შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უმბერტო ეკო – ინ­ტერ­ნე­ტი­დან გუ­ტენ­ბერ­გამ­დე

თარგმნა მარინე ხუციშვილმა

პლა­ტონს, “ფედ­რო­სის” და­სას­რულს ას­ე­თი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს: დამ­წერ­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ჰერ­მე­სი ფა­რა­ონს უჩ­ვე­ნებს თა­ვის აღ­მო­ჩე­ნას: “ეს გა­მო­გო­ნე­ბა ად­ა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, და­იხ­სო­მონ ის, რაც სხვაგ­ვა­რად და­ვიწყე­ბას მი­ე­ცე­მო­და”. ფა­რა­ო­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა: “მო­ხერ­ხე­ბუ­ლო ტოტ, მეხ­სი­ე­რე­ბა სა­ო­ცა­რი ნი­ჭია, მას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­და.შე­ნი გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით ად­ა­მი­ა­ნებს მეხ­სი­ე­რე­ბა და­უჩ­ლუნ­გ­დე­ბათ, ის­ი­ნი და­იხ­სო­მე­ბენ არა ში­ნა­გა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით, არ­ა­მედ – გა­რე­გა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით”.

ამ­ა­ში და­ვე­თან­ხ­მოთ ფა­რა­ონს. რო­გორც ყვე­ლა ახ­ა­ლი ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, წე­რაც ად­უ­ნებს ად­ა­მი­ანს. მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლი ვნებს ფე­ხით სი­ა­რულს, წე­რა სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ად­ა­მი­ა­ნებს სთა­ვა­ზობს გაქ­ვა­ვე­ბულ სულს, მი­ნე­რა­ლურ მეხ­სი­ე­რე­ბას.

მაგ­რამ ჩვენს დრო­ში დამ­წერ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბას ასე არ გა­ნიც­დი­ან. ჯერ ერ­თი, ვი­ცით, რომ წიგ­ნი სხვი­სი ფიქ­რე­ბის მით­ვი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი მან­ქა­ნაა. მხო­ლოდ დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ის­ე­თი შე­დევ­რი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, პრუს­ტის “და­კარ­გუ­ლი დრო­ის ძი­ე­ბა­ში”; მე­ო­რეც, თუ ოდ­ეს­ღაც გო­ნე­ბას წვრთნიდ­ნენ, ფაქ­ტე­ბი რომ არ და­ე­კარ­გათ, დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­გო­ნე­ბის შემ­დეგ მეხ­სი­ე­რე­ბის ვარ­ჯი­ში ამ ფაქ­ტე­ბის წიგ­ნ­ში შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დას­ჭირ­დათ. წიგ­ნე­ბი ძილს კი არ ჰგვრი­ან გო­ნე­ბას, აკ­ა­ჟე­ბენ.

ფა­რა­ო­ნი გა­მო­ხა­ტავ­და უძ­ვე­ლეს შიშს, შიშს იმ­ი­სას, რომ ახ­ა­ლი ტექ­ნი­კა რა­ღაც კარგს, დი­დად ფა­სე­ულს, სუ­ლი­ერს შეც­ვ­ლი­და ან მოს­პობ­და. ფა­რა­ონ­მა თით­ქოს ჯერ ნა­წერ­ზე მი­უ­თი­თა, შემ­დეგ – ად­ა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო­ზე და თქვა: ეს (ანუ დამ­წერ­ლო­ბა) მოკ­ლავს იმ­ას (ანუ მეხ­სი­ე­რე­ბას).

აქ უად­გი­ლო არ იქ­ნე­ბა ვ.ჰი­უ­გოს “პა­რი­ზის ღვთის­მ­შობ­ლის ტაძ­რი­დან” ცი­ტი­რე­ბა. სწო­რედ ამ წიგ­ნ­ში აბ­ა­ტი კლოდ ფრო­ლო მი­უ­თი­თებს ჯერ წიგ­ნ­ზე (იმ დროს მხო­ლოდ იწ­ყე­ბო­და წიგ­ნე­ბის ბეჭ­დ­ვა), შემ­დეგ თა­ვის ტა­ძარ­ზე და ამ­ბობს: “ეს მოკ­ლავს მას”.XVსა­უ­კუ­ნე­ში ბეჭ­დ­ვა ახ­ა­ლი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი იყო. მა­ნამ­დე ხელ­ნა­წე­რე­ბი მხო­ლოდ მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ელ­ი­ტის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, ფარ­თო მა­სე­ბის გან­ს­წავ­ლა კი ტაძ­რის ფრეს­კებ­სა და სკულ­პ­ტუ­რულ ფი­გუ­რებს ევ­ა­ლე­ბო­და. შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტა­ძა­რი თით­ქოს მუდ­მი­ვი, შეც­ვ­ლე­ლი ტე­ლეპ­როგ­რა­მა იყო, რაც ად­ა­მი­ა­ნებს სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის აუც­ი­ლე­ბელს აძ­ლევ­და. წიგ­ნე­ბი ხომ მოს­წყ­ვეტ­დ­ნენ სა­ბა­ზო ფა­სე­უ­ლო­ბებს, ხელს შე­უწყობ­დ­ნენ ზედ­მეტ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, წმინ­და წე­რი­ლის თა­ვი­სუ­ფალ გან­მარ­ტე­ბა­სა და არ­ა­ჯან­საღ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას.

მარ­შალ მაკ-ლი­უ­ე­ნის წიგ­ნის, “გუ­ტენ­ბერ­გის გა­ლაქ­ტი­კის” თა­ნახ­მად, ბეჭ­დ­ვის გა­მო­გო­ნე­ბი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბამ­დე გა­და­ი­ლა­ხა აზ­როვ­ნე­ბის სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბა, ხო­ლო 1960-იანი წლე­ბი­დან მას ცვლის უფ­რო გლო­ბა­ლუ­რი აღქ­მა: ჯერ ტე­ლე­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის, შემ­დეგ კი სხვა ელ­ექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ხით.თვითონ მაკ-ლიუენი თუ არა, მისი მკითხველები თითქოს თითს იშვერდნენ ჯერ მანჰეტენის დისკოთეკისკენ, შემდეგ კი წიგნისკენ – სიტყვებით: “ეს მოკლავს მას”.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ სწრაფად აითვისეს იდეა, რომ ჩვენი ცივილიზაცია ორიენტირებული ხდება გამოსახულებებზე, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების დონეს დასცემს. ახლა ეს ისეთი ტრუიზმია, რასაც ჟურნალის სტატიების უმეტესობაში შეხვდებით. მართლაც სასაცილოა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ სიტყვიერების დაცემაზე, როცა მსოფლიოს სცენაზე კომპიუტერი გამოჩნდა.

უდავოა, კომპიუტერი იარაღია გამოსახულების წარმოება-გადამუშავებისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ძველი კომპიუტერები საწერი საშუალება იყო და არა – სანახაობითი: ეკრანზე მიცოცავდნენ სიტყვები და სტრიქონები, მომხმარებელს კი უნდა წაეკითხა. იმ კომპიუტერების თაობის ბავშვებმა ველური სისწრაფით ისწავლეს კითხვა და ახლა ისინი გაცილებით სწრაფად კითხულობენ, ვიდრე წიგნებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის პროფესორები. მოზარდები, თუ ისინი პროგრამირებაზე მუშაობენ, უნდა გამოიცნონ ლოგიკური პროცედურები, ალგორითმები და სწრაფად ბეჭდონ სიტყვები და ციფრები. ამ თვალსაზრისით კომპიუტერი ადამიანებს გუტენბერგის გალაქტიკაში აბრუნებს. ის, ვინც ღამღამობით განუწყვეტლივ დაძვრება ინტერნეტში, იარაღად სიტყვას იყენებს. თუ ტელეხედვა სახეებით წარმოდგენილი სამყაროა, დისპლეი უნივერსალური წიგნია, სადაც სამყარო სიტყვებითაა წარმოდგენილი და გვერდებადაა დაყოფილი.

პირველი კომპიუტერები (წარმოშობით დინოზავრები) ურთიერთობდნენ ნაწერი სტრიქონების საშუალებით. ეს იყო, თუ გნებავთ, მორბენალი წიგნი. თანამედროვე კომპიუტერებში გამოჩნდა ჰიპერტექსტები. ახლა წიგნი მარცხნიდან – მარჯვნივ, მარჯვნიდან – მარცხნივ ან ზემოდან ქვემოთ იკითხება (გააჩნია წერის შერჩეულ ხერხს). ჰიპერტექსტი მრავალგანზომილებიანი ქსელია, რომელშიც თითოეული წერტილი თუ კვანძი დამოუკიდებლად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უკავშირდება ტექსტის ნებისმიერ წერტილსა თუ კვანძს.

ახლა ვუახლოვდებით მკვლელობათა ისტორიის დასასრულს, ანუ რა მოკლავს რას. გვარწმუნებენ, რომCDავიწროებს წიგნებს. ეს რეალობაა თუ მეცნიერული ფანტასტიკა?

თვით ბეჭდვის გამოგონების შემდეგაც კი წიგნის გარდა ინფორმაციის ბევრი მატარებელი ასრებობდა. ესაა ფერწერაც, ხალხური გრავიურებიცა და ზეპირი სწავლებაც, მაგრამ წიგნი რჩებოდა სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ბაზად. წიგნივე იყო დიდაქტიკისთვის ოპტიმალური მასალა.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულყოფასთან ერთად რაღაც შეიცვალა. არცთუ დიდი ხნის წინ ენების შესწავლის ერთადერთი საშუალება (მოგზაურობის გარდა) იყო სახელმძღვანელო, ახლა ხომ სწავლობენ ბავშვები ფირფიტებით, ფილმებით, არჩევენ წარწერებს საფუთავებზე. შესაძლებელია, არაჩვეულებრივად შეისწავლო ფილმებით ძველი რომის ისტორია. ოღონდ სინამდვილის ამსახველი ფილმების შერჩევაა საჭირო. ჰოლივუდის შეცდომა ის კი არაა, ტაციტუსისა და ე.გიბონის ნაცვლად ფილმებს რომ გვჩრის, არამედ ის, რომ იგი ამ ისტორიკოსთა სიამაყით აღსავსე, ან ყოყოჩა და დათაფლული ვერსიებია. კარგი სამეცნიერო-პოპულარული ფილმით, რომ აღარაფერი ვთქვა კარგCD-ზე, გენეტიკას სახელმძღვანელოზე უკეთესად ასწავლი. დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება კულტურულ მუშაობაშიც მონაწილეობს, კულტურამაც ხომ უნდა გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. აუცილებელია მხოლოდ გულმოდგინედ მოფიქრებული საგანმანათლებლო მიდგომა. ენების შესასწავლად ფირი სახელმძღვანელოზე უკეთესია. აზრიანად შერჩეული კომენტარების საშუალებით კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი შოპენით უკეთესად შეიძლება გაერკვე მუსიკაში, ვიდრე კომპოზიტორის მრავლისმომცველი ბიოგრაფიით. ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდეს ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები (მათ სხვადასხვა ამოცანა აქვთ), უნდა სრულიყოს ერთიცა და მეორეც.

შუა საუკუნეებში ხალხისთვის ვიზუალური კომუნიკაცია ნაწერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.შარ­ტ­რის ტაძ­რის ვი­ზუ­ა­ლუ­რი “სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო” არ­აფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ონ­ო­რე ოტ­ონ­ს­კის “სამ­ყა­როს სა­ხეს”.

გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბას პლა­ტო­ნუ­რი ძა­ლა აქვს, იგი ცალ­კე­ულ იდ­ე­ას სა­ყო­ველ­თა­ოდ გარ­და­სა­ხავს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ად­ვი­ლია დარ­წ­მუ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. რო­დე­საც გა­ზეთ­ში წა­ვი­კითხავ, რომ მის­ტერ იგ­რეკ­მა იქ­სი პრე­ზი­დენ­ტად წა­მო­ა­ყე­ნა, ვი­ცი, რომ გად­მო­ცე­მუ­ლია მის­ტერ იგ­რე­კის აზ­რი. მაგ­რამ თუ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი პი­რი (არ­ა­და, სხვა კი არ­ა­ვინ, თუ არა მის­ტერ იგ­რე­კი) აგ­ი­ტა­ცი­ას უწ­ევს იქ­სის პრე­ზი­დენ­ტო­ბას, მა­შინ ინ­დი­ვი­დუ­უ­მის აზ­რი აღ­იქ­მე­ბა, რო­გორც სა­ყო­ველ­თაო ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

ხში­რად ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მა­ლე გა­იხ­ლი­ჩე­ბა (ან უკ­ვე გა­იხ­ლი­ჩა) ორ კლა­სად. ერ­თი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორს უყ­უ­რებს, ანუ მხო­ლოდ მზა სა­ხე­ებ­სა და სამ­ყა­როს შე­სა­ხებ მზა გან­ს­ჯას ღე­ბუ­ლობს და მე­ო­რე, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რანს უყ­უ­რებს, ანუ შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს და გა­და­ა­მუ­შა­ოს ინ­ფორ­მა­ცია.

თემა სამეცნიერო ფანტასტიკისათვის: მომავალი, სადაც უმრავლესობა მხოლოდ ვიზუალური ტელეკომუნიკაციებით სარგებლობს. ეს კომუნიკაცია კი კომპიუტერული და ლიტერატურული ელიტის მიერ იგეგმება.

დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: გაანადგურებს თუ არა კომპუტერი წიგნს? არის ორი კატეგორიის წიგნი: ერთი – საკითხავი, მეორე – ცნობარები და საკონსულტაციო წიგნები. პირველი იმ პრინციპით იკითხება, რასაც მე ვუწოდებ “დეტექტიურ ისტორიას”. იგი იწყება იმით, რომ პირველ გვერდზე ხდება მკვლელობა, რომელსაც მთელი წიგნის მანძილზე იძიებენ, რათა ბოლო გვერდზე აღმოჩნდეს, რომ, როგორც ყოველთვის, მკვლელი სახლმმართველია. ავტორს სურს, კითხვა პირველი გვერდიდან დაიწყოთ, წაიკითხოთ მის მიერ შემოთავაზებული გამოძიების შესახებ და შემდგომ დასკვნასაც თვითონვე მოგართმევთ. ერთადერთნი, არანორმალურები, ვინც ასე არ კითხულობს მსგავს წიგნებს, უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ისინი ციებიანივით ახტებიან გვერდებს, ეძებენ რა მინიშნებებსა და ანალოგიებს პირველსა და ბოლო თავს შორის. მათი საუკეთესო საქმიანობაა, გამოიკვლიონ ბიბლიასთან კავშირი და ა.შ. მაგრამ კითხვის ეს ხერხები არასპეციალისტს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად მოეჩვენება.

არსებობს წიგნების მეორე კატეგორიაც: წიგნები კონსულტაციისთვის, ცნობარები, ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები. ბუნებრივია, რომ სკოლაში წიგნს თავიდან ბოლომდე კითხულობ. პრინციპში, ასეთი წიგნების ერთიანად წაკითხვა არაა აუცილებელი და საკითხავი თემის შერჩევა შეგიძლია. ვთქვათ, როცა გინდა ლოგარითმის განმარტება, პოულობ ამა და ამ გვერდზე. ასეთი წიგნი თაროზე ინახება არა იმისთვის, რომ ძილის მოსაგვრელად წაიკითხო, არამედ ათ წელიწადში ერთხელ რომ გადაშალო. ასეთი წიგნები სპორადული დანიშნულებისაა და არასოდეს იკითხება სიტყვასიტყვით. ისტორია ისეთი ადამიანისა, ენციკლოპედიას თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხავს, ფსიქიატრებისთვის მზა დიაგნოზია. ნორმალური ადამიანები ამ წიგნს გადაშლიან, რათა გაიგონ, როდის მოკვდა ნაპოლეონი ან როგორია გოგირდმჟავას ფორმულა. უნივერსიტეტის პროფესორები ხომ ენციკლოპედიას გამოძრომის განსაკუთრებულ ხერხად ხმარობენ. ნორმალური საკითხავი წიგნის კითხვა მათ არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, განსაკუთრებულად მკაცრი სისტემით ხელმძღვანელობენ ენციკლოპედიაში ჩახედვისას.

დავუშვათ, მინდა ვნახო, შეეძლო თუ არა ნაპოლეონს, კანტს შეხვედროდა. რასაკვირველია შემიძლია ჩავძვრე ნაპოლეონის ან კანტის ბიოგრაფიებში, უფრო კი კანტისაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს შეხვედრია ნაპოლეონი. აი, კანტის ბიოგრაფიაში კი ნაპოლეონთან შეხვედრას მოიხსენიებენ. ამ ცნობის მოსაპოვებლად მე მომიწევს თაროებზე ძრომიალი, დამქანცველი, ბინძური ფიზიკური სამუშაოს შესრულება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ ხომ არ გამოიყურებიან უნივერსიტეტის პროფესორები ასე ღონემიხდილნი და დამტვერილნი?

ჰიპერტექსტში კი, როგორც თევზმა წყალში, შემიძლია ვიცურაო სხვადასხვა აზრობრივ ფენებში. განსხვავებით ენციკლოპედიისგან, სადაც ჩემთვის საჭირო ცნობები გაფანტულია, ჰიპერტექსტი მომცემს ყველა სიტყვის ჩამონათვალს ასო ა-ზე, ყველა იმ შემთხვევას გამოვავლენ, როცა ნაპოლეონის სახელი ემთხვევა კანტისას, შევადარებ ბევრი ადამიანის ბიოგრაფიულ თარიღებს. მოკლედ, იმ ყველაზე მტვრიან, ბინძურ და მომქანცველ ფიზიკურ სამუშაოს რამდენიმე წუთში ვასრულებ.

ადამიანს, შესაძლოა, უბრალოდ არ ჰყოფნის ფული “ბრიტანიკის” შესაძენად, მაგრამ რომც ეყოს, ეს ფული მაინც არასაკმარისი აღმოჩნდება შესაფერისი ბინის დასქირავებლად, ეს ფოლიანტები რომ დაეტიოს. შეეცადეთ, იაპონელს აჩუქოთ “ბრიტანიკა” და ნახავთ, სად ააკოკოლავებს ამ წიგნებს.

ჰიპერტექსტი უსარგებლოდ აქცევს ლექსიკონებსა და ცნობარებს. მაგრამ შეუძლია თუ არა კომპიუტერს საკითხავი წიგნის შევიწროება? – აი, ესაა საკითხავი. ასევე, შეუძლია თუ არაCDROM-ს შეცვალოს საკითხავად განკუთვნილი ნაწარმოების ბუნება?

როდესაც თორმეტ საათს კომპიუტერთან გავატარებ და თვალები ჩოგბურთის ბურთივით გამიხდება, საარსებო მოთხოვნილებას ვგრძნობ, ჩავეგდო ნებისმიერ სავარძელში და ჩავეფლო გაზეთში ან საყვარელ ლექსებში. ვიტყვი ასე: კომპიუტერები წიგნიერების ახალ ფორმას ავრცელებენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ინტელექტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რასაც თვითონვე აძლევენ სტიმულს.

წიგ­ნის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სან-მა­რი­ნო­ში გა­მარ­თულ სიმ­პო­ზი­უმ­ზე რე­ჟი დერ­ბე ამ­ბობ­და, რომ ძვე­ლებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რა წიგნს ეყრ­დ­ნო­ბო­და, რად­გან ძვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი მომ­თა­ბა­რე­ობ­დ­ნენ. ეს მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბაა. ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დ­ნენ, თა­ვი­ან­თი ის­ტო­რია ობ­ე­ლის­კებ­ზე ამ­ო­ეკ­ვე­თათ, მაგ­რამ მო­სეს არ შე­ეძ­ლო. ვი­საც წი­თე­ლი ზღვით უნ­და სი­ა­რუ­ლი, თა­ვი­სი სიბ­რ­ძ­ნე მხო­ლოდ გრაგ­ნი­ლის ფორ­მით შე­უძ­ლია თან წა­ი­ღოს და არ­ა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ობ­ე­ლის­კის სა­ხით. სხვა­თა შო­რის, მე­ო­რე მომ­თა­ბა­რე ცი­ვი­ლი­ზა­ცია – არ­ა­ბე­ბი­სა, ას­ე­ვე ეყრ­დ­ნო­ბო­და წიგნს და უპ­ი­რა­ტე­სო­ბას ან­ი­ჭებ­და და­წე­რილ ნა­ხატს.

წიგ­ნებს კი­დევ ერ­თი უპ­ი­რა­ტე­სო­ბა აქვთ: თვით თა­ნა­მედ­რო­ვე და­ჟან­გულ ქა­ღალ­დ­ზე და­ბეჭ­დი­ლიც კი, რო­მე­ლიც ცოცხ­ლობს არ­ა­უ­მე­ტეს 70 წლი­სა, უფ­რო გამ­ძ­ლეა და დღეგ­რ­ძე­ლი, ვიდ­რე მაგ­ნი­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რი.

ჰი­პერ­ტექ­ს­ტუ­ა­ლურ ფორ­მა­ში დე­ტექ­ტივს შე­უძ­ლია, მკითხ­ველს ამ­ო­არ­ჩე­ვი­ნოს მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­სურ­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი სი­უ­ჟე­ტი შექ­მ­ნას. მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტია, მკვლე­ლი სახ­ლ­მ­მარ­თ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინ­მე სხვა, თუ სუ­ლაც – გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ეს იდეა ახ­ა­ლი არაა. კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­გო­ნე­ბამ­დე დი­დი ხნით ად­რე მწერ­ლე­ბი ოც­ნე­ბობ­დ­ნენ ბო­ლომ­დე ღია ტექ­ს­ტ­ზე, რი­სი უთ­ვა­ლა­ვი სა­ხით გა­და­წე­რა მკითხ­ველს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­ეძ­ლე­ბო­და. ას­ე­თი იყო სტე­ფან მა­ლარ­მეს “წიგ­ნის” იდეა.

ესაა ფი­ზი­კუ­რი დე­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის მზად­მ­ყო­ფი ტექ­ს­ტის იდეა, რაც მკითხ­ველს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას უქმ­ნის. მაგ­რამ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ილ­უ­ზიაა. ერ­თა­დერ­თი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც უთ­ვა­ლა­ვი წიგ­ნის წარ­მო­შო­ბას ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ან­ი­ჭებს, ათ­ას­წ­ლე­უ­ლე­ბის წი­ნაა გა­მო­გო­ნი­ლი. ესაა ან­ბა­ნი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ას­ო­ე­ბი შობს მი­ლი­არდ ტექსტს და ეს ასეა ჰო­მე­რო­სი­დან დღემ­დე. ამ თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა კარ­გი წიგ­ნის ამ­ო­სა­ვა­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბი და გრა­მა­ტი­კაა. უებს­ტე­რის ლექ­სი­კო­ნის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ,, და­წე­როთ “და­კარ­გუ­ლი სა­მოთხე”.

ჰი­პერ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი რო­მა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის ყუ­რად­სა­ღებ გაკ­ვე­თილს გვაძ­ლევს, მაგ­რამ წე­რი­ლო­ბით “ომ­სა და მშვი­დო­ბას” მივ­ყა­ვართ არა უს­აზ­ღ­ვ­რო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე, არ­ა­მედ გარ­დუ­ვა­ლო­ბის მკაცრ კა­ნო­ნამ­დე. თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის სი­ცოცხ­ლი­სა და სიკ­ვ­დი­ლის ეს გაკ­ვე­თი­ლი უნ­და გა­ვი­ა­როთ და მხო­ლოდ წიგ­ნებს შე­უძ­ლი­ათ გად­მოგ­ვ­ცენ ჩვენ ეს ცოდ­ნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი