ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გენეტიკა და კრიმინალისტიკა

გენეტიკაში შემუშავებული მეთოდები სწრაფად ინერგებოდა კრიმინალისტიკაში. მათიმეშვეობით ახერხებდნენ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას. მაგალითად, მას შემდეგ,რაც გალტონმა 1892 წელს თითის ანაბეჭდების (finger prints) ინდივიდუალობადაადგინა, მათი კრიმინალისტიკაში გამოყენება დაიწყეს. ეს ინოვაცია იმდენადპოპულარული გახდა, რომ მრავალ დეტექტიურ ნაწარმოებშიც აისახა. თუნდაც ა. კონანდოილის “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალში”. თუმცა ზოგიერთ მეთოდს უთუოდაკლდა სანდოობა ტექნოლოგიური დაუხვეწაობის გამო. მაგალითად, თუ დანაშაულისადგილას სისხლის კვალს იპოვიდნენ, ნიმუშს ეჭვმიტანილის სისხლს ადარებდნენ, მაგრამსისხლის ჯგუფობრიობაზე ბუნდოვანი წარმოდგენის გამო მოსამართლეებსშესაძლოა უსაფუძვლოდ გაემტყუნებინათ ან გაემართლებინათ ეჭვმიტანილი.

1946 წელს კალიფორნიის სასამართლომ ჩარლი ჩაპლინი რამდენიმე მომჩივანი ბავშვისბიოლოგიურ მამად აღიარა. სისხლის ანალიზის შედეგით, “ბრალდებულისა” და მისიმომჩივანი “შვილების” ნათესაობა არ დასტურდებოდა. სასამართლომ ანალიზის მონაცემები არასაიმედოდ მიიჩნიადა საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა.

პრიორიტეტული და გაცილებით უტყუარია დნმ-ს ანალიზზე დამყარებული მონაცემები. 1984 წელს ინგლისელმამკვლევარებმა ალექს ჯეფრიმ და ვიკი უილსონმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მინისატელიტური დნმ. ისინიგენის ევოლუციას იკვლევდნენ. სელაპისა და ადამიანის კუნთის ცილა მიოგლობინის გენს შუა ნაწილში აღმოაჩნდამოკლე მონაკვეთი (სატელიტური დნმ), რომელიც მრავალჯერ მეორდებოდა. გენი ამ ნიშნით სპეციფიკურია და მისი მეშვეობით ინდივიდის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. მალე მინისატელიტური დნმ სხვა გენებშიც გამოავლინეს.ქრომოსომაში მინისატელიტები გენეტიკურ “თითის ანაბეჭდს” წარმოადგენს. შემუშავებული გენეტიკურიმეთოდით პიროვნების იდენტიფიკაციამ რევოლუცია მოახდინა კრიმინალისტიკაში.

დნმ-დიაგნოსტიკის მეთოდი სამძებრო პრაქტიკაში პირველად 1986 წელს ინგლისში გამოიყენეს. სოფელ ნარბოროს(ლესტერშირის საგრაფო) მახლობლად ბუჩქნარში 15 წლის გაუპატიურებული მოსწავლე გოგონას – დაუნ ეშუორსისგვამი იპოვეს. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ ადგილობრივი ჰოსპიტლის ახალგაზრდა მტვირთავს რიჩარდბაკლანდს მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალი წაუყენა და დააკავა. შესაძლოა, გამოძიება ამითდასრულებულიყო, მაგრამ გარემოებას ის ართულებდა, რომ ამავე სოფელში სამი წლის წინ უკაცრიელ მინდორშიმიაკვლიეს 15 წლის მოსწავლის ლინდა მანის გაუპატიურებულ გვამს. იკვეთებოდა, რომ ორივე დანაშაული ერთიდა იმავე პირის მიერ იყო ჩადენილი. ბაკლანდმა მხოლოდ ეშუორსის მკვლელობა აღიარა, მაგრამ კატეგორიულადუარყოფდა მეორე ბრალდებას.

პოლიციამ გაზეთიდან შეიტყო ა. ჯეფრის აღმოჩენის შესახებ და დახმარებისთვის მიმართა მას. ორივე გვამიდანაღებული სპერმის სინჯი გენეტიკურად იდენტური აღმოჩნდა, მაგრამ იგი არ ემთხვევოდა რ. ბაკლანდისსისხლიდან გამოყოფილ დნმ-ს პროფილს. პირველად კრიმინალისტიკის ისტორიაში გენეტიკური მეთოდითპიროვნების უდანაშაულობა იქნა დამტკიცებული (მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი იბრალებდა დანაშაულს!)და ბაკლანდი გაათავისუფლეს. ხუთი თვის შემდეგ სოფლის მკვიდრ 1 500 მამაკაცს სისხლი აუღეს და გენეტიკურიანალიზი ჩაატარეს. ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ შუბი ხალთაში ვერ დაიმალა – საკმაო ხნის შემდეგ,ლუდხანაში თავშეყრისას, პურსაცხობის ერთმა მუშამ მეგობრებს უამბო, რომ ძმაკაცის თხოვნით მოუხდასაანალიზოდ სისხლის ჩაბარება. მუშებმა ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. გამოავლინეს დამნაშავე – ამავეპურსაცხობის მუშა კოლინ პიტჩფორკი. შენახული ნიმუშის დნმ-ს პროფილი ეჭვმიტანილისას დაემთხვა.პიტჩფორკმა აღიარა დანაშაული და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სადღეისოდ გენეტიკური დაქტილოსკოპია ანუ დნმ-ფინგერპრინტი გაცილებით სრულყოფილი და დახვეწილია.დანაშაულის გახსნა დნმ-ს ანალიზით არა მარტო საიმედო, არამედ ერთადერთი უალტერნატივო საშუალებაა.ანალიზისთვის იყენებენ დანაშაულის ადგილზე მოპოვებულ ბიოლოგიურ მასალას (სისხლის წვეთს, თმას, სპერმას,რბილი ქსოვილის ნაწილებს, ნერწყვს და სხვ.). მასალიდან გამოყოფენ დნმ-ს, რომელსაც ფერმენტით(რესტრიქტაზით) მცირე ფრაგმენტებად ხლეჩენ. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) დნმ-ს ფრაგმენტებსასინთეზებენ და მათი რაოდენობა კოლოსალურ რიცხვს აღწევს. ფრაგმენტები ექვემდებარება გელ-ელექტოფორეზს.ეს უკანასკნელი თავისებური საცრის როლს ასრულებს და სხვადასხვა სიგრძის დნმ-ს ფრაგმენტებს ცალ-ცალკედააჯგუფებს. ფრაგმენტები წინასწარაა მონიშნული და მათი გამოვლენა სხვადასხვა გზით (ფლუორესცენციით,რადიაქტიული ნიშნით) არის შესაძლებელი. გელზე დნმ-ს ფრაგმენტები ზოლებს ქმნიან. ზოლების სისქე და გრძივიურთიერთგანლაგება გარკვეულ პროფილს ქმნის. როდესაც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან აღებული მასალისდნმ-ს პროფილი ემთხვევა ეჭვმიტანილისას, დამნაშავე ამოცნობილია.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მავანი თავს გამოჩენილი მდიდარი პიროვნების მემკვიდრედ ასაღებს. მაგალითადსაქართველოში ატეხილ ალიაქოთს მოვიყვანთ. ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით თხრობას შორიდანდავიწყებთ.

ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის დახვრეტის (1918) შემდეგ გავრცელდა მითი, თითქოს უმცროსი ქალიშვილიანასტასია ჯალათებს გაექცა და გადარჩა (ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ). ასევე გავრცელებულია აზრი, თითქოსევროპის ბანკში ინახება დაახლოებით ტრილიონი დოლარის ღირებულების განძი, რომელიც იმპერატორისა დამისი ოჯახის საკუთრებაა. ბოლშევიკურმა მთავრობამ არაერთხელ მოითხოვა “კანონიერ მემკვიდრეს” -ბოლშევიკურ რუსეთს დაბრუნებოდა იმპერატორის მიერ “ნაძარცვი” ქონება. განძის დაბრუნების ყველა მცდელობაფიასკოთი დასრულდა. ბანკი მკაცრად იცავს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ უფლებას.ევროპაში არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა, როდესაც “მეფის ასული ანასტასია” კუთვნილ განძსმოითხოვდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ სასამართლოს უფლისწულ ალექსეის (დახვრიტეს 14 წლისა)მრავალმა “შვილმა” და “შვილიშვილმა” მიაშურა განძის მისაღებად. მომჩივანებს მხედველობიდან გამორჩათ, რომუფლისწული ჰემოფილიით იყო ავად, ასეთი ადამიანები კი, წესისამებრ, სქესობრივი სიმწიფის ასაკს ვერ აღწევენ.

ათიოდე წლის წინ იმერეთში (ხარაგაულში) მცხოვრებმა 100 წლის ნატალია ბილიხოძემ “საიდუმლო” გაამჟღავნა დათავი იმპერატორის ქალიშვილად გაგვაცნო. ახალგამომცხვარმა “ანასტასია რომანოვამ” (მისივე თქმით, თავსაფარებდა ნატალია ბილიხოძის გვარ-სახელით) საჯაროდ განაცხადა, რომ მთელ თავის ქონებას მშობლიურ რუსეთსუტოვებს. მაგრამ ყოველივე მორიგი (ალბათ უკანასკნელი!) ბლეფი აღმოჩნდა.

ტესტი (დნმ-ფინგერპრინტი) ხშირად ტარდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. მიზანი ჭეშმარიტი მამისდადგენაა. სასამართლოს მიმართავენ როგორც მარტოხელა დედები (რათა თაღლით მამებს ალიმენტის გადახდაკანონით აიძულონ), ასევე ეჭვიანი მამები, ზოგჯერ – საფუძვლიანად ეჭვიანებიც.

დნმ-ს პროფილის ასაგებად შემუშავებულია ახალი სწრაფი და საიმედო ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაცპიროვნების იდენტიფიცირება მოკლე ხანშია შესაძლებელი. ეს ტექნოლოგია 2001 წელს შეიმუშავეს და პირველადგამოიყენეს აშშ-ში 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მიმართ. ამ ვანდალურიაქტის შედეგად ნიუ-იორკში დაინგრა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობა. ნანგრევებში (15 მილიონი ტონა)მრავალი ადამიანი მოჰყვა და დაიღუპა. სხეულის დეფორმაცია, მაღალი სიცხის გამო გვამების გაძლიერებულიხრწნა მათ ვიზუალურ იდეტიფიცირებას გამორიცხავდა. დამზადდა ნათესავებისა და გვამებიდან აღებულინიმუშებისგან გამოყოფილი დნმ-ს პროფილები. პროფილთა შედარებით მხოლოდ 1700-მდე ცხედრისიდენტიფიკაცია მოხერხდა.

აღწერილია საინტერესო შემთხვევაც, როდესაც დნმ-ს პროფილი დანაშაულის ადგილზე არსებულ მცენარესეკუთვნოდა. დაბა ფენიკის (აშშ) მიტოვებული ქარხნის ნანგრევებთან პარკოსანი ხის (პალო ვერდე – Parkinsonia florida) ქვეშ პოლიციამ ქალის გვამი და მასთან ახლოს დაგდებული მამაკაცის საფულე აღმოაჩინა. მალე საფულისმფლობელის კვალსაც მიაგნეს. დაკითხვისას ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ქალს შეხვდა, მაგრამ ქარხანასთან ყოფნასუარყოფდა. ეჭმიტანილი ვარაუდობდა, რომ მანქანიდან საფულე ქალმა ხელს გააყოლა. დანაშაულის გახსნა სწორედმანქანას უკავშირდება. ძარაში მცენარის ორი პარკი ნახეს. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ ეს პარკები მკვლელობისადგილზე მდგარი მცენარის ტოტიდან შემთხვევით ჩავარდა მანქანის ძარაში. ამის საფუძველს ისიც იძლეოდა, რომხეს მომწიფებული პარკები სწყდება და დაბლა ცვივა. დახმარებისთვის არიზონის უნივერსიტეტის პროფესორტიმოთე ჰელენტიარისუს მიმართეს. მეცნიერმა შეისწავლა როგორც მკვლელობის ადგილას მდგარი, ისემახლობლად არსებული იმავე სახის 18 პარკოსანი ხის დნმ-ს პროფილები. მხოლოდ პიკაპში აღმოჩენილი პარკისადა მკვლელობის ადგილას მდგარი ხის დნმ-ს პროფილები დაემთხვა ერთმანეთს. გაირკვა, რომ ყველა მცენარესსპეციფიკური, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი დნმ-ს პროფილი აქვს. მიუხედავად ცივი უარისა, დამნაშავსდანაშაული დაუმტკიცდა და მკაცრად დაისაჯა.

უნდა ითქვას, რომ ნაფიცი მსაჯულები ზოგჯერ ეჭვით უყურებენ დნმ-ტესტირების მონაცემებს. საქმე ის გახლავთ,რომ გენეტიკური დაქტილოსკოპია (დნმ-ფინგერპრინტი) ძალიან მგრძნობიარე მეთოდია. საკმარისია, სინჯირამდენიმე უცხო მოლეკულით დაბინძურდეს, რომ შედეგი არასწორია. ამის პრეცედენტიც არსებობს. ამერიკულიფეხბურთის ლეგენდარული მოთამაშე ო. ჯეი სიმპსონი ეჭვმიტანილი იყო ყოფილი მეუღლის ნიკოლ სიმპსონისა დამისი მეგობრის რონალდ გოლდმენის მკვლელობაში. ვინაიდან დარღვეული აღმოჩნდა მატერიალური სამხილებისშეგროვების წესები (მასალის აღებისას ეხებოდნენ ნიადაგს, პაკეტებში სველი, გამოუმშრალი ნაცხები მოათავსეს,სათანადო წესით არ მუშავდებოდა პინცეტი, ეტიკეტირებისას აერიათ სინჯები და მისთ., რასაც შეეძლო საკვლევიმასალის დაბინძურება), სასამართლომ დნმ-ს სამხილი ბრალდებისთვის რელევანტურად არ მიჩნია დაეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნო.

უნდობლობის მეორე მიზეზიც არსებობს: მეთოდი ყველა ინდივიდისათვის არ არის უნიკალური. არსებობსალბათობა (თუმცაღა ძალზე მცირე), რომ დამნაშავისა და რომელიმე სხვა პიროვნების დნმ-ს პროფილები მსგავსიაღმოჩნდეს.

გენეტიკური დაქტილოსკოპია წარმატებით გამიყენება დიდი ხნით ადრე გარდაცვლილის ძვლოვანი ნეშტის,მუმიფიცირებული მასალის, ასევე პალეონტოლოგიური განამარხებული ნიმუშების იდენტიფიკაციისთვის.სანიმუშოდ ორ მაგალითს განვიხილავთ.

პალეოგენეტიკოსებმა ამოიცნეს 33 საუკუნის წინ მოღვაწე ძლევამოსილი ეგვიპტელი ფარაონის ტუტანჰამონისსაიდუმლოებით მოცული გენეალოგია. გენეტიკური ანალიზი ჩაუტარეს 15 სხვა და ტუტანჰამონის მუმიიდანაღებულ ნიმუშებს. აღმოჩნდა, რომ ფარაონის მამა ეხნატონი იყო, პაპა – ამენჰოტეპ III, ბებია – დედოფალი თია.დედის სახელი დაუდგენელია (მუმიის კოდია KV35YL). დნმ-ს პროფილების შედარებით გაირკვა, რომ ეხნატონისაკუთარ დაზე ყოფილა დაქორწინებული. ტუტანჰამონის დედა იმავდროულად მისი მამიდაც გახლდათ. ინცესტიფარაონებში გავრცელებული მოვლენა იყო. სისხლის აღრევის გამო ფარაონს ძვლის მემკვიდრეობითი დაავადებაჰქონდა. ტუტანჰამონი (ძვ. წ 1342-1323) სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლისა გარდაიცვალა.

გარკვეული ინტერესის შემცველია რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის წევრებისნეშტთა ექსპერტიზის შედეგები.

საჭიროა თვალი გადავავლოთ ისტორიას, ვინაიდან ახალგაზრდა მკითხველისთვის საქმის დეტალები უცნობია.ტახტიდან ჩამოგდებული რუსეთის იმპერატორი და მისი ოჯახის წევრები ბოლშევიკებს ეკატერინბურგშიშინაპატიმრობაში ჰყავდათ. 1918 წელის 17 ივლისს პროლეტარიატის ბელადის ვ. ლენინის სიტყვიერი მითითებითდა ურალსაბჭოს განკარგულებით, მეფე ნიკოლოზ II, დედოფალი _ ალექსანდრა ფიოდოროვნა, უფლისწულიალექსეი, მეფის ოთხი ასული – ოლგა, ტატიანა, მარია და ანასტასია, ასევე მოსამსახურეები (მეფის ოჯახის პირადიექიმი, ძიძა, მზარეული და სხვები, სულ 15 ადამიანი) ყოველგვარი განჩინების გარეშე ვანდალურად დახვრიტეს.გვამები ხელყვეს, სატვირთო მანქანაზე დაყარეს და საიდუმლოდ გაიტანეს ქალაქგარეთ. მიცვალებულებიმიტოვებული ქვის სამტეხლოს ერთ-ერთ მაღაროში ჩაყარეს, რომელიც მიწით ამოავსეს. ამ ბარბაროსულმა აქტმამთელი ცივილიზებული მსოფლიო შეძრა.

1991 წელს ეკატერინბურგის მიდამოებში აღმოაჩინეს ადამიანთა ჯგუფური სამარხი ძალადობრივი სიკვდილისნიშნებით. იმის გარკვევა, ეკუთვნოდა თუ არა ეს ნეშტები მეფის ოჯახს, ნათელს მოჰფენდა იმპერატორისა და მისიოჯახის სიკვდილის საიდუმლოს.

ტრადიციული ანთროპოლოგიური მეთოდებით დაადგინეს, რომ სამარხში 9 ადამიანის ნეშტი იყო. ძვლისმასალიდან გამოყვეს დნმ და დაამზადეს სინჯები. დნმ-ს მიხედვით განსაზღვრეს სქესი. ანალიზისთვის გამოიყენესკბილის მინანქრის ცილოვანი კომპონენტის, ამილოგენინის, მაკოდირებელი გენი, რომელიც ადამიანის ორივე – Xდა Y სასქესო ქრომოსომებშია ლოკალიზებული. ისინი ზომით განსხვავდებიან, მაგრამ X-ისა და Y-ის გენისპეციფიკური რესტრიქტაზით სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებად იჭრება. გელ-ელექტროფორეზით X ქრომოსომისშემთხვევაში – გელის ერთი, Y-ის შემთხვევაში კი – ორი ზოლი მოჩანს და სქესის ამოცნობა დნმ-პროფილითადვილია. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა 4 მამაკაცი და 5 ქალი.

tyuipkgh

სურ.1 THO1 ალელების მიხედვით დნმ-ს პროფილის მიღება. ქვემოთ მოცემულია დნმ-ს პროფილის ანალიზისშედეგად გამოვლენილი ოჯახური ჯგუფი.

გენეტიკური ნათესაობის დასადგენად ხუთი განსხვავებული გენი გამოიყენეს, მათ შორის – THO1 მარკერი. ესუკანასკნელი ადამიანთა პოპულაციაში 5 ვარიანტის – ალელის – სახით გვხდება. დნმ-ს პროფილის ანალიზითდადგინდა, რომ ახლო ნათესავი იყო ერთი მამაკაცი და ოთხი ქალი (იხ. სურ.1). ამრიგად, გამოავლინეს ხუთიადამიანისგან შემდგარი ოჯახური ჯგუფი: მამა, დედა და სამი ქალიშვილი. ერთი ქალიშვილისა და უფლისწულალექსეის ნეშტი სამარხში არ აღმოჩნდა. იმის დასადგენად, ეს ნამდვილად ნიკოლოზ II-ის ოჯახი იყო თუ არა,ჩაატარეს მიტოქონდრიული დნმ-ს ანალიზი, რომელიც მხოლოდ დედის გზით გადაეცემა შთამომავლებს.შესადარებლად გამოიყენეს მეფისა და დედოფლის იმჟამად ცოცხალი ნათესავების მიტოქონდრიული დნმ-ს (მტ-დნმ) სინჯები, მეფის დედის ხაზით – ჰერცოგ ფაიფისა და გრაფინია შერემეტიევა-სფირის, ხოლო დედოფლისმხრიდან – ედინბურგის ჰერცოგის მტ-დნმ-ს მარკერული გენები. მიღებული შედეგების საფუძველზე საექსპერტოკომისიამ დაასკვნა, რომ ეკატერინბურგის სამარხში აღმოჩენილი ნეშტები ეკუთვნით რუსეთის უკანასკნელიმპერატორს ნიკოლოზ II-სა და მისი ოჯახის წევრებს. მეფისა და მისი ოჯახის წევრების ნეშტები დაკრძალულიარომანოვების საგვარეულო ნეკროპოლისში – პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძარში. თუმცა სრულიად რუსეთისმართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის შედეგები არ არის სარწმუნო და არც ნეშტებია მეფისოჯახისა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი