|
უცნაური რუკები
მდგრადი განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

IV ნაწილი – „დღის წერიგი – 21-ე საუკუნე” და V ნაწილი – „ეკოლოგიური პრობლემები და მდგრადი განვითარების ასპექტები”.

ეკოლოგები მიუთითებდნენ „The Limits To Growth” (სახელმძღვანელო) და წარმოადგენდნენ „მყარი მდგომარეობის ეკონომიკის” ალტერნატივას, რათა ყურადღება მიეპყროთ გარემოს საზრუნავისადმი. მდგრადი განვითარების სფერო კონცეპტუალურად შეიძლება დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: ეკოლოგიური მდგრადობა, ეკონომიკური მდგრადობა და სოციოპოლიტიკური მდგრადობა.
ჩვენი ეზო ანუ იყავი ტოლერანტი
მიყვარს ჩვენი ეზო!
თბილისის ძველი უბნის ეზოში გავიზარდე. დიდი ეზოა. ახლა ხშირად კამათობენ, იტალიურია თუ თბილისური. ჩემთვის თბილისურია, რადგან არა მგონია, სხვაგანაც ყოფილიყოს ასეთი სითბო და სიყვარული, როგორიც ჩვენს ეზოებში იყო. სადარბაზოდან არ დავდიოდი, ეზოდან სიარული მიყვარდა. სანამ ეზოს გავივლიდი, რამდენი ადამიანი მომიკითხავდა, კეთილ სიტყვას მეტყოდა: – რა ლამაზი ხარ, შვილო, როგორ გაიზარდე და დამშვენდი, – და სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედავდა, თავისებურად დამლოცავდა.
საოცარი ეზო გვქონდა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე წარსულის ნოსტალგია მომაწვებოდა. ის თბილისი აღარ არისო, უფროსები რომ ამბობდნენ, მეგონა, მე ასე არასოდეს ვიტყოდი, რადგან პროგრესი ჩემთვის მუდამ მისაღები იყო, მაგრამ, აი, გავიდა ხანი და მეც მათსავით წარსულზე წუწუნი დავიწყე. ის დრო მენატრება, 70-80-იანების თბილისი თავისი სითბოთი და სიყვარულით.
ჩემი ებრაელი მეგობარი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მუდამ ჩვენი ეზოს მონატრებაზე საუბრობს. რა იცის, რომ ჩვენც, აქ მყოფებსაც გვენატრება.
ყველა ერთად ვცხოვრობდით, საერთო სიხარულითა და ტკივილით. მახსოვს, ახალგაზრდა ბიჭი რომ გარდაიცვალა, ეზომ როგორ დაიტირა…
მერე იყო 90-იანი წლები და აირია საქართველო. ომი, გაჭირვება… ნახევარი თბილისი გადაიწვა, ნახევარმა იერსახე ისე იცვალა, ჩემი ებრაელი მეგობარი კი არა, მეც ვეღარ ვცნობ. ვეღარც მეზობლებს ვცნობ. ზოგი საქართველოდან წავიდა, ზოგი გარდაიცვალა… აღარ არიან ის ძველები, რომლებიც საკუთარი ყოფით ერთმანეთს ცხოვრებას ულამაზებდნენ. აღარ არიან ქართველი ბანოვანი – ქალბატონი ქეთო, სომეხი ვერა, რუსი ზინა, ებრაელი სიმა თუ ევა. აღარც ის ურთიერთობაა…
ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი დადიოდა ჩვენს ეზოში, ორი უმშვენიერესი შვილი ახლდა მუდამ. ჩემთვის, სულ პატარა გოგოსთვის, ის ქალის იდეალი იყო. ამაყად თავაწეული, მოხდენილი სიარული იცოდა. გამარჯობა და მოკითხვა ხომ – გულში ჩამწვდომი. მაშინ რა ვიცოდი, რომ ჩემი იდეალური ქალბატონით მარტო მე არ ვიყავი აღფრთოვანებული – მთელი თბილისი მოუხიბლავს და 60-იან წლებში პირველ სილამაზის დედოფლად აურჩევიათ. სამი წლის წინ, როდესაც ტოლერანტობის თემაზე პროექტს ვამზადებდი და ვესტუმრე, მაშინღა გავიგე. ეს ქალბატონი ევა ბაბალაშვილია, დღეს – ქართველ ებრაელ ქალთა საზოგადოების პრეზიდენტი. ისიც ჩემს ეზოში გაიზარდა.
ქალბატონ ევასთან
ამ ნოსტალგიამ და კიდევ იმან, რომ მინდოდა, ჩემს მოსწავლეებსაც სცოდნოდათ და განეცადათ ის, რაც მათ ქალაქში ხდებოდა, გადამაწყვეტინა პროექტზე მუშაობა. ამ პროექტით მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონკურსში „კარი დიპლომატიისკენ”, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო ინიციატივაა.
ჩვენი პროექტის „Be Tolerant” („იყავი ტოლერანტი”) მიზანი იყო საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უცხოელებისთვის წარდგენა, ეროვნულ უმცირესობათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის პოპულარიზაცია.
გვინდოდა, ამ პროექტით მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა ჩვენი წარსული და აწმყო – რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა არც მულტიკულტურული და არც ინტერკულტურული განათლება, რომ ტოლერანტობა ჩვენი ცხოვრების წესი იყო.
საინტერესო პროექტი გამოგვივიდა.
ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში საუკუნეების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა. მარტო ებრაელები 26 საუკუნეა მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში და მათი დარბევის ან შევიწროების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. 1998წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გაიმართა ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების იუბილე, რაც არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა.
ჩვენი პროექტის მიზანია, ჩვენი წარსული მაგალითად იქცეს როგორც სხვა ერებისთვის, ასევე ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც.
პროექტზე მუშაობისას გადავწყვიტეთ, არჩევანი საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა შორის უმცირესობებზე შეგვეჩერებინა, მათზე, ვინც ყველაზე ადრე დასახლდა საქართველოში, ვინც ქართველებთან ერთად მრავალ ჭირ-ვარამს გაუძლო და დღემდე ვერ ტოვებს „სამშობლოს”, ვინც შეისისხლხორცა ქართული კულტურა და ადათ-წესები, მაგრამ არ დაუკარგავს თვითმყოფადობა და თავადაც მოახდინა გავლენა ქართულ კულტურაზე.
არჩევანი გერმანელებზე, ებრაელებზე, ბერძნებზე, პოლონელებსა და უკრაინელებზე შევაჩერეთ.
პროექტის მონაწილეები დაუკავშირდნენ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სათვისტომოებს.
მართალია, პროექტზე მუშაობის პერიოდში უამრავ ხალხს შევხვდით, მაგრამ ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ებრაელ ზაირა დავარაშვილთან შეხვედრამ. ქალბატონი ზაირა არის თბილისის ებრაული სახლის რელიგიური პროგრამების ხელმძღვანელი, „26 საუკუნის” ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი… ყველა რეგალიის ჩამოთვლა არ არის საჭიროო, გვითხრა. მართლა უამრავ საქმეშია ჩართული ეს საოცარი ქალბატონი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გვითხრა, რომ ქართული „იავნანა” უთარგმნია ებრაულად: „ოდესმე ჩემი შვილიშვილები იამაყებენ…” მიუხედავად იმისა, რომ კითხვები მომზადებული გვქონდა, ქალბატონ ზაირასთან საუბრისას იმდენი ახალი კითხვა გაგვიჩნდა, წინასწარ დაგეგმილი ინტერვიუ სულ სხვაგვარად წარიმართა. „ზაირა ბებოსგან” შთაბეჭდილებებით დატვირთულები და აღფრთოვანებულები წამოვედით.
ქალბატონი ზაირა
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყოვიზიტი რადიო „ჯა-კოში”, რომლის დამფუძნებელი დაგენერალური დირექტორია ქართველი ებრაელი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტხუხაშვილი – მეტად საინტერესო და კოლორიტული პიროვნება, რომელსაც დიდი წვლილიმიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებაში. ბატონი ჯამლეტი არის „მაქაბის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი.
დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს გერმანული სათვისტომო„აინუნგის” პრეზიდენტმა, ბატონმა გარი აუქსტმა დაპოლონური საზოგადოების თავჯდომარემ, ბატონმა საშა რუსეცსკიმ.
შევხვდით აგრეთვე ბერძნული საზოგადოების თავჯდომარეს, ბატონ ფოტიჩიტლოვს. თითოეული შეხვედრა ძალზე საინტერესო და ემოციებით აღსავსე გამოვიდა. ამ ადამიანებმა ბავშვებს დაანახვეს, როგორ შეიძლება აკეთო ქართული საქმე და ამავე დროს საკუთარი წარმომავლობა არ დაივიწყო, საკუთარი ერის შვილადდარჩე. განასაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქალბატონი ზაირას სიტყვები: ჩვენ ორი სამშობლო გვაქვსო.
„ქარვასლის” შენობაში გაიმართა თანამედროვე პოლონელი მხატვრებისა და არქიტექტორების გამოფენა, სადაცშევხვდით პოლონეთის ელჩს, ქალბატონ ურშულა დოროშევსკას.
ქალბატონი ურშულა და პროექტის მონაწილეები
სკოლაში ჩვენც მოვაწყვეთ გამოფენა, რომელიც ტოლერანტობას მიეძღვნა.მასში უმცროსკლასელებმაც მიიღეს მონაწილეობა.
გავწევრიანდით საქართველოში დაფუძნებულ ქალთა საბჭოში და დავესწარით მის მიერ ორგანიზებულ საღამოებსათუ შეკრებებს.
პროექტმა ხალისითა და სიყვარულით ჩაიარა. განსაკუთრებით სახალისო იყო ფინალური საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ქართულ-გერმანულ სკოლა „ა-Z-ის” მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ებრაულისკოლა „თიფერათ-ცვისა” და გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო უკრაინული სკოლის მოსწავლეებმაც.საქართველოს ებრაელთა საზოგადოებრივმა გაზეთმა „ჟამი ერთობისამ” გააშუქა ჩვენი პროექტი და კონცერტი.
ებრაული სკოლა „თიფერათ-ცვი”
გრუშევსკის სახელობის უკრაინული სკოლა
საერთაშორისო კონკურსში ჩვენმა პროექტმა და საიტმა „საპატიო ჯილდო” დაიმსახურა.
https://www.globalschoolnet.org/gsndoors/winners/index.cfm?year=2011;
(https://betolerante.blogspot.com/)
ამ პროექტისგან უფროსებმა დიდი სიამოვნება მივიღეთ, მოსწავლეებმა კი – მულტიკულტურული განათლება.
პროექტზე მუშაობისას თითქოს წარსულში ვიმოგზაურეთ: მე, ქალბატონმა ევამ, ბატონმა ჯამლეტმა, ბატონმა საშამ, ბატონმა გარიმ… იყო ბევრი სითბო და სიყვარული – „ჩვენი ეზო” გავაცოცხლეთ.
ჩამოდი, მეგობარო, ისრაელიდან, ერთად ვიმოგზაუროთ წარსულში. გელოდებით…
გეოგრაფიული ამბები

საინტერესო კვლევა ჩაატარეს ავსტრალიის ქალაქ კვისლენდის მეცნიერებმა. დეპრესიით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა მსოფლიო რუკა შექმნეს, რომელზეც აღნიშნულია მსოფლიოს ქვეყნებში ამ ფსიქიური უწონასწორობის გავრცელება. ავსტრალიელი მეცნიერების დაკვირვებით, კლინიკური დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი მთელ მოსახლეობაში რუსეთსა და უკრაინაში 6%–დან 7%–მდეა გაზრდილი. ყველზე მძიმე სიტუაცია ჩრდილოეთ აფრიკასა და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია, სადაც ამ დაავადებით მთელი მოსახლეობის 8% იტანჯება. ყველაზე კარგად საქმე ავსტრალიასა და ჩინეთშია – ამ ქვეყნებში დეპრესიის დიაგნოზი მთელი მოსახლეობის მხოლოდ 4%–ს აღენიშნება.



სუეცის არხი – ფარაონების იდეა




როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე
სამუშაოს, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოსწავლეები, როგორც წესი, ხალისით ასრულებენ: იკვლევენ, წარადგენენ ანგარიშებს და აწყობენ პრეზენტაციებს. ეს როლური თამაშია. მის მნიშვნელობასა და შედეგებზე არაფერს ვიტყვი. ის ყველამ კარგად იცის. მე ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. რატომ?
ჩემი მოსწავლე ხან ქალაქის მერია, ხან გაეროს დამკვირვებელი და ხანაც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინვესტორები და ექსპერტები კლასში ხომ მრავლად გვყავს. ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფიასაც ვსწავლობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ. ვფიქრობ როლური თამაში, ყველაზე სახალისო და შემოქმედებითი მეთოდია. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები ამ დროს არიან.
პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელთა, ანუ „ექსპერტთა ჯგუფი” მოტივაციის ამაღლების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამ ჯგუფის წევრებს თავად მოსწავლეები ირჩევენ. „ექსპერტთა ჯგუფი” წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეთა ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს აფასებს. გარკვეული ვადის შემდეგ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების შედეგად ჯგუფში ხდება ცვლილება. „ექსპერტთა ჯგუფში” მოხვედრა მოსწავლეს მთელი წლის მანძილზე უმაღლებს მოტივაციას. წლის ბოლოს ჯილდოს ჯგუფის წევრებისთვის თავადვე არჩევენ: „ყველაზე აქტიური”, „ყველაზე სამართლიანი”, „ყველაზე კრეატიული” და ა.შ.
გთავაზობთ როლური თამაშის რამდენიმე ვარიანტს და შესაბამის მასალას:
მე-10 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე ევროკავშირის ქვეყნების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის მოწყობა.
აქტივობა №1.
იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა” ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას უნდა წარმოუდგინონ არგუმენტირებულად დასაბუთებული სამომავლო 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა, ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ა.შ.).
პრეზენტაციას სასურველი ფორმით წარმოადგენენ. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი „ფულადი პრემიით” წახალისდება: 10 000$ (10), 9 000$ (9), 8 000$ (8) და ა.შ.
პროექტის შემუშავების დროს სასურველია ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემების გამოყენება.
1.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის: კვლევისა და ინოვაციების, განათლებისა და ტრენინგების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.
2.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ევროკავშირი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და რეგიონებში მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთა შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.
3.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა ასახავს, თუ რას მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.
4.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტებზე, ასევე, პენსიებსა და ჯანდაცვაზე.
გამარჯვებულ პროექტს „ექსპერტთა ჯგუფი” გამოავლენს. აქ შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფიც, „საზოგადოების წარმომადგენლების” ან „არასამთავრობოთა ჯგუფი”. ისინიც საკუთარ შეფასებას წარმოადგენენ. ეს ჯგუფები მუშა ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქმნება. შეფასების კრიტერიუმებიც წინასწარ ერთობლივად მუშავდება. ასე რომ, სუბიექტურობა გამორიცხულია.
მეორე აქტივობაც მე-10 კლასისთვის არის გამიზნული, თუმცა მისი გამოყენება მე-11 კლასშიც შესაძლებელია.
აქტივობა №2. როლური თამაში. ტექსტისა და სქემის ანალიზი.
ახალგაზრდული სამიტი თემაზე ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში”.
კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომელშიც მსოფლიოში ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები(MDG)-ია” გაწერილი. სამიტზე უნდა იმსჯელონ საქართველოში ათასწლეულის განვითარების ამ 8 მიზნის შესახებ. მათ უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და წარმოადგინონ „სამომავლო ინიციატივები” თითოეული მიზნის შესაბამისად.
ბარათი:2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.
ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:
- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა;
- დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
- ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
- აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
- ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელისმოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავეს, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ 2005 წლის სექტემბერში მომზადდა.
ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
შემდეგი მასალა კი დებატების ჩატარებაში დაგვეხმარება.
აქტივობა №3. როლური თამაში. დებატები.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტის ენდი სამნერის მოსაზრებებსა და ნიუ-იორკში ჩატარებული კონფერენციის შესახებ ინფორმაციას.
კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი იქნება გაეროს წარმომადგენელთა მუშა ჯგუფი;
მე-2 – ,,ათასწლეულის განვითარების მიზნების” პროგრამის 2015 წლის შემდეგ
გაგრძელების მომხრე;
მე-3 – პროგრამის გაგრძელების მოწინააღმდეგები.
მე-4 – საზოგადოების წარმომადგენლები.
წყარო: მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში ეგრეთ წოდებული „ათასწლეულის განვითარების მიზნების” ხელახლა განსახილველად. გაეროში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს გადახედონ და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბისა და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე 2 წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს:
„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა თვალშისაცემია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ერევა. დროსთან ამ შეჯიბრის პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ.”
ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაეროს შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის უმნიშვნელო გავლენას ახდენს ადამიანების შემოსავალზე: „გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაეროსთან”.
მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციებია, რომლებზეც დიდწილადაა დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების” მიღწევის საქმეში დიდ ცვლილებებს მოიტანს: „მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შეფერხდა”. შეფერხდა, რადგან არაერთმა ქვეყანამ თქვა უარი თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი არ არის ერთადერთი, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გენერალური მდივნის განცხადებით, გაეროს დღეს 26 მილიარდი სჭირდება, 2015 წლისთვის კი უკვე 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების” პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა ეს რომც ისურვოს, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო. ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ ამ წარმომადგენლობითი შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა იმართება, რომელსაც დაესწრებიან აზიის ქვეყნების – მათ შორის, უზბეკეთისა და ავღანეთის – პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვა და ადამიანის უფლებები.
ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა: „კამათი იმის შესახებ თუ რა მოხდება 2015 წელს მაშინ, როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ. “ბატონი სამნერი სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა ისმის: „სინამდვილეში, გაეროს ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ ხელი მხოლოდ ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ მის წინაშე ალბათ მიიჩნევს თვლის თავს ანაგრიშვალდებულად. “დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს სწრაფი განვითარების საკითხში.
ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ საკითხს – ფართო თუ ვიწრო რაკურსით: „თუ ამ თემას გლობალური კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გაეროს სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი, ვერ აკამაყოფილებს. არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში.”
ენდი სამნერის მოსაზრებით, სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისთვის ბიზნესის დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?
გამოყენებული ინტერნეტ საიტები:
1.https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;
2.https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.
რესურსები ინტერაქტიული გაკვეთილისთვის



მსოფლიოს ქვეყნების დროშები
ვრცლად
გლობალური ქალაქების ძირითადი ფუნქციები
გლობალური ქალაქი (Global City) გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა. ასეთი ქალაქები გლობალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, როგორც სტრატეგიული კვანძები, და როგორც ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროს მნიშვნელოვანი ობიექტები. ტერმინი „გლობალური ქალაქი” პირველად 1991 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა სასკია სასენმა გამოიყენა თავის ნაშრომში – „გლობალური ქალაქი: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო”.
გლობალური ქალაქის სტატუსი სასურველად და მომგებიანად მიიჩნევა. მიღწეულია კონსესუსი იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. მათ შორისაა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები.
გლობალური ქალაქების მნიშვნელოვანი ფუნქცია ისაა, რომ ისინი ოფიციალური, საქმიანი, სამეცნიერო, წარმომადგენლობით და სხვა სახის სწრაფი კონტაქტების ბაზას წარმოადგენენ. აქ ჩამოდიან სასწავლებლად, სამუშაოდ, დასასვენებლად და ა.შ. მაგ; რეიტინგის პირველი ათეულის ქალაქებში აკუმულირებულია საერთაშორისო ტურისტების 10%. გლობალური ქალაქების კავშირების გეოგრაფია საკმაოდ ფართოა და მათი დაფარვის ზონა თითქმის მთელი მსოფლიოა.
გლობალური ქალაქების რუკა, რომელიც ეფუძნება „გლობალიზაციისა და გლობალური ქალაქების შესწავლის ქსელის” (GaWC) 2010 წლის მონაცემებს.
გლობალური ქალაქების ინდექსი წელიწადში 2–ჯერ დგინდება და ქვეყნდება. პირველად მსგავსი კვლევა 2008 წელს ჩატარდა და სიაში 60 ქალაქი მოხვდა. წელს რეიტინგში 66 ქალაქია, რომელთა მოსახლეობა 1 მლნ–ს აღემატება. ეს ქალაქები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობენ და ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონე აქვთ. კვლევის პროცესში ქალაქები 25 კულტურული, სოციალური და პოლიტიკური კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, რომლებიც 5 მთავარ კატეგორიაშია დაჯგუფებული.
- საქმიანი აქტიურობის დონე – საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ–ბინების რაოდენობა, საფონდო და სასაქონლო ბაზრების ზომა, ქალაქის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობა, ქალაქში ჩატარებული დარგობრივი და ეკონომიკური კონფერენციების რაოდენობა.
- ადამიანური კაპიტალი – ქალაქში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რიცხვი, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, საბაზო და საშუალო დონის საერთაშორისო სკოლების რიცხვი, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ხვედრითი წილი, უცხოელი მოსახლეობის ხვედრითი წილი.
- საინფორმაციო გაცვლა – ქალაქში განთავსებული გლობალური მნიშვნელობის მასმედიის კორესპონდენტთა პუნქტების რაოდენობა, საერთაშორისო ახალი ამბების მოცულობა წამყვან ადგილობრივ მასმედიის საშუალებებში, ინფორმაციული და კომუნიკაციური ინფრასტრუქტურა და სხვ.
- კულტურული დონე – ქალაქში უცხოელი ტურისტების რაოდენობა, მუზეუმების, თეატრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების, ასევე მსოფლიო დონის სხვა კულტურული დაწესებულებების რიცხვი, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების რიცხვი, კულინარიული მრავალფეროვნება საზოგადოებრივ კვებაში.
- პოლიტიკური წონა – სხვა ქვეყნების საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების რიცხვი, ქალაქში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების რიცხვი, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტოლოგიური ინსტიტუტების რაოდენობა, ქალაქის მონაწილეობის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით (დაძმობილებული ქალაქების ინსტიტუტი, პროექტები საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში და სხვა).
გლობალური ქალაქების კლასიფიკაციისა და რანჟირების მრავალი მცდელობა არსებობდა.
ემპირიულად დამტკიცებული, საინტერესო და თანამედროვე კლასიფიკაცია მოგვცა ბრიტანეთის ლაფბოროს უნივერსიტეტის სამეცნიერო კოლექტივმა. მსოფლიო ქალაქების კლასიფიკაცია შედგენილია მათი როლისა და ურთიერთკავშირების გათვალიწინებით მსოფლიო ბაზრის მაღალპროფესიული მომსახურების უდიდესი სეგმენტის ფარგლებში. მისი საფუძველი უმაღლესი მომსახურების 4 ტიპის სფეროში – საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, რეკლამა, ფინანსები და ბანკები, დაზღვევა – ქალაქების ფუნქციების ბალური (ქულების) შეფასებაა.
მიღებული ქულების ჯამის მიხედვით, ყველა ქალაქი დაყოფილია 4 რანგად – α, β, γ, d და პარალელურად 12 კატეგორიად, სადაც მე–12 უმაღლესი, ხოლო 1–ლი – უმდაბლესი კატეგორიაა. ანალიზის შედეგად გამოიყო 66 გლობალური ქალაქი, მათ შორის 4 – ლონდონი, ნიუ–იორკი, პარიზი და ტოკიო – უმაღლეს კატეგორიაშია, ხოლო კიდევ 67 ქალაქს საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ მომავალში გლობალური ქალაქის სტატუსი მიიღონ (იხ. ცხრილი N1).
ცხრილი N1 მსოფლიო ქალაქების რეიტინგები (პ. ტეილორის მიხედვით)
| მსოფლიო ქალაქების კატეგორიები | რანგი | ქალაქები |
| წამყვანი – α (ალფა) | 12 | ლონდონი, ნიუ–იორკი, პარიზი, ტოკიო |
| 10 | ლოს–ანჯელესი, მილანი, სინგაპურის, სიანგანი, ჩიკაგო, ფრანკფურტი მაინზე | |
| მთავარი – β (ბეტა) | 9 | სან–ფრანცისკო, სიდნეი, ტორონტო, ციურიხი |
| 8 | ბრიუსელი, მადრიდი, მეხიკო, სან–პაულუ | |
| 7 | მოსკოვი, სეული | |
| მეორეხარისხოვანი – γ(გამა) | 6 | ამსტერდამი, ბოსტონი, ვაშინგტონი, დალასი, ჯაკარტა, დიუსელდორფი, ჟენევა, იოჰანესბურგი, კარაკასი, მელბურნი, ოსაკა, პრაღა, სანტიაგო, ტაიბეი, ჰიუსტონი. |
| 5 | ბანკოკი, ვარშავა, მონრეალი,, ბეიჯინგი, რომი, სტოკჰოლმი | |
| 4 | ატლანტა, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუენოს–აირესი, ჰამბურგი, კოპენჰაგენი, კუალა–ლუმპური, მანილა, მაიამი, მინეაპოლისი, მიუნჰენი, სტამბული, შანხაი. | |
| ფორმირებადი – δ (დელტა) | 3 | ათენი, ვენა, დუბლინი, ლუქსემბურგი, ლიონი, მუმბაი, ნიუ–დელი, რიო–დე–ჟანერო, თელავივი, ფილადელფია, ჰელსინკი |
| 2 | აბუ–დაბი, ბირმინგემი, სანტა–ფე–დე–ბოგოტა, ბრატისლავა, ბრისბენი, ბუქარესტი, ვანკუვერი, ჰააგა, დატროიტი, დუბაი, ქაირო, კელნი, კიევი, კლივლენდი, ლიმა, ლისაბონი, მანჩესტერი, მონტევეიდეო, ოსლო, როტერდამი, სიეტლი, ხოშიმინი, შტუტგარდი, ალმა–ატა | |
| 1 | ადელაიდა, ანტვერპენი, ბალტიმორი, ბანგალორი, ბრაზილია, გენუა, გლაზგო, გუანჩჟოუ, დრეზდენი, კალგარი, კანზას–სიტი, კეიპტაუნი, კოლომბუსი, ლიდსი, ლილი, მარსელი, რიჩმონდი, სანქტ–პეტერბურგი, ტაშკენტი, თეირანი, ტურინი, უტრეხტი, ჰანოი, ედინბურგი. |
წყარო: Taylor P. World cities and territorial states under conditions of contemporary globalization // Political Geography, 2012.
ტერიტორიულ ჭრილში მსოფლიო ქალაქები არათანაბრადაა განაწილებული. ისინი ეკონომიკის გეოგრაფიას შეესაბამება და კონცენტრაციის 3 მთავარ ზოლს ქმნიან: დასავლეთ ევროპულს, ჩრდილოამერიკულსა და აზია–წყნარ ოკეანურს. მსოფლიოს სხვა რეგიონებში კატეგორია გლობალური ქალაქები მხოლოდ ცალკეული ცენტრების სახითაა წარმოდგენილი. მაგ: სან–პაულო, რიო–დე–ჟანერო და ბუენოს–აირესი – სამხრეთ ამერიკაში, იოჰანესბურგი – აფრიკაში, სიდნეი – ავსტრალიაში და სხვ.
გლობალურ ქალაქებს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პოტენციალი აქვთ და მსხვილ აგლომერაციებს ქმნიან. მსოფლიოს წამყვანი ქალაქები მსოფლიოს 10 უდიდესი აგლომერაციის სიის ნახევარს შეადგენენ. მსოფლიოს 55 ქალაქს შორის მხოლოდ ერთის – ჟენევის მოსახლეობა არ აღწევს 1 მლნ–ს. გლობალური ქალაქების 3/5–ში მოსახლეობის რაოდენობა 1–5 მლნ კაცია. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში სწორედ ადამიანური რესურსების კონცენტრაცია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ცალკეული ცენტრების წამოწევის საქმეში, თანამდეროვე ეტაპზე გადამწყვეტ როლს, ლიდერებს შორის პოზიციების შენარჩუნების საქმეში, არა რაოდენობა, არამედ ადამიანური რესურსები ხარისხი ასრულებს.
მსოფლიო პოლიტიკა მსოფლიო ქალაქებში იქმნება. მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემის ამა თუ იმ როლისა და გავლენის შეფასების საშუალებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინების განლაგება გვაძლევს. საერთაშორისო ორგანიზაციები 2 ჯგუფად იყოფა: სამთავრობოთაშორისო (სსო) და არასამთავრობო (საო). მათი რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 13 ათასს გადააჭარბა. მათ შორის უმეტესობა არასამთავრობო სახისაა.
მართალია, სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები გაცილებით ნაკლებია, მაგრამ უფრო მეტი წონისა და გავლენისაა. მათი საქმიანობა მთლიანად საერთაშორისო სამართლის ნორმატივებით რეგულირდება, ამჟამად მათი რიცხვი 300–ს აღწევს, ხოლო მათ შორის მსხვილი და გავლენიანი 150 ორგანიზაციაა.
5873 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისები 20 ქალაქშია განლაგებული, ამასთან 13 ქალაქი – ევროპაშია. პირველ ათეულში შედის ყველა წამყვანი მსოფლიო ქალაქი, მაგრამ ლიდერი ბრიუსელია. აქ 1392 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინაა. მეორე და მესამე ადგილებს, შესაბამისად, ლონდონი და პარიზი იკავებენ. ცენტრების ასეთი ტრიუმვირატი მარტივად აიხსნება. თითოეული ეს ქალაქი ტრადიციულად თავისუფალი აზროვნების, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობისა და სხვადასხვა ხასიათისა და მიმართულების გაერთიანების, ასევე საერთაშორისო ყრილობების, კონფერენციების და კონგრესების ჩატარების ცენტრებად ითვლებიან. მათ ფონზე მეტად მოკრძალებულად ჩანს ნიუ–იორკისა და განსაკუთრებით ტოკიოს პოზიციები. გეოპოლიტიკური ცენტრების მეორე ათეულში განვითარებადი ქვეყნების ქალაქები გამოირჩევიან – ბუენოს–აირესი (110 არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ–ბინა), ნაირობი (100) და მეხიკო (87).
ცხრილი N3 სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციების (სსო*) შტაბ–ბინების განლაგება მსოფლიოს ქალაქებში, 2012 წელი
| მსოფლიო ქალაქები | ქალაქების რიცხვი | სსო–ს შტაბ–ბინების რაოდენობა | ||||
| სულ | მათ შორის
შტაბ–ბინებით |
გლობალური | გლობალურ–რეგიონალური | რეგიონალური | ლოკალური | |
| წამყვანი,
მათშორისაალონდონი, ნიუ–იორკი, პარიზი, ტოკიო; |
10 | 5 | 9
2 |
14
2 |
5
1 |
15
– |
| მთავარი, მათშორისაა
ბრიუსელი; |
10 | 3 | 5
4 |
1
1 |
7
6 |
1
1 |
| მეორეხარისხოვანი, მათ შორისაა ჟენევა, ვაშინგტონი; |
35 | 14 | 23
11 |
6
3 |
8
2 |
6
3 |
| ფორმირებადი, მათ შორისაა
ვენა; |
59 | 9 | 7
3 |
3
3 |
6
1 |
4
1 |
| მსოფლიო ქალაქები სხვა ქალაქები სულ: |
114 – – |
31} 42 73 |
44 4 48 |
24 4 28 |
26 11 37 |
26 28 54 |
* სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციები (სსო) პირობითად დაყოფილია 4 კატეგორიად მათი მნიშვნელობისა და წევრების რაოდენობის მიხედვით. გლობალურ რანგს მიეკუთვნებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებშიც მსოფლიოს ყველა რეგიონიდან 100–ზე მეტი წევრი–ქვეყანაა, მაგ; გაერო და მისი სპეციალიზირებული დაწესებულებები, როგორიცაა იუნესკო ან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. გლობალურ–რეგიონალურსა და რეგიონალურს მიეკუთვნება ნაკლებად წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა ერთი რეგიონის ფარგლებით შემოისაზღვრება, მაგ დსთ ან ანდების ქვეყნების თანამეგობრობა, ხოლო ლოკალური 2–3– წევრითაა წარმოდგენილი, მაგ: გაეროს სადამკვირვებლო მისია ცალკეულ ქვეყნებში.
„მას, თქვენი გაკვეთილები აღარ მომწონს!“





































