კვირა, აპრილი 2, 2023
2 აპრილი, კვირა, 2023

პრაქტიკული სავარჯიშოები კლას-კომპლექტებისთვის (პირველი ნაწილი)

საქართველოში,  ქალაქსა და სოფელს შორის მოსახლეობის არათანაბარი განაწილება  ბუნებრივად  აისახება  სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობეზე.  ქართულ რეალობაში  ხუთასამდე მცირეკონტიგენტიანი სკოლაა.  განათლების მკვლევარები მიუთითებენ, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ კლასებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არ არის,  მაგრამ ეს ბავშვები ასეულობით სკოლაში არიან განაწილებული და  საქართველოს სკოლების თითქმის მესამედს შეადგენს. აღნიშნულ სკოლებში  შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად იქმნება კლას-კომპლექტები. ბოლო მონაცემებით საქართველოში 500 მდე კლას კომპლექტია. სტატისტიკის მიხედვით კლას-კომპლექტების უმეტესობა  აჭარაშია.

კლას-კომპლექტი,  ერთ საკლასო ოთახში  სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის ბაზაზე იქმნება.  ოცდამერთე საუკუნისათვის   ასეთი უჩვეულო  სასწავლო გარემოს შექმნის ერთერთ მთავარ პირობას, რესურსების სიმწირე და გეოგრაფიული აუცილებლობა ქმნის,   როდესაც ერთ სკოლის სხვა სკოლასთან კონსოლიდაცია შეუძლებელია მათი მდებარეობის გამო.  მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო სკოლა მცირებიუჯეტიანია და იძულებულია, არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ასეთ ოპტიმიზაციას მიმართოს.

მთელ მსოფლიოში სკოლაში მოსწავლეების კლასებად განაწილება ასაკის მიხედვით ხდება. აღნიშნული პრინციპი მოსახერხებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, ამ დროს გათვალისწინებულია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და ჯგუფებში მათი კატეგორიზაცია სწორედ ამ პრინციპით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ  დღესაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლასკომპლექტები  დომინანტური ფორმაა. მაგალითად  პერუშისკოლების 78%-ში კლასკომპლექტში ხორციელდება სწავლება; შრი ლანკაშიეს სკოლების 63%-ში ხდება.

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ძველი და ახალი   რედაქციის თანახმად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლასკომპლექტების  შექმნა.

   განათლების მსოფლიო პრაქტიკაში განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეების ერთ საკლასო სივრცეში გაერთიანებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:

1.პედაგოგიკური შეხედულებები –  როდესაც  სწავლებისას  აქცენტი გაკეთებულია არა კლასზე, არამედ განსხავებული უნარებიდან გამომდინარე გარკვეული პროგრამის დაძლევაზე;

2.კონკრეტული რეგიონის დემოგრაფიული სპეციფიკა –  როდესაც სკოლა მცირე კონტიგენტიანია და ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის ცალკე კლასი არ იქმნება.

საქართველოში კლას – კომპლექტები ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე იქმნება. ამიტომ, ამგარი სკოლები ხასიათდება:

  • მოსწავლეთა მცირე რაოდენობით;
  • პარალელური კლასების არარსებობით;
  • ერთი კლასის შიგნით მოსწავლეთა არათანაბარი განაწილებით. ასეთი ტიპის სკოლებში რომელიმე კლასი შეიძლება საერთოდაც არ იყოს სკოლაში.

არსებობს კლას-კომპლექტების განსხვავებული კომბინაციები. მეტად გავრცელებული შემდეგი კომბინაციებიებია:

პირველი კომბინაცია – ერთად პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე კლასები;   მეორე კომბინაცია – პირველი და მეორე, მესამე და მეოთხე კლასები;  მესამე კომბინაცია – პირველი – მეოთხე;   მეორე და  მესამე კლასები.    ყოველ განსხვავებულ კომბინაციას აქვს  თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველ კომბინაციას აქვს შემდეგი ლოგიკა: მესამე კლასს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა, მაშინ როდესაც პირველ კლასს მეტი ყურადღება სჭირდება პედაგოგის მხრიდან.

მეორე კომბინაციისას – მიიჩნევა, რომ ერთი წლიანი სხვაობით ბავშვებს მეტი  საერთო აქვთ, საგნობრივი სტანდარტის  მოთხოვნებიც შედარებით მსგავსია და უფრო იოლია ერთ თემაზე გაკვეთილის ჩატარება. თუმცა, ზოგი მკვლევარი აქ გარკვეულ საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, ამგვარ კლასებში აწეულია ხოლმე პირველი კლასის მიმართ მოთხოვნები და დაწეულია მეორე კლასის მიმართ.

მესამე კომბინაცია – წინა ორი ვარიანტის კომბინაციას წარმოადგენს.

გაკვეთილების ცხრილის შედგენაც ბუნებრივია, რომ  კლასკომპლექტების კომბინაციიდან გამომდინარე ხდება. მაგ., თუ კლასები გვყავს ერთ წლიანი სხვაობით, მაშ., მიზანშეწონილია, რომ მათ ერთი და იგივე საგნის გაკვეთილი ჩაუტარდეთ.  თუ ჯგუფი არის ორ წლიანი სხვაობით, მაშინ  შესაძლებელია სხვადასვა გაკვეთილების ჩატარებაც.

 ყველაზე დიდი სირთულე კლას კომპლექტში სწავლებისას არის  მოსწავლეთა ყურედღების კონცენტრაცია, რადგან როდესაც კლასკომპლექტში მასწავლებელი ატარებს მათემატიკას ერთ კლასს აძლევს ამოსახსნელად მაგალითებს ხოლო მეორე კლასს უხსნის ახალ მასალას.  ბუნებრივია მოსწავლეს კონცენტრირებაში ხელს უშლის:

  1. ცნობისმოყვარეობა (რას ეუბნება მასწავლებელი მეორე კლასს?),
  2. ეგოცენტრიზმი (მასწავლებელს უნდა მოუსმინოს!)

თან მოსწავლები, ხომ           სხვადასხვა     ტიპის              მსწავლელები  არიან.

როგორ დაძლიოს  სირთულე მასწავლებელმა?

სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ, პედაგოიურ  ხერხებს, რომელიც დაეხმარება კლას-კომპლექტის მასწავლებელს სხვადასხვა სირთულეების დაძლევაში.

   შემთხვევა – 1  მინდა შემოგთავაზოთ მარტივი ხერხი, რომელიც პირველკლასელი მოსწავლეების ცნობისმოყვარეობის დაძლევაში დაგეხმარებათ და ისინი მასწავლებელს კი არ მოუსმენენ, რომელიც მეორე კლასს დაფაზე გეომეტრიულ ფიგურებს აცნობს არამედ შეასრულებენ  ადაპტირებულ სამუშაოს, რომრლიც იდენტურია  იმისა რაც წიგნშია მაგრამ მასში არის მცირე ინტრიგა და სტიმული.

პირველ სვეტში მოცემულია სტანდარტული მაგალითები წიგნიდან მეორე სვეტში იგივე მაგალითებია განსხვავებული დიზაინით:

შემთხვევა -2 პირველკლასელებს განსაკუთრებით არ მოსწონთ რუტინული  აქტივობები (მაგალითების ამოხსნა, ზეპირი მიმატება, გამოკლება დაშ), მაგრამ მცირედი ოსტატობა შეიძლება დაგვეხმაროს და პირველკლასელის რუტინული სავარჯიშო ასეთ სახალისო აქტივობად ვაქციოთ. ამისთვის მხოლოდ ფურცელი და ფანქარია საჭირო.

ასეთი სავარჯიშოებზე მუშაობისას პირველკლასელი მოსწავლე მთელი არსებით ერთვება თამაშში და სულ არ  აქვს განცდა, რომ მათემატიკაში მაგალითებს ხსნის. ამასთან დიზაინი მას ეხმარება იმაში რომ ყურადღება არ გაეფანტოს კლას-კომპლექტში შემავალი მეორე კლასის განსხვავებული აქტივობით.

შემთხვევა – 3  მაშინ როდესაც მასწავლებელი  მეოთხეკლასელებისთვის  დაფაზე ხსნის ახალ მასალას:

მეორეკლასელების ყურადღება დაფისკენ რომ არ იყოს მომართული სასურველია დამოუკიდებელი მუშაობისთვის მიეცეს თამაშის ელემენტების შემცველი  აქტივობა:

დააკვირდი ნახატზე გეომეტრიულ ფიგურებს დათვალე თითოეული და  გვერდით, სათითაოდ მიუწერე რაოდენობები თითოეულ გეომეტრიულ ფიგურას.

შემთხვევა – 4 

რა მიდგომა გამოვიყენოთ მაშინ როდესაც კლას-კომპლექტის ერთმა კლასმა მათემატიკაში შემაჯამებელი უნდა დაწეროს  მეორე კლასს კი ზეპირი აქტივობები აქვს?  ანუ  რამდენად არის შესაძლებელი შემაჯამებელ სამუშაოს დიზაინში ჩავდოთ სტიმული, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს კონცენტრირებული იყოს მის სამუშაოზე და არ გაეფანტოს ყურადღება კლას-კომპლექტში შემავალი მეორე კლასის აქტივობისკენ.

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: 

ა) ეს  მრავალფეროვანი და დონეებად განაწილებული კომბინირებული შემაჯამებელი  წერით სამუშაოა რომლის დიზაინი კლას-კომპლექტის მოსწავლეში აღძრავს ინტერესს, აზარტს და მოსწავლე  ნაკლებ ყურადღებას აქვცევს  მეორე  შეწყვილებული კლასის სავარჯიშოებს.

ბ) შესაძლებელია  ისეთი შემაჯამებელი შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომელიც სავარაუდო პასუხებს შეიცავს და  პასუხები უნდა გამოსახონ არა რიცხვებით არამედ  ფერებით :

1-მწვანე   2-ყავისფერი  3-იასამნისფერი 4-ყვითელი  5-ცისფერი  6-წითელი 7-მწვანე

შემთხვევა -5 დაწყებით კლასებში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კოგნიტური სქემების გამოყენება რომლებიც ერთი მხრის სტიმულს შეიცავს და მეორე მხრივ  სქემა საშუალებას აძლევს მოსწავლეს ცოდნა გამოიყენოს, ცოდნის გამოყენებით მოახდინოს კრიტიკული ანალიზი, შექმნას ახალი ცოდნა ან შეაფასოს სიტუაცია და გადაჭრას მის წინაშე მდგარი პრობლემა.  ბუნებისმეტყველების მრავალფეროვანი პროგრამა  საშუალებას აძლევს მასწავლებელს შექმნას და გამოიყენოს  ასეთი კოგნიტური სქემები რაც  გაუიოლებს მუშაობას კლას კომპლექტში.

შემთხვევა 6 –  ჰორიზონტის მხარეების შესწავლის  შემდეგ სასურველია მოსწავლეებს მივცეთ არა ცოდნის შემოწმებაზე ორიენტირებული სამუშაო არამედ  ცოდნის გამოყენებაზე და შექმნაზე. ამის კარგი მაგალითია საქართველოს კუთხეების კონტურული რუკა და შემდეგი აქტივობა

აქტივობა – დაასრულე საქართველოს ისტორიული მხარეების  კონტურული რუკა. შემოსაზღვრულ, ცარიელ ადგილებში ჩაწერე შესაბამისი ისტორიული მხარე,  ამ  ინსტრუქციის გამოყენებით:

  1. ქართლის აღმოსავლეთით მდებარეობს კახეთი;
  2. ქართლის ჩრდილო- დასავლეთით მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი;
  3. რაჭა-ლეჩხუმის სამხრეთით მდებარეობს იმერეთი;
  4. იმერეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს გურია;
  5. გურიის სამხრეთით მდებარეობს აჭარა;
  6. იმერეთის დასავლეთით მდებარეობს სამეგრელო;
  7. სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს აფხაზეთი;
  8. აფხაზეთის აღმოსავლეთით მდებარეობს სვანეთი.
  9. გურიის სამხრეთით მდებარეობს აჭარა
  10. აჭარის აღმოსავლეთით მდებარეობს მესხეთ-ჯავახეთი.

შემთხვევა -7 შექმნაზე ორიენტირებული სავარჯიშოებს მიეკუთვნება ე.წ ზოოლოგიური რუკებზე მუშაობა – გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეს მწირი რესურსების: წებო, ქაღალდი, მაგრატელი, მის მიერ დახატული და გამოჭრილი ცხოველების გამოყენებით შეუძლია შექმნას მაგალითად აფრიკის ზოოლოგიური რუკა:

შემთხვევა -8 კლას-კომპლექტში     მოდელირების  მუშაობაც ძალიან ეფექტურია, რადგან ჩართული   მოსწავლეების ყურადღების მაქსიმალურ მობილიზებას უზრუნველყოფს.   წყლის წრებრუნვის შესწავლის შემდეგ მოსწავლეს მწირი რესურსების: წებო, ქაღალდი, მაგრატელი, ბამბა, ფლომასტერი, ერთჯერადი თეფშის   გამოყენებით შეუძლია შექმნას წრებრუნვის მარტივი მოდელი ისე, რომ ნაკლებად გაექცეს ყურადღება მეორე კლასისკენ თუნდაც იქ მოსწავლეები თხრობით აქტივობას ახორციელებდნენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მ.ბოჭორიშვილი სწავლება კლას-კომპლექტში (2018წ)
  2. გაეროს ბავშვთა ფონდი (2012)  საქართველო, ბავშვთა სიღარიბის შემცირება
  3. http://www.unicef.org/georgia/UNICEF_Child_PovertyGEO_web_wi th_names.pdf
  4. Подласый И.П. Продуктивная педагогика. М., 2003.
  5. Sourcebook education for sustainable development, UNESCO http://unesdoc.unesco.org/images/0021/002163/216383e.pdf

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მარტის ამბებიდან 

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი