ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერის შეფასება

წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
მნიშვნელოვანია
შეფასების პროცესის უწყვეტობა. სასურველია, შეფასება ფოკუსირებული იყოს როგორც წერის პროცესზე, ისე წერის პროდუქტსა და წერის პროცესის
მიმართ მოსწავლეთა
დამოკიდებულებაზე.ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი ფორმით. აღნუსხვის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა შეფასების ცხრილები (სქემები), მოკლე ჩანაწერები, პორტფოლიოები, ხელს უწყობენ ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის წერითი უნარებისა და ინტერესების შეფასებაში.

ამ პროცესში სასურველიაგამოყენებული იყოს როგორც მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და მასწავლებლის შეფასება, ასევე სამივეს კომბინაცია.

წერის ყოველ ფორმა შესაბამისი კრიტერიუმები აქვს. ამ კრიტერიუმებს განსაზღვრავს აუდიტორია, მიზანი და ფორმატი. მოთხრობა განსხვავდება წერილისაგან, ხოლო ორივე განსხვავდება ესესაგან.აქედან გამომდინარე, განსხვავებულია კრიტერიუმებიც. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იცნობდნენ იმ წერითი ფორმატის კრიტერიუმებს, რომელიც შეარჩიეს ან მასწავლებელმა შეურჩია. სასურველია, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ეს კრიტერიუმები ერთად განსაზღვრონ.

ვემოთ
რამდენიმე სახის წერითი დავალებისათვის
მოცემულია ცხრილის (სქემის) ნიმუშებ.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ წერის პროცესის არსი და მისი მნიშვნელობა. როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ,
მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არამარტო წერის პროცესი და პროდუქტი, არამედ მოსწავლის დამკიდებულება წერის მიმართ. ამისათვის გთავაზობთ კონკრეტული საქმიანობის აღწერას.

წერის პროცესის მიმართ მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენა


·                    

დაფაზე ან ფურცელზე დაწერეთ დაუსრულებელი წინადადება: “წერის პროცესი ჩემთვის არის…” შესთავაზეთ მოსწავლეებს მცირე ჯგუფებში მსჯელობის შემდეგ წარმოადგინონ წინადადების დასრულების ვარიანტები.


·                    

ყველას მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მათი აზრები დაფაზე ან ქაღალდზე დაწერეთ. ზოგიერთი აზრი შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველიც იყოს (მაგალითად: დამღლელია, დიდ დროს მოითხოვს, უინტერესოა და ა. შ.), მაგრამ მნიშვნელოვანია ათ მოსმენა იმისათვის, რომ შემდეგ შესაბამისი მიმართულებით იმუშაოთ.

გამოიყენეთ მოსწავლეთა პასუხები იმისათვის, რომ გადახვიდეთ წერის შესახებ დისკუსიაზე. მოსაზრებები
განათავსეთ ცხრილში:

წერის პროცესის
დადებითი მხარეები

წერის პროცესის
უარყოფითი მხარეები

 

 

 „უარყოფით
მხარეებში” შესაძლოა უფრო ბევრი მოსაზრება მოხვდეს, მაგრამ
დაეხმარეთ მოსწავლეებს იმის გაგებაში, რომ წერა კომუნიკაციის ბუნებრივი საშუალებაადა ხაზი გაუსვით წერითი კომუნიკაციის მნიშვნელობას. აუხსენით, რომ წერის პროცესში მასწავლებელი და მოსწავლეები ითანამშრომლებენ, ეს მათ
სირთულეების დაძლევასა და
წერითი უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

იმისათვის, რომ
მოსწავლეთა თანამშრომლობას შევუწყოთ ხელი, ვაწყვილებთ მათ და ვთხოვთ, ერთმანეთის
ნაწერის წაკითხვის შემდეგ შეავსონ „აზრთა გაზიარების ცხრილი”.

 

აზრთა გაზიარების ცხრილის ნიმუში

 

ავტორი ——————————————-                  თარიღი———————–

სათაური ——————————————            ჟანრი/ფორმატი ———————–

 

მე წავიკითხენაწერი:

ერთხელ —– ორჯერ —– რამდენჯერმე——

 

ყველაზე მეტად შენს ნაწერში მომწონს შემდეგი მონაკვეთი:  __________________________________________________________________________________

 

 

აქ
კარგად ჩანს: ___________________________________________________________________________________

 

ერთი ცვლილება, რომლის შეტანაც მიზანშეწონილად მიმაჩნია, შემდეგია:      ____________________________________________________________________________________

 

ვფიქრობ, ეს ცვლილება გამართლებულია იმიტომ, რომ_______________________________________________________________________________

 

 

ასეთი ცხრილი სასარგებლოა ერთდროულად როგორც ნაწერის ავტორისათვის,
ისე შემფასებლისთვის. ერთი მხრივ, მოსწავლეები ივითარებენ ნაწერის რედაქტირების
უნარ-ჩვევას, მეორე მხრივ, ეჩვევიან არგუმენტირებულ და სტრუქტურირებულ მსჯელობას.

 

გთავაზობთ კიდევ ერთ ცხრილს, რომელიც  განმავითარებელ შეფასებაზეა ორიენტირებული და
მისი გამოყენება სასურველია ნაწერის პირველი (შავი) ვარიანტის შექმნის შემდეგ. ასეთი
ცხრილი ეფექტურია როგორც თანატოლთა მიერ ურთიერთშეფასებისათვის, ისე მასწავლებლის
მიერ მოსწავლის ნაშრომის პირველი ვერსიის შეფასებისა და განმავითარებელი
კომენტარისათვის.

 

წერითი დავალების შეფასების ცხრილის ნიმუში

 

მოსწავლე——————————–      კლასი————————    თარიღი———–

 

კრიტერიუმები

დიახ

არა

ნაწილობრივ

რეკომენდაცია

  • წერს გამართულად გრამატიკული თვასაზრისით.

 

 

 

 

  • მართებულად გამოყოფს აბზაცებს.

 

 

 

 

  • აზრებს ალაგებს თანამიმდევრულად, ნაწერი
    შეკრულია.

 

 

 

 

  • აქცენტს აკეთებს არსებით საკითხებზე.

 

 

 

 

  • იყენებს ტექსტობრივ მასალას, რათა გააძლიეროს მთავარი სათქმელი.

 

 

 

 

  • არჩევს შესატყვის ლექსიკას და სტილს.

 

 

 

 

  • გულწრფელად გამოხატავს საკუთარ თვალსაზრისს და ასაბუთებს.

 

 

 

 

  • სხვა

 

 

 

 

 

შენიშვნა: მასწავლებლებს შეუძლიათ ამ ცხრილის მორგება მათ მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის. ერთი საკონტროლო ცხრილი შეიძლება არ შეიცავდეს ყველა კრიტერიუმს; ნაწერის რედაქტირება/კორექტირება ადვილად დასაძლევია, როდესაც კონკრეტული და ამასთან ნაკლები კრიტერიუმია დასახელებული.

 

ერთდროულად განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისათვის
ყველაზე ეფექტურია ანალიტიკური  სქემები.
მაგალითისათვის გთავაზობთ შინაარსისა (შედარებით დაბალი საფეხურის –
IV-VI კლასის მოსწავლეებისათვის) და  ესეს შეფასების ანალიტიკური სქემის ნიმუშებს.

 

 

წერითი დავალების შეფასების
კრიტერიუმები   შინაარსისთვის

I  კრიტერიუმი

შინაარსობრივი
გამართულობა

 

შინაარსს
გადმოსცემს თანამიმდევრობით, არ ტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს/ფაქტს.

3

შინაარსის
გადმოცემისას იცავს თანამიმდევრობას, მაგრამ გამოტოვებულია ერთი მნიშვნელოვანი
მომენტი/ფაქტი  ან შინაარსს გადმოსცემს,
მაგრამ ერთ შემთხვევაში დარღვეულია თანამიმდევრობა.

2

თანამიმდევრობა
დარღვეულია/ტოვებს მნიშვნელოვან მომენტებს/ფაქტებს, შინაარსი არასრულყოფილია.

1

დარღვეული
თანმიმდევრობის გამო შინაარსის გაგება ჭირს/არ არის სწორად გაგებული შინაარსი,
ამახინჯებს ფაქტებსა და მოვლენებს.

0

II კრიტერიუმი

ნაწერის
აგება

 

ნაშრომი  შეკრულია, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი,
წერს სუფთად და გარკვევით.

2

ნაშრომი  შეკრულია, თუმცა აბზაცები ზოგ შემთხვევაში
არასწორადაა გამოყოფილი, ნაწერის გარეგნული სახე გასაუმჯობესებელია.

1

ნაშრომი  არ არის შეკრული, აბზაცები არასწორადაა/საერთოდ
არ არის გამოყოფილი, ნაწერის ამოკითხვა ჭირს.   

0

III  კრიტერიუმი

სტილი
და ლექსიკური გამართულობა

 

ლექსიკა მდიდარია,
ადეკვატურად იყენებს ახალშესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს, ფრაზეოლოგიზმებს.

3

ლექსიკა შინაარსის ადეკვატურია, თუმცა ნაკლებად იყენებს
ახალშესწავლილ ლექსიკას და ფრაზეოლოგიზმებს. დაშვებულია ორიოდ სტილური ხარვეზი.

2

ლექსიკა ღარიბია, თუმცა აზრი გასაგები. არ იყენებს ახლადშესწავლილ
სიტყვებსა და ფრაზებს.
დაშვებულია რამდენიმე
სტილური ხარვეზი.

1

ლექსიკა
მწირია, შეზღუდული.  ხშირ შემთხვევაში
აზრის გაგება ჭირს.

0

IVკრიტერიუმი

ენობრივი
გამართულობა

 

ნაშომში არ არის დაშვებული ….ზე  მეტი  ისეთი ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური,
სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომ
, რომელთა შესახებ წესები ნასწავლი აქვს.

2

ნაშომში არ არის დაშვებული 
….-ზე  მეტი ისეთი
ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა შესახებ
წესები ნასწავლი აქვს.

1

ნაშომში დაშვებულია  ….–ზე
მეტი ისეთი
ორთოგრაფიულმორფოლოგიური, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა შესახებ წესები ნასწავლი აქვს.

0

 

შენიშვნა: აქაც და ქვემოთ მოცემულ ცხრილშიც ღიად არის
დატოვებული ენობრივი შეცდომების რაოდენობა
. მათი განსაზღვრა მასწავლებელს თავად შეუძლია კლასის
სპეციფიკის, დავალების სირთულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

 

ესეს შეფასების კრიტერიუმები

I  კრიტერიუმი

შინაარსობრივი
გამართულობა

 

დავალების პირობა
ადეკვატურადაა გაგებული.

2

დავალების პირობა ნაწილობრივ
ადეკვატურადაა გაგებული.

1

დავალების პირობა
არაადეკვატურადაა გაგებული.

0

II  კრიტერიუმი

ნაწერის
აგება

 

ნაშრომი კარგადაა შეკრული,
მონაკვეთები თანამიმდევრულად და

ლოგიკურად ენაცვლება
ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.

1

ნაშრომში დარღვეულია ტექსტის
ლოგიკა და/ან აბზაცები

არასწორადაა გამოყოფილი.

0

III კრიტერიუმი

მსჯელობის
დასაბუთება

 

მსჯელობა დამაჯერებლადაა
დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით.

2

მსჯელობა მთლიანად
დასაბუთებულია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან
მოხმობილი მაგალითები არაადეკვატურია.

1

მსჯელობა ზოგადია, სქემატური.
არგუმენტების მოხმობისას დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომები.

0

IV   კრიტერიუმი

დამოუკიდებელი
აზროვნება და ზოგადი განათლება

 

ნაშრომში გამოვლინდა
ორიგინალური, არაშაბლონური აზროვნება და ერუდიცია.  

1

მსჯელობა ტრაფარეტული და
შაბლონურია.  არ ჩანს ერუდიცია.   

0

V კრიტერიუმი

ლექსიკა და
სტილი

 

ნაშრომში
აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ არის გამოხატული, შერჩეულია ადეკვატური
სტილი, გვხვდება ორიოდე სტილური ხარვეზი.

2

ნაშრომში აზრი გასაგებია,
მაგრამ ლექსიკა მწირია, არის რამდენიმე სტილური ხარვეზი.

1

ლექსიკა მწირია, სტილი –
გაუმართავი, აზრი – ბუნდოვანი.

0

VI კრიტერიუმი

სინტაქსი, მორფოლოგია,
ორთოგრაფია და პუნქტუაცია

 

ნაშრომში არ არის დაშვებული
……… მეტი ამ ტიპის შეცდომა.

2

ნაშრომში არ არის დაშვებული
…….. მეტი ამ ტიპის შეცდომა.

1

ნაშრომში დაშვებულია ……..
მეტი ამ ტიპის შეცდომა.

0

 

     მოცემულ ცხრილებს (სქემებს) მხოლოდ
სარეკომენდაციო დანიშნულება აქვთ. მათი
ადაპტირება მასწავლებლებს
შეფასების
მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისად შეძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი