პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა კონკურსი

2018 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა „პროფესიული განათლების შესახებ“, სამართლებრივი საფუძველი შექმნა პროფესიული განათლების სივრცეში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირებისთვის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პროფესიული განათლების ახალი კანონი და 2019 წლის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება (No170/ნ) ითვალისწინებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში (კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონე) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის (10-12 კლასი) სწავლის შედეგების ინტეგრირებას, რაც ხელს უწყობს ე.წ. „საგანმანათლებლო ჩიხის“ აღმოფხვრასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას. ამ ტიპის პროგრამის გავლა დასრულდება დიპლომის გაცემით, რომელიც გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიმართულებით ფასდაუდებელი დახმარება გასწია გაეროს განვითარების პროგრამამ. პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2“ ფარგლებში.

პროფესიული უნარების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების – „საზოგადოებრივი მეცნიერებები“ და  „მათემატიკური წიგნიერება“ – პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით.

ინტეგრირებული მოდულის აზოგადოებრივი მეცნიერებებისახელმძღვანელოს ავტორთა შერჩევისთვის კონკურსი ცხადდება სამი საგნობრივი მიმართულებით:

  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია

 

სახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • ისტორიის/ სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • ისტორიის/სამოქალაქო განათლების/ გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

ინტეგრირებული მოდულის მათემატიკური წიგნიერებასახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკაში ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • მათემატიკის მიმართულებით სწავლების ხუთწლიანი გამოცდილება;
  • მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო რესურსების ან/და სახელმძღვანელოების შემუშავების გამოცდილება.

განაცხადის მისაღებად, კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. რეზიუმე – კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური ჩამონათვალით.
  2. თანდართული დოკუმენტების გათვალისწინებით რამდენიმე გვერდიანი ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე (არაუმეტეს 500 სიტყვისა).

სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ეტაპებია:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა რეზიუმე და არაუმეტეს 500 სიტყვისა ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე – HR@geoskills.ge 2022 წლის 15 თებერვის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ, რომელი მოდულის სახელმძღვანელოს საგნობრივი მიმართულების ავტორთა კონკურსში გსურთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად კონკურსის ვადის ამოწურვამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მათ ეცნობებათ კონკურსის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.

 

გთხოვთ, გაცნობის მიზნით იხილოთ  თანდართული ფაილი!

თანდართული დოკუმენტაცია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი