ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ეს საინტერესოა

როგორც ცნობილია, სწავლების პროცესი ფართო გასაქანს გვაძლევს მოსწავლეთა გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. გაგაცნობთ რამდენიმე სიახლეს, რომლებიც მომზადებულია www.bucknell.edu-სა და news.sciencemag.org-ის მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელსშეუძლია, ეს მასალები თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს.

„მფრინავი პანდა”

 

პენსილვანიის შტატის ბაკნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომლებიც სამხრეთ სუდანში ბუნების დაცვის საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობენ, ცხოველთა სისტემატიკაში ძუძუმწოვართა კლასში ხელფრთიანთა რიგის ახალი სახეობა დაარეგისტრირეს.თავდაპირველად მეცნიერებს ეგონათ, რომ ეს პატარა ცხოველი კონგოს ტერიტორიაზე 1939 წელს აღმოჩენილი სახეობის, Glauconycteris superba-ს, წარმომადგენელი იყო, მაგრამ შესწავლის შემდეგ ის მიაკუთვნეს ცალკე სახეობას –Niumbaha-ს, რაც სუდანის ენაზე იშვიათს, განსაკუთრებულს ნიშნავს, ჟურნალისტებმა კი მას მფრინავი პანდა უწოდეს ამ ცხოველთან გარეგნული მსგავსების გამო. აღმოჩენის თანაავტორია ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საერთაშორისო ორგანიზაცია FFI (Fauna & Flora International). როგორც პროგრამის დირექტორი მეტ რაისი (Matt Rice) ამბობს, ეს აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო სამხრეთ სუდანისთვის, არამედ, საზოგადოდ, მეცნიერებისთვის, რადგან იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონში ბუნების ჯერ კიდევ ბევრი საოცრებაა აღმოსაჩენი და შესასწავლი.

გამოფენა „ვეშაპების ევოლუცია”

ნიუ-იორკში, ამერიკის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში, გაიმართა გამოფენა „ღრმა წყლების გიგანტები”, რომელშიც თვალსაჩინოდაა ნაჩვენები პლანეტის ყველაზე დიდი ბინადრების, ვეშაპების, ევოლუციის გზა.

როგორც მუზეუმის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ამ გამოფენის კურატორი მაიკლ ნოვაჩეკი ამბობს, უკანასკნელ ხანს ვეშაპებზე ბევრი ახალი რამ გახდა ცნობილი, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ვეშაპების უმრავლესობას ოთხკიდურიანი წინაპარი ჰყავდა, რაზეც მათი რუდიმენტული წინა კიდურები მიუთითებს. დაახლოებით 40-55 მილიონი წლის წინათ სანაპიროების ახლოს მობინადრე ეს ოთხფეხა არსებები წყალში გადასახლდნენ. ამის დამამტკიცებელი ფაქტები ნაპოვნია ეგვიპტეში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვეშაპების გენომურმა ანალიზმა მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედგინათ მათი მსგავსება ბალახისმჭამელებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მსგავსება ბეჰემოთთან, რომელიც ასევე წყლის მოყვარულია და საკმაოდ დიდხანს შეუძლია წყალქვეშ ყოფნა.

მეცნიერები ვეშაპების „დინასტიის” ფუძემდებლად მიიჩნევენ გადაშენებულ მცირე ზომის ძუძუმწოვარს – პაკიცეტს (Pakicetus). მისი ჩონჩხი პირველად ამერიკელმა პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს პაკისტანის ტერიტორიაზე. გარდამავალ ფორმად ხმელეთის ძუძუმწოვრებსა და თანამედროვე ვეშაპისნაირებს შორის მიიჩნევა ამბულოცეტი (Ambulocetus) – „მოსიარულე ვეშაპი”, რომლის სიგრძე დაახლოებით სამ მეტრს აღწევდა, ხოლო წონა – 300 კილოგრამს. სწორედ ვეშაპის ამ და სხვა წინაპრების ჩონჩხის ფრაგმენტებს ნახავთ მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში. ზღვის გიგანტი, ლურჯი ვეშაპი, რომლის სიგრძე 30 მ-ს აღწევს, ხოლო წონა – 165 ტონას, დღესდღეობით ფაუნის უდიდესი წარმომადგენელია, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. მუზეუმში წარმოდგენილია ლურჯი ვეშაპის გულის ნატურალური მაკეტი, რომელიც 400 კილოგრამს იწონის.

როგორ საუბრობენ ცხოველები?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები ერთმანეთთან საურთიერთოდ იყენებენ 2000-ზე მეტ ენას, ცხოველებს კი „სასაუბრო” ენა გაცილებით მეტი აქვთ – იმდენივე, რამდენი სახეობაც არსებობს დედამიწაზე. ყველა მგალობელი ჩიტი თავისებურად მღერის. მეტიც – არიან ფრინველები, რომლებიც არ გალობენ, ის კი არა, ხმა საერთოდ არ აქვთ, მაგრამ მაინც ახერხებენ ერთმანეთთან „საუბარს”. მაგალითად, წერო მისალმებისა თუ მუქარის ნიშნად ნისკარტს აწკაპუნებს – საჭიროებისამებრ, ხმამაღლა ან ჩუმად, ხშირად ან იშვიათად. ზოგიერთ ფრინველს ფრთებზე აქვს სპეციალური ნაჭდევები, რომლებიც ფრენის დროს სპეციფიკურ სტვენას გამოცემს. ეს ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია თანამოძმეებისთვის: „ჩვენ მოვფრინავთ”. მაგალითად, როცა ბეკასი (ჩიბუხა) ზემოდან ეშვება წამში დაახლოებით 9-10 მეტრი სიჩქარით, კუდის განსაკუთრებული ბუმბულები გამოსცემენ ტყლაშუნის მაგვარ ხმებს. კოდალა ხეზე მატლის ამოსაყვანად კი არა, არამედ თანამოძმეებისთვის თავის შესახსენებლად აკაკუნებს. თანაც სხვდასხვა სახეობისა – სხვადასხვანაირად, რომ „გზავნილი” გარეშე ყურმა არ გაიგოს. სხვათა შორის, კაკუნი ფართოდ გავრცელებული სასიგნალო სისტემაა ცხოველთა სამყაროში. მაგალითად, ზოგიერთი მერქნის ხოჭო თავის არსებობის შესახებ გარშემო მყოფებს ბუდის შესასვლელზე თავის მირტყმით ამცნობს. მაინდამაინც სასიამოვნო პროცედურა ვერ უნდა იყოს, მაგრამ სხვა რა გზაა – თანამოძმეებს ხმა ხომ უნდა მიაწვდინო…

მეცნიერთათვის დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა, როგორ ატყობინებდნენტერმიტები ერთმანეთს საფრთხეს შორ მანძილზე.ეს გამოცანა მახვილგონივრული ცდისწყალობით ამოიხსნა.აღმოჩნდა,რომ „მცველი”ტერმიტები,შეამჩნევენ თუ არა საფრთხეს, არცმეტი, არც ნაკლები, საბუდარის შესასვლელს გამძაფრებითურტყამენ თავს. ეს ხმაური ესმითდანარჩენებს და საომრად იწყებენ მზადებას.ვარაუდის შესამოწმებლად მეცნიერებმა ბუდისშესასვლელი ხმის ჩამხშობი მასალით ამოფინეს; როცა მცველმა ტერმიტებმა საფრთხის მოახლოებისას განგაში ატეხეს, ბუდეში სიგნალი ვერ მიიღეს და მტერმა ადვილად შეაღწიამათ სამფლობელოში.

კუდისა და ფეხების მიწაზე ძლიერი, დოლისებური დარტყმით „ესაუბრებიან” ერთმანეთსთითქმის მუნჯი ცხოველები -კენგურუები.

ძალიან საინტერესო „საუბარი” აქვთ ობობებს.ცნობილია,რომ დედალი ობობა გამოირჩევააგრესიულობით, მაგრამ იმავდროულად თვალისჩინნაკლულიცაა და თავს ესხმის ნებისმიერმოძრავ ობიექტს,ეს კი შეიძლება აღმოჩნდეს მისი „საქმროც”რომელიც მასთან ძღვენით„ხელდამშვენებული”მოდიოდა, ამიტომ მამრები ძალიან ფრთხილად უახლოვდებიანმდედრებს და თან შორიდან სიგნალებს გამოსცემენ, თითქოს აფრთხილებენ: „მე ვარ,არშემჭამო!” თუმცა მამრი დარწმუნებული არ არის, რომ არ შეიჭმება, ამიტომ საკმარისიამდედრის მკვეთრი მოძრაობა და ის უსაფრთხო მანძილზე გადახტება, მერე კი თავიდან იწყებსმდედრისკენ სვლას. უფრო მარტივადაა საქმე მქსელავ ობობებთან: მამრი მდედრის ქსელთანაბამს საკუთარს და მისი რხევით გადასცემს გარკვეულ სიგნალებს: თავდაპირველად -„ეს მევარ”; მერე კი – „შეიძლება თქვენთან სტუმრად მოსვლა?”

ერთმანეთს „ესაუბრებიან” ნიანგებიც. უფრო მეტიც -პატარა ნიანგები კვერცხიდან აძლევენსიგნალს დედას, რომ ქვიშა გათხაროს და მათ გარეთ გამოსვლაში მიეხმაროს.

სპილოებს გრძნობების გამოხატვა შეუძლიათ ხმით,მაგალითად, ხმადაბალი „ბურტყუნი” დასტვენა სიამოვნებას გამოხატავს,ბღავილი -შიშს,ხოლო გამყინავი საყვირისებური ხმათავდასხმის საფრთხის მაუწყებელია. გარდა ამისა,სპილოები ურთიერთობისთვის ჟესტებსაციყენებენ. ამაში მათ ხორთუმი და ყურები ეხმარება. მაგალითად, თუ სპილოს ხორთუმიდაშვებული აქვს, ესე იგი მშვიდადაა,მაგრამ თუ რამემ შეაშფოთა, მაშინვე ასწევს ყურებსა დახორთუმს.გაბრაზებისას ყურები განზეა გაშვერილი, ხოლო აწეული ხორთუმის ბოლომოხრილია.საერთოდ, „ხორთუმისა და ყურების ენა” ძალზე გამომსახველია. მაგალითად,როცა სპილო ხორთუმის წვერს მიწაზე ურტყამს, ეს ნიშანია იმისა, რომ მტერი ახლოვდება,ხოლო როცა მტერი ახლოსაა, ის მაღლა სწევს ხორთუმს. ეს ნიშნავს:„წინ! შეტევაზე!”ხორთუმით სპილოებიესალმებიან კიდეც ერთმანეთს – ისე გადააჭდობენ, თითქოს ხელსართმევენო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი