ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ქართველ ფიზიკოსთა გზა CERN-ამდე

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია   CERN  მსოფლიოს უდიდესი   ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში.მისი მთავარი ფუნქცია
არის
ატომური აქსელერეტორების მიწოდება მაღალი ენერგიის ფიზიკის კვლევებისთვის და უამრავი ექსპერიმენტისთვის.  აკეოში მიმდინარეობს
მსოფლიოს უდიდესი  ოთხი ექსპერიმენტი, აქედან
ყველაზე ცნობილი და გახმაურებულია ექსპერიმენტი “ატლასი”, სადაც
 მსოფლიოს თითქმის ყველზე ცნობილი ატომური ფიზიკოსი  მუშაობს.  ვინაიდან ეს ცენტრი მკვლევართა დიდი ქსელისთვის არის  ხელმისაწვდომი, ის ისტორიულად იყო და დღემდე რჩება უდიდეს და უმთავრეს ქსელურ გამანაწილებლად.ამჟამად CERNში სრული დატვირთვით  3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. 6500-მდე მეცნიერი და ინჟინერი 500 უნივერსიტეტიდან და 80 ქვეყნიდან,  მათ შორის არიან ქართველი ფიზიკოსებიც _ ისინი, ვინც
სხვადასხვა დროს თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი (თუ მიმართულება) დაამთავრა. მათი ნაწილი
დღესაც თსუ-ში აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას, ნაწილი კი
CERNში საზღვარგარეთის ცნობილ უნივერსიტეტებსა და ცენტრებს
წარმომადგენს.


 

თავის დროზე, მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ უნდა შექმნილიყო  მაღალი ენერგიის ფიზიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი. ამას ორი
მიზეზი ჰქონდა: ჯერ ერთი – ფიზიკაში  კვლევები
გახდა ძალიან ძვირი და მის დაფინანსებას ცალკეული ქვეყანა ვერ შეძლებდა, რის გამოც
შეიქმნა საშიშროება, რომ უძლური ქვეყნების ინტელექტი გაიფანტებოდა, და მეორე – უკვე
მომხდარი იყო ატომური აფეთქება ხიროსიმასა და ნაგასაკზე, რამაც ცალსახად აჩვენა, რომ
არ შეიძლება ბირთული ენერგიის კვლევები იყოს რომელიმე ერთი ქვეყნის ხელში, ის უნდა
იყოს გამჭვირვალე ყველა ქვეყნისთვის.
 სწორედ ამ მიზეზით, 1954 წლის 29 სექტემბერს 12  წევრ ქვეყნის ხელმოწერით, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN ამოქმედდა (დღეისთვის ეს რიცხვი 20-მდე გაიზარდა).  იმის გამო, რომ იმ პერიოდში  ცივი ომი იყო და მსოფლიო ორ ბანაკად იყოფოდა, CERN-ის ამუშავებიდან  ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა დუბნის ბირთული კვლევების
გაერთიანებული ინსტიტუტი, რომელშიც გაწევრიანებული იყო 16 სოციალისტური ქვეყანა, მათ
შორის საბჭოთა კავშირი, რომლის სახელითაც მოღვაწეობდნენ ქართველი ფიზიკოსები.

“საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ, დუბნი იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც 1993 წელს
გაერთიანდა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. დღეს საქართველო დუბნის ბირთული
კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის მონაწილე 20 ქვეყანიდან ერთ-ერთია. ეს იყო დასაბამი
სხვადასხვა საერთაშორისო ურთიერთობებისაც. ვინაიდან მეცნიერებაში საზღვრები წარმოუდგენელია,
ამავე პერიოდში დღის წესრიგში დადგა დუბნის და
CERN-ის დაახლოება.  დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველომ მაშინვე
გააკეთა განცხადება
CERN-თანურთიერთობაზე, რომელშიც ძალიან დაგვეხმარა დუბნის ინსტიტუტი. CERN-ში რომელიმე ქვეყნა რომ მოხვდეს, ამისათვის  ამ ქვეყანაში ჩადის სპეციალური კომისია, რომელიც
სწავლობს არსებულ მდგომარეობას, სამეცნიერო მიღწევებს და სამუშაო პირობებს, ამის შემდეგ   ხდება მოხსენების მოსმენა და ქვეყნის მიღება –
არმიღების საკითხი კენჭისყრის პრინციპით წყდება. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში
არ არის სინათლე, არ არსებობს არანაირი ელემენტარული პირობები, არათუ მუშაობის, არამედ
არსებობისაც კი.
 CERN-დან რომ მაშინ საქართველოში ვინმე ჩამოსულიყო, ალბათ ჩვენი
ქვეყანა წლების განმავლობაში ვერ ეღირსებოდა ამ ორგანიზაციაში მოხვედრას.
 აქ  დუბნმა
ითამაშა მნიშვნელოვანი როლი – მათ იცოდნენ
ქართველი მეცნიერების ფასი, ამიტომ თავდებად დაუდგნენ საქართველოს და პასუხისმგებლობაც
თავად იკისრეს. დუბნის ინსტიტუტში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ, 1994 წელს,
დუბნის რეკომენდაციის საქართველო
CERN-მა მიიღო. ამ ორგანიზაციას აქვს ორმაგი
დამოკიდებულება – არიან მონაწილე ქვეყნები და არიან ექსპერიმენტში მონაწილე ქვეყნები.
საქართველო მეორე კატეგორიაში შედის, რადგან
CERN-ის სრულუფლებიანი წევრობა  სოლიდურ გადასახადთან არის დაკავშირებული. მაგრამ
მსოფლიოში არაფერი არ ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დღევანდელი ექსპერიმენტია, საუბარია
“კოლაიდერზე”, სადაც ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარებულია ერთ-ერთი
ყველაზე დიდი სამუშაო. არის პერიოდი, როდესაც
CERN-ში სხვადასხვა ექსპერიმენტზე 35 ქართველი ფიზიკოსი ერთდროულად
მუშაობს. ამასთან, 
CERN-ს აქვს ავტორთა კოლექტივი, ანუ ყველა
სამეცნიერო ნაშრომს გამოქვეყნებისას ხელს აწერს კონკრეტული ფიზიკოსთა ჯგუფი. ამ ჯგუფში
12 ქართველი მეცნიერია. დასავლური ექსპერიმენტების სპეციფიკაა ის, რომ არც ერთ ქვეყანას
არ აძლევენ უპირატესობას, ყველაფერი არის საერთაშორისო დამსახურება. არის  გარკვეული მოცულობის სამუშაო, რომელსაც ერთდროულად
30 ქვეყანა ასრულებს. საერთშორისო ექსპერიმენტ “ატლასში” არის დანადგარი,
რომელიც არის ჰადრონული კალორიმეტრი. მისი ფუნქცია არის ენერგიის გაზომვა, მიმართულებების
მიცემა და ა.შ. სწორედ ეს ჰადრონული კალორიმეტრი შეიქმნა ქართველი მეცნიერების უპირატესი
მონაწილეობით. მეორე იყო “მიუუნური სპექტომეტრი”, სადაც  საქართველოდან მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და ფიზიკის ინსტიტუტი. ამ ორივე
ინსტიტუტს ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სამუშაო. 2001 წელს
CERN-ში შემოგვიერთდნენ კომპიუტერული დიზაინის
სპეციალისტები,  რომელსაც ხელმძღვანელობს ლაშა
შერმაზანაშვილი. ერთი სიტყვით,  დღეს რაც არის
აგებული
CERN-ში,
ეს არის ბოლო სიტყვა, რომელსაც მიაღწია კაცობრიობამ თავის განვითარების მანძილზე და
მასში ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ძალიან პრესტიჟულია.” –  იხსენებს 
ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,თსუ-ს პროფესორი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მრჩეველი საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში და
CERN-ში და დუბნის
ინსტიტუტიში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა კოორდინატორი
ჯემალ ხუბუა. 

ჯემალ
ხუბუა მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს დუბნის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტში,
სადაც იყო ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო  განყოფილების
გამგე. პარალელულად  თანამშრომლობდა 
CERN-ში და დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას.  დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტისთვის იგი ეროვნული პრემიის ლაურეატობის ვერცხლის მედლით არისდაჯილდოვებული.  

“ქვეყანა, რომელსაც აქვს საშუალება აწარმოოს ფუნდამენტური
კვლევა, ის არის მოწინავე ქვეყანა. ეს არის ქვეყნის და საზოგადოების ადგილი მსოფლიო
ინტელექტუალურ გარემოში, ქვეყნის სახე და იმიჯი.
CERN არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია,
სადაც მხოლოდ ფულის გადახდით შეიძლება მოხვდე, აქ მსოფლიოს მხოლოდ 34 ქვეყანაა გაერთიანებული,
რადგან მასში მოსახვედრად ინტელექტუალური პოტენციალია უმთავრესი. ვერ გეტყვით, რომ
სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი საქმიანობისადმი დიდი დაინტერესებაა, თუმცა ბოლო წლებში
გარკვეული მცდელობა არის. მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ სფეროში მოხდა წყვეტა,
რაც განათლების რეფორმის შედეგია. აბიტურიენტები საერთოდ აღარ აბარებდნენ ფიზიკის ფაკულტეტზე,
რადგან დაიხურა  ინსტიტუტები და პროფესიამ დაკარგა
პერსპექტივა. ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრობლემებია, რომელსაც უნდა გონივრულად მიდგომა.
განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგელნელია.
 მიუხედავად იმისა, რომ კაპიკი არ გვქონდა გადახდილი,CERN-მა
შეგვინახა შვიდი წელიწადი, მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციის გამო. ეს პროექტი არის კაცობრიობის
მიღწევა და მასში მონაწილეობას უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს, ეს არის განათლება,
სპეციალისტების აღზრდა, ფუნდამენტური მეცნიერება. ჩემი აზრით, ყველაფერ
ამას დიდი დაფიქრება
სჭირდება.” – ამბობს
ჯემალ ხუბუა.

პირველი ქართველი CERN-ელები


 

ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მეცნიერი, რომელიც CERN-ში მოღვაწეობდა იყო გიორი ჩიქოვანი.  ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოს უდიდეს ინსტიტუტში თავადCERN-ის მიწვევით და დაფინანსებით აღმოჩნდა. მიზეზი კი მისივე გამოგონება ნაპეწკლოვანი კამერის დეტექტორი გახდა.CERN-ში, დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი
გიორგი ჩიქოვანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეორე ქართველი ფიზიკოსი CERN-ში ვლადიმერ როინიშვილია. იგი ასე იხსენებს თსუ-დანCERN-ამდე განვლილ გზას:


 

 “1957
წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ასპირანტურაში
გავაგრძელე, სადაც  ჩემი ხელმძღვანელი იყო გიორგი
ჩიქოვანი. ჩვენი ჯგუფი, ასევე გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით,  ნაპეწკლოვანი კამერის დეტექტორის პროექტზე ვმუშაობდით,
მაგრამ მოულოდნელად გიორგი ჩიქოვანი გარდაიცვალა. 
CERN-ში,
სადაც  გიორგი ჩიქოვანი მუშაობდა, უნდოდათ,
რომ მისი საქმე  ასევე ქართველ მეცნიერს გაეგრძელებინა,
რათა გაგრძელებულიყო
CERN-ის
და საქართველოს კავშირი. საბედნიეროდ, მეორე ქართველი მეცნიერი აღმოვჩნდი, რომელიც
CERN-მა მიმიწვია.
მაშინ 37 წლის ვიყავი. ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ
CERN-მა ის ექსპერიმენტი, რომელშიც მე
ვთანამშრომლობდი, თავისი დანადგარით  პროტვინოს
ინსტიტუტში (მოსკოვის ოლქი) გადმოიტანა. გადმომიყვანეს პროტვინოში. ძირითადად, საბჭოთა
მეცნიერები პროტვინოდან ხვდებოდნენ
CERN-ში, მე კი პირიქით  მოვხვდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე სერპოხოვის ამაჩქარებელზე,  CERN-ის წარმომადგენლები წავიდნენ 1972 წელს და თან წაიღეს
თავისი დანადგარები. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში
CERN-თან  აქტიური ურთიერთობა აღარ მქონია, თუმცა ამ ინსტიტუტის  ცალკეულ მეცნიერებთან პერიოდულად ვთანამშრომლობდით.
1990-იანი წლებში
CERN-თან  ახალი თანამშრომლობის ეტაპი დაიწყო. ანდრონიკაშვილის
სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი დღემდე იღებს მონაწილეობას ერთ-ერთ ექსპერიმენტში
CMS-ში,
რომლის ხელმძღვანელიც ვარ.  ამასთან,  ვარ  ექსპერიმენტ
“კოლაიდერის”  და 
CERN-ის  ავტორთა
კოლექტივის წევრი.
CERN-ში  წელიწადში ორჯერ მიწევს ჩასვლა, რათა ავირჩიოთ  ხემძღვანელობა ან ინსტიტუტის მუშაობას ესა თუ ის
მიმართულება მივცეთ. ამისთვის საჭიროა ჩემი ხმა.” –  

თუმცა, მსოფლიო
მნიშვნელობის ფიზიკოსი  წუხს იმაზე, რომ შესაძლოა,
ცოტა ხანში ქართველმა მეცნიერებმა
CERN-ში მუშაობა ვეღარ გააგრძელონ.

” ვსარგებლობ
შემთხვევით და მივმართავ თანადგომისთვის საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის
პასუხისმგებელ პირებს  – სავარაუდოდ
LHC   და  CMSოცი წლის განმავლობაში იმოქმედებს და საქართველოს მეცნიერთა რამდენიმე თაობა შეძლებს
ამ არაჩვეულებრივ დანადგარზე მუშაობას და კვლევების ჩატარებას ფიზიკის მეტად საინტერესო
დარგში. ამისათვის, აუცლიებელია, მიზანდასახული სახსრების გამოყოფა, რათა ჩვენ მოგვეცეს
CMS-ში სრულფასოვანი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა.”
– ითხოვს 80 წელს მიღწეული მეცნიერი.


 

ქართველ ფიზიკოსთა ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს.
სწორედ ამ ინსტიტუტების სახელით მონაწიოლებენ ისინი 
CERN-ში, მაგრამ როგორც თავად ირწმუნებიან,
საბოლოოდ მაინც ქართველ მეცნიერებად რჩებიან. ასეთ მეცნიერთა რიცხვს განეკუთნება ბრიტანეთში
მოღვაწე ფიზიკოსი ვახტანგ ქართველიშვილი,რომელმაც
CERN-ამდე საკამოდ მძიმე  გზა განვლო.


 

თსუ-ის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში სწავლის სამწლიანი
პერიოდი გავატარე პროტვინოს ინსტიტუტში, საიდანაც საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროსა
და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტით 10-თვიანი გაცვლითი პროგრამით სტაჟირებისთვის
მოვხვდი  ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში,
სადაც  მჭიდრო კონტაქტი დავამყარე იქ მოღვაწე
მეცნიერებთან და  რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალშიც
გამოვაქვეყნეთ სტატიები. 10 თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მთელი სიმძაფრით
გამოვიარე საბჭოთა კავშირის ნგრევის და კუპონების პერიოდი. დაახლოებით 1995 წელს ვიგრძენი,
რომ შინაგან წონასწორობა დაკარგული მქონდა. არ შემეძლო იმასთან შეგუება, რომ ამდენი
წელი იმისთვის ვიღვაწე, რომ  სხვა, შედარებით
დაბალი კვალიფიკაცით მემუშავა. ამიტომ, დავუკავშირდი ჩემ კოლეგებს მანჩესტერის უნივერსიტეტში.
აღმოჩნდა, რომ იქ, ამ დროს ლექტორის  დროებითი
შტატი განთავისულდა. საერთო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ამ თანამდებობაზე დავინიშნე.
როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ჩემი ხელფასი ფინანსდებოდა ორი წყაროდან – თეორეტიკოსების  და ექსპერიმენტული ჯგუფისგან. მიუხედავად იმისა,
რომ თეორეტიკოსი ფიზიკოსი ვიყავი, დაფინანსების გამო უნდა მემუშავა ექსპერიმენტატორებისთვისაც.
ჩვენი  დავალება იყო დეტექტორის ეფექტების შესწავლა,
ანუ უნდა გაგვერკვია დეტექტორმა რაც დაამახინჯა, იმის პირველადი განაწილება როგორი
იყო. ეს საკმაოდ აქტუალური პრობლებაა და მათემატიკურად არ არის ბოლომდე განსაზღრვული.
მაშინ შევთავაზე ჩემი მეთოდი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გამოდგა. ეს ნაშრომი გამოქვეყნდა
1996 წელს და ამჟამად იგი გამოყენებულია 100-ზე მეტ ანალიზში.

CERN-თან  ჩემი პირველი კონტაქტები ჯერ კიდევ  მოსკოვში ყოფნის
პერიოდს უკავშირდება. მაშინ შევხვდი
CERN– ში მშენებარე ახალი ექსპერიმენტისCMS-ის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ თეორიით,
რომელზეც ვმუშაობდით – ეს იყო არსებული სუპერ სინათლური თეორიის ერთ-ერთი განშტოება.
ჩვენ მათ ვთავაზობდით ახალ მეთოდს, როგორ შეიძლებოდა უფრო ადვილად გვეპოვა სუპერ სინათლე.
ჯერჯერობით ისევ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, შეიძლება საერთოდ არც არსებობს. სამწუხაროდ,
ასეა ჩვენი საქმე.

როგორც მანჩესტერის
უნივერსიტეტის  ექსპერიმენტატორი ჯგუფის წევრი
ვმუშაობდი  ექსპერიმენტში
OPMM.
ეს იყო
CERN
-ის წინა ამაჩქარებელის  ერთ-ერთი ექსპერიმენტი.
სხვათა შორის, წლები დამჭირდა იმისათვის, რომ ჩემი თეორიული ტვინი მომეტრიალებინა ექსპერიმენტისკენ
და ამ დროს, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტიც დაიხურა. ამჟამად ვმუშაობ “ატლასის”
ექსპერიმენტში და რამდენიმე ანალიზში ვიღებ მონაწილოებას, ეს არის კვარკოლიუმის ფიზიკა,
ანუ მძიმე კვარკების ბმული მდგომარეობების შესწავლა. ამჟამად ვარ
CERN– ის ასოცილებული
თანამშრომელი და  ვანკასტერის უნივერსიტეტის
ლექტორი. ჩემი  დროის ნახევარი მიდის პედაგოგიურ
მოღვაწეობაზე, ნახევარი კი
CERN
ში  კვლევით მოღვაწეობაზე.” – გვიყვება
საკუთარ ისტორიას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ქართველიშვილი
.


 

ჟენევის ბირთვული კვლევების ცენტრის „CERN-is`თანამშრომელმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის
დირექტორმა გიორგი (გია) დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს  მოიპოვა ხარისხი
თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს  მიიღო
ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა
და ტექნოლოგიაში, 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პრემია.  პრემია, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია და
რომლითაც გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. იგი ძირითადად
მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით და მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. გია
დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი
ისტორიის შესახებ.


 

“ნებისმიერი ქვეყნისთვის,
თუ ის ქვეყანას წარმოადგენს, მეცნიერება განუყრელი ნაწილია. მეცნიერება არის ქვეყნის
ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტი. იმაზე საუბარი არც ღირს, რომ მეცნიერება ყველა ქვეყანაში
განვითარებული უნდა იყოს. მეცნირება რომ განვითარდეს ქვეყანაში, საჭიროა ფული და პრიორიტეტების
დასახვა. როგორც წესი, მეცნიერება არ არის გამოყოფილი ქვეყნიდან ცალკე. განვითარებულ
და მოწესრიგებულ ქვეყნებს აქვთ განვითარებული მეცნიერება, ხოლო განუვითარებელ და მოუწესრიგებელ
ქვეყნებს – არ აქვთ. პატარა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარება,
რადგან, ფაქტობრივად, მეცნიერება არის ის ბერკეტი, რითიც პატარა ქვეყანას შეუძლია არ
ჩამორჩეს მსოფლიოს. მითუმეტეს, XXI საუკუნეში მეცნიერება გლობალური გახდა. გლობალიზაცია,
ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა, მეცნიერება მინიმალური დანახარჯებით შეინარჩუნონ პატარა
ქვეყნებმაც კი, თუ სწორად მიუდგება სტრატეგიულად. ჩემი აზრით, ქვეყანამ მისი განვითარება
პრიორიტეტად უნდა დაისახოს,” _ ამბობს გია დვალი ერთ-ერთ ინტერვიუში.


 


 


 

იმისათვის, რომ CERN-ში
მუშაობა შეძლო, ნიჭთან და ცოდნასთან ერთად საჭიროა გამუდმებული, თავდაუზოგავი შრომა.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი
მინაშვილი ,
რომელიც ამჟამად  
CERN-ში ატლას დეტექტორის TEAL კალორიმეტრის მართვის და მომსახურების
ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.
 

ირაკლი მინაშვილმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების
შემდეგ სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა დუბნის ინსტიტუტში გააგრძელა. “ჩემი სამეცნიერო
მოღვაწეობა ეხებოდა ელემენტარული ნაწილაკების შესწავლას და მასთან დაკავშირებით საჭირო
ხელსაწყოების, დეტექტორების შექმნას. ძირითადად ექსპერიმენტში ვმონაწილეობდი და დღესაც  ესქპერიმენტატორი ვარ მაღალი ენერგიების განხრით,
განსაკუთრებით კალორიმეტრიაში. ეს ელემენტარული ნაწილაკების ენერგიის განმსაზღვრელი
ხელსაწყოა.  დიდი გამოცდილება მაქვს, როგორც
ელექტრო მაგნიტური ნაწილაკების, ასევე ატომური ნაწილაკების დეტექტორების შექმნაში.
პირველი გამოცდილება, რა თქმა უნდა, დუბნის ინსტიტუტიდან  მაქვს, შემდეგ დიდი ხნის გამნავლობაში   ექსპერიმენტები გვქონდა პროტივნოს  ინსტიტუტში.

CERN– ში  პირველად 1989 წლების ბოლოს მოვხდი, სადაც ჩაგვაბარეს დიდი დანადგარი ელექტრო მაგნიტური კალორიმეტრი
გამაკვანტები და ელექტროპოზიდრომები. მას შემდეგ სისტემატურად ვთანამშრომლობ.  ბოლო შვიდი წელია ქართული ჯგუფი თბილისის სახელმწოფო
უნივერსიტეტიდან და ფიზიკის კვლევის ინსტიტუტიდან აქტიურად ვმუშაობთ ახალი დეტექტორზე
” ატლასი”, რისთვისაც საჭირო იყო ადრენული კალორიების შექმანა. ამაში დიდი
წვლილი გვაქვს ქართულ ჯგუფს, სადაც  დაახლოებით
რვა ქართველია. ისე
CERN
ში  საკმაოდ ბევრი ქართველი მუშაობს, ზოგი თეორიტიკოსია,
ზოგიც ექსპერიმენტატორი. ჩვენი ცოდნა სამყაროს
წარმოქმნის შესახებ საკმაოდ  მწირია და როცა
ეს გვეცოდინება, ამის შემდეგ უფრო გაგვიადვილდება ფიქრი მომავალ მეცნიერებაზე. სწორედ,
ამის გარკვევას ემსახურება
CERNდა ამ მსოფლიო მოვლენის თანამონაწილეები ვართ ქართველი მეცნიერები. ” – ამბობს
ირაკლი მინაშვილი.


 

სოფიო პატარაია CERN-ში მოღვაწე ყველაზე ახალგაზრდა ქართველი
მეცნიერია. იგი მსოფლიო ექსპერიმენტში მიუნხენის ინსტიტუტის სახელი მოღვაწეობს.


 

“თბილისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2005 წელს დავამთავრე ატომური და ბირთვული ფიზიკის
განხრით. მაგრამ იმ წელს ასპირატურაში არ იყო მიღება. რომში, ერთ-ერთი საერთაშორისო
კონფერენციის დროს, ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა მითხრეს, რომ გერმანიაში და იტალიაში
იყო ვაკანსია და შემეძლო გამეგზავნა  მონაცემები.
კონკურსის გავლის შემდეგ მოვხდვი გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, მაქსპლანკის ინსტიტუტში.
ინსტიტუტის დაფინანსებით სამ წელიწადნახევარი ვსწავლობდი. სწავლის დამთავრების შემდეგ
კვლავ წარმატებით გავიარე კონკურსი და  სამუშაოდ
უკვე მე თვითონ ავირჩიე  მიუნხენი. თუმცა, რადგან
“ატლასის” ექსპერიმენტი მსოფლიოში ასე აქტუალურია, გადავწყვიტე იქ დამეწყო
მუშაობა. ამ პერიოდში ხშირად ჩავდიოდი ჟენევაში რამდენიმედღიანი სამუშაო მივლინებით.
2009 წელს დისერტაცია დავიცავი ტოპკვარცების წარმოქმნის სიხშირეზე. დოქტორანტურის შემდეგ
მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა ვისკონტინის უნივერსიტეტში, რომელიც
მთლიანად
CERN-შია.
მოკლედ, ორი წელია რაც ვმუშაობ
CERN-ში, რომელიც ფაქტობრივად, ერთი ქალაქია. აქ  ქართველი მეცნიერები ხშირად ვიკრიბებით. ერთხელ ვმსჯელობდით,
ვართ თუ არა მნიშვნელოვანად წარმოდგენილები
CERN-ში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ
ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო საქმეში. წარმოიდგინეთ, ოთხი ექსპერიმენტიდან
სამში ვმონაწილეობთ ქართველები და  უმეტესობას
ძალიან კარგი პოზიცია აქვს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში თვითონ
CERN-შიც ხაზს უსვამენ
ქართველი ფიზიკოსების წვლილს. ცოტა ხნის წინ, 
CERN-ის
დაფინანსებით და მიწვევით  საქართველოდან ჩაიყვანეს
ქართველი მასწავლებელები და იქ ხაზი გაუსვეს ჩვენს საქმიანიობას. ეს დიდი დამსახურებაა.
ჩემი სამი კურსელია კიდევ ამ ორგანიზაციაში. მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტების
სახელით ვმოღვაწეობთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით
CERN-ში  მე ყველაზე პატარა ვარ, ჩემს
შემდგომი თაობა ამ ეტაპზე არ ჩანს.” – გვითხრა სოფიო პატარაიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი