ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ინფორმაცია მასწავლებლისათვის!

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, რომლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალი სკოლის მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული.

ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს გარემოსდაცვითი განათლების (ფორმალური და არაფორმალური) ხელშეწყობა საქართველოში – საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო პროექტების განხორცილების გზით. ამ კომპონენტში ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

ცენტრი ყველა დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს უფასოდ სთავაზობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ ლექცია-სემინარებს სხვადასხვა თემაზე: ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში (ორჰუსის კონვენცია), ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, ბიომრავალფეროვნება და მისი თანამედროვე საფრთხეები, საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, კატეგორიები, ეკოტურისტული პოტენციალი  და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლებლობა გეძლევათ, პროექტის – „მოხალისე ლექტორების“ ფარგლებში მოისმინოთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომლების მიერ  ჩატარებული ლექცია-სემინარები, რომლებიც მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა, გარემოს დაბინძურების მონიტორინგი; მეტეოროლოგია; ჰიდროლოგია, გეოლოგია – ბუნებრივი კატასტროფები; ოზონის შრის მნიშვნელობა და მისი დაცვა; ატმოსფერული ჰაერის დაცვა; მიწის დეგრადაციის პრობლემა საქართველოში; ტყის მდგრადი მართვა და სხვა. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებს.

აღნიშნული სემინარები დაგეხმარებათ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა ჩართვაში დამატებით აქტივობებში, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

შეხვედრების დაგეგმვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დ განათლების ცენტრი, განათლების პროექტების სამსახური

ცენტრის ვებგვერდი: https://eiec.gov.ge/

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1 76 გ (ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

ტელ.: (032) 2 11 20 23

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი