ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ციფრული მონეტა – ელექტრონული ცხრილის გამოყენება ალბათური ექსპერიმენტის სიმულაციისთვის

პასკალის სამკუთხედი – ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა

1653 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა ბლეზ პასკალმა მონეტის აგდების შედეგების შესაბამისი რიცხვების სამკუთხა კონფიგურაცია აღწერა. შევნიშნავთ, რომ ეს იგივეა, რაც ცალი ობიექტიდან ცალი ობიექტის შესაძლო ამორჩევათა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ პასკალს ამ აღმოჩენაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, მისი სახელი განუყრელად დაუკავშირდა ამ ფაქტს და რიცხვების ამ სამკუთხა კონფიგურაციას პასკალის სამკუთხედი ეწოდა. სინამდვილეში ეს სამკუთხედი რამდენიმე საუკუნით ადრე აღიწერა. პირველად იგი იხსენიება ინდოელი მათემატიკოსის პინგალას წიგნში, რომელიც სანსკრიტულ პოეზიას ეძღვნება და შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 450 წელს. ასევე ცნობილია, რომ ამ სამკუთხედის შესახებ იცოდნენ ძველმა ჩინელმა მათემატიკოსებმა. მოგვიანებით სპარსმა მათემატიკოსმა ყარაჯიმ და პოეტმა-ასტრონომმა ომარ ხაიამმა იგი მოიხსენიეს როგორც „ხაიამის სამკუთხედი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი