ჟაკ დერიდა _ „წერა“, „არქი-წერა“, „მეტყველება“ _ პარალელების გარეშე
გასაჩივრებას ექვემდებარება
სექტემბრიდან მოყოლებული, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შემოქმედებით წერას ვასწავლი. შემოთავაზებას სწრაფადვე დავთანხმდი, რადგანაც მინდოდა კიდევ ერთხელ გამეცნო საკუთარი თავი, ოღონდ ისეთი, როგორიც წლების წინ ვიყავი. კურსის მიზანია, რომ ჩემნაირმა მოსწავლეებმა, რომლებსაც წერის დაუძლეველი, თუმცა ბოლომდე ჯერაც გაუცნობიერებელი სურვილი სტანჯავთ, თავიანთი შესაძლებლობების, იდეებისა და აზრების დალაგება შეძლონ. შექმნან სრულფასოვანი პერსონაჟები, დააყენონ ისინი პრობლემის წინაშე და შეძლონ ამ პროცესის საინტერესოდ აღწერა.
მივხვდი, რომ ამ მიზნის შესრულება შეუძლებელი იქნება, თუკი მათთან ემოციური კავშირი არ დავამყარე. მივხვდი, რომ ვერ ავუხსნი რისი თქმაც მსურს, თუკი მაგალითებით არ ველაპარაკე.
ერთ შეხვედრაზე, როცა მათთან მაგიური რეალიზმის ირიბ ელემენტებსა და მოთხრობის უბადლო დასასრულებზე მინდოდა საუბარი, ვთხოვე წაეკითხათ გაბრიელ გარსია მარკესის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტექსტი „პოლკოვნიკს არავინ სწერს”, რომელიც გაბომ თერთმეტჯერ გადაწერა, რათა სათქმელის სნაიპერული სიზუსტისთვის მიეღწია. თავად მარკესი ამბობდა, რომ „მარტოობის 100 წელიწადი” მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ ხალხს წაეკითხა „პოლკოვნიკს არავინ სწერს”.
მომდევნო შეხვედრაზე, როცა მოსწავლეების აპლოდისმენტებსა და ემოციათა ზღვას ველოდი, სრულიად საპირისპირო ვითარება დამხვდა. მათი უკმაყოფილება თითქოს დერეფანშივე ვიგრძენი, სანამ საკლასო ოთახში შევიდოდი.
-აბა? – მოუთმენელი ინტონაციით ვიკითხე.
-არ მომეწონა – მომახალა ლიზამ.
მოულოდნელმა პასუხმა ყბა ჩამომიგდო, მაგრამ შევეცადე გაკვირვება არ დამტყობოდა და ყალბი ღიმილით ჩავეკითხე:
-როგორ, საერთოდ არაფერი მოგეწონა?
-ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არაფერი, უბრალოდ, დასასრული ისე დაგვიხატეთ, მეტს ველოდი და არც მაგიური რეალიზმი ყოფილა საჩემო საქმე.
სწორედ მაშინ, როცა შეკამათებას ვაპირებდი, მივხვდი, რომ სინამდვილეში ძალიან დროული და სწორი რამ მოხდა. გამახსენდა, რომ ხელოვნებასა და მათ შორის ლიტერატურას, ადამიანი სუბიექტურად აღიქვამს. როცა მკითხველს, განსაკუთრებით კი მოზარდს, ვაქცევთ ლიტერატურული დოგმების ჩარჩოებში, რომ ესა თუ ის წიგნი აუცილებლად კარგი ან აუცილებლად ცუდია, მას შანსს ვართმევთ ლიტერატურისგან მიიღოს მთავარი – იმუნიტეტი. შანსს ვუკარგავთ არ დარჩეს მარტო იმ პერსონაჟებთან ერთად, რომლებშიც საკუთარ თავს ხედავს ან უნდა, რომ დაინახოს. ვპარავთ სიამოვნებას შეიქმნას თავისი სამყარო, სადაც საკუთარი კონტურებით მოხაზული მაკონდო ან საიდუმლო კუნძული ექნება და არა ისეთი, როგორიც მას ავტორებმა შესთავაზეს.
ქართული სკოლების უმეტესობაში, ლიტერატურის გაკვეთილებზე, სამწუხაროდ, აზრების ნაძალადევად დაკანონება ხდება. მასწავლებლების დიდი ნაწილი, ყოველ მომდევნო ავტორზე გადასვლისას, მასზე საუბარს მსგავსი სიტყვებით იწყებს: უდიდესი ან გენიალური ქართველი მწერალი/პოეტი.
რა თქმა უნდა, ეს მთლად სწორი არ არის. ყველა ის ავტორი, რომელიც ქართული ლიტერატურის პროგრამაშია შეტანილი, გენიოსი არ გახლავთ. ბოლო-ბოლო, განა შეიძლება ერთნაირად წარვუდგინოთ ბავშვებს ნიკოლოზ ბარათაშვილი და მირზა გელოვანი? ამ უკანასკნელისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ტატო მაინც სხვა კალიბრის პოეტია, მაგრამ მოსწავლეს უფლება აქვს მირზა უფრო მოსწონდეს, ვიდრე ტატო.
ზუსტად არ მახსოვს, მგონი მარკ ტვენს აქ ნათქვამი (ან ჰემინგუეის): „კლასიკურად ითვლება წიგნი, რომელსაც ყველა აქებს და არავინ კითხულობს”. დოგმების შექმნით, რომელიმე ნაწარმოების კლასიკად ან პირიქით, მაკულატურად შერაცხვით, ჩვენ ვდგებით რისკის წინაშე, რომ წაუკითხავად განვადიდოთ ან დავაკნინოთ ტექსტი. ვთქვათ, რომ „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი” შედევრია და ამავდროულად წარმოდგენაც კი არ გვქონდეს რა ხდება ამ წიგნში. ვიყვიროთ, რომ „სატანური სტროფები” ცუდი ტექსტია და არ ვიცოდეთ რა უწერია სალმან რუშდის.
სინამდვილეში, მასწავლებლები თავადაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ უდიდესი მიწიერი ძალაუფლება, კომიქსების ენაზე რომ ვთქვა – სუპერ ძალა, რომლის დახმარებითაც შეუძლიათ მოზარდს შეაყვარონ ან პირიქით, შეაძულონ ლიტერატურა. ამისთვის საჭიროა, რომ კითხვაზე გადასვლამდე, მათ გაიარონ ოქროს ხაზზე, მოერიდონ მაღალფარდოვან სიტყვებს, დატოვონ ადგილი შეკითხვებისთვის, არ გამოააშკარაონ ყველა საიდუმლო, მიუთითონ კარებზე, მაგრამ თავად არ შეაღონ ისინი.
და, თუკი მოსწავლე გამოთქვამს აზრს, რომ არ მოეწონა, მაგალითად, „ნატვრის ხე”, აუცილებელი არ არის, რომ ანათემას გადავცეთ ის, შეშფოთებული სახით, აწეული წარბითა და მაღალი ტონით ვუმტკიცოთ, რომ ცდება, გამოვიყვანოთ ქართული საგანძურის მტრად, ქართველობის პოტენციურ ქურდად. არა. წამით მაინც დაუშვით, რომ ბავშვს, უბრალოდ არ მოეწონა.
კვლევაი საკვირველი
TALIS-ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევამ, რომლის შესახებაც ინფორმაცია edu.aris.ge-ზე ვნახე, საოცარი სურათი დადო. „კვლევა სკოლის პედაგოგების მომზადებასა და პროფესიულ განვითარებას, მუშაობის ფორმასა და უკუკავშირს, მასწავლებელთა შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, ასევე, სწავლებისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ თვითშეფასებებს შეისწავლის. TALIS ასევე იკვლევს მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის სამუშაოთი კმაყოფილების მაჩვენებელს; აფასებს სკოლასა და საკლასო ოთახში არსებულ ატმოსფეროს”, – წერს ჟურნალისტი.
კვლევა ოცდათხუთმეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. გასაკვირი აქ შემდეგია, რომ ქართველი პედაგოგების თვითშეფასების მაჩვენებელი უსწრებს წარმატებულ ქვეყნებში მომუშავე პედაგოგების შეფასებებს და ეს ქვეყნებია ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი, სინგაპური. იმავე წყაროდან მოვიყვან ციფრებს, რომ უფრო ნათელი გახდეს ზემოთქმული.
· ქართველი მასწავლებლების 92% ამბობს, რომ ხშირად ან ყველა გაკვეთილზე ამოწმებს ყველა მოსწავლის სავარჯიშო რვეულს – მაშინ, როცა ყველას სხვა ქვეყანაში ამ კუთხით საშუალო მაჩვენებელი 72%-ია, ფინეთში კი – 67%;
· ჩეხეთში 32%, სინგაპურში 21%, ფინეთში 37%, იაპონიაში კი 22% პედაგოგებისა ამბობს, რომ მოსწავლეებს, რომელთაც დავალების შესრულება უჭირთ, განსხვავებულ დავალებას აძლევენ – იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი ქართველი მასწავლებლების 67%-მა გასცა;
· ქართველი მასწავლებლების 67% ამბობს, რომ თითქმის ყველა გაკვეთილზე მუშაობს მოსწავლეების მცირე ჯგუფებთან. მაშინ, როდესაც იმავეს აცხადებს ფინელი მასწავლებლების მხოლოდ 37%, სინგაპურის 33% და აშშ-ის 55%;
· თუ გაკვეთილზე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ფინელი მასწავლებლების 18%, სინგაპურელი პედაგოგების 30%, და ინგლისელი პედაგოგების 36% იყენებს, ამ კუთხით ქართველი მასწავლებლების პროცენტული მაჩვენებელი ორმაგი და ხშირად სამმაგია;
· აძლევენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს საშუალებას, შეაფასონ საკუთარი წინსვლა? – კვლევაში მონაწილე ქართველი მასწავლებლების 71% აღნიშნულ შეკითხვაზე დადებით პასუხს სცემს. იმავე შეკითხვაზე დადებითად პასუხობს ფინელი პედაგოგების მხოლოდ 27%; სინგაპურელი მასწავლებლების 32% და ესტონელი პედაგოგების 29%;
· თუ ქართველი პედაგოგების 58% ამბობს, რომ ყველა გაკვეთილზე იყენებს სტანდარტიზებულ ტესტებს – იმავე კითხვაზე დადებით პასუხს კანადელი პედაგოგების 18%, ფინელი 28%, ავსტრიელი 32%, რუმინელი 20% და ხორვატი 23% სცემს;
· მოსწავლის დაფასთან გამოყვანის პრაქტიკას ქართველი პედაგოგების 61%. ფინეთში მხოლოდ 11%, ისლანდიაში 5%, ჰოლანდიაში კი 14% იყენებს;
· ქართველი მასწავლებლების 88% ამბობს, რომ იყენებს სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობის პრაქტიკას. მაშინ როდესაც ერთ კლასში გუნდური მუშაობის პრაქტიკა ფინეთში 68%, ავსტრალიაში 65%, ჰოლანდიაში 31%, ხოლო კანადაში 50%-ს შეადგენს.
ორის ორზე გამრავლება უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე იმის მიხვედრა, რომ ეს ციფრები აბსოლუტურად არარეალურია. რა თქმა უნდა, კვლევას არ ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ სხვა რა რჩება?.. რჩება ის, რომ მასწავლებლების უმეტესობამ ან უბრალოდ იცრუა პასუხის დაფიქსირებისას, ან მას მართლა ჰგონია, რომ იყენებს სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობის პრაქტიკას, ყოველდღიურად ამოწმებს ყველა მოსწავლის საშინაო დავალების რვეულს, მუშაობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული გეგმის მიხედვით.
ეს კვლევა ასე დარჩება, მაგრამ რა შევცვალოთ სამომავლოდ?.. გასაგებია, კარგია ზოგჯერ საკუთარი სისუსტეებისა და შეცდომების არდანახვა ადამიანებისთვის, მაგრამ რა შედეგს მოიტანს ეს სკოლებში?.. თუ მასწავლებლები დაშორებული არიან თვითკრიტიკას, თვითშეფასებას, ადვილი მისახვედრია, რომ ასევე იქნებიან მოსწავლეებიც. ვის ვატყუებთ; მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, მოსწავლეებსა და მშობლებს თუ საკუთარ თავს?.. მოკლედ, კითხვები ძალიან ბევრია, პასუხებიც შესაძლოა ამდენივე იყოს, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია და რადიკალური შემობრუნება ჰქვია. შემობრუნება საკუთარი ხედვის, პოზიციის, ცხოვრების წესის.
საქართველოში დღეს ყველაზე მეტად შინაგანი მონოლოგის, ფიქრის ნაკლებობაა. რატომ განვითარდა დასავლეთი? რატომ გაჩნდა დასავლურ ლიტერატურაში ასეთი ტიპის პიროვნული თუ სოციო თვითგამორკვევით – ცნობიერების ნაკადით დატვირთული ტექსტები?.. ამ ყველაფერმა აიყვანა განვითარებული ქვეყნების განათლების თუ სხვა სისტემები კარგ ნიშნულებზე. ფიქრი და შეფასება – ესენია, რაც დღევანდელ საზოგადოებებსა და მათ წევრებს აკლიათ საქართველოში და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ შორის არიან მასწავლებლებიც, რომელთაც ეს შინაგან მოთხოვნილებად უნდა ჰქონდეთ, რომ არაფერი ვთქვათ ვალდებულებაზე.
არ არის მთავარი, იცის თუ არა მოსწავლემ მტკვრის სანაპიროს რომელ ადგილას ჯდებოდა ბარათაშვილი ფიქრის დროს, უფრო მეტად საჭიროა, ვასწავლოთ აზროვნება. დამოუკიდებელი აზროვნება. ფიქრი, რომელიც ყველაფრის საწყისია. დეკარტის „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება არსებობას ამტკიცებდეს. ის, რომ მხოლოდ აზროვნება ამტკიცებს შენს არსებობას, ნამდვილ არსებობას, შეიძლება ითქვას, მეტად კატეგორიული მიგნებაცაა. შენ ხარ შენ, ვინც გეგმავ, აფასებ, ახორციელებ ყველა საკუთარ იდეას და გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდები პიროვნება. ყველა დანარჩენი კი წინა გამოცდილებების, ტრადიციების ან შეხედულებებისა თუ კლიშეების ნარევია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ მესთან.
საბჭოთა წყობის დანგრევასთან ერთად დაინგრა რაღაც სტერეოტიპები, აზრები, შეხედულებები და პიროვნებათა კულტ-აჩრდილები, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები წამოიმართნენ. და რას ჰგავს ეს?.. ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი სივრცე და თვალსაწიერი მოგვცემოდა პირველი დანგრევის შემდეგ და თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანებად ჩამოვყალიბებულიყავით, ახალი კედლები ავაშენეთ. საბოლოოდ კი ამ კვლევის სასაცილო ციფრებამდე მივედით.
ძალიან მიყვარს ბეკეტის „მოლოი”, რომელსაც ზოგჯერ მთელი კაცობრიობის სახედ აღიქვამენ, ზოგჯერ კი – დღევანდელი საზოგადოებებისა. მთავარი კი ჩვენს შემთხვევაში ისაა, რომ მოლოიმაც კი, რომელიც აბსოლუტურად შეშლილია, ძალიან ზუსტი თვითშეფასება აქვს, გააჩნია თვითირონია და თვითკრიტიკა და მუდმივად წინ მიდის. კი, ზოგჯერ საწუწნი კენჭების შესაგროვებლად ჩერდება, ზოგჯერ ჩასვრილი დადის ან უცნობის სახლშია გამოკეტილი, მაგრამ არასდროს კარგავს უნარს, აკონტროლოს საკუთარი თავი, ჩაიწეროს, ჩაინიშნოს ყველა სისულელეც კი და საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ მისი მონოლოგი უფრო თანმიმდევრული და ლოგიკური ხდება, ვიდრე ამ პატიოსანი კვლევის შედეგები.
ინტერნეტრესურსების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე
გეოგრაფიულ ინფორმაციაზე მუშაობისას მუდმივად საჭიროა მისი შევსება და განახლება, რათა შესასწავლი ობიექტების შესახებ თანამედროვე, ახალი და აქტუალური მონაცემები გვქონდეს. კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში შედარებით ხელმისაწვდომი და გავრცელებული გახდა ინტერნეტის გამოყენება სხვადასხვა მონაცემების, წყაროების მოსაპოვებლად, მათ შორის, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული პროფილისაც. ინტენეტსაიტების მსოფლიო ქსელი საშუალებას გვაძლევს ვიმყოფებოდეთ ერთი ადგილას და, ამავე დროს, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ სივრცეში, მივიღოთ საჭირო ცნობები, დისტანციურად დავაკვირდეთ იმ გეოგრაფიულ ობიექტებს, რომლებიც ჩვენგან საკმაოდ შორს არიან, მივიღოთ ინფორმაცია ქვეყნების, ხალხების, დასახლებული პუნქტების შესახებ. ინტერნეტში არსებული ინფორმაციის გამოყენებით შესაძლებელია ოპერატიულად განვაახლოთ სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების – მთლიანად მსოფლიოს თუ ცალკეული ქვეყნის, კონკრეტული საწარმოს თუ ქალაქის, რეგიონისა თუ საკუთარი სკოლის მახასიათებელი ფაქტობრივი მონაცემების ბაზები. ამ მონაცემების გამოყენებით გეოგრაფიის მასწავლებელს საშუალება აქვს გაკვეთილი უფრო საინტერესო და აქტუალური გახადოს შინაარსობრივად, უფრო თანამედროვე მეთოდურად და უფრო ქმედითი – შედეგის თვალსაზრისით. ამასთან, გაკვეთილზე როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები იყენებენ გლობალური ინფორმაციული ქსელის მონაცემებს.
ინტერნეტში ყველაფერია ყველაფრის შესახებ. იგი შეიძლება იმ მდინარეს შევადაროთ, რომელსაც ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს, მოიცავს მთელ მსოფლიოს, აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან, რომლებიც ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ოპერატიულად გვაწვდის ნახატებს, სქემებს, ცხრილებს, ფოტო- და ვიდეოგამოსახულებას, აუდიოინფორმაციას. ამ დროს, მთავარია, სწორედ იქნეს შერჩეული ინფორმაციის წყარო. რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინფორმაციის ამ გიგანტური ნაკადიდან ჩვენთვის საჭირო მონაცემები მივიღოთ.
ინფორმაციის ამ ნაკადში თავისი ადგილი უკავია გეოგრაფიულ ცოდნას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და თითოეული ჩვენგანის ყოფით ცხოვრებაშიც კი. ასე მაგალითად, ამინდის პროგნოზის გარეშე დღეს უკვე წარმოუდგენელია ცხოვრება. ამიტომაც მილიონობით ადამიანი ინტერნეტში სხვადასხვა სპეციალიზებულ მეტეოროლოგიურ საიტს სტუმრობს. გეოგრაფიული კვლევებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საიტებს, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციასა და სამეცნიერო მონაცემებს გვაწვდიან განსახილველი ობიექტებისა თუ მოვლენების შესახებ. შესაბამისად, ინტერნეტის მრავალრიცხოვანი ელექტრონული სტატისტიკური ინფორმაციის წყაროებს შორის გულდასმით უნდა შეირჩეს ყველაზე სანდო და ობიექტური. სწორედ ასეთი საიტების გამოყენებით იქნება შესაძლებელი შესასწავლი ობიექტების შესახებ ახალი და უტყუარი ცნობების მიღება.
6.ოფიციალური და არაოფიციალური საიტები, რომლებიც დარგობრივ და რეგიონალურ დონეზე გვაწვდიან რაოდენობრივ ინფორმაციას, სტატისტიკურ გათვლებს და ანალიტიკურ პუბლიკაციებს. მაგ; პოლიტიკური საიტი -www.atlapedia.com, საიტი მსოფლიოს მოსახლეობის შესახებ – https://www.populationmondiale.com/#sthash.1uXZWbAv.dpbs, ცნობები მსოფლიოს კლიმატის შესახებ – https://www.klimadiagramme.de/, ან საქართველოს მეტეოსაიტი – https://www.meteo.gov.ge/
7.კარტოგრაფიული საიტები, სადაც განსახილველი რეგიონის შესახებ, გარდა კარტოგრაფიული მასალებისა, მოცემულია სტატისტიკური მასალებიც ან თავად რუკები წარმოადგენენ რაოდენობრივი ინფორმაციის წყაროებს. ასეთებია, მაგ; კარტოგრაფიული საიტი https://d-maps.com/, სადაც თავადაც შეგიძლიათ რუკების შექმნა, https://www.worldlifeexpectancy.com/world-life-expectancy-map. https://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/40-kart-kotorye-pomogut-vam-luchshe-ponyat-etot-mir-597505/, www.plasma.nationalgeographic.com/mapmachine. ასევე კარტოგრაფიული თამაში – https://world-geography-games.com/ და სხვ.
8.რეგიონალური საიტები, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას კონკრეტული ქალაქების, ქვეყნების, რაიონების ან სხვა დასახლებული პუნქტების შესახებ. მაგ; https://london.gov.uk/, https://www.tbilisi.gov.ge/, https://telavi-gov.ge/
9.გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეებს შორის ყველაზე პოპულარულია საძიებო სისტემა Google-ი. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს იმუშაოს კარტოგრაფიულ რესურსებთან გის-სისტემაში. მათ შორის გამოიყოფა www.maps.google.Com, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერი შენობის მოძებნაა შესაძლებელი, ასევე გვიჩვენებს მასთან მისასვლელ მარშრუტს და ობიექტის ზუსტ მისამართს. მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოაწყონ ვირტუალური მოგზაურობა, გაიფართოონ ცოდნის თვალსაწიერი, მიღებული გამოსახულება სასწავლო საქმიანობაში ილუსტრაციის სახით გამოიყენონ.
Googlе პლანეტა დედამიწა საშუალებას გვაძლევს ჩვენს პლანეტას კოსმოსიდან შევხედოთ პროგრამა www.earth.google.com-ის გამოყენებით. ეს რესურსი აერთიანებს Googl-ის საძიებო სისტემის შესაძლებლობებსა და თანამგზავრულ ფოტოსურათებს, რუკებს, ლანდშაფტებისა და შენობების სამგანზომილებიან გამოსახულებებს, რათა მომხმარებელმა უმოკლეს დროში და მცირე დანახარჯებით მიიღოს გეოგრაფიული ინფორმაცია.
გეოგრაფიულ ტექსტებზე მუშაობა

ტურიზმის განვითარების სივრცითი ასპექტები


New York, New York
მილიონობით ადამიანისთვის, მათ შორის – ჩემთვისაც, ნიუ-იორკიყველაზეგამორჩეულიდასაოცნებო ქალაქია. ნიუ–იორკს,რომელსაცუზარმაზარიშენობების გამოცათამბჯენებისქალაქადაცმოიხსენიებენ,კიდევ რამდენიმემეტსახელიაქვს:„მსოფლიოსდედაქალაქი” (Novum Caput Mundi),„ქალაქირომელსაცარასდროს სძინავს“,„ემპაირ–სიტი“, „გოთემი“, მაგრამყველაზეგავრცელებულიმეტსახელი „დიდივაშლია“.რატომ ეძახიან ასე, თვით ნიუიორკელებიც ვერ გეტყვიან, თუმცა ვერსია ბევრია და ყველა – ერთიმეორეზე საინტერესო.
ამ ქალაქში სეირნობისას ყველა ქუჩა და გზაჯვარედინი საოცრად ნაცნობი იქნება თქვენთვის – არცაა გასაკვირი, რადგან ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა ფილმში. ამ გიგანტურ, სკასავით მოგუგუნე მეგაპოლისში განმარტოება ან ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას მოხვედრა, თუნდაც მცირე ხნით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ულტრადინამიკური, ხმაურიანი, გამუდმებით მოძრაობაში მყოფი ქალაქი მრავალფეროვან და მრავალსახოვან ემოციებს იწვევს და თითქოს გვეუბნება: „Welcome to New York, baby!“
ნიუ–იორკსიტიბოსვაშისრეგიონის(BosWash)ცენტრშიმდებარეობსდაბოსტონიდან350კმ–ითაადაშორებული,ხოლოვაშინგტონიდან – 353 კმ–ით.ქალაქისსაერთოფართობია1.212.4 კმ²,რომლის 35,31% წყალზეა.ქალაქიშტატ ნიუ–იორკში,მდ. ჰუძონისშესართავთან, სამმთავარკუნძულზეაგანლაგებული:მანჰეტენზე, სტეიტენ-აილენდსადადასავლეთლონგ-აილენდზე.ბრონქსიმისი ერთადერთირაიონია,რომელიცკონტინენტურნაწილზემდებარეობს. სულ კი ქალაქი ხუთრაიონს აერთიანებს: ბრონქსს, ბრუკლინს,მანჰეტენს,კუინსისდასტეიტენ–აილენდს. ყოველი მათგანი გამორჩეული და საინტერესოა.
მანჰეტენი (Manhattan, 1,6 მლნ-ზე მეტი მცხოვრები) ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ცნობილი რაიონია, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე 21 კმ-ია, ხოლო საერთო ფართობი – 60 კვ. კმ. მანჰეტენი მეგაპოლისის გული და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი რაიონია. გრანდიოზული ცათამბჯენები, ბროდვეი, ცენტრარული პარკი, თავისუფლების ქანდაკება – ყველაფერი ეს უფლებას გვაძლევს, მანჰეტენი ამერიკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მივიჩნიოთ.
ბრუკლინი (Brooklyn, 2.5 მლნ-ზე მეტი მცხოვრები) ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია. ამასთან, იგი სოციალური და ეთნიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
კვინსი (Queens, 2,3 მლნ–მდე მცხოვრები) ფართობით ყველაზე დიდია და ეთნიკური სიჭრელითაა ცნობილი. კვინსის მოსახლეობა 130 ენაზე ლაპარაკობს. სწორედ აქ მდებარეობს ნიუ-იორკის სამიდან ორი აეროპორტი. ფლაშინგ მედოუზ კორონას პარკში (Flushing Meadows–Corona Park) ყოველწლიურად იმართება საჩოგბურთო ტურნირი US Open.
ბრონქსი (Bronx, 1,4მლნ–მდე მცხოვრები) მანჰეტენის ჩრდილოეთით მდებარეობს და მუსიკალური მიმდინარეობების – რეპისა და ჰიპ-ჰოპის „დაბადების” ადგილია. ბრონქსი – ეს კულტურების შერწყმა და თვალწარმტაცი ლანდშაფტების მრავალსახეობაა.
სტეიტენ-აილენდი (Staten Island, 500 ათასამდე მცხოვრები) ნიუ-იორკის ყველაზე მცირედ დასახლებული და ყველაზე „პროვინციული” რაიონია. ის იმავე კუნძულის სახელს ატარებს, რომელზეცაა გაშენებული. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა საბორნე გადასასვლელი სტეტენ-აილენდ ფერი, რომელიც კუნძულს მანჰეტენთან აკავშირებს.
წინათ ნიუ–იორკისადგილასჰოლანდიური დასახლებაიყო, რომელსაცახალიამსტერდამიერქვა. 1664წელსინგლისელებმაჰერცოგიორკისმეთაურობითქალაქიდაიპყრესდამასნიუ–იორკიუწოდეს.
დღეს ნიუ–იორკისმკვიდრიმოსახლეობა 8 მილიონსშეადგენს,მისაგლომერაციაშიკი22მილიონზემეტიადამიანიცხოვრობს.ქალაქსამავესახელწოდებისშტატისგანგანსასხვავებლადნიუ-იორკსიტისუწოდებენ.
ნიუ–იორკისაერთაშორისოფინანსების, პოლიტიკის, გართობისადაკულტურისცენტრიადამსოფლიოსერთ–ერთუმნიშვნელოვანეს გლობალურქალაქად მიიჩნევა. აქ მდებარეობსგაეროს 30-სართულიანიშტაბ–ბინა.
აქვეა მსოფლიოშიუდიდესისაქალაქოპარკი– ნიუ–იორკისცენტრალპარკი,რომელიცთავისისილამაზით უამრავტურისტსიზიდავს.
მეგაპოლისში თავმოყრილია პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია – კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და რელიგიის ნიმუშები. შეხვდებით ცივილიზაციის საუკეთესო და ყველაზე უარეს ნიშნებს.
ნიუ-იორკში მოხვედრილს, უპირველეს ყოვლისა, მისი ცათმბჯენები გეცემათ თვალში: ვულვორტი, კრაისლერი, სიგრემი, კონდე-ნასტი, ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგი. მეორე ორიენტირი კი, რა თქმა უნდა, თავისუფლების ქანდაკებაა, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე დგას და რომლის გარეშეც ნიუ-იორკის წარმოდგენა შეუძლებელია.
ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგი1381 მ სიმაღლის 102–სართულიანი შენობაა, რომელიც 1931 წელს აშენდა.ცათამბჯენსსახელი ნიუ-იორკისმეტსახელისგამოდაერქვადადღემდეამ ქალაქის ყველაზემაღალშენობადრჩება. სამოქალაქოინჟინერთაამერიკულმასაზოგადოებამშენობამსოფლიოსერთ–ერთთანამედროვეშვიდსაოცრებად შერაცხა. ის უდიდესცათამბჯენთამსოფლიო ფედერაციას ეკუთვნის.
ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობაა მუზეუმების მოლი ჰაიდ-პარკის მახლობლად, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდესი მუზეუმით – მეტროპოლიტენ მუზეუმით იწყება. მერე კი თითქმის ყველა ქუჩაზე სხვადასხვა მუზეუმი გვხვდება: ბარიოს მუზეუმი 104–ე ქუჩაზე, ნიუ-იორკის მუზეუმი – 103-ეზე, ებრაული მუზეუმი – 92-ეზე, ფერწერის აკადემია – 89-ეზე, გუგენჰაიმის მუზეუმი – 88-ეზე, ახალი გალერეა – 86-ეზე.
ყოველ წელს, ივნისის მეორე სამშაბათს, ნიუ-იორკში მუზეუების მოლის დღესასწაული იმართება. ამ დროს მე-5 ავენიუ იკეტება და ეწყობა სახალხო სეირნობა მუსიკისა და ჭამა-სმის თანხლებით. რაც მთავარია, მუზეუმებში შესვლა ამ დღეს უფასოა.
ბროდვეი ქალაქის ყველაზე გრძელი ქუჩაა და თავისი მრავალრიცხოვანი თეატრებითა და შოუპროგრამებითაა ცნობილი. ფაინენშლ-დისტრიქტის რაიონში მდებრეობს უოლ-სტრიტი და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. უოლ-სტრიტი ნიუ-იორკისა და მთლიანად ამერიკის ფინანსური გულია. აქ არა მარტო საფონდო ბირჟაა საინტერესო, არამედ ფედერალ-ჰოლიც, სადაც ამერიკის პირველი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. და, რაღა თქმა უნდა, ბრუკლინის ხიდი, რომელიც მანჰეტენსა და ბრუკლინს აკავშირებს.
ტაიმ-სკვერზე მდებარეობს ბალტიმორის თეატრი და სათამაშოების მსოფლიოში უდიდესი მაღაზია. ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი ბრონქსშია, როკფელერის ცენტრი და ბრენდული მაღაზიები მე-5 ავენიუსა და მედისონზე შეგხვდებათ. სოჰო მრავალრიცხოვანი გალერეებითაა განთქმული. სხვათა შორის, როკფელერის ცენტრში, 1931 წლიდან მოყოლებული, ყოველ შობას დგამენ გიგანტურ ნაძვის ხეს, რომლის სანახავად ტურისტები თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.
თუ ქუჩებში ხეტიალით დაიღლებით, ცენტრალურ, მშვენიერ პალჰემ-ბეის თუ მყუდრო ფორტ-ტრაიონის პარკებში დასვენებას არაფერი სჯობს.
ნიუ-იორკი ძლიერების, გიგანტიზმისა და შესაძლებლობების მაგალითია და ერთ-ერთი ყველაზე ატრაქციული ადგილი ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის. ესაა ქალაქი – გამოცანა, ქალაქი – ოცნება.
Welcome to New York, baby!
ქართული ეროვნული სამოსის ისტორია და გავრცელება



სადიაცო


გეოგრაფიული დეტერმინიზმი და მოდის ისტორია



თურქეთის ბუნებრივი ძეგლები










