ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტები

ყველაზე
ძვირადღირებულ
უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები როგორებიც არიან ჩარლზ დარვინი, ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი და სხვა. აქ მოხვედრა და სწავლა ძალიან რთულია. მაგრამ ეს უკანასკნელი ის საფასურია, რომელიც მსოფლიოს რომელიმე საუკეთესო უნივერსიტეტის
დამთავრებისთვის უნდა გაიღო
. მაშ ასე, რომელია მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი, სადაც სწავლა ყველას ოცნებაა!

1- კემბრიჯის უნივერსიტეტი

ოქსფორდის შემდეგ მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მუდმივად ლიდერობს. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა. დღესდღეობით მათი რიცხვი 31- შეადგენს. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია. ამ
თვალსაზრისით ის სხვა უნივერსიტეტებს შორის
პირველ ადგილზეა.



მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უამრავი რესტორანი და წიგნის მაღაზიაა. კემბრიჯში ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული გასართობი ნავებით სეირნობა და (არქეოლოგიური, ზოოლოგიური და პოლარული) მუზეუმების დათვალიერებაა.

ცნობილი კურსდამთავრებულები: ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯ ბაირონი, სტივენ ფრაი.

სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 14000$.

2- ჰარვარდის უნივერისტეტი

აშშ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც  ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში
მდებარეობს
. ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ნობელის პრემიის ოცდაათმა ლაურეატმა. უნივერსიტეტის მთავარი ფერიაბორდოსფერი. ამ ფერითაა შეღებილი სტუდქალაქის  შენობების უმეტესობა. ბიბლიოთეკები, ადმინისტრაციული შენობები და პირველკურსელთა საერთო საცხოვრებლები ჰარვარდის პარკშია განთავსებული, ხოლო ცნობილი ჰარვარდის ბიზნესსკოლა და სტადიონი, სადაც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი თამაშობს მეზობელ ქალაქ ოლსტონში
მდებარეობს
.

 


                 მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

ჰარვარდში ტურისტად მოხვედრა ძალიან ადვილია. კვირაში რამდენჯერმე აქ უფასო ერთსაათიანი ექსკურსიები ტარდება. როდესაც აქ მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ, ჯონ ჰარვარდის ძეგლთან სურათის გადაღება. სტუდენტების
აზრით
, თუ მის ფეხსაცმელს ხელს გაუსვამ, მაშინ ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებ. 

ცნობილი კურსდამთვრებულები: თეოდორ რუზველტი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეიტსი (აქედან სწავლა ბოლომდე არც ერთმა არ მიიყვან), ჯონ კენედი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, მეტ დეიმონი, ნატალი პორტმანი.

სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 40000$.

3-პრინსტონის უნივერსიტეტი

პრინსტონის უნივერსიტეტი ცნობილიაივი ლიგისასოციაციაში შედის, რომელშიც აშშ 8 უნივერსიტეტია გაერთიანებული. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტების მხოლოდ 8-10 პროცენტი მიიღება. ყველაზე ძველი შენობა – Nassaul Hall, კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაც გასაოცარი ისტორია აქვს: ამერიკული რევოლუციის დროს სწორედ აქ იყო კონფედერაციის კონგრესი. კონგრესის წევრებმა აქ გაიგეს ბრიტანელებისგან პარიზის ზავზე (1783 .) ხელის
მოწერის შესახებ
, რომელიც აშშ დამოუკიდებლად ცნობდა.



მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


ცნობილი კურსდამთავრებულები: ვუდრო ვილსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ჯონ ნეში (ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში)
სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 37 000$.

4-სტენფორდის უნივერსიტეტი

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის შუაგულშიქალაქ პალოალტოსთან მდებარეობს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი წარმატებული კომპანიები დააარსეს, როგორიცაა Hewlett-Packard, Cisco Systems,
Electronic Arts
და Yahoo!



           მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსი უფრო მექსიკურ კურორტს წააგავს, რითაც ის რადიკალურად განსხვავდება კლასიკური პრინსტონის, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებისგან. გარდა ყოველდღიური ექსკურსიებისა, აქ მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ უფასო ლექციებს, რომლებსაც ლექტორები და ახალგაზრდა მეწარმეები კითხულობენ.




ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯონ სტინბეკი, კონდოლიზა რაისი, ტაიგერ ვუდსი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი (Google- დამაარსებელნი), სტივ ფოსეტი.
სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 40 500$.

5-იელის უნივერსიტეტი

ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებთან ერთად ის ცნობილიაივის ლიგისპირველ სამეულში შედის. ამასთან ერთად, იელი სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰარვარდს, რაც განსაკუთრებით ფეხბურთში გამოიხატება.



მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


იელის უნივერსიტეტის კამპუსი ერთერთი ყველაზე თვალწარმტაცია აშშში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული არკებითა და კოლონებით. ექსკურსიის დროს, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სტერლინგის ბიბლიოთეკას, რომელიც 11 მილიონ წიგნთვლის და, აგრეთვე, იელის ხელოვნების გალერეებს, სადაც ევროპისა და აშშის უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ედვარდ ნორტი, მერილ სტრიპი, ჯუდი ფოსტერი, ჰილარი კლინტონი.
სწავლების საფასური: წელიწადში დაახლოებით 40500$.

6-ოქსფორდის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. საუნივერსიტეტო ქალაქი მინი სახელმწიფოს წააგავს, ათეულობით კოლეჯითა და შვიდიჰოლით” (სასწავლო დაწესებულებები კოლეჯის სტატუსის გარეშე), თითოეულ მათგანს საკუთარი რექტორი ჰყავს. ერთსა და იმავე წელს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში განცხადების შეტანა სასტიკად აკრძალულია.



მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ცნობილ კოლეჯ ბალიოლში (Balliol College), რომელიც 1263 წელს დაარსდა, ინგლისის პრემიერ-მინისტრთა უმეტესობა სწავლობდა. ევროპაში უძველესი წიგნსაცავის სახელის მოსაპოვებლად
ბოდლაიენის
ბიბლიოთეკა ვატიკანის
ბიბლიოთეკას უწევს მეტოქეობას
. 


ცნობილი კურსდამთავრებულები: სტივენ ჰოუკინგი, ენდრიუ უალსი (მათემატიკოსი, ცნობილი ფერმას თეორიის დამამტკიცებელი), გრემ გრინი, ოსკარ უალდი, მარგარეტ ტეტჩერი, ტონი ბლერი, დევიდ კამერონი.
სწავლის საფასური: დამოკიდებულია სფეციალობაზე, საშუალოდ წელიწადში 14000$.

7-კოლუმბიის უნივერსიტეტი

კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიცაივის ლიგაშიშედის. იგი კუნძულ მანჰეტენზე, ნიუორკში, 6 კვარტალს იკავებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედისაშშ 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდელი და 25 ოსკარის მფლობელი.



                    მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი


კოლუმბიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, პულიცერის პრემიას. ის ასევე არის, ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი წევრი. სწორედ ამ უნივერისტეტში იყო გამოგონებული პირველი FM-რადიო, facebook-ის წინამორბედი – CampusNetwork.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უორენ ბაფეტი, ჯერომ სელინჯერი, ბარაკ ობამა, კეტრინ ბიგელოუ, მიხეილ სააკაშვილი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 45000$ წელიწადში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი