონს მიეგნო.

პაპამ ბიჭებს დაუძახა და გადაჭრილ მორზე გამოსახული წრეები აჩვენა. აბა, გადათვალეთ, რამდენიაო. ითვალეს და ორმოცდაშვიდამდე ავიდნენ.

– ეგ ხეც მაგდენი წლის ყოფილა. მაგ წრეებით ხის წლოვანება ითვლება. – თქვა პაპამ.

მოშუადღევდა, ხეების კენწეროებიდან მოჩანდა მზე, რომელიც გუშინდელივით კაშკაშებდა, მაგრამ სანამ ტოტებსა და ფოთლებში გამოაღწევდა, ძალას კარგავდა და ტყეში კარგად გრილოდა.

– შევისვენოთ, ბიჭებო, აბა, სუფრა გაშალეთო, -დაიძახეს უფროსებმა.

ბავშვებმა ბებიას გამოტანებული საგზლით პატარა სუფრა გააწყვეს.

ყველამ გემრიელად მიირთვა, ცოტა ხანს შეისვენეს. პაპა ქვევით წავიდა და თვალს მიეფარა. უფროსებმა მალე საქმე გააგრძელეს.

უკვე ბლომად მორი იყო მოჭრილი, მთის ფერდობზე იყვნენ, გზიდან კარგა ზემოთ. ვაკო და ბაკო დარდობდნენ, აქ მანქანა ვერ ამოვა და ამდენი შეშა გზამდე როგორ უნდა ჩავიტანოთო. ამ დროს პაპაც გამოჩნდა, მოდიოდა და თან რაღაცას ათვალიერებდა. ზემოთ რამდენიმე ადგილი მოინაცვლა და ისევ იქაურობის ზვერვა განაგრძო. ბოლოს გვერდით მიყრილ ტოტებს ჩაავლო ხელი, შვილიშვილებსაც დაავალა, რასაც შეძლებთ, წამოიღეთო და დაბლა დაეშვა. ბიჭები კვალში ჩაუდგნენ. გზასთან რომ მივიდნენ, პაპამ რამდენიმე ტოტი გასხიპა და სარებად აქცია. მერე ორ ხეს შორის ჩაარჭო და მოტანილი ტოტები მათ შორის გახლართა. ბიჭებს კიდევ ჩამოატანინა ტოტები და ისიც დაუმატა. გამოვიდა ოთხი-ხუთი მეტრი სიგრძის ღობე. ღობის იქით მიწა დახრამული თუ გამოთხრილი იყო და გზა ერთი-ორი მეტრით დაბლა გადიოდა. ბიჭები ვერ მიხვდნენ, რას აპირებდა პაპა.

– წამოდით, მორები დავაგოროთ და ვნახოთ, დაიჭერს თუ არა ჩვენი ღობე.

მართლაც, მორები დგანდგარით მიგორავდნენ და ღობესთან ჩერდებოდნენ. მხოლოდ რამდენიმეს „აერია” გზა. მალე დაბლა გორა დადგა. გელა და მისი მეგობრებიც ჭრას მორჩნენ და აქეთ გადმოვიდნენ.

გელამ მეზობელს დაურეკა, სატვირთოს გამოუარე და სადაც დაგვტოვე, იქ მოდითო. ერთ საათში მანქანების ხმაც გაისმა. „კოლხოზნიკს” უკან დიდი სატვირთო მოსდევდა. პაპამ – აქეთ მოაყენე ძარაო, უთხრა მძღოლს და ღობეზე მიუთითა. მანაც დიდი თუხთუხისა და ბრძოლის შემდეგ შემოაბრუნა მანქანა და ღობესთან მოაყენა. უფროსებმა ძარასთან ღობე აშალეს და მორების მანქანაზე გადაგორება დაიწყეს. მალე მთელი დღის ნამუშევარი ძარაზე მოექცა. კმაყოფილმა პაპამ ხელები მოიფშვნიტა და ბიჭებს უთხრა: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო”.

შინ რომ მივიდნენ, მძღოლმა მანქანის ძარა ააყირავა და შეშა ეზოს წინ ჩამოიცალა.

კაცები თუთის ძირში ბებიას გაშლილ სუფრას მიუსხდნენ. ვაკო და ბაკოც სუფრის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. დაღლილებმა ვახშამი მალე დაამთავრეს.

დანართი 2

ტესტი
შემოხაზეთ სწორი პასუხი

1. შეიძლება თუ არა ტყეში ხის მოჭრა?

ა) დიახ
ბ) დიახ, მაგრამ წესების დაცვით
გ) არა

2. რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ტყეს იცავს?

ა) პოლიციელი
ბ) ტყის მცველი
გ) რეინჯერი

3. რით ისაზღვრება ხის ასაკი?

ა) სიმაღლით
ბ) ვარჯის გადანაჭერზე არსებული წრეებით
გ) ტოტების რაოდენობით

4. ვინ ითვლება ბუნების ქომაგად?

ა) ვისაც ტყეში სეირნობა უყვარს
ბ) ვინც ხეებს ჭრის
გ) ვინც ბუნებას იცავს

მოსწავლის სახელი და გვარი — – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

დანართი 3

მოსწავლის აქტივობაში ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
I დონე
II დონე
III დონე
ქულა
1. ჩართულობა
აქტიურად ვარ ჩართული კლასის საათში, ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს რამდენჯერმე აქტივობის განმავლობაში –
4 ქულა
ჩართული ვარ საკლასო აქტივობაში,ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს, ხანდახან აქტივობის მანძილზე.
3ქულა
არ ვარ ჩართული საკლასო აქტივობაში, არ ვმონაწილეობ კითხვაში, არ ვსვამ კითხვებს და არ გამოვთქვამ მოსაზრებებს მთელი აქტივობის განმავლობაში – 0 ქულა
2. მოსმენა
ყოველთვის ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 3 ქულა
ხანდახან ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 2 ქულა
არასდროს ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები – 0 ქულა
3. ქცევა
არასდროს ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 3 ქულა
იშვიათად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 2 ქულა
ხშირად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს – 0 ქულა

მძიმე წიგნთან

0
ასაკის მატება რისკების შემცირების და პასუხისმგებლობის ზრდის მოსაწყენი პერიოდია. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარი თავების მიმართ, რომლებსაც ავუკრძალეთ ხმამაღლა საუბარი და მუსიკასაც დავუწიეთ, რადგან ჩვენი მეზობლის მშვიდ ძილზე ვაგებთ პასუხს, იშვიათად ვაგებთ ოცნების კოშკებს, რადგან პასუხისმგებელნი ვართ მათ სიმყარეზე და, საერთოდაც, კოშკებიდან სახლებში გადავინაცვლეთ. დავიწყეთ ცხოვრება. ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ჩვენი ყოველდღიურობა გამდიდრდა სიტყვით “რეპუტაცია”, დაგვარწმუნეს, რომ ის უნდა იყოს შეურყვნელი, შემდეგ ჩვენ სხვები დავარწმუნეთ წმიდათაწმიდა მოვალეობების არსებობისა და აღსრულების აუცილებლობაში და რამდენჯერმე გავიმეორეთ ფრაზა “წყალი არ გაუვა”. კუტზეეს “სირცხვილი” მოვალეობების, პასუხისმგებლობების, მოულოდნელი აღსარებებისა და საკუთარი ადგილის პოვნის შესახებ დაწერილი წიგნია. ყოფილხართ უწყლო სოფელში?!  პირადი ჰიგიენის პრეტენზიულ ხასიათს აყოლილს დღეში რამდენჯერმე მძიმე ვედროები გითრევიათ?! ასეთი წიგნია კუტზეეს “სირცხვილი”,  გზადაგზა, წელმტკივანს ხანდახან გინდა, სავსე ვედროები მოისროლო და ყოველგვარ ჰიგიენას მიაფურთხო. 
დევიდ ლურის, კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, პირველი ფურთხი კი კათედრას ეკუთვნის. კათედრა აღშფოთებულია ლექტორისა და სტუდენტი გოგონას ხანმოკლე რომანით. კათედრა ხმაურობს, კარებს აჯახუნებს, ქმნის კომისიას და აწყობს მოსმენას, შემდეგ ყურადღებით ისმენს  დანაშაულის აღიარებას, მაგრამ არა, კათედრას მეტი უნდა,  რაღაც, უგრძესი აღსარების მსგავსი. ხანდახან ხომ ყველას გვინდება ღმერთობა, ის კი აღარ გვახსენდება, რომ ღმერთები ლოიალურები არიან და სადამსჯელო ოპერაციებიც მეტად ჰუმანური აქვთ. ღმერთები არასდროს ჭორაობენ, სხვანაირად უხერხულია.  კომისია კი ადგა და დევიდ ლურის კარი მიუხურა. ლური თავის ქალიშვილთან, ლუსისთან  ჩადის.

სამფხრეთაფრიკელი ინგლისურენოვანი მწერლის “სირცხვილი”  მხოლოდ პერსონაჟების სისუსტეებს  არ ეძღვნება. ეს არც “სირცხვილების” ნუმერაციაა. არც დაუსჯელობისა და უხერხული რომანების პროპაგანდა, არც  შვილების, ზრდასრული ქალებისა და მამაკაცების  უფლების – თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი – წარმოჩენა, არც მხოლოდ დევიდ ლურის სასამართლოდ ქცეული ცხოვრება და არც ლგბტ უფლებების დაცვა. მძიმე წიგნი სოციუმის კაპრიზებისა და კოლექტივიზმის წნეხის ქვეშ მოქცეული ინდივიდების ტრაგედიაა, ტრაგედია, რომელიც ქალაქიდან სოფელში გრძელდება. ცივილიზაციის განსხვავება კი მხოლოდ ფორმებშია, “სასამართლოებისა” და სადამსჯელო ოპერაციების სხვადასხვაგვარ გადაწყვეტაში. ლუსი ლური, რომელიც მკითხველს დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი ჰგონია, ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, ჩავიდა სოფელში და საკუთარი ხელით შექმნა ცხოვრება, რომელიც ბეზესავით მარტივად არ მზადდება, ძალადობის მსხვერპლი ხდება. არადა, ამ ბედნიერ ცხოვრებას ისეთი მომავალი უნდა მოჰყოლოდა, როგორსაც “უღრუბლოს” უწოდებენ ხოლმე. მაგრამ ხანდახან მოდიან კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამყარო მათთვის შეიქმნა ან მათნაირებისთვის, რომ მათი სიძლიერე მათსავე ფიზიკურ რესურსშია და პატრიარქატი ღვთის ნებაა, რომ ქალი, რომელიც მათ სივრცეში შემოიჭრა და რომელიც, იქნებ, ლესბოსელიც კია, უნდა დაისაჯოს და ეს ბუნებრივია. სოციუმი ამის წინააღმდეგი სულაც არაა. უსიტყვო შეთანხმებით სოფელი აწყობს “სასამართლოს” და გამოაქვს “განაჩენი”. ყველაფერი ხდება ჩუმად, სიტყვების გარეშე. ძალადობას ძალიან უხდება სიჩუმე. მსხვერპლის მხრიდანაც. თითქოს ძალადობა კი არა, შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ჩვენება იყოს, რომელიც შარფის აქტუალურობას მოითხოვს. ლუსი ლური, ეს მაგარი ქალი, მდუმარედ ხვდება თავდატეხილ ტრაგედიას, როგორც ბედს, როგორც განსაცდელს, როგორც ფაქტს, რომელიც, შეიძლება, გახდეს დღის მთავარი ნიუსი და რამდენიმე დღის შემდეგ ახალმა ნიუსმა ჩაანაცვლოს. თუმცა “ნიუსს” აქვს თვისება, იყოს სახალხო და ხმაურიანი.  ლუსის ამბავიც სახალხოა, ოღონდ ამის შესახებ არავინ საუბრობს, თავად ლუსიც კი. არა, ის მაგარი ქალი არ არის, რადგან ფიქრობს, რომ სოციუმის წესებს უნდა დაემორჩილო. სხვანაირად გაგრიყავენ. ან მეორედ, მესამედ და კიდევ მრავალგზის დაგსჯიან. 
ეს არის შიში. რომელიც გვაიძულებს, ვიყოთ ჩუმად. რადგან კანონის ჩარევის შემთხვევაში, მანანა დეიდამ, შესაძლოა, ჩვენს შვილთან თავისი შვილიშვილი აღარ ათამაშოს. რადგან ქალზე ძალადობა ყველგან ხდება და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ,  ქმარი ხანდახან რამდენიმე ჭრილობას თუ მოგვაყენებს, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, ჭრილობების თვისება ხომ შეხორცებაა. 
ჯონ მაქსველ კუტზეეს, ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელისა და ნობელის ლაურეატის ეს უნიკალური რომანი დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით თემატურია. მაშინ, როცა ათეულობით ქალის მკვლელობა ტენდენციის სახეს იღებს და მამაკაცური ეგო თვლის, რომ თავისუფალი სივრცე ქალებისთვის არ არსებობს, გამოსავალს კი მარტივად, ერთი ხელისა თუ ტყვიის მოსმით პოულობს, სიჩუმის დრო არ რჩება. საერთოდაც, არ არსებობს სიჩუმის დრო, რადგან ცხოვრება მიტოვებული სასაფლაო არ არის, სადაც აღარც მკვდრების მოსაკითხად ადიან და აღარც ახალ მკვდრებს მარხავენ.

თავის-უფლება, ანუ მოჩვენებითი მშვიდობის შესახებ

0

ერთხელაც შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ
თქვენი თვინიერი პირმშო თავს სამყაროს ჭიპად მიიჩნევს და მის სამყაროში შესასვლელი
კარი მჭიდროდ ჩაურაზავს
.

ძნელია შეცდომების მდინარის სათავისკენ აუყვე დინებას, მაგრამ
სიტუაციის გამოსასწორებლად სწორედ ამის გაკეთება მოგიწევთ
.

რა არის პატივისცემა? შესაძლებელია
თუ არა მისი სწავლა
?მგონიკიპირველ რიგში, შვილებს
ის უნდა ვასწავლოთ
,რომ მეორე ადამიანს ისე მოექცეს, როგორ დამოკიდებულებასაც
საკუთარი თავისთვის ისურვებდა
. ამ, ერთი შეხედვით, გაცვეთილი გამონათქვამის
გათავისება რატომღაც ყველაზე მეტად უჭირს საზოგადოებას
.

ხშირად მიფიქრია, ამდენი საზღვრები, ბავშვებს
ყველა გადადგმულ ნაბიჯს რომ უმოკლებს
, ნეტავ რომელ სასიკეთო
საქმეს ემსახურება
მეთქი. არადა, ბევრსჰგონია მოზარდების გამუდმებით მართვა სწორი აღზრდის მთავარი კომპონენტი. ფიქრობს, რომ
დამცავი ჯებირების აგების გარეშე არც წყალი ინდობა და არც
ადამიანი. ბავშვები
ხომ ყველაზე მეტად გვანან ადიდებულ მდინარეებს

დროთა განმავლობაში ბოროტებისა და სიკეთის ერთმანეთისგან
გარჩევა იმდენად ძნელი გახდა
,რომ აღარც ვცდილობთ.ამასობაში დამნაშავე მსხვერპლად გვექცა, მსხვერპლად, რომელსაც
თავმოყვარეობის სახედარზე უკუღმა შესმულს სოფელ
სოფელ ამაყად
დავატარებთ
.

ვიღაცამ ხომ უნდა თქვას: – აი, აქ
გადის ზღვარი
!აქ სიძულვილის ტყვიები დაფრინავენ და მავანთა გულისპირზე ღილებად მიბნეულები, გატაცებით
გვესაუბრებიან მოჩვენებით თავისუფლებაზე
.

***

სანამ შვილებს დავარწმუნებდეთ, რომ
ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები არიან
, იქნებ მივხვდეთ, რომ
ისინი ოდესმე აუცილებლად შეხვდებიან უფრო ჭკვიანს და ლამაზს
. მსგავსი
იმედგაცრუების დაგემოვნების შემდეგ ზრდასრულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა
,,კონკურენტისპატივისცემა.

ჩემი აზრით, პრობლემის სათავე
ჩვენშია და არაფერი შეიცვლება
:

სანამ გოგონებს მხოლოდ მორჩილების გაკვეთილები უტარდებათ, ბიჭებს
კი ქვაბიდან საჭმლის ამოღება თუ საკუთარი პერანგისა და მისი ამხანაგის გარეცხვა ეთაკილებათ
; სანამ
მშობლები სიამაყით სავსე მზერას აყოლებენ მიზნისკენ მუშტის ქნევით გაქცეული შვილს
(მერე
რა
, თუ
ხანდახან მათაც მოუღერებს მუშტს სასურველის მისაღებად
); სანამ საგვარეულო
სიამაყის ხეზე მხოლოდ  გვარის გამგრძელებლებად
გამოსხმულ ნაყოფს დაჰფოფინებენ და ამბობენ
, რომ მხოლოდ ორი ,,შვილიჰყავთ
და სამი
,,ქალი“;                              

სანამ
მათი შვილისა თუ ქალის პირად ცხოვრებაში დაუკაკუნებლად შეჭრის და მისი განკარგვის უფლება
აქვთ
კიდევ
ბევრი პირდაპირი თუ ირიბი მაგალითის დასახელება შემიძლია
, მაგრამ
აღარ გავაგრძელებ
.

პატივისცემის გამომხატველ მთავარ კომპონენტად თავაზიან
ურთიერთობას მიჩნევენ
.თავაზიან ადამიანად რომ ჩაგთვალონ, მადლიერების გამოვლენა
და შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს
. პატარებს უხვად აქვთ ბოძებული ეს ღვთიური მადლი, მაგრამ
გარდატეხის ასაკში იშვიათად ემადლიერებიან მშობლებს
. მეტიც, ხანდახან
ყველა თავს გადამხდარ უბედურებაში მათ ადანაშაულებენ
. სამწუხაროდ, არც
მშობლებს სჩვევიათ
  ,,ჯადოსნური სიტყვებისხშირად
გამოყენება
. არადა, ადამიანი, რომელსაც
მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა არ შეუძლია
, ვერც სხვისი უპირატესობისა
თუ თანასწორობის ცნების აღიარებას შეძლებს
.

როდესაც უფროსისა და უმცროსის ურთიერთობაში ,,წითელი
შუქი
ინთება, მსგავსი
ფრაზები
–  ,,უფლებას არ მივცემ
ასე მელაპარაკოს
“,
,,
როგორ მიბედავსდა ა.. მხოლოდ
უპირატესობის დამტკიცების
უხეშმცდელობად ჩაგეთვლებათმოზარდებთან
კამათის დროს
,მშობლები ყველაზე ხშირად ამ ,,უსუსურარგუმენტს
იშველიებენ

,,
მე შენზე დიდი ვარ და უფრო კარგად ვიცი, მოცემულ სიტუაციაში
როგორ უნდა მოიქცე
“…დარწმუნებული ხართ რომ იცით?

***

მესმის, რომ უკვე ბევრი
რამ დაიწერა ბავშვის არასწორ აღზრდასა და მის შედეგებზე
, უფრო მეტი – „მენტალურ
ძალადობაზე
” (სამწუხაროდ, მიზეზებიც
არ გამოილია
), მაგრამ მაინცმე მირჩევნია,ვიყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ამოიღო ხმა და არა – იარაღი.

ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ
დაიცვა ცოლმა
,,ნაქეიფარიქმრისგან თავი,კაცისგან,რომელმაც ცოლი,,ჭკუაზე მოსაყვანადთუ ზედმეტი ალკოჰოლის მონელების მიზნით, უკვე მერამდენედ
დასვა გახურებულ ღუმელზე
,ცხელი უთოთი გაუსწორა მორჩილი ნაოჭები, დაუზილა არგასაჩენი
შვილებით სავსე მუცელი
გუშინ გავიგე,გამოუშვიათ ეს ქალი,უკვე თმაგათეთრებული, დიდსულოვნად ნაბოძებ თავისუფლებაში, ისევე, როგორც
მომაკვდავს უშვებენ სახლში
,ვაიდა,სიკვდილმა სხვაგან ვერ მიაგნოს.

ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს საზოგადოების გამოფხიზლებასა
და ღირებულებების გადაფასებაზე მუშაობა
. დასაწყისისთვის
იქნებ ჩვენეული აღზრდის მეთოდებისთვის გადაგვეხედა
?! როგორც წესი, ყველაზე ხშირად
სქესობრივი თუ სოციალური იერარქიის საფეხურებზე ვეცემით
, მაგალითად: როგორ
ისწავლის ბავშვი საწინააღმდეგო სქესის ადამიანის პატივისცემას
, თუ
დედა
,,მოახლის
ინსტიტუტის
წარჩინებული
კურსდამთავრებულია
,მამა კი პატრიარქალური
ღირსებების თავგამოდებული დამცველი
?! არც საკუთარი კეთილდღეობის ნაცრის სხვის თვალებში შეყრის
მაგალითები მეგულება ცოტა
.                                           

,,შეძახილმა
ხე გაახმოო
“, ალბათ
გაგიგიათ
. სიტყვას
რომ დიდი ძალა აქვს
,ესეც.ჰოდა,ყურადღება მივაქციოთ, როგორ ვესაუბრებით ჩვენ აღსაზრდელებს, ისეც
ნუ შევუძახებთ
,რომ მათი უმწიფარი ემოციები გამოუჩეკავად დავაბეროთ. თუ
დავუკვირდებით
სიტყვის სწორად ,,გაფერადებისშემთხვევაში
სულაც არ არის ძნელი სასურველი შედეგის მიღება
.

ამას წინათ ინტერნეტში საინტერესო სტატიას წავაწყდი
სიტყვის ენერგიის ყოვლისშემძლეობაზე
. ფიფქს, რომელსაც უთხრეს
რომ მახინჯია
,გაშავდა,ფერადი სიტყვების ენერგიამ კი მზესავით ააბრჭყვიალა. ძალიან
საინტერესო ექსპერიმენტი იყო

ზედმეტ სირბილესაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები და
გადაჭარბებულ სიმკაცრესაც
.ზოგჯერ მართვის სადავეების მოჭერა აუცილებელიცაა, მაგრამ
საღებავის ზომიერად გადანაწილება
, საჭირო სიტყვების, ფერისა და ტონალობის
შერჩევა უნდა ვისწავლოთ
.სიყალბე საჭირო არ არის, ფიფქიც კი არ დაგიჯერებთ

ხშირად ბავშვებს ისე ელაპარაკებიან, ზედაც
არ უყურებენ
, ღიმილზე
ხომ ლაპარაკიც ზედმეტია
.მუდამ დაძაბული,მბრძანებლური ტონის წნეხწვეშ გაზრდილი ადამიანი აუცილებლად ეცდება ასაკით
მონიჭებული თავისუფლება გადაჭარბებული დოზებით გამოიყენოს
.

ღიმილი რომ დეფიციტური პროდუქტი გახდა, შეამჩნევდით. საინტერესოა, რამდენ
გაღიმებულ ადამიანს ხედავთ ქუჩაში
, ტრანსპორტში, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში
?!ალბათ არც ისე ბევრს. ადამიანები უძველეს დროში რაღაც მიზეზით ხომ დასახლდნენ
ტომებად
ახლა
კი ვცხოვრობთ, წლობით ნაშენებ მეგაპოლისებში, საკუთარი თავის ამარა დარჩენილები და
ისიც აღარ გვაბადია
,მგონი.მონატრებული მეგობრების თავშეყრის მიზეზისაც იშვიათად მჯერამობილურისკენ
გაქცეული ხელი თუ საკუთარ თავში ჩაბრუნებული მზე რა
ხშირად მარწმუნებს საწინააღმდეგოში. თითქოს
ერთად ყოფნას ვთამაშობთ
,საზოგადოებაშიც და ოჯახშიც. მერე ამ ერთად ყოფნას ერთპიროვნულად განვაგებთ და მშვიდობის
ზამთარში გაჩაღებულ ომს
,ძილის წინ საკითხავი წიგნივით, ბალიშის ქვეშ
ვინახავთ
.

იქნებ ზოგიერთმა თქვენგანმა გაიფიქროს, რომ
ეს წერილი მხოლოდ
123456789-ე ლიფსიტაა ,,გაცვეთილთემაზე
დაწერილი წერილების ზღვაში
,რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის შტორმმა რომ ააღელვა?! 

თავს უფლებას მივცემ, არ დაგეთანხმოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...