ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ქიმიის სწავლებისას

ქიმია რთული, მაგრამ ლამაზი მეცნიერებაა. ხშირად მქონია შემთხვევა
– როცა ჩემი პროფესია გაუგიათ, მაშინვე უცერემონიოდ მოუხლიათ: ‘ვერ ვიტანდი სკოლაში!~
გული დამწყვეტია! ამ “ვერატანაში” ხომ პედაგოგსაც მიუძღვის ბრალი. არადა, რა მშვენიერია
ქიმიის სამყარო! აუცილებელი არ არის, მოსწავლე სკოლის დამთავრებისას ქიმიკოსის ცოდნით
იყოს აღჭურვილი; ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია, არ ჩავუკლათ მას ქიმიის საიდუმლოებათა
წვდომისა და ღრმად შესწავლის ინტერესი, რომ სურვილი გაუჩნდეს, ის მომავალ პროფესიად
აირჩიოს. მასწავლებელმა ჯერ საგნის სილამაზე უნდა დაანახოს მოსწავლეებს და მერე დაიწყოს
მისი სწავლება, თანაც იმ კუთხით, საიდანაც უფრო მიმზიდველია.

სწავლის მაღალ ხარისხს მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინოვაციური
ტექნოლოგიების გამოყენებით მიღწეული სწავლების მაღალი დონე განაპირობებს. სწავლების
ინოვაციურ ტექნოლოგიებს შორის შეიძლება მოვიაზროთ კომპიუტერული, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებიც. ისინი აიოლებენ დასახული სასწავლო მიზნებისა და
ამოცანების ეფექტურ რეალიზებას.

განათლების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში,
განუხრელად ითვალისწინებს სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ) დანერგვას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ისტ-ი გამჭოლი პრიორიტეტია, რაც ყოველი
საგნის მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესში მის ჩართვას გულისხმობს.

ნებისმიერი სასწავლო ტექნოლოგია ინფორმაციული ხასიათისაა და ყველა
პედაგოგი ამ ტექნოლოგიებს ოდითგან იყენებდა, კომპიუტერის გაჩენამ კი თანამედროვე სკოლაში
ტერმინი ‘ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები~ დაამკვიდრა. მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს,
როგორ, სად და როდის გამოიყენებს ამ ტექნოლოგიებს. კომპიუტერი ის ინსტრუმენტია, რომლის
გამოყენება სასწავლო პროცესს ძირეულად შეცვლის.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე გაკვეთილი? რა თქმა უნდა, საინტერესო,
შემეცნებითი, მოსწავლეთა ინტერესის შესაბამისი. უნდა ტოვებდეს მცირედი უკმარისობის
განცდასაც, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი საქმიანობისკენ უბიძგოს. ასეთი გაკვეთილების
ჩატარებას მნიშვნელოვნად აიოლებს ისტ-ი. ტექნოლოგიურ სიახლეებს ხომ სწორედ ბავშვები
ხვდებიან აღფრთოვანებით. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა გაკვეთილზე პირველად გამოვიყენე
პროექტორი.

ქიმიის გაკვეთილზე სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებისა და ინტერაქციული
კომპლექსის გამოყენება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაინახონ და შეისწავლონ მოლეკულათა
სივრცითი აგებულება, რაც შეუძლებელია სახელმძღვანელოსა და ტაბულებზე მოცემული სურათებით;
შესანიშნავია ათვისებული ცოდნის დონის ოპერატიულად დადგენის მიზნით ტესტური დავალებების
შესაქმნელად. აუცილებელია, გაკვეთილზე ამ ტექნოლოგიების გამოყენება მიზანშეწონილი და
მეთოდურად გამართლებული იყოს და მხოლოდ მოდური ელემენტის ფუნქცია არ ეკისრებოდეს. ისტ-ს
მივმართავ მხოლოდ მაშინ, როცა ის უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სხვა მეთოდებთან
შედარებით მაღალ ხარისხს.

ელექტრონული მეთოდების გამოყენება პედაგოგმა გაკვეთილის მიზნებისა
და სასწავლო ამოცანების შესატყვისად უნდა განსაზღვროს: ლექციური ტიპის გაკვეთილებზე
ის თვალსაჩინოებაა, პრაქტიკულ გაკვეთილებზე – ვირტუალური ლაბორატორია, ცოდნის შემოწმების
ეტაპზე – ტესტირებისა და შეცდომების ანალიზის საშუალება.

მასალის ახსნისას ხმოვანი ანიმაციების,
მოძრავი ნახატებისა და ვიდეოფრაგმენტების გამოყენება იწვევს მოსწავლეთა ყურადღების
კონცენტრირებას და ერთდროულად ააქტიურებს ინფორმაციის მიღების რამდენიმე არხს
(სმენითს, მხედველობითს, კინესთეტიკურს), რაც საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურება (გარდნერის ‘მრავალმხრივი ინტელექტი~).
გაკვეთილი ხდება თვალსაჩინო, გასაგები, საინტერესო და სახალისო თითოეული მოსწავლისათვის.

კომპიუტერული მოდელირება იმ ქიმიური პროცესებისა, რომელთა მიმდინარეობაზე
დაკვირვება შეუძლებელია, შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, ეს პროცესები ბავშვებისთვის
გასაგები და თვალსაჩინო გავხადოთ. ამის მაგალითად ელექტროლიტური დისოციაცია და იონური
მიმოცვლა გამოდგება.

ქიმია ექსპერიმენტულ-თეორიული მეცნიერებაა და ეს სპეციფიკა უდიდეს
როლს ანიჭებს სადემონსტრაციო ექსპერიმენტს, რომელსაც აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო
პროცესში.

ექსპერიმენტზე დაკვირვებისას მოსწავლეები მარტო მოვლენას კი არა,
ცდის ჩატარების მეცნიერულ მეთოდებსაც ეცნობიან. კარგია, როცა მოსწავლეები უშუალოდ ატარებენ
ცდებს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, ზოგჯერ – საჭირო ძვირად ღირებული მასალების
უქონლობის გამო, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ ექსპერიმენტი არცთუ უსაფრთხოა (აუცილებელია
მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება და ა.შ.). ეკრანზე ექსპერიმენტის
დემონსტრირება კი გაცილებით მარტივი და თვალსაჩინოა.

თავდაპირველად თვითონ დავინტერესდი ინტერნეტვიდეოსაცავებში ქიმიური
ექსპერიმენტების მოძიებით. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტსივრცეში ნებისმიერი სასწავლო ექსპერიმენტის
პოვნაა შესაძლებელი და არც მათი გადმოწერა და შენახვაა რთული. ასე შევქმენი სადემონსტრაციო
ექსპერიმენტების საკუთარი ‘ვიდეოთეკა~, დავახარისხე თემატიკის მიხედვით და აქტიურად
ვიყენებ სასწავლო პროცესში.

სადემონსტრაციო ექსპერიმენტი გამოიყენება მასალის შესწავლის წინ,
როცა მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ან მის შემდეგ, იმ
მიზნით, რომ განუვითარდეთ პროცესეზე დაკვირვების, აღწერის, ლაბორატორიაში მუშაობის
ხერხების გამოყენების და მანიპულაციების შესრულების უნარები. ეს აუცილებელია, რათა
გავაღვიძოთ მათში საგნისადმი ინტერესი, ხელი შევუწყოთ პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას,
გავაცნოთ ქიმიური ჭურჭელი და ხელსაწყოები.

ეკრანზე ნაჩვენები ექსპერიმენტი უსაფრთხოა, თვალსაჩინოა (‘ერთხელ
ნანახი სჯობია ასჯერ გაგონილს~), საიმედოა (აუცილებლად ‘გამოვა~), ადვილია მისი მოდელირება
(გამეორება).

დემონსტრაციისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საფეხურები:

1. დადგენა მიზნისა, რომლის მიღწევაშიც დაგვეხმარება ექსპერიმენტიმოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რისთვის აჩვენებენ
ამა თუ იმ ცდას, რისი გაგება შეიძლება ცდის შედეგით;

2. აღწერა ცდისთვის საჭირო ხელსაწყოებისა, პირობებისა
და რეაქტივებისა, იმ თვისებების მითითებით, რომელთა გამოც ვიყენებთ სახელდობრ ამ რეაქტივებს;

3. მოსწავლეთა
ყურადღების ორგანიზება.
მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს, ხელსაწყოს რა ნაწილს უნდა ადევნონ თვალყური;

4. წინასწარ არ უნდა ვამცნოთ ცდის შედეგი, მაგრამ უნდა მივუთითოთ, რაზე გაამახვილონ
ყურადღება. მაგალითად: ყურადღება მიაქციეთ, შეიცვლის თუ არა ხსნარი ფერს, გამოიყოფა
თუ არა ნალექი, აირი ან შეიმჩნევა თუ არა რეაქციის მიმდინარეობის სხვა ნიშნები.

5. აუცილებელია ექსპერიმენტის კომენტირება. თუ მასწავლებლის სიტყვიერი ახსნა
წინ უძღვის დემონსტრაციას, მაშინ ექსპერიმენტი თვალსაჩინოების როლს შეასრულებს, ხოლო
თუ ჯერ ექსპერიმენტს ვაჩვენებთ, ეს უკვე პრობლემური სწავლებაა.

მაგალითად: ქლორწყალბადის წყალში
გახსნის დროს ‘შადრევნის~ ჩვენებისას შეიძლება წინასწარ მოვუთხროთ წყალში ქლორწყალბადის
მაღალ ხსნადობაზე და მერეღა გამოვიყენოთ დემონსტრაცია, როგორც დასტური, ან ჯერ ვაჩვენოთ
და შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს, თავად ახსნან ეკრანზე ნანახი, რითაც მათ დამოუკიდებელი
აზროვნებისაკენ ვუბიძგებთ.

6. ბოლოს ეკრანზე ნანახი ცდა ოქმის სახით უნდა გაფორმდეს, რაც მოსწავლეებს
ნანახის აღწერას შეაჩვევს და დასკვნების გამოტანაში დაეხმარება.

გაკვეთილზე ხშირად წამოიჭრება
ახალი მასალის მოსწავლეებთან ერთად გარჩევის აუცილებლობა. ამ დროს უმჯობესია ჩატარდეს
კომბინირებული გაკვეთილი დიალოგის ფორმატში ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენებით.
სლაიდშოუ გაკვეთილის პროცესს უფრო ნათელსა და თვალსაჩინოს ხდის, ხელს უწყობს ცოდნის
სისტემაში მოყვანას, უზრუნველყოფს ათვისების მაღალ დონეს. პრეზენტაციის ბოლო სლაიდზე
სასურველია განთავსდეს საკონტროლო კითხვები და ამოცანები, რაც ხარვეზების დროულ აღმოჩენას
და მთავარი საკითხების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. თუ მოსწავლეებს რომელიმე კითხვაზე
პასუხი გაუჭირდათ, შეიძლება დავუბრუნდეთ იმ სლაიდს, რომელიც პასუხის გაცემაში დაეხმარება
მათ. ამრიგად, შესაძლებელი ხდება მასალის გამეორება და რთული საკითხების გამოვლენა.
ამასთან, წინასწარ მომზადებული სლაიდშოუ
თითქმის უკვე გაკვეთილის გეგმაა და დროის მენეჯმენტს აიოლებს.

საგაკვეთილო პროცესისთვის სხვადასხვა მასალის ირგვლივ ჩემ მიერ შექმნილმა
პრეზენტაციებმა
პროგრამა PowerPoint-ის მიმართ მოსწავლეთა
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
. ახლა ისინი თვითონვე მთავაზობენ თავიანთ შექმნილ პრეზენტაციებს
სხვადასხვა დავალების შესრულებისას. ასე დამკვიდრდა ჩვენს პრაქტიკაში პროექტული სწავლება.

პროექტული სწავლება პედაგოგიური
ტექნოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს. ის
ხელს უწყობს ქიმიისადმი მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას. ამ მეთოდის დადებითი
მხარე ის არის, რომ კარგია როგორც მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლისთვის, ისე ნაკლებად
მოტივირებული მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ სწორედ
ეს მეთოდი წარმოაჩენს მიმართებას ‘მასწავლებელი – მოსწავლე’’.

მოსწავლეები ხშირად კითხულობენ,
რატომ უნდა ისწავლონ ესა თუ ის საკითხი, რაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. მასწავლებლებს
ხშირად უჭირთ არგუმენტირებული პასუხის გაცემა. ამ პრობლემას სწორედ პროექტული სწავლება
მოაგვარებს. მასწავლებელი ამ დროს კონსულტანტის როლს ასრულებს, მიმართულებას აძლევს
მოსწავლეთა კვლევა-ძიებას.

პროექტებზე მუშაობისას საჭიროა
გამოიკვეთოს მოსწავლეთათვის აქტუალური პრობლემა, რომელზეც გარკვეული ხნის განმავლობაში
ინდივიდუალურად ან ჯგუფურად შეძლებენ მუშაობას. ამ ეტაპზე მოსწავლეებს უყალიბდებათ
პრობლემის აღმოჩენის უნარი.

პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას
მოსწავლეები სახავენ ამოცანებს და ადგენენ სამუშაო გეგმას, საზღვრავენ კვლევის ობიექტს,
მოსაძიებელი ინფორმაციის წყაროებს და ა. შ. ამ დროს ვითარდება შემოქმედებითობა, საინფორმაციო
სივრცეში ორიენტაციის, მისი საწავლო მიზნით გამოყენების, ასევე – დამოუკიდებელი და
გუნდური მუშაობის უნარები.

პროექტის იდეა ჩემს პედაგოგიურ
პრაქტიკაში ქიმიური ელემენტების შესწავლისას დაიბადა. მოსწავლეებს ჩავაწერინე დაბადების
თარიღით ‘საკუთარი~ ელემენტის რიგობრივი ნომრის გამოსათვლელი ფორმულა, რომელიც ერთ-ერთი
კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნიდან ავიღე. როცა ‘თავიანთი~
ელემენტები იპოვეს, სურვილი aუჩნდa, მეტი სცოდნოდa a შესaხებ. სეტყვaaვით aaaრეს კითხვები: როგორიa? a aaსიaთებს? ‘aრგიa”? Da a. . ელემენტები aaaსიaთეთ პერიოდულობის ცხრილში aდგილმდებaრეობის მიხედვით, aგრa ეს a aღმოჩნდa aკმaრისი aთი ინტერესის aaკმaყოფილებლa. aშინ შევთaaზე, თვითონ მოეძიებინa ინფორმaციa – aნეხორციელებინa პროექტიჩემი ელემენტი”.

შევaდგინეთ პროექტის გეგმa, aნვსaზღვრეთ aდები, aმუშევრის aრმოდგენის ფორმa. aმდენიმე მოსწaვლესaერთოელემენტი aღმოaჩნდa a aaწყვიტეს, ერთa ემუშaa a პროექტზე.

პირველ რიგში, aჭირო იყო ინფორმaციის მოძიებa a aaრისხებa. Eელემენტები უნდa aეხaსიaთებინa ჩემ მიერ მიწოდებული გეგმის მიხედვით:

. ისტორიული ცნობები a ელემენტის aღმოჩენისა a aხელწოდების aრქმევის შესaხებ;

. ელემენტის aტომის aგებულებa a aaსიaთებa პერიოდულობის ცხრილში მისი aდგილის მიხედვით;

. ფიზიკური თვისებები;

. ბუნებaში aვრცელებa;

. მნიშვნელოვaნი ქიმიური თვისებები;

. aმოყენებa;

. aსკვნa

მოსწავლეებს უნდა დაეცვათ პროექტის
წერის კულტურა: პროექტი წარმოედგინათ თაბახის ფურცლებზე ნაბეჭდი სახით, გამოეყოთ ავტორი,
სათაური, პრობლემა, მიზანი, ამოცანები, შინაარსი, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურისა
და ინტერნეტსაიტების ნუსხა. ამასთან, უნდა დაემზადებინათ ელემენტის ატომთა მოდელები
როგორც რეალური, ისე ელექტრონული სახით, შეექმნათ კედლის გაზეთი და ელექტრონული პრეზენტაცია.
საბოლოოდ თავიანთი ნაშრომები კლასის წინაშე უნდა დაეცვათ. ეს ის მოსალოდნელი შედეგებია,
რაც ამ პროექტზე მუშაობას უნდა მოჰყოლოდა.

ინფორმაციის წყაროები მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად შეარჩიეს, მაგრამ მივეცი მითითება ენციკლოპედიებისა და ქიმიური ცნობარების
შესახებ, ასევე – ინტერნეტსაიტების მისამართები. საინტერესო ცდების
მოსაძიებლადგამოიყენესyoutube.com ვიდეოსაცავი.
აქ უნდა ითქვას, რომ ამგვარ პროექტებზე მუშაობისას ინფორმაციის მოძიება ხდება უცხო
ენაზეც, რაც ავითარებს უცხო ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

დასკვნითი ეტაპია პროექტების პრეზენტაცია – ნამუშევრების წარდგენა
კლასის წინაშე. ამ დროს მოსწავლე ეჩვევა აუდიტორიის წინაშე გამოსვლას, უვითარდება საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევები.

მართალი გითხრათ, გამაოცა ზოგიერთი მოსწავლის მიერ შესრულებულმა
მაღალი ხარისხის ელექტრონულმა პრეზენტაციამ, განსაკუთრებით – ბიჭებისამ. მათ უხაროდათ,
რომ გამოამჟღავნეს თავიანთი უპირატესობა არა მარტო გოგონების, არამედ მასწავლებლის
წინაშეც.

შემდეგ შეთავაზებულ იქნა პროექტები წყლის შესახებ: ‘წყალი ჩვენს
ცხოვრებაში~, ‘წყალი – თავად სიცოცხლე~, ‘წყლის რესურსების ეკოლოგიური პრობლემები~,
‘ჩვენი მდინარე~, და ა. შ. პროექტებზე მუშაობა არაჩვეულებრივი საშუალებაა საგანთაშორისი
კავშირის – ინტეგრირებული სწავლების განსახორციელებლად.

ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების ეს მაგალითები ზღვაში
წვეთია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც ამ ტექნოლოგიებს ხელეწიფება.

ჩვენ მომავლის ადამიანებს ვზრდით და დროს თუ არ გავუსწრებთ, არ უნდა
ჩამოვრჩეთ მაინც მას. თუ დღეს მასწავლებელი შეწყვეტს თვითგანვითარებაზე ზრუნვას და
გაჩერდება, ხვალ ის შაბლონური და უინტერესო გახდება.

გთავაზობთ ერთ-ერთი პროექტის ჩემ მიერ შედგნილი გეგმის ნიმუშს, რომელიცGearn-ის საცდელი პროექტების ბლოგზე
განთავსდა.

პროექტის გეგმის ნიმუში:

პროექტი `ჩვენი მდინარე~

ჩვენყველასა გვაქვსჩვენი მდინარე,მაგრამ, ხანდახან,არ ვიცითხოლმე…”/. დოჩანაშვილი/


პროექტის სახელი: ჩვენი მდინარე

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ საქართველოს (საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე) მდინარეს, აგროვებენ მასზე ინფორმაციას და ეცნობიან.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფი ირჩევს საქართველოს რომელიმე დიდ ან პატარა მდინარეს (ღელე, ნაკადულ, წყარო…), აგროვებს მასზე ინფორმაციას სხვადასხვა კუთხით:

გეოგრაფიული (სათავე, ხეობა, შესართავი, შენაკადები, კალაპოტი, კვების რეჟიმი, წლიური ჩამონადენი და . .);

ისტორიული (მნიშვნელობა მოსახლეობისთვის, ისტორიული ფაქტები, წყაროები, რომლებშიც გვხვდება ეს მდინარე, როდიდან სახლობენ ამ მიდამოებში, როგორ იყენებდნენ და . .);

ბუნებრივი მონაცემები (ფლორა, ფაუნა, ეკოლოგიური პრობლემები, გადაჭრის გზები და სხვა);

ფიზიკური (დინების საიჩქარე სხვადასხვა ადგილას, ტემპერატურა, წყლის მექანიკური ენერგია, წყლის ხარჯი, შეიძლება თუ არა წისქვილის, ჰესის აშენება და . .);

ქიმიური (წყლის ანალიზი, სისუფთავისა და სიხისტის განსაზღვრა სათავეში და დასახლებულ პუნქტებთან, ვარგა თუ არა საბანაოდ და სასმელად და . .);

მათემატიკური(სიგრძე, სიგანე, სიღრმე, სხვადასხვა გაანგარიშება…);

ლიტერატურული (არის თუ არა ეს მდინარე მოხსენიებულილიტერატურულ ნაწარმოებში, პროზასა თუ პოეზიაში, ფოლკლორში…);

მხატვრული (არის თუ არა რომელიმე მხატვრის შთაგონების წყარო, ან თვითონ ქმნიან ნახატებსა და ფოტოებს…).

აწყობენ კვლევით ექსპედიციაექსკურსიას მდინარის ხეობაში,თუ შესაძლებელია, იკვლევენ სათავეს, შენაკადებს (რუკის დახმარებით, ან თავად ადგენენ ადგილის ტოპოგრაფიულ რუკებს),

ატარებენ გაზომვააღრიცხვით სამუშაოებს, იღებენ ინტერვიუს მოსახლეობისაგან (ლეგენდები, თქმულებები, სახელის ეტიმოლგია, სიმღეები და სხვ), ქმნიან ფოტო და ვიდეომასალას, ჩანახატებს, ცხრილებს და სხვა.

მონაწილეთა ასაკი:12-18 წლის

ვადები/ხანგრძლივობა:ნოემბერი მაისი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა, კითხვარის შედგენა, მარშრუტის დადგენა, რუკაზე მუშაობა, დისკუსია, წყლის ანალიზი, სასკოლო გამოფენა, ლიტერატურული საღამოს მოწყობა, ელექტრონული ჟურნალის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ალბომი, ჩანახატები, ელექტრონული ჟურნალი, პრეზენტაცია, ბლოგი, სქემები, ცხრილები, გრაფიკები. მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის ერთერთი სიმდიდრისწყლის რესურსის მდგომარეობას საქართველოში, ეკოლოგიურ პრობლემებს, კულტურულ მემკვიდრეობას; გამოუმუშავდებათ გარემოს დაცვის, მასზე ზრუნვის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, ინფორმაციის მოძიების, პროექტზე მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარჩვევები.

სარგებელი სხვებისთვის: წარმოდგენილი მასალის გაცნობით მნახველები უკეთ გაიცნობენ საქართველოს მდინარეების მდგომარეობას, მათ ეკოპრობლემებს, გადაჭრის გზებს, გაუჩნდებათ გარემოს დაცვის და საქართველოს სახვადასხვა კუთხეში მოგზაურობის სურვილი.

სამუშაო ენა: ქართული

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

გეოგრაფია: სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები: გეგმავს, აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს გეოგრაფიული კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას; ადგენს თემატურ რუკებს; ჩამოთვლის საქართველოში წყლის დაბინძურების ძირითად წყაროებს და მსჯელობს დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე. შედეგებს გამოსახავს ცხრილის სახით. აღწერს წყალდიდობებს, წყალმოვარდნას, ღვარცოფს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს.

ისტორია: მხატვრული ლიტერატურიდან ან ფოლკლორიდან, ანდა ყოველდღიური ცხოვრებიდან მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში მცხოვრებთა ყოფის შესახებ და ადარებს ერთმანეთს. ისტორიულ მოვლენებს უკავშირებს გეოგრაფიულ ობიექტებს.

ბუნებისმეტყველება: აღრიცხვა, კლასიფიკაცია, ჰიპოთეზის გამოთქმა, ცდის ჩატარება, გარემოზე ზრუნვა, პასუხისმგებლობა და სხვ.

ლიტერატურა: გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივ მოქმედი პროცესი. ლექსიკური მარაგის შევსებაგამდიდრება. სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვა) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება.

ხელოვნება: თანაგუნდელებთან ერთად განსაზღვრავს პროექტის იდეას, მონაწილეობს პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასახავს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგებს, იყენებს გამომსახველობით ხერხებს...

მათემატიკა: პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში.

პროექტის
ბლოგი:
chvenimdinare.blogspot.com

     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი