პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წარმოსახვა და ქიმიური ამოცანების ამოხსნა

რა უნდა ვიცოდეთ
ქიმიის ამოცანების ამოსახსნელად? ხშირად მხოლოდ ქიმიის ცოდნა არ კმარა – განსაზღვრული
მათემატიკური აპარატის ცოდნაც მოგვეთხოვება, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც
ძალიან ხშირად გვეხმარება ამოცანის ამოხსნაში. ეს გახლავთ წარმოსახვა. ქიმიის ამოცანების
აბსოლუტური უმრავლესობა წარმოსახვის წყალობით შეიძლება „იდუმალი პროცესებიდან” „ხელისგულზე”
მიმდინარე პროცესებად ვაქციოთ, ამ შემთხვევაში კი სწორი მეთოდის შერჩევა და
ჭეშმარიტი პასუხის მიღება გაცილებით ადვილია.

ზემოთქმულის
სადემონსტრაციოდ მინდა ერთი მარტივი მაგალითი განვიხილო.

ვთქვათ, მოცემულიგვაქვს ორიჭიქა. ერთშიწყალია, მეორეში კი ეთანოლი.სითხეები აღებულია
იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მეორეში უსასრულოდ იხსნებოდეს. დავუშვათ,
მეორეჭიქიდან ამოიღესერთი კოვზიეთანოლი, ჩაასხეს წყლიანჭიქაშიდა კარგად მოურიესსრულ გახსნამდე; შემდეგ ერთი კოვზისითხე წყლიანი ჭიქიდანამოიღეს და უკან, ეთანოლიან ჭიქაში გადაასხეს.

მოცემულია სამი სავარაუდო პასუხი:

  1. ეთანოლი უფრო დიდი რაოდენობით იქნა გადატანილი,
    ვიდრე წყალი;
  2. წყალი უფრო დიდი რაოდენობით იქნა გადატანილი, ვიდრე
    ეთანოლი;
  3. ეთანოლიც და წყალიც თანაბარი რაოდენობით იქნა
    გადატანილი.

 

მოცემულ კითხვაზე რესპონდენტების უმეტესობა პასუხის
პირველ ვარიანტს ირჩევს. ერთი შეხედვით, იგი ლოგიკურად ჟღერს: ერთი კოვზი სუფთა
ეთანოლი გადავასხით წყალში, განვაზავეთ და შემდეგ მიღებული ხსნარის ერთი კოვზი
უკანვე გადმოვიტანეთ.

სინამდვილეში მოცემული ამოცანისთვის სწორი პასუხი
მესამეა. სად და რატომ დავუშვით შეცდომა? ამოცანის მარტივი და შედარებით ბუნდოვანი
პირობა (არ არის მითითებული არავითარი სიდიდე) გვიბიძგებს, პასუხი სწრაფად გავცეთ,
სისწრაფე კი პირობის საფუძვლიანად გააზრებაში ხელს გვიშლის.

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობებს არ მიუთითებს,
მაინც რაოდენობითია, ამიტომ მის ამოსახსნელად მათემატიკა აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ.
შემოტანილი ციფრები პირობას უფრო თვალნათელს გახდის. გარდა ამისა, თუ წყლისა და
სპირტის თვალით უხილავ მოლეკულებს იმდენად „გავზრდით”, რომ „ხილული” გახდეს, ამოცანის
შესახებ კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება.

აქედან გამომდინარე, ზემოთ დასმული ამოცანის პირობა
ტრანსფორმირებული – „ხილული” სახით ჩამოვაყალიბოთ:

. მოცემულია ორი ჭიქა. პირველ ჭიქაში მოთავსებულია
100 ლურჯი ბურთულა, ხოლო მეორეში – 90 შავი ბურთულა. გადავიტანოთ 10 შავი ბურთულა
პირველ ჭიქაში და თანაბრად გავანაწილოთ (სითხეების შემთხვევაში განაწილება ადვილია).
შედეგად პირველ ჭიქაში გვექნება 110 ბურთულა – 100 ლურჯი და 10 შავი, ხოლო მეორეში
80 შავი ბურთულა დარჩება. პირველი ჭიქიდან ავიღოთ 10 ბურთულა. თუ ბურთულებს შორის
განაწილება თანაბარი იქნება, როგორც ეს იყო სითხეების შემთხვევაში, მაშინ
ამოღებული 10 ბურთულიდან 9 ლურჯი აღმოჩნდება, ხოლო 1 – შავი. ამ 10 ბურთულის მეორე
ჭიქაში გადატანის შემდეგ მეორე ჭიქაში გვექნება 91 შავი და 9 ლურჯი ბურთულა, ხოლო
პირველში 91 ლურჯი და 9 შავი ბურთულა დარჩება.

საბოლოოდ პირველ ჭიქაში აღმოჩნდება 9 შავი, ხოლო
მეორეში – 9 ლურჯი ბურთულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი