შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გრამატიკა რუსული ენის გაკვეთილზე მეორე ნაწილი

ენის სწავლების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გრამატიკული მინიმუმია აუცილებელი საჭირო უნარ-ჩვევებისა და ენობრივი ცოდნის მისაღებად, ამიტომ რუსულის როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში მნიშვნელოვანია იმ გრამატიკული მინიმუმის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია კონკრეტული გრამატიკული თემის ასათვისებლად.

ეს თემებია:
ØКатегория рода и одушевленности/неодушевленности;
ØСогласование существительного с прилагательным;
ØПредложно-падежная система;
ØСпряжение глагола;
ØГлаголы движения;
ØВиды глагола;
ØПростые и сложные предложения.
კონკრეტული თემის შესწავლისას (გაცნობა, ოჯახი, პროფესია და ა.შ.) მნიშვნელოვანია ისეთი გრამატიკული კონსტრუქციების ოპტიმალური რაოდენობის შერჩევა, რომელთა გამოყენებასაც შეძლებს მოსწავლე კომუნიკაციის დროს.

უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თემა ქართველი მოსწავლისთვის ობიექტურ მიზეზთა გამო რთული აღსაქმელია. ქართულში არ გვაქვს სქესის ცნება, არ არსებობს არსებითისა და ზედსართავი სახელის შესაბამისობის პრობლემა, სრულიად განსხვავებულია ბრუნების სისტემა და სხვა. ზმნა ქართულ ენაში გაცილებით რთულია, ვიდრე რუსულში, ამიტომ უღლების პრობლემას რუსული ენის შესწავლის დროს იშვიათად ვაწყდებით, თუმცა, «Глаголы движения» ქართველი ბავშვებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა. 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, „გრამატიკის სწავლება კონტექსტშია სასურველი და არა კონტექსტისაგან მოწყვეტილად, რაც საკომუნიკაციო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. წესებისა და ტერმინების ზეპირად სწავლება არ არის რეკომენდებული. მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, დააკვირდეს, ამოიცნოს, გაიაზროს და კონტექსტში გამოიყენოს გრამატიკული თავისებურებები და კონსტრუქციები/ მოვლენები. ამისათვის სასურველია:

·ასათვისებელ ენობრივ მასალაზე აგებული დიდაქტიზებული ტექსტების მეშვეობით გრამატიკული მასალის სახალისო, ადვილად გასაგებ ზეპირ თუ წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციებში მიწოდება;

·მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების შეთავაზება”. 

ეს მოთხოვნები სავსებით თანხვდება რუსულის როგორც უცხო ენის სწავლების ახალ მიდგომებს.

თანამედროვე მეთოდიკაში გრამატიკული მასალის შერჩევის მთავარ პრინციპად გვევლინება მასალის შეტანა მაშინ და იმ დოზით, როდესაც და რამდენადაც მოითხოვს ამას კომუნიკაციური საჭიროება, როდესაც უკვე შექმნილია სათანადო პირობა მისი სრულად გამოყენებისთვის ურთიერთობის დროს. თუმცა ხშირად ვამჩნევთ კომუნიკაციურად გაუმართლებელი ფორმების გადამეტებულ გამოყენებას. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში ენის სწავლების დაწყებისთანავე შემოაქვთ ნაცვალსახელის ყველა ფორმა, ზმნის უღლება, ამ დროს კი კომუნიკაციისთვის სავსებით საკმარისია я, ты и вы ფორმების ცოდნა. კომუნიკაციურად გამართლებულად მიიჩნევა ზოგიერთი გრამატიკული ფორმის „ლექსიკურად” წარდგენა, ანუ მისი სწავლება გრამატიკული ახსნა-განმარტების გარეშე. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც შემოგვაქვს ფრაზები: Как вас зовут? Меня зовут…
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გრამატიკული მასალის შერჩევის პირველი კრიტერიუმი მისი კომუნიკაციური საჭიროებაა, მეორე – მასალის შერჩევა და გადანაწილება შესაბამისი ეტაპის (დონის) გათვალისწინებით. მაგ., Сначала вводится предложный падеж места с предлогом В: Где вы живете? Я живу в Москве. А позже дается предложный с предлогом О: О ком вы думаете? Я думаю о друге.

მესამე კრიტერიუმი კონსტრუქციული და დესტრუქციული ინტერფერენციაა. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად შემოდის ფორმა, რომელიც მშობლიური ენის გრამატიკულ ფორმას თანხვდება, მერე კი აიხსნება განსხვავებები, შეუსაბამობები. 

სავარჯიშოთა ტიპების გასამიჯნად გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც ენობრივი, სამეტყველო და საკომუნიკაციო ტიპის დავალებების განსხვავებაში დაგეხმარებათ.
Типы грамматических упражнений 
I. Языковые 
1.Просклоняйте, проспрягайте и т.д.
2.Допишите окончания, пропущенные в тексте.
3.Выберите из скобок нужную форму.
4.Соберите фразу, разрезанную на части
5.Продолжите фразу, поставив слова во всех возможных падежах.
6.Трансформируйте фразу по образцу.
7.Присоединитесь к данному действию.
8.Укажите на противоположное действие.
II. Тренировочные речевые упражнения
1.«Снежный ком» – многократное повторение по цепочке.
2.Работа с карточками.
3.Грамматические игры.
4.Продолжение фразы.
5.Восстановление ответа (вопроса).
6.Пересказ текста.
7.Составление диалога по модели.
8.Трансформация текста (переведите из настоящего времени в прошедшее ) и др.
III. Коммуникативные упражнения 
Это не грамматические упражнения, хотя они попутно развивают грамматические умения. Их первоочередная цель – развитие коммуникативных умений. 
1.Позвоните и закажите билеты.
2.Закажите гостиницу.
3.Составьте список вещей, которые возьмете с собой.
4.Закажите такси или договоритесь с другом, который может отвезти вас в аэропорт.
5.Позвоните друзьям и расскажите, как вы собираетесь путешествовать. 
 
გრამატიკის ახსნა

მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ გრამატიკის გაკვეთილი უინტერესო და მოსაწყენია. რა მეთოდი და აქტივობა გამოვიყენოთ გრამატიკული მასალის ასახსნელად? მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად? მეთოდისტები გვთავაზობენ:

1. ლექციურ ფორმას, რომელიც რეკომენდებულია ზოგადი კატეგორიების ასახსნელად, თუმცა ლექცია გათვლილი უნდა იყოს მხოლოდ რამდენიმე წუთზე;

2. „აღმოჩენით სწავლის” მეთოდის გამოყენებას – ეს მეთოდი ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, ვარაუდის გამოთქმას, ხელს უწყობს კონსტრუქციის დამახსოვრებას;

3. ლექსიკური მასალის შემოტანას აუხსნელად. მოსწავლეები იმახსოვრებენ და არ აზუსტებენ კონსტრუქციის გრამატიკულ თავისებურებებს. წესისამებრ, ეს იდიომები მოგვიანებით აიხსნება, მაგრამ დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებმა კომუნიკაციური ფრაზები უნდა დაიმახსოვრონ. მაგალითად, Как вас зовут? Меня зовут…
შემაჯამებელი (საკონტროლო) სამუშაოები გრამატიკაში

როგორ შევამოწმოთ მოსწავლის მიერ ათვისებული გრამატიკული მასალა? რა ტიპის დავალებებით ფასდება გრამატიკული კონსტრუქციების ცოდნა? ტესტები, საკონტროლო წერები და სხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები გრამატიკაში უნდა ამოწმებდეს სამივე კომპეტენციას: ენობრივსაც, სამეტყველოსაც და საკომუნიკაციოსაც.
გთავაზობთ სამივე კომპეტენციის ტიპის სავარჯიშოების ნიმუშებს.
·Проверка языковой компетенции: понимание явленияи умений образовать нужную форму. 
1.Просклоняйте (проспрягайте) слово –проверка знания формы.
2.Заполните пропуски (напишите нужную форму). Например:
Делать
я…..
мы….
он….. 
3.Соберите фразу, разрезанную на части. Проверка знания сочетаемости слов.
4.Замените по образцу.
·Проверка речевой компетенции.
1.Напишите ответы, использовав слова в скобках.
– Куда вы поедете?
_ ….(Москва, Париж, Вашингтон).
2.Прочитайте фразы. Напишите их, заменив настоящее время на будущее простое.
Миша читает книгу. – Миша прочитает книгу.
3.Прочитайте текст:
а) коротко перескажите его содержание (пересказ);
б) перескажите этот текст от первого лица 
·Проверка коммуникативной компетенции
1.Прочитайте письмо. Ответьте на него.
2.Составьте план вашего путешествия по….
3.Напишите объявление в газету о том, что вы хотите продать вещи.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი