პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი მეცნიერული აღმოჩენები სისხლის ჯგუფის სისტემაში

ადამიანის ორგანიზმის შინაგანი გარემოს შემადგენლობისა და ფიზიკური მახასიათებლების მუდმივობის დაცვა ჰომესტაზით ხორციელდება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის დამოუკიდებლად არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სისხლი წარმოადგენს ორგანიზმის შინაგან გარემოს. მას მრავალი სასიცოცხლო ფიზიოლოგიური ფუნქციები აკისრია, რაც განპირობებულია მთელს ორგანიზმში მისი მოძრაობით. ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ტრანსფუზიის (გადასხმის) დროს ასევე შენარჩუნებულ უნდა იქნას მისი ჰომეოსტაზი, თუმცა ზოგჯერ მის დარღვევას იწვევს ფორმიანი ელემენტების საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულები, რომელიც რეციპიენტის ორგანიზმში გამომუშავდება დონორის ერითროციტების და თრომბოციტების საწინააღმდეგოდ.

ABOსისხლის ჯგუფის აღმოჩენა დაკავშირებულია ცნობილი ექიმის სახელთან კ. ლანდშტაინერთან. 1901 წელს გამოქვეყნდა ცნობები ადამიანებში არსებული სისხლის ჯგუფის შესახებ. სრული კლასიფიკაციის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩეხ ექიმს ი. იანსკის. ABO სისტემა გვევლინება მთავარ სეროლოგიულ სისტემად შეთავსებადი ან შეუთავსებადი სისხლის ტრანსფუზიის დროს. სისხლის ჯგუფის ABO სისტემა შედგება გენეტიკურად დეტერმინირებული A და B აგლუტინოგენებისაგან, ხოლო პლაზმაში ორი შესაბამისი a(ანტი- A) და b(ანტი- B) აგლუტინინებისგან. აგლუტინოგენების და აგლუტინინების შეთანწყობა ქმნის სისხლის 4 ჯგუფს, რომელთა პროცენტული სიხშირე მოცემულია ცხრილში

ცხრილი

სისხლის ჯგუფები ჯგუფების დახასიათება
O ab (I) (33,5%) ერითროციტზე არ არის აგლუტინოგენი, მაგრამ პლაზმა შეიცავს ორივე აგგლუტინინს a დაb-ს
Ab (II) (37,8%) ერითროციტზე არის A-აგლუტინოგენი, ხოლო პლაზმაში b-აგლუტინინი
Ba (III) (20,6%) ერითროციტზე არის B-აგლუტინოგენი, ხოლო პლაზმაში a-აგლუტინინი
AB (IV) (8,1%) ერითროციტებზე არის ორივე აგლუტინოგენი (A და B) პლაზმაში კი არ არის არც ერთი აგლუტინინი

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დონორის სისხლი უნდა იყოს იმავე ჯგუფის, რომელ ჯგუფსაც მიეკუთვნება რეციპიენტი. არ უნდა შეიცავდეს იმ აგლუტინოგენს, რომლის საწინააღმდეგოდაც რეციპიენტის შრატში წარმოიქმნება ანტისხეულები, სხვადასხვა სისხლის ჯგუფის შეცდომით გადასხმას მივყავართ ჰემოტრანსფუზიულ გართულებამდე.

ABO სისტემაში აღწერილია ერთი უფრო საინტერესო ქვეჯგუფი, რომელიც არ შეიცავს აგლუტინოგენებს A, B, O, H, მაგრამ შეიცავს ანტისხეულებს a, b, ანტი-O და ანტი-H. ასეთი სისხლი პირველად გამოვლენილ იქნა ქალაქ ბომბეის მცხოვრებლებში და ეწოდა დასახელება “ბომბეის ტიპი”. ასეთი იშვიათი ტიპი აღმოჩენილ იქნა არამარტი ინდოეთში. წარმოშობილ იშვიათ ჯგუფს ხსნიან დომინანტური H–გენის გავლენით ან დეპრესორული გენების მოქმედებით.

საინტერესოა თვით რეზუს სისტემა: (Rh-Hr) ამ სისტემის პირველი ანტიგენი Rho(D), რომელსაც უწოდეს რეზუს ფაქტორი აღმოჩენილ იქნა ადამიანის ერითროციტებზე 1939 წელს, ამერიკელი მეცნიერის ვინერის მიერ კურდღლის შრატების დახმარებით, რომელიც იმუნიზირებული იყო მაიმუნი მაკაკა რეზუსის ერითროციტებით. ადამიანების 85%-ს გააჩნია რეზუს-ფაქტორი: 15% _ ამ ფაქტორს არ შეიცავს. რაც შეეხება რეზუს ანტიგენების სისტემას, იგი წარმოდგენილია 6 ანტიგენით, რომლებიც ისევე როგორც ადამიანის სისხლის სხვა ფაქტორები მემკვიდრეობით გადაეცემა და სიცოცხლის ბოლომდე არ იცვლება. რეზუს ანტიგენების წარმოქმნა კონტროლირდება 3 წყვილი ალელური გენით: Dd, Cc და Ee, რომლებიც განაწილებულნი არიან ორ ქრომოსომაზე. ყოველ ქრომოსომას აქვს უნარი ატაროს 6 ანტიგენიდან მხოლოდ 3, ამასთან ყოველი წყვილიდან 1 გენი D ან d, C ან c, E ან e.

ახალი ცნობები

სისხლის ჯგუფების ცნობილი სისტემის ABO-ს გარდა დღეისათვის არსებობს 28 დამატებითი სისტემა. მათ შორისააკელ (Kell) სისტემა,დაფი (Duffy) სისტემა, კიდი(Kidd) სისტემა და ა. შ. მათ Dდღეისათვის შეემატა ორი ახალი სისტემა. ვერმონტის უნივერსიტეტის ამერიკელმა მკვლევარებმა ფრანგ და იაპონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, რომლის ჯგუფის ხელმძღვანელს წარმოადგენს Bryan Ballif მოახდინეს სისხლის წითელი ბურთულების ზედაპირზე ორი ახალი ტიპის ცილის იდენტიფიცირება. მათ ეწოდათ ლანჯერისი (Langereis) და ჯუნიორი (Junior). ამ ტიპის სისხლი აღმოაჩნდათ 50 ათიათასამდე იაპონელ მოსახლეობას და ასევე ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბოშებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანტიგენები, რომელიც წარმოდგენილია ორი ახალი ტიპის ცილითABCB6 da ABCG2დაახლოებით 10 წლის წინ ორსულ იაპონელი ქალის სისხლიდან იყო გამოყოფილი, რომელსაც ემოქრებოდა ნაყოფის დაკარგვა სისხლთან შეუთავსებლობის გამო. ამ მოვლენის მოლეკულური და გენეტიკური მექანიზმების კვლევა ძიება დღემდე მიმდინარეობდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახლადაღმოჩენილ ცილებს აღმოაჩნდათ რეზისტენტობა კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ბალფის აზრით, ამ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობია სისხლის ჯგუფის დაახლოებით 10-15 სისტემა.

ახალი კვლევების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature Genetics”-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი