შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პურის კალმით ნაწერი წიგნი

მახსოვს,
სკოლაში მოსწავლეების უმეტესობას
არ
გვიყვარდა ცნობილი ადამიან
ების ბიოგრაფიების სწავლა. პირადად მე დღემდე ვერაფრით გავუშინაურდი თუნდაც ჩემი
საყვარელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ისტორიას, რიცხვების
ჩარჩოებში უემოციო სტრიქონებად ჩაწურულ ბუმბერაზ ადამიანებს.
..ბიოგრაფიას მხატვრული
ნაწარმოებისთვის დამახასიათებელ სიმძაფრესა და დინამი
ურობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ მაინც ჯიუტად
მგონია, რომ შემოქმედი
ცხოვრება`დაიბადასა~ და `გარდაიცვალა~ შორის
მოკლე ანონსივით არ უნდა იწერებოდეს. ამის გამო
ჩემთვის ძვირფასი მწერლების ბიოგრაფიის წასაკითხადაც აღარ
მიმიწევს გული და ვცდილობ, მათი ფიქრები,
დარდი თუ სიხარული მათივე ნაწარმოებებ ამოვიკითხო.

ვერც
ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით შექმნილმა მხატვრულმა ლიტერატურამ დამაინტერესა.
ხშირად
რომელიმე დიდ ხელოვანზე
შეყვარებული რიგითი მწერალი მისი ცხოვრების მეტისმეტად გაზღაპრება-შელამაზებას
გადაჰყვება და
სიმართლის მარცვალს
გამო
ნაგონიზღვაში ჩაკარგავს. ჩემი
აზრით, ყველაზე
უკეთ იმ
ადამიანებს გამოსდით ბიოგრაფიის წერა, ვინც მასში უშუალოდ მონაწილეობს.
მოკლედ,ავტობიოგრაფიული
პროზა ჩემთვის ყველაზე სანდო წყარო, ანუ
ცოცხალი
ბიოგრაფია
.


***

ვისაც
ერთხელ მაინც წაუკითხავს
გიორგი
ლეონიძის
`ნატვრის ხე~, ალბათ, ყოველ
გაზაფხულზე ახსენდება, რომ
`დედის აწვეთებულ ცრემლზე ია ამოდის~და ფიქრიც ძალაუნებურად
მიიწევს იმ სოფლისაკენ, სადაც ადამიანთა ოცნებებით მსხმოიარე ხე ამოვარვარებულა.
ასე მგონია, ეს ამბები მწერალმა ბავშვობის
სკივრიდან ამოყარა და ობმოკიდებული პურებივით წიგნში გაამზეურა, ვერ დაიტია და
გაასხვისა. მეც, უკვე გაზრდილი და მრავალწიგნმოვლილი, ვუბრუნდები და კიდევ ერთხელ
გავდივარ ცხოვრების ვიწრო ბილიკზე დაწალიკებული ადამიან-მოთხრობების გზას.

რას
ვეძებ?
ალბათ,
ამ წიგნ-წყაროს სათავეს. მოდი, აღმა ავ
ყვეთ ანკარა სიტყვებს და ვნახოთ, სადაც
ამოხეთქა იების ცრემლმა.

 

`მშობლიურ ხეთა ჩრდილები~

გიორგი
ლეონიძის წინაპართა სოფელი
, ლეონიძე,
ტაო-კლარჯეთში მდებარეობს (თურქები
`ნიოლიძეთა უბანს~ეძახიან). გოგლას არასდროს
უნახავს წინაპართა მიწა
,ტაო-კლარჯეთში ჩასვლა მის აუხდენელ
ოცნებად დარჩა.

მწერლის მშობლიური სოფელი პატარძეული იყო, სადაც
1899 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. გოგლას მამა სახალხო მასწავლებელი ყოფილა. ნიკოლოზ
ლეონიძის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი
წარმომადგენლები, მათ შორის
მისი
ნამოწაფარი
ვაჟა-ფშაველაც.
ასეთ გარემოში აღზრდილ გოგლას, რა გასაკვირია, რომ ბავშვობიდანვე
`გულში
სჭირდა
~ სამშობლოსა და წიგნის სიყვარული, რაშიც
მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მისი მთავარი წიგნი
მაინც პატარძეული იყო
სამშობლო
სამშობლოში: რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო,
ამბობდა პოეტი და ღიმილით იგონებდა, როგორ
უკითხავდა პირველ ლექსებს ივრის წნორებს.

ამიტომაა,
რომ გიორგი ლეონიძის სიტყვა მზეზე გარუჯულ გულმართალ გლეხს ჰგავს, სულ დასვენება
სწყურია, მაგრამ ბევრი სიმართლის ყანა აქვს დასათესი, მოსამკალი და ასაღები,
მხოლოდ წამით თუ შეისვენებს. მისი სიტყვები წისქვილივით ფქვავენ ცისას და მიწისას,
ადამიანთა სევდასა და სახარულს.

 

`სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

 სთქვი, ნაღვლიანი ძველი ქართლივით,

 ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ

 დარიალიდან გადავარდნილი,

 ხაზარეთისკენ მისცურავს წერო~.

 

1907
წელს ლაღი ბავშვობის ხანა დამთავრდა. გ
ოგლა თბილისში ჩამოიყვანეს და სასულიერო
სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგაც სასულიერო სემინარიაში
გააგრძელა სწავლა. ამ გზაზე თითქოს განგებამ შეახვედრა ვასილ ბარნოვს, კორნელი
კეკელიძეს და სხვებს. სწორედ ამ ადამიანებმა განუმტკიცეს ლიტერატურის სიყვარული და
მის მიერ არჩეულ გზაზე დახმარების ხელი გაუწოდეს.

გიორგი
ლეონიძემ
საკმაოდ დიდი შრომა
გასწია ლიტერატურათმცოდნეობაში. იგი იკვლევდა ძველ ქართულ მწერლობას, მთელი
ცხოვრება ეძებდა ძველ ხელნაწერებს და შეისწავლიდა მათ. სწორედ მისი თაოსნობით
დაარსდა ქართული ლიტერატურის მუზეუმი (ამჟამად
გ. ლეონიძის სახელობის), რომელსაც
წლების
განმავლობაში დირექტორობდა. დიდი
წვლილი მიუძღვის საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაარსებ
აშც.

როგორც
ჩანს, გიორგი ლეონიძე მმართველის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.
იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა
კავშირს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს
. იყო მეცნიერებათა აკადემიისა და მშვიდობის
დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი, რომლის სახელითაც ბუქარესტში წასული
მწერლის მოხსენებამ ანთიმოზ ივერიელის შესახებ რუმინელები ისე დააინტერესა, რომ მისი
მოღვაწეობის ამსახველი მასალები რუმინეთის სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი შეიტანეს.

`ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი მელნად, ვარსკვლავები
გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და
თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმიო
~,_ უთქვამს სამადლობელ სიტყვაში გიორგი ლიონიძეს, როცა ის
სახალხო პოეტად აღიარეს. მაგრამ
სწორედ სიტყვებმა უკვდავყო გოგლას
უსაზღვრო
სიყვარული სამშობლოსადმი. 1966
წლის 14 აგვისტოს
პოეტის ომახიანი
ხმით გაცოცხლებულმა ლექსებმა უკანასკნელ გზაზე გააცილ
ეს თავიანთი შემოქმედი.

 

ჩემი`ნატვრის ხე~

ალბათ,
ყველას გვიყვარს უდარდელი ბავშვობის გახსენება. სევდანარევი ღიმილით ვიძირებით
წარსულში და შევნატრით ჩვენივე თავს, რომელიც ფეხშიშველა დატანტალებს სოფლის
შარაზე. ხანდახან მგონია, რომ სოფელი მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოთხეა,
რადგან მათ წილ სახნავ-სათესს ჯერ სხვა გამრჯე ხელები პატრონობენ და შენატრიან
შვილების გაოცებულ თვალებს
`ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის
დღეებში
~.

ჩემი
აზრით,
ქართული პურის მადლითა და
სიმართლით
გაჯერებული ეს
პატარა
წიგნი სწორედ ასეთ,
ბავშვობადაკარგულ
გამრჯე ხელებს ეძღვნება. მათი მოგონებების თონეში გამომცხვარ და ქაღალდის სინზე გასაგრილებლად ამოყრილ ამბებს
ცრემლის გემო დაჰკრავთ, ამიტომ ნელ-ნელა, დაგემოვნებით კითხვას გირჩევდით.

როცა
ეს წიგნი პირველად წავიკითხე, ჩემს სოფელშიც აღმოვაჩინე ციციკორეები, თაღრიები,
ჩირიკები და ჩიკოტელები, ფუფალებს რა დალევს, ყველგან არიან, და
, რაც მთავარია, მარიტები, მათ გარეშე ხომ ვერც სიყვარულს ისწავლი და
ვერც უსამართლობის მკვახე ნაყოფს იგემებ.

ყოველთვის
მაინტერესებდა, რატომ დაიწყო მწერალმა წიგნი ელიოზით
სიკვდილის სიახლოვის გამყინავი შეგრძნებით, რომელიც დასასრულს მოასწავებს.იქნებ ეს არის მთავარი ამბავიგასაღები, ოცნებების ქვეყაშ მოსახვედრად
რომ გვჭირდება
.

იქ,
სადაც სიყვარულსა და რწმენას უმწეობის შიში ჯ
ბნის, არც ერთ თავისუფალ სულს არ გაახარებს სოფლის მსაჯული. სოფელსაც ის
სჯერა, რასაც
თავისი
მსაჯული ჩასძახებს. მის ძლიერ
ხელებში
საზოგადოება დაბრმავებულ ბრბოდ, დამსჯელ რაზმად ქცეულა და სინათლეს სიბნელისკენ
მიერეკება,
სიკეთეზე მეოცნებეს გულგრილობის სუსხით აქვავებს, სიყვარულს სიძულვილის მორევში ახრჩობს.
მწერლის აზრით,
სწორედ ამიტომ
სჯის ქართველებს მშობლიური მიწა (
`ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა!
რძეც წასდის და თაფლიც! მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?
~).იქნებ ზოგიერთი მათგანი
მიხვდეს კიდეც, საით
მიაქანებს
ადიდებული ტალახის მდინარე, მაგრამ
დინების საწინააღმდეგოდ სიარულიც აღარ შეუძლია,
მეტიც,
ძლიერის მიერ გაკვალური გზით სიარული ერთად ცხოვრების მთავარიკანონი ჰგონია და მის ყველა
დამრღვევს მკაცრად აფრთხილებს:
`მოიცა, შენც ნელ-ნელა შეგიწოვს ტვინის
გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა მოიცადე, ჯერ ახალი ხილი ხარ
~.

 

მაინც
რით დაიმსახურა ციციკორემ წინამძღოლობა?
სოფლის ტკივილთან გათენებული ღამეები, სხვისი შიშის საკუთარ მხრებზე მოგდები
თუ
სხვის ნაცვლად ფიქრით?! გასამრჯელოდ
კი ყველაზე ძვირფასს – სიყვარულის უფლებას, სიყვარულისთვის სიკვდილს ითხოვს. სამწყსოს
მხოლოდ
თავისი ფიქრის
თონეში გამომცხვარი სამართლით
ასაზრდოებს.
დაპურებულ კაცსკი დამპურებლისა სჯერა.

ციციკორესნაირი
ადამიანები არ
ასდროსდაუშვებენ, წლების განმავლობაში აგურ-აგურ ნაშენი ძალაუფლება თავზე
ჩამოექცეთ
… ვინ ააყენებს
დაცემულ სახელს?
!

თუ
გავიხსენებთ, როგორი მნიშვნელოვანია სოფლისათვის ,,სახელის მილოცვა
~,
არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველაზე მეტად სახელის მო
სახვეჭად იბრძვის ადამიანთა მოდგმა.

რა თქმა უნდა,
„ნატვრის ხე
~ გაცილებით მეტია, ვიდრე ბიოგრაფია, მაგრამ პირადად
მე ყველაზე უკეთ სწორედ ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გავიცანი გოგლა.
სამწუხაროდ, ამ წიგნის დაწერის შემდეგ ჩვენს სამშობლოში ბევრი არაფერი შეცვლილა,
ამიტომ, რა გასაკვირია, თუ კითხვებზე პასუხს ისევ ნატვრის ხესთან ვეძებთ, თან
მთელი გულით გვჯერა, რომ სოფელი აუცილებლად მოეგება გონს და ერთ დღესაც ნუშებივით აყვავდებიან ადამიანები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი