ელა გოჩიაშვილის პოეტური კრებული სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. განსაკუთრებულია როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მხრივ, რადგან აქ ფორმაც და შინაარსიც ერთმანეთს ავსებს და ზუსტი, თანამედროვე აქცენტების გამოკვეთას ემსახურება. ელას პოეზიაში მთავარია ნიუანსი, რომელიც ტალღებით ატაცებული ჩალის ღერივით ხშირად სულაც არ ტივტივებს ზედაპირზე და მის შემჩნევას ფაქიზი პოეტური სმენა ესაჭიროება. ქართული ლიტერატურული სინამდვილე ასეთი ნიუანსობრივი პოეზიით განებივრებული არაა და პოეტები, რომელთაც სადღეგრძელოების ანუ პათეტიკის მომგებიან, მკითხველის ყურში ადვილად მოსახვედრ ჟღრიალს ჩუმი, მაგრამ გულში ჩამწვდომი ინტონაცია ამჯობინეს, სავალალოდ ცოტანი არიან. ეს სრულიად ბუნებრივია იმ ქვეყნის ლიტერატურისათვის, სადაც პოეზიამ სხვა ბევრ ზედმეტ ფუნქციასთან ერთად, ერის გამომღვიძებლისა თუ მებაირახტრის მისიაც “შეითავსა” და ამ მისიამ მისგან ლოზუნგების გარითმვა მოითხოვა. ლოზუნგები მასის ყურსა და გულზე იყო გათვლილი და ამიტომაც, გამიზნულად ხმაურიანი თუ ზეაწეული. ამ ხმაურსა და ყიჟინაში კი ნელ-ნელა ჩაიკარგა პოეზიის უმთავრესი ხმა, ხმა მასიდან პიროვნების გამომცალკევებელი და მანუგეშებელი.
ვისი დღეა პარასკევი?
ყველა ფანჯარაში ერთნაირად თოვს?
მე და ჩემს მეგობარს ერთი საერთო კედელი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი ფანჯრები ქუჩის მხარეს თითქმის გვერდიგვერდაა. გახსოვთ, ამ ზამთარს, ერთ დღეს, ძლიერ თოვდა. ციდან უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა. მეგობარმა დამირეკა და მკითხა: “ჩემს ფანჯარასთან დიდი და ულამაზესი ფანტელები ცვივა, შენთან რა ხდებაო?”
ზოგს შეიძლება გაეცინოს ჩემი მეგობრის შეკითხვაზე, ზოგმა მიამიტ ადამიანად მიიჩნიოს, ზოგმაც, ვინ იცის, რა გაიფიქროს… მაგრამ ეს კითხვა არც სასაცილოა და არც მიამიტური. რატომ? თავიდანვე განვაცხადებ: არ არსებობს ორი ადამიანი, ერთსა და იმავე საგანს (მით უფრო, თუ იგი შეფერილია) ერთნაირად რომ ხედავდეს. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ აღქმის პოეტურ–ლიტერატურულ–განწყობილებით ასპექტებს.
არ მეთანხმებით? დაგაფიქრათ ასეთმა კატეგორიულმა განცხადებამ? შევეცდები ამ წერილით ავხსნა ჩემი განცხადების საფუძველი და ამით ერთგვარად გავაგრძელო წინა კვირას წამოწყებული საუბარი.
პირველ რიგში, დავსვათ კითხვა და გავარკვიოთ, როგორ ვხედავთ საგნებს, მათ კონტურებსა და შეფერილობას.
საგნის აღსაქმელად სამი რამ არის საჭირო: განათების წყარო, თვით საგანი და დამკვირვებელი. ამ ტრიადაში საგნის არსებობა ცხადზე ცხადია. დიდი მნიშვნელობა აქვს განათების წყაროსაც. მის გარეშე ჩვენ ანუ დამკვირვებელი ვერაფერს გავაწყობთ. განათების წყაროდან წამოსული სხივი სანამ დამკვირვებლის თვალს მიაღწევს, გზად უნდა შეეხოს საგანს – აირეკლოს ან გამჭოლად გაიაროს მასში. ამის შემდეგ იწყება რთული ფიზიკურ–ქიმიურ–ბიოქიმიური პროცესები. სხივი ეცემა თვალში არსებულ კოლბებს, აღაგზნებს მათ, რის შედეგადაც გამომუშავდება შესაბამისი ნივთიერები, რომლებიც, თავის მხრივ, მიეწოდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამ უკანასკნელს კი საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს – ადგენს საგნის მოხაზულობასა და ფერს.
მაგრამ რატომ აქვს ზოგიერთ მასალას ფერი, ზოგს კი არა?
ადამიანის მხედველობის არეალი შეზღუდულია. ბუნებაში გამოსხივების ბევრად უფრო ვრცელი დიაპაზონი არსებობს, ვიდრე ჩვენს თვალს შეუძლია აღქმა. განგებამ ჩვენი მხედველობის არეალი 400-დან 800 ნმ დიაპაზონში შემოსაზღვრა. სამწუხაროდ შეუიარაღებელი თვალისთვის მის გარე უბნები უხილავია, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობენ. მაგრამ რასაც ვხედავთ, იმასაც ძალიან სუბიექტურად ვეკიდებით. მაგალითად, არსებობს ორი ფერი, რომლებსაც ყველა სულიერი მეტ–ნაკლებად ერთნაირად აღიქვამს, მათ შორის – დალტონიზმით დაავადებული ადამიანებიც. მაგრამ სინამდვილეში “თეთრი ” და “შავი ფერი“,როგორც ასეთი, არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ “თეთრს” ვეძახით, რეალურად შვიდი ფერის ნაკრებს წარმოადგენს (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს შვიდი ფერიც პირობითია, სინამდვილეში რამდენიმე მილიონი ფერი არსებობს). ხოლო“შავი“ნიშნავს, რომ ფერი ანუ გამოსხივება საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენ ფერებს, იქაც დიდი სუბიექტივიზმი ბატონობს. საგანი, რომელსაც ჩვენ წითლად ვხედავთ (წითელს ვეძახით), სინამდვილეში მოლურჯო–მწვანეა. რატომ? მოდი, ამ საკითზე ცოტა დაწვრილებით ვისაუბროთ.
ყველა ნივთიერებას შესწევს უნარი, მასზე დასხივებისას სინათლე შთანთქოს. მაგრამ ყველა ნივთიერებამ იცის თავისი “რაციონი” – პლანკის თეორიის თანახმად, გამოსხივების ფართო დიაპაზონიდან იგი მხოლოდ მისთვის“შესაფერის“ტალღებს შთანთქავს, ხოლო დანარჩენების მიმართ გულგრილი რჩება – აირეკლავს ან გაატარებს.
ჩვენ თვალამდე სწორედ ეს “ნასუფრალი” სინათლე აღწევს. როდესაც წითლად შეფერილ საგანს “თეთრი” სხივი ანუ შვიდი ფერის სხივების ნაკრები ეცემა, მათგან მომწვანო–ლურჯ სხივს აარჩევს და შთანთქავს, დანარჩენებს კი გაატარებს ან აირეკლავს. დარჩენილი ფერები ახალ კომბინაციას წარმოქმნიან, რომელიც “თეთრის” ნაცვლად იძლევა წითელ ფერს. ამიტომ ვეძახით მომწვანო–ლურჯ საგანს წითელს.

|
ტალღის სიგრძე,
ნმ
|
სპექტრალური ფერი |
დამატებითი ფერი (ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ) |
| 400-435 | იისფერი | მომწვანო–ყვითელი |
| 435-480 | ცისფერი | ყვითელი |
| 480-490 | მომწვანო–ლურჯი | ნარინჯისფერი |
| 490-500 | მოლურჯო–მწვანე | წითელი |
| 500-560 | მწვანე | მეწამული |
| 560-580 | მოყვითალო–მწვანე | იისფერი |
| 580-595 | ყვითელი | ლურჯი |
| 595-605 | ნარინჯისფერი | მომწვანო–ლურჯი |
| 605-730 | წითელი | მოლურჯო–მწვანე |
| 730-760 | მეწამული | მწვანე |
გარდა ამისა, ფერის აღქმის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც. აქაც ძალიან ხშირად გვაცდუნებს ხოლმე ჩვენი თვალი. ბატონ ადელსონს არაერთი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული ფერის შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე. დავაკვირდეთ, ქვემოთ მოყვანილ სურათს და შევაფასოთ A და B უჯრების ფონის ფერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ A უჯრის ფონს უფრო მუქ ტონალობაში ხედავთ ვიდრე B უჯრის ფონს. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მე თავადაც ასე ვხედავ, თუმცა მეორეს მხრივ ვიცი, რომ ორივე ერთი და იგივე ფერია.

არ მიჯერებთ,
მაშინ მოდით ამ ვიდეო კლიპს შევხედოთ. https://www.youtube.com/watch?v=z9Sen1HTu5o
ნუ გეგონებათ, რომ ვინმე გატყუებთ, – ეს თქვენი თვალი და წარმოდგენა იტყუებიან. ადამიანები მიჩვეული ვართ სამ განზომილებაში ცხოვრებას და აზროვნებას. სამ განზომილებაში კი ცხოვრება სავსეა ჩრდილებით. როდესაც ვაკვირდებით B უჯრას, რომელიც ცილინდრის ჩრდილი ეცემა, ჩვენი თვალი კი ხედავს მას ისეთივე მუქად, როგორც A უჯრას, მაგრამ ქვეცნობიერი არ უჯერებს “საკუთარ თვალებს“და მას ღია ფერად აღიქვამს. თავს ვიტყუებთ, გვგონია, რომ მუქად იმიტომ გვეჩვენება, ჩრდილი ამუქებს, ხოლო რეალურად ღიაა.
აქედან გამომდინარე, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი თვალი და იმდენი წარმოდგენაა. ჩვენ ყველანი ჩვენი წარმოდგენების ტყვეები ვართ ფერის აღქმაშიც და სხვა დანარჩენშიც. ამიტომ, მოდი, კარგად დავაკვირდეთ – მოსწავლე, რომელიც ბოლო მერხზე ზის, ვინ იცის, პირველ მერხზე სულ სხვა ვინმედ მოგვეჩვენოს.
კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი
კომპიუტერმადა ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. ამას ყველა კომპიუტერის მომხმარებელი ხვდება, მაგრამ ზოგიერთი ცვლილება ერთი შეხედვით თვალსაჩინო არ არის. მაგალითად, შეიცვალა ინფორმაციის დამახსოვრების მოდელი. ერთხელ დიდი ინტერესით გავეცანი გამოკვლევის შედეგებს, რომლებიც ცხადყოფდა, რომ დღეს ადამიანები ვცდილობთ დავიმახსოვროთ არა ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, არამედ ადგილი, წყარო, სადაც ამ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, მისი დამახსოვრება აღარ არის საჭირო, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ინფორმაციის წყაროს.
აი, მეც, სანამ ამ წერილის წერას შევუდგებოდი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, ადრე ჩანიშნულ ინტერნეტმისამართებსაც გადავავლე თვალი და შევეცადე, ცალკეული ნაწილებისგან ერთიანი სურათი შემედგინა.
ციფრული ეპოქის აბორიგენები
ტერმინი “ციფრული ეპოქის აბორიგენები” (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მეცნიერმა ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა უმაღლეს სასწავლებელში “ახლად მოსული” სტუდენტების აღსანიშნად. მისი თქმით, ტერმინი იმ ახალგაზრდებს მიესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 ფორმატის მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან, როდესაც დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე იდგა მათ სახლებში და თამაშ–თამაშში დაეუფლნენ ამ ტექნოლოგიას. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოიდგენენ. უფროს თაობას კი თავის დროზე კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. როდესაც ისინი დაიბადნენ, ეს ყველაფერი – ყოველ შემთხვევაში, ამ დოზით – არ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ციფრული, ტექნოლოგიების ეპოქის ემიგრანტია.
ემიგრანტების უმრავლესობა შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები იმეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ, კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც იმეილს გააგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ, ურთიერთობის დამყარებისას ახალ პარტნიორს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აგებულ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან, მაშინ როდესაც ციფრული ეპოქის აბორიგენებისთვის ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი, რომელიც შესაძლოა სინამდილეში ვერც ვერასოდეს ნახონ, ზოგჯერ სავსებით რეალური მეგობრად იქცევა.
როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან
როგორც მარკ პრენსკი ამბობს, ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიც – სხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ, ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ, პარადოქსული სიტუაცია იქმნება. თავად განსაჯეთ – მასწავლებელმა, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ლაპარაკობს, როგორ უნდა ასწავლოს სტუდენტებს? სწორედ ამ დროს იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით, მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება, რას სთხოვენ, რა უნდათ მათგან იმ ადამიანებს, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი
ამრიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი (Margaret Mead) პოლინეზიაში, სამოაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ურთიერთობებს სწავლობდა. იგი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა თანამედროვე საზოგადოებაში თაობათა შორის წარმოქმნილ კონფლიქტს და გაკვირვებული დარჩა, როდესაც პოლინეზიელ პაპუასებში ასეთი რამ ვერ აღმოაჩინა. მარგარეტ მიდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამოაზე თაობათა კონფლიქტის პრობლემა საერთოდ არ არსებობდა და მოზარდების სოციალიზაციის პროცესი სირთულეების გარეშე მიმდინარეობდა.
თავის ნაშრომში “Coming of Age in Samoa” მარგარეტმა კულტურის გადაცემის სამი ტიპი გამოყო.
პირველია პოსტფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები წინაპრებისგან სწავლობენ.
მეორეა კონფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები თანატოლებისაგან სწავლობენ.
მესამეა პრეფიგურაციული ტიპი, სადაც მოზრდილები სწავლობენ ახალგაზრდებისაგან.
პრეფიგურაციული კულტურები მეოცე საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და ემყარება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს. მსგავსი კულტურა წარმოადგენს თაობათა შორის სოციალური ურთიერთობის ახალ ფორმას, როდესაც უფროსი თაობის ცხოვრების სტილი აღარ არის წნეხი ახალგაზრდობისთვის. ცოდნის განახლების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ შესაძლოა ახალმა თაობამ უფრო მეტი იცოდეს. თაობათა შორის კონფლიქტი მწვავდება და ახალგაზრდული სუბკულტურები შესაძლოა კონტრკულტურად გადაიქცეს.

დაბოლოს, რამდენიმესაინტერესოლინკი:
მარკ პრენსკის ნაშრომები:
https://www.marcprensky.com/writing/
მარგარეტ მიდის შესახებ:
როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები
როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები
რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა?
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ სასწავლო პროცესის დაგეგმვას: ესაა წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული. წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა – დროის ცალკეულ დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. პედაგოგთა ნაწილში ჩნდება შინაგანი პროტესტი სასწავლო პროცესის დაგეგმისადმი, მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა ზღუდავს მათ შემოქმედებითობას, თავისუფლებას. მათგან ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად, სასწავლო პროცესს უნდა აგებდეს სიტუაციიდან გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც”.
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი
მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტგაკვეთილი, რომელსაც ეძღვნება წინამდებარე სტატია.
პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება: პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტი და სხვ.
პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისგან.
პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის – როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის – კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები.
პროექტგაკვეთილი მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას, როგორც სასწავლო პარტნიორმა, სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია.
ფიზიკა ამოცანებში 2
წინამდებარე წერილში ჩვენ ვაგრძელებთ კინემატიკური ამოცანების განხილვას. ვიდრე ახალ ამოცანებს შემოგთავაზებდეთ, შევეხებით წინა წერილის ბოლოს დასმული ამოცანის ამოხსნის ალტერნატიულ გზას.





ვრცლად

