ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ისტორიული ლორეს საზღვრების კორელაცია და სინამდვილის რეპრეზენტაცია ისტორიის გაკვეთილზე

მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. რადგან  მედიალანდშაფტი ძლიერ არის შეცვლილი და ინფორმაცია ახალგაზრდამდე ათასობით წყაროდან მოდის, მედიაუნარების, მედიაწიგნიერების კომპეტენციის გარეშე მოსწავლეები ვერ შეძლებენ ინფორმაციის ზღვაში „ნამდვილისა“ და „გამოგონილის“ გარჩევას. ისტორიის საგანი  ის სასწავლო დისციპლინაა, რომელიც არა მარტო ხელს უწყობს მოსწავლეებს კომპეტენციების ჩამოყალიბებაში, არამედ ეხმარება მათ ისტორიული მეხსიერების, წარსულის ისტორიული სურათების აღდგენა-დანახვაში, კვლევითი, ღირებულებითი და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში.

 

მოსწავლეები ისტორიის გაკვეთილებზე მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე: ისტორიულ დოკუმენტებზე, ვიდეორგოლებზე, ფილმებზე, სურათებზე, პლაკატებზე, რუკებზე, ვიზუალიზაციის საშუალებებზე და ა.შ.  მოსწავლემ მათში უნდა იპოვოს   მთავარი აზრი, კრიტიკულად შეაფასოს, შეადაროს, გააკეთოს დასკვნები. ტრადიციული ისტორიის გაკვეთილი ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენებას მაინც შეაქვს მასში ცვლილება ინფორმაციასთან მუშაობის თვალსაზრისით.

 

რაში გამოიხატება ეს ცვლილება?

 

უპირველეს ყოვლისა, ესაა მედიატექსტების სისტემატურად გამოყენება სასწავლო პროცესში. ისტორიის გაკვეთილზე მოთხოვნადი მედიატექსტები საკმაოდ მრავალფეროვანია:  სახელმძღვანელოს ილუსტრაციები, საარქივო დოკუმენტები, ფოტოგრაფიები, ფილმები (მხატვრული, დოკუმენტური), რუკები, ვიდეოფილმები, კარიკატურები, პლაკატები და სხვ.  მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია,  მივაღწიოთ  სინამდვილის სწორად აღქმას,  რაც მათ დაეხმარება  შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, სათანადო სტრატეგიისა და ქცევის განხორციელებაში. შესაბამისად, მთავარი მედიაწიგნიერებაში დაკავშირებულია ისეთი უნარების განვითარებასთან, როგორიცაა:

  • ინფორმაციის წვდომის უნარი;
  • ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარი;
  • ინფორმაციის შეფასების, მისი მთავარი გზავნილის პოვნის უნარი  (მათ შორის ღირებულებითი კუთხითაც);
  • ეთიკის ნორმების დაცვა მედიასივრცის გამოყენებისა და  მედიაპროდუქტის შექმნის დროსაც.

 

ზოგადად, თითოეული მედიატექსტი შეიცავს კონკრეტულ  გზავნილს – მედიაინფორმაციის მთავარ მესიჯს, რომელიც ხშირად დაშიფრულია მედიატექსტში და მისი პოვნისთვის საჭიროა დეკონსტრუქცია, ანუ მედიატექსტის დეკოდირება. მედიატექსტის  (ისტორიული დოკუმენტი, სასწავლო მასალა, ფილმები, რუკები, პლაკატები და სხვ.) დეკოდირება ხდება სპეციალური შეკითხვების საშუალებით. მოსწავლეები განსაზღვრავენ მთავარ იდეას, კრიტიკულად შეაფასებენ, შეადარებენ, გააკეთებენ დასკვნებს, ანუ გამოავლენენ მედიაუნარებს.

 

შეკითხვები მედიატექსტის  გაანალიზებისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუდიტორია

 

 

 

 

 

 

 

და

ავტორი ვინ არის ავტორი? ვინ შექმნა?
მიზანი  რისთვის შეიქმნა? რა უნდოდა ავტორს? ვისთვისაა ის განკუთვნილი? რატომ ფიქრობთ ასე?
ვის ეკუთვნის/კუთვნილება  ვინ არის გამომცემელი?
ზემოქმედება ვინ შეიძლება დარჩეს ამ გზავნილით  მოგებული? ვინ დაზარალდება? სასარგებლოა თუ არა ის ჩემთვის და ჩემნაირი  ადამიანებისთვის?

რა უნდოდა ავტორს, რომ აქედან დამემახსოვრებინა?

პასუხი რისი გაკეთება შემიძლია ამასთან დაკავშირებით?
შეტყობინება და შინაარსი რაზეა ეს ინფორმაცია? რა მაიძულებს, ვიფიქრო ასე? როგორი დასკვნის გაკეთებას ელოდნენ ჩემგან? რა იყო ის მნიშვნელოვანი, რაც დარჩა სათქმელი?
მეთოდები ინფორმაციის გადმოცემის რა ტექნიკებია გამოყენებული და რატომ? როგორ შეესაბამება ეს ტექნიკა თემას?
ინტერპრეტაცია  შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანებმა სხვადასხვაგვარად გაიგონ ეს ინფორმაცია და რატომ?

როგორ   გავიგე  მე  ეს არის ინფორმაცია და  ჩემი რეაქციიდან გამომდინარე, რა გავიგე მე ჩემზეც და მოცემულ ინფორმაციაზეც?

 

რეპრეზენტაციულობა და სინამდვილე

კონტექსტი როდის მომზადდა ინფორმაცია? როგორ გარემოებაში? სად და როდის გავრცელდა?
ნდობა ეს ფაქტია, რაიმე აზრია თუ რაიმეს ინტერპრეტაციაა? რამდენად ახლოსაა სიმართლესთან? რატომ ფიქრობთ ასე?

რომელი საინფორმაციო წყაროთი შეიძლება ამის დამტკიცება? შეიძლება თუ არა ვენდოთ ამ ინფორმაციას?

 

 

 

ვიზუალური მასალის დეკოდირების   სქემა:

 

  1. რას ხედავთ ?
  2. რა მოვლენა/ამბავია აღწერილი?
  3. რის მიხედვით, რის საფუძველზე ფიქრობთ ასე?
  4. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მოცემულ მოვლენაზე?
  5. გაგიჩნდათ თუ არა დამატებითი შეკითხვები?
  6. რომელი მომენტები გეჩვენებათ ურთიერთსაწინააღმდეგოდ?
  7. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი სათქმელი?
  8. ჩამოაყალიბეთ შეკითხვები მასალასთან დაკავშირებით.

 

 

ფილმის / ფილმის ფრაგმენტის დეკოდირების სქემა:

 

  • რა არის ფრაგმენტის მთავარი თემა? დაასათაურეთ ფრაგმენტი;
  • სად ხდება მოქმედება? აღწერეთ სცენა, პერსონაჟები. დაასახელეთ ისინი და შეაფასეთ მონათხრობი სანდოობის თვალსაზრისით;
  • შეაფასეთ, ფრაგმენტის შექმნისას გამოყენებულია თუ არა მონტაჟი, კომპილაცია?
  • როგორ შესაბამისობაშია ფრაგმენტი ისტორიულ სინამდვილესთან?
  • „მჯერა-არ მჯერა“;
  • რას აცხადებს პერსონაჟი – „ამბობს თუ არა იმას, რასაც მე ვფიქრობდი, თუ მალავს სიმართლეს?“

 

მოვიყვანოთ მაგალითი:

 

გაკვეთილის სათაური „ისტორიული  წყაროები და ლორეს  პოლიტიკური საზღვრების კორელაცია“

 

კლასი XII

საგანი – ისტორია (ორი საგაკვეთილო საათი)

სასწავლო მიზნები – მოსწავლემ შეძლოს, გააანალიზოს ისტორიული წყაროები, მონიშნოს ისტორიული ლორეს საზღვრები, თვალი გაადევნოს ლორეს საზღვრების  კორელაციას, იმსჯელოს ისტორიული საზღვრების ცვლილებებზე, რუკებისა და ვიდეოფილმების გაანალიზების შემდეგ შეადაროს და დააკავშიროს ტექსტებში მოცემული ინფორმაცია ვიდეოფილმებსა და რუკებზე ასახულ ინფორმაციასთან, გააკეთოს დასკვნა ლორეს საზღვრების ტრანსფორმაციისა და  საქართველოს სამხრეთის საზღვრის პრობლემების  შესახებ; დაინახოს, რომ თანამედროვე საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები (პოლიტიკური,   სოციალური და სხვ.) მეტწილად განპირობებულია საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მომხდარი ცვლილებებით  (ისტ. XII.4.).

მედიაწიგნიერების მიზნები – მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.

ლექსიკონი: ნარატივი – წერილობითი წყარო.

საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი: ნარატივი – ისტორია, XII კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2012.; მასწავლებლის მიერ მიერ წყაროების გამოყენებით შედგენილი ტექსტები (ტექსტი 1,2,3);  ცხრილი – „ლორეს საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 1,2,3,4).

საქართველოს რუკები / Georgian Maps (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

ვიდეოფილმები – „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07)

„ჩვენი ფონდი- ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22).

 

რუკები:  რუკა 1.  საქართველო ძვ.წ. II-I საუკუნეებში;

რუკა 2.  საქართველო    II-X საუკუნეებში

რუკა 3.  საქართველოს XII-XVIII  საუკუნეებში   https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/somxet-saqartvelos-omi-1/

რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში https://burusi.wordpress.com/2009/07/12/maps-of-georgia/www-nukri-org_hist2_georgia_xv/

რუკა 5. საქართველო 1762  წელს

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:Georgia_in_1762.svg

რუკა 6. ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (კონკრეტული პერიოდი 1801-1813წწ. ). „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“ –   საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian-2792.pdf

რუკა 7.  ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915წ.; რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელი. https://ivane.ge/wp-content/uploads/pdf/almanakhi.pdf

რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.

რუკა 10.  საქართველო  მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920 https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი

რუკა 11. საქართველოს  სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის  რუკა. XI.   შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1930 წ.

 

 

გაკვეთილის აღწერილობა:

აქტივობა N1 – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით (მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს):

 

კითხვები სავარაუდო პასუხები
საისტორიო წყაროების  რომელ ჯგუფებს ვიცნობთ? ნარატიულ, ნივთიერ და ე.წ. აბსტრაქტულ  წყაროებს.
როგორ უნდა დაგვეხმაროს  ისტორიული წყაროები პრობლემების გადაწყვეტაში? ისტორიული წყაროების შესწავლა და ფაქტებისა და მოვლენების ნამდვილობის   დადგენა გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში.
კიდევ რა ტიპის მასალები შეიძლება დავიხმაროთ ისტორიული პრობლემატიკის განხილვისას? სპეციალური ისტორიული ხასიათის  ლიტერატურა.
როგორ უნდა დაგვეხმაროს  ისტორიული წყაროები პოლიტიკური  ხასიათის  პრობლემების გარკვევაში? ისტორიული  წყაროების „სწორი წაკითხვით“ შესაძლებელია  პოლიტიკური  ხასიათის პრობლემების გაანალიზება,  არსებული  ცვლილებების მიზეზების დანახვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

 

 

აქტივობა N2 – მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ნარატიულ ისტორიულ წყაროებზე (ტექსტი 1 – „ნარატიული ისტორიული წყაროები“) და სთხოვს, უპასუხონ შეკითხვებს:

 

მასწავლებელი: „ისტორიული წყაროებიდან უმნიშვნელოვანესია ნარატიული ხასიათის წყაროები  (როგორიცაა  ქრონიკები, დოკუმენტები, სამეცნიერო და ლიტერატურული ხასიათის ნაწარმოებები, პუბლიცისტური ნარკვევები, საგაზეთო სტატიები, დღიურები და ა.შ.). მათი გამოყენება წარსულის რეკონსტრუქციისათვის აუცილებელია. ისინი გვეხმარება წყაროს „ნამდვილობის“ განსაზღვრაში და  ისტორიული „სიმართლის დადგენაში“.

 

მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს  და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ                                  შეკითხვებს:

 

 

კითხვა სავარაუდო პასუხი
როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ნარატიული წყაროები საქართველოს სახელმწიფო საზღვრების  ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში?

რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პრობლემებით გამოწვეული ცვლილებები სახელმწიფოს საზღვრების კორელაციაზე?

წყაროებს, ანალიზის საფუძველზე,  რეალურად შეუძლია დახმარება გაგვიწიოს

„ნამდვილის“ და „გამოგონილის“  დადგენაში, სასაზღვრო-ტერიტორიული ცვლილებების საკითხების შესწავლაში, ამ ცვლილებების მიზეზების გამოკვლევაში და  დასკვნების გაკეთებაში.

ნარატიული სახის დოკუმენტების გარდა, ტერიტორიული პრობლემების შესწავლაში  კიდევ რა ტიპის წყაროები შეიძლება გამოვიყენოთ? ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის მონაცემები,  მხარის არქეტოპონიმიკა,   რუკები და, ზოგადად, მრავალფეროვანი საისტორიო წყაროები.

 

აქტივობა N3  – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, გაეცნონ ისტორიული შინაარსის შემცველ ტექსტებს (წყაროების გამოყენებით შედგენილ ნარატივებს) ისტორიული  ლორეს შესახებ (ტექსტი 1, ტექსტი 2 და ტექსტი 3, ტექსტი 4), გააანალიზონ ინფორმაცია და შეავსონ ცხრილი „ისტორიული ლორეს  საზღვრების კორელაცია:

 

ტექსტი 1: „თბილისი-ერევნის გზის (თბილისი-სადახლო-ერევანი-ვანაძორი-ერევანი და თბილისი-ტაშირი-ვანაძორი-ერევანი) უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ლორე, სომხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი,  რომელსაც ტაშირსაც უწოდებდნენ. რეგიონი ცნობილია თავისი სამონასტრო კომპლექსებით მდ. დებედას ხეობაში, მდინარე ძორაგეტის  ულამაზესი კანიონით და  ტაშირის დაბლობით. ისტორიულად ეს მხარე სხვადასხვა სომხური სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ტაშირი უძველეს ხანაში  მიტაცებული იყო ფარნავაზიანთა დინასტიის მიერ და სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. შემდეგ,  ძვ.წ. II ს-ში,  არტაშესიანებმა  დაიბრუნეს და ტაშირის ადმინისტრაციული ერთეული ცალკე შექმნეს. ახ.წ. I საუკუნეში ტაშირზე გავლენა აღიდგინა იბერიის სამეფომ, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს უკვე  არშაკიდების შემადგენლობაშია. 387 წელს, სომხეთის სამეფოც დაცემის შემდეგ, ტაშირი კვლავ იბერიის (ქართლის) მფლობელობაშია. V საუკუნეში მხარის გამგებლებს  „გუგარქის ბდეშხებს“ უწოდებდნენ. ძირითადად სომხურ ტერიტორიად მიიჩნეოდა ტაშირი IX -XI საუკუნეებში.  X   საუკუნეში, ამიერკავკასიის ხალხების არაბთა ბატონობის ნაშთების წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში შეიქმნა ტაშირ-ძორაგეტის  სამეფო, მეფე დავით I-მა აქ  ლორეს ციხეც ააგო. შემდეგში ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება  საქართველოს სამეფოს ფარგლებში.  განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში ლორე-ტაშირი კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა, მოგვიანებით კი ამ მხარეს უცხოელი დამპყრობლები დაეუფლნენ. 1435 წელს ლორეს მხარე საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის დაქვემდებარებაშია. შემდეგში – სეფიანი შაჰების მფლობელობაში.  1762 წელს ლორეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II განაგებს, ხოლო 1801 წელს, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ ლორე-ტაშირი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და  ჯერ საქართველოს გუბერნიის, ხოლო შემდეგ-ტიფლისის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. 1918 წლის  ზაფხულში ლორეს სამხრეთი  საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის სამხრეთის საზღვარი გახდა. საქართველოსთან საომარი ოპერაციების შემდეგ საზღვარი 1918 წლის დეკემბერში გადაიწია ჩრდილოეთით და ლორე ახლად წარმოქმნილი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა“.

გამოყენებული ლიტერატურა: Область Лори., https://travelgeorgia.ru/377/  Корюн. Житие Маштоца / Пер. с древнеармянского Ш. В. Смбатяна и К. А. Мелик-Огаджаняна. – Ер.: Айпетрат, 1962. с. 147. Toumanoff C. Studies in Christian Caucasian history – Georgetown University Press, 1963.  Hewsen R. H. The Geography of Ananias of Širak: Ašxarhacʻoycʻ, the Long and the Short Recensions. – Reichert, 1992. Minorsky V. Studies in Caucasian History. – Cambridge University Press, 1953. იხ: Материал из Википедии – свободной энциклопедии   – „ Исторические области Арменииhttps://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%BE%D1%80%D0%B8_(%D0%B8%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%80%D0%B5%D0%B3%D0%B8%D0%BE%D0%BD)#CITEREFHewsen1992

 

ტექსტი 2:  „აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონი – ქვემო ქართლი,    ისტორიული გოგარენესა და ტაშირის მხარე, იგივე ლორეს პროვინციაა. XX საუკუნეში ძველი ქართული მხარის სამხრეთი საზღვარი  გუგუთი-აღქერფი-სადახლოს სამხრეთის ხაზზე მოექცა, ადრე კი იგი გაცილებით უფრო სამხრეთით, ბამბაკის ქედზე იდო.

არქეოლოგიური გათხრები და უძველესი ავტორების (ჰეროდოტე, ქსენოფონტე, ჰეკატეოს მილეტელი, პტოლემე და სხვ.) გვიდასტურებენ, რომ ძვ.წ. V ს-ში მაინც ეს დასახელებული ტერიტორიები თითქმის მთლიანად შედიოდა იბერებისა და მოსხების ადრესახელმწიფოებრივ წარმონაქმნების შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ მათ საფუძველზე ფორმირებულ იბერიის სამეფოში (ძვ. წ. IV და III საუკუნეების მიჯნაზე), შესაბამისად,  ის დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა ამ ძველქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. II-I საუკუნეებში ძველქართულმა სახელმწიფოებმა დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს და სტრაბონის მიხედვითაც, თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო, მათ შორის ჩვენთვის ლორე-ტაშირის მხარე, თითქმის სამასი წლით გადავიდა სომხეთის ან უფრო დიდი სახელმწიფოების (რომი, პართია) ხელში, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში აკონტროლებდნენ სომხეთს ან მის ნაწილებს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზოლს ლორე წარმოადგენდა. აღნიშნული ვითარება დროდადრო ტერიტორიულ დავასაც იწვევდა.  პირველად ის საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ძვ.წ.აღ-ის II საუკუნეში დაიწყო, როცა რომის ძლიერმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სომხეთს, რაც სომხეთმა გამოიყენა და მეზობელი ქვეყნის მიწა-წყალი მის ტერიტორიაში აღმოჩნდა   (სტრაბონი., და პლინიუსი). ქართული მიწები  ფარსმან I-მა  დაიბრუნა. კიდევ უფრო გაძლიერდა იბერია II საუკუნეში ფარსმან II ქველის დროს, რომელმაც შავ ზღვაზეც მოიპოვა გასასვლელი, რაც უტყუარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ საზღვრები ისეც აღიდგინა. 428 წელს სომხეთში  მეფობა  გააუქმეს  ირანელებმა,  შემდეგ არაბები მოვიდნენ და  სამხრეთ  კავკასიაში სერიოზული პრობლემები შექმნეს. მოგვიანებით, ამ მხარეში გაიზარდა  სომხური ეკლესიის გავლენაც.  IX  საუკუნის  ბოლოს ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ტაშირ-ძორაკერტის  სომხური სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და სამშვილდეში სომეხი მეფე დაჯდა. 1065 წელს ბაგრატ IV-მ სომეხი  მეფე  იქიდან  გააძევა და სამშვილდე საქართველოს შემოუერთა, სამაგიეროდ, საქართველოს  ფარგლებს გარეთ დარჩა ლორე, რომელსაც თურქ-სელჩუკები დაეპატრონნენ  და  მერე  დავით აღმაშენებელმა გამოიხსნა იგი. ლორე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა თამარის ეპოქაშიც. განვითარებული  ფეოდალიზმის  ხანაში ლორე მთელ  ტაშირს ეწოდა (აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წყაროები ტაშირს  „ვრაც დატშ“ ანუ „იბერთა ველსაც“ – უწოდებენ).  ასე  გრძელდებოდა   გვიან შუა  საუკუნეებშიც. XIII-XIV საუკუნეებში ეს რეგიონი, მონღოლთა და თურქმენული ტომების შემოსევის  მიუხედავად, საქართველოს სამეფოს ფარგლებში  რჩებოდა. XV  საუკუნეში, ერთიანი  ქართული სამეფოს დაშლის შედეგად, ის ქართლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს   ფარგლებში  შედიოდა. ასე გრძელდებოდა ეს გვიან შუასაუკუნეებშიც. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც, ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა, ტაშირის ოლქს  მოიცავდა შემდგომი დროის ბორჩალოს მაზრაც (თრიალეთის გარეშე)  (ამჟამინდელი წალკის მუნიციპალიტეტი).

ზემოთ დასახელებული ფაქტების საფუძველზე, რომელიც კარგად იყო ცნობილი როგორც პოლიტიკური ლიდერებისათვის, ისე განათლებული ქართველების უმრავლესობისათვის, საქართველოს ხელმძღვანელობა ბორჩალოს  მაზრას საქართველოს განუყოფელ და უდავო ნაწილად მიიჩნევდა  (ეს არგუმენტი ეჭვს არ იწვევს ყველაზე კომპეტენტურ მკვლევრებს, კერძოდ, პროფესორი რიჩარდ ოვანისიანს შორისაც [Hovannisian R.G. The Republic of Armenia, vol. I. Los Angeles, 1982, pp. 72], რის  გამოც არ ეთანხმებოდა ლორეს მხარის  მიკუთვნებულობას სომხეთის სახელმწიფოსათვის 1921 წელს“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:  ჯანაშვილი მ. საინგილო, თბ., 1910; Акты собранные Кавказскую археографическую комиссиею… Тифлис, 1866; Бутков Н. Г. Материалы для новой историй Кавказа с 1722 по 1803 год. СПБ, 1869; Аверянов А. П. Этнографическій и военно-полити-ческій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской империи; Адонц Н. Г. Армения в эпоху Юстиниана, Спб, 1908; Картина Грузии или Описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное, пребывающим при его высочестве царе Карталинском и Кахетинском Ираклии Темуразовиче полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, в 1786 г.. – Тифлис: К.Н. Бегичев, 1896 (Тип. И.А. Мартиросянца); Маевский В. Т. Кутаиская губерния. Военно-политическое описание, Тифлис, 1896. с. 54; Такаишвили Е. Археологические экскурсий, Тифлис, 1905. Филипов В. Н. Военный обзор Тифлисской Губернии, СПБ, 1872. Шахатунян А. Адмистративный передел Закавказского края. Тифлис, 1918;  ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება თანამედროვე მომენტზე. 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში, მ. მაცაბერიძის წინასიტყვით. თბ., 2014 წ.; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-1-264 გვ (იხ. აქ ინფორმაცია:  ვახუშტის და  ბურნაშოვის  მიერ შედგენილი რუკებზე (1732 წლის დასავლეთ საქრთველოს და 1743 წლის საქართველოს რუკები). ს.დ. ბურნაშევი  (1743-1824) გახლდათ გენერალ-მაიორი, მწერალი, 1783-1787 წლებში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენილი მეფე ერეკლე II -ისა და სოლომონ I -ის  კარზე. სამხედრო-დიპლომატიური საკითხების გარდა, დაკავებული იყო ამიერკავკასიის ისტორიისა და გეოგრაფიის დაწვრილებითი აღწერით სამეცნიერო, დიპლომატიური და სადაზვერვო-სამხედრო მიზნებისათვის. მისი დაკვირვების შედეგები მოცემულია წიგნში «Картина Грузии, или Описание политического состояния царства Карталинскогои Кахетинского». მანვე შეადგინა 1784 წლით დათარიღებული რუკა,  რომლის საფუძვლად აღებულია ვახუშტის ატლასის, სახელდობრ, მესამე, რუსულენოვანი ატლასის ამიერკავკასიის გენერალური რუკა).  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ.,1983. – გვ. 296; „გაზეთი ასავალ-დასავალი“. რა წაგვართვა სომხეთმა? 13:15 24.06.2015  https://reportiori.ge/old/news_print.php?id=70051&lang=1  ალექსანდრე აბდალაძე. საქართველო და სომხეთი.  https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-4/; ГОРОД ДМАНИСИ. ლინკი მოცემულ დროზე: https://kavkazplus.com/news.php?id=551#.YZFCEWBByUk

 

ტექსტი 3 – „1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ  საქართველოს ანექსიის შედეგად  ისტორიული ლორეს ტერიტორია ჯერ  საქართველოს, შემდეგ  – საქართველო-იმერეთის  და მოგვიანებით –  ტფილისის გუბერნიის  ბორჩალოს მაზრაში გააერთიანეს. 1802 წელს, ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე, ლორის მაზრაში შედიოდა  ქვემო ქართლისშამშადილოსყაზახასბორჩალოსა  და ბამბაკის ტერიტორიები; 1804 წელს ლორეს მაზრას  ეწოდა  თბილისის  მაზრა. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიული ლორე საქართველოს შემადგენლობაშია, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი.

დავა საქართველოსა და სომხეთს შორის, ზემოთ ხსენებული მაზრების დაუფლების თაობაზე, 1918 წლის  სომხეთ-საქართველოს ომით დასრულდა.  ომი დასრულდა ბორჩალოს მაზრაში ლორეს ნეიტრალური ზონის შექმნით, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – სომხეთის. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა.

1920 წელს საქართველომ, სომხეთის გასაბჭოების გამო, ორთვენახევრით შეძლო ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე თავისი დე-იურე და დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენა. ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ ბოლშევიკები.  მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულების IV მუხლი ადასტურებდა საქართველოს უფლებას ბორჩალოს მაზრაზე, მათ შორის ნეიტრალურ ზონაზე და მის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც თბილისის ხელშეკრულებით სომხეთის მხარეს დარჩა, საკითხი სხვაგვარად გადაწყდა – 1921 წელს ცეკა-მ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანსსომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი. 1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ დაადგინა, რომ ე. წ. ნეიტრალური ზონა – ლორეს ოლქი – გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. 1921 წლის 16 ივლისს და 1921 წლის 3 აგვისტოს აღნიშნული საკითხს შესახებ კავკბიურომ კვლავ სომხეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე (რისი მოთხოვნილებაც არსებობდა იქაური მოსახლეობის მხრიდან) სომხეთის სსრ-ს გადაეცა და ასე გრძელდება დღემდე“.

გამოყენებული ლიტერატურა:   ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ.,1983. – გვ. 296; ივანე ჯავახიშვილი, მოხსენება თანამედროვე მომენტზე. 1919 წლის 27-28 აპრილი, საგაზეთო ანგარიში, მ. მაცაბერიძის წინასიტყვით. თბ., 2014 წ.; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-1-264 გვ. „გაზეთი ასავალ-დასავალი“. რა წაგვართვა სომხეთმა? 13:15 24.06.2015  https://reportiori.ge/old/news_print.php?id=70051&lang=1

ალექსანდრე აბდალაძე. საქართველო და სომხეთი.  https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-4/

Ризван Гусейнов. Поэтапный план отторжения Арменией земель соседей: Лори – как очередная цель. https://1news.az/news/20200806103449636-Poetapnyi-plan-ottorzheniya-Armeniei-zemel-sosedei-Lori-kak-ocherednaya-tsel

ტექსტი 4:  აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი  საზღვარი, ისტორიულად, ლორე-ტაშირის სამხრეთის საზღვარს ემთხვეოდა. ქართულ  და უცხოურ  საისტორიო წყაროებში და ისტორიულ გამოკვლევებში („მატიანე ქართლისაი“, ლეონტი მროველის, ვახუშტის, დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის, სტეფანე მტბევარის, ანტონ კათალიკოსის, პაპუნა ორბელიანის, სტრაბონის, პლინიუსის, მათე ურჰაეცის, ასოღიკის, ვარდანის, ნ. ბუტკოვის, მ. საბინინის, ვ. მაევსკის, მ. ივანენკოს, ვ. ფილიპოვის, პ. კოვალენსკის, ავერიანოვის თხზულებათა და არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოცემული აქტების ცნობები და სხვ. ასევე მ. ჯანაშვილის, ე. თაყაიშვილის, ნ. ადონცის, მ. ბროსეს, დუბროვინის გამოკვლევები) შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონის, ისტორიული ლორე-ტაშირის სხვადასხვა სახელწოდება, რომელთაგან ზოგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, ზოგი ეთნიკურ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თუ სხვა („ქვედა სოფელი“, „ქვემო ქვეყანა“, „გოგარენე-გუგარქი“, „ქართლი“, „ქვემო ქართლი“, „სომხითი“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთავონი“, „ტაშირ-ძორაგეტის სამეფო“, „გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები“, „სომხით-საბარათიანო“, „მეწინავე სადროშო“ და სხვ.) და შეიცავენ მითითებას, ამ მხარის უშუალო  კავშირზე, დანარჩენ საქართველოსთან.  მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ადრეულ ხანაში, ქართველური ტომის, გუგარების, ასიმილირების შედეგად, ამ მხარეში დომინირებას იწყებს სომხური ელემენტი.

ისტორიულად, როგორც ქართველები, ისე სომხები ცხოვრობდნენ ლორე-ტაშირის (ლორე რუსეთის იმპერიისდროინდელი ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილია) ტერიტორიაზე, რაზეც მეტყველებს არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, ლორეს არქიტექტურული მემკვიდრეობა მიგვანიშნებს როგორც ქართული, ისე სომხური კულტურის არსებობაზე. ეს არის უპირველეს ყოვლისა სომხური მონასტრები: ოძუნი, სანაჰინი და ახპატი, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველა შუა საუკუნეების პერიოდისაა). ამავდროულად ყოფილი მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში, ლორესაგან განსხვავებით, კულტურის ძეგლების ხასიათში უფრო ჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად, ბოლნისის სიონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, შემორჩენილი ქართული ეკლესიებიდან, V საუკუნის ავთენტური ეპიგრაფიკული წარწერებით). ფაქტობრივად ოთხი ასწლეულის უწყვეტმა ომებმა, რაც წინ უსწრებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შთანთქმას, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისპირეთის ეთნიკური სურათის შეცვლა, ბორჩალოს, შამშადინისა და ბამბაკის ჩათვლით.  რუსეთთან შეერთების შემდეგ იმპერიის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობდა მხარის დეპოპულაციის ნაწილობრივ კომპენსაციას და აქ თავის არსებობის განმტკიცებას, ამ მიწაზე ასახლებდა ლტოლვილ ქრისტიანებს თურქეთიდან (სომხებს და შედარებით ნაკლებად, ბერძნებს), აგრეთვე კოლონისტებს რუსეთიდან და გერმანიიდან, რამაც კიდევ უფრო ააჭრელა ბორჩალოს მაზრის ეთნიკური პალიტრა).  ამ მხარის ეთნიკური სურათი ძალიან შეიცვალა  რუსეთის ხელშეწყობით, როდესაც აქ დიდი რაოდენობით სომხები ჩამოსახლდნენ  XIX საუკუნეში და  XX საუკუნის დასაწყისში.  ამ დროისათვის, 1918 წლის მონაცემებით,  ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ უმრავლესად რუსები (მართლმადიდებლები და სექტანტები), ქართველი მართლმადიდებლები, სომეხი-გრიგორიანელები, აზიელები (მუსლიმი შიიტები და მუსლიმი სუნიტები), ებრაელები, კავკასიელი მთიელები და სხვ.   1921 წელს მხარე სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა (ქართველი, სომეხი და რუსი ბოლშევიკების ხელშეწყობით), რაზეც დიდი გავლენა სომხური ეთნიკური ელემენტის სიმრავლემ და ზოგადად  ქართული საზოგადოებასათვის არასახარბიელო პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა“.

 

გამოყენებული წყაროები:  ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს გეოგრაფია, ტფ., 1904; ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა. იხ. მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვერბა“. თბ., 1906; ორბელიანი პ. ამბავნი ქართლისანი, ტფ., 1913; ძველი საქართველო, ტ. II, ექ. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფ., 1913; ჯავახიშვილი ივ. საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული. ტფ., 1919; ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, 1914 წ. ტ. II; ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წიგნი I და II; ტფილისი, 1913-1914. 8. ჯავახიშვილი ივ. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა. წიგნი I. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა V-XVIII სს., ტფილისი, 1916; ჯანაშვილი მ. საინგილო, თბ., 1910; ალმანახი „ჯავახიანი“.  N1.  სარედაქციო კოლეგია: დავით სართანია (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი. ივანე ჯავახიშვილის ცენტრი. თბილისი, 2017.-133-136 გვ. Акты собранные Кавказскую археографическую комиссиею… Тифлис, 1866;  Бутков Н. Г. Материалы для новой историй Кавказа с 1722 по 1803 год. СПБ, 1869; Аверянов А. П. Этнографическій и военно-полити-ческій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской империи; Адонц Н. Г. Армения в эпоху Юстиниана, Спб, 1908; Картина Грузии или Описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное, пребывающим при его высочестве царе Карталинском и Кахетинском Ираклии Темуразовиче полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, в 1786 г.. – Тифлис: К.Н. Бегичев, 1896 (Тип. И.А. Мартиросянца); Дубровин Н. История войны и владичество Русских на Кавказе, СПБ, III; Иваненко В. Н. Гражданское управление Закавказьем. Тифлис, 1901; Маевский В. Т. Кутаиская губерния. Военно-политическое описание, Тифлис, 1896. с. 54; Такаишвили Е. Археологические экскурсий, Тифлис, 1905; Филипов В. Н. Военный обзор Тифлисской Губернии, СПБ, 1872; Шахатунян А. Адмистративный передел Закавказского края. Тифлис, 1918.

 

მოსწავლეები           ეცნოიან     ინფორმაციას      და   ავსებენ      ცხრილს ისტორიული ლორეს  სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის და საზღვრების კორელაციის შესახებ (ცხრილი 1).

ცხრილი 1

 

რას  გვიყვებიან  წყაროები   ლორეს  საზღვრების  ტრანსფორმაციისა და ამ ტრანსფორმაციის მიზეზების  შესახებ?    სავარაუდო პასუხი

 

ტექსტი 1: „თბილისი-ერევნის გზის (თბილისი-სადახლო-ერევანი-ვანაძორი-ერევანი და თბილისი-ტაშირი-ვანაძორი-ერევანი) უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია ლორე,   სომხეთის ისტორიული-გეოგრაფიული რეგიონი,  რომელსაც ტაშირსაც უწოდებდნენ. რეგიონი ცნობილია თავისი სამონასტრო კომპლექსებით მდ. დებედას ხეობაში, მდინარე ძორაგეტის  ულამაზესი კანიონით და  ტაშირის დაბლობით. ისტორიულად ეს მხარე სხვადასხვა სომხური სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XI  საუკუნეში აქ   ტაშირ-ძორაგეტის  სამეფო შეიქმნა და მისმა დამაარსებელმა მეფე დავით I-მა    ლორეს ციხეც ააგო. ტაშირი უძველეს ხანაში  მიტაცებული იყო ფარნავაზიანთა დინასტიის მიერ და სამშვილდის საერისთავოში შედიოდა. შემდეგ,  ძვ.წ. II ს-ში,  არტაშესიანებმა  დაიბრუნეს და ტაშირის ადმინისტრაციული ერთეული ცალკე შექმნეს. ახ.წ. I საუკუნეში ტაშირზე გავლენა აღიდგინა იბერიის სამეფომ, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს უკვე  არშაკიდების შემადგენლობაშია. 387 წელს, სომხეთის სამეფოც დაცემის შემდეგ, ტაშირი  კვლავ იბერიის (ქართლის) მფლობელობაშია. V საუკუნეში მხარის გამგებლებს  „გუგარქის ბდეშხებს“ უწოდებდნენ. ძირითადად სომხურ ტერიტორიად მიიჩნეოდა ტაშირი IX -XI საუკუნეებში, თუმცა ბაგრატ IV -მ შეძლო მისი დაბრუნება  საქართველოს სამეფოს ფარგლებში.  განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდში ლორე-ტაშირი კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა, მოგვიანებით კი ამ მხარეს უცხოელი დამპყრობლები დაეუფლნენ. 1435 წელს ლორეს მხარე საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის დაქვემდებარებაშია. შემდეგში – სეფიანი შაჰების მფლობელობაში.  1762 წელს ლორეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II განაგებს, ხოლო 1801 წელს, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდე,გ ლორე-ტაშირი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და  ჯერ საქართველოს გუბერნიის, ხოლო შემდეგ-ტიფლისის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა. 1918 წლის  ზაფხულში ლორეს სამხრეთი  საზღვარი საქართველოს რესპუბლიკის სამხრეთის საზღვარი გახდა. საქართველოსთან საომარი ოპერაციების შემდეგ საზღვარი 1918 წლის დეკემბერში გადაიწია   ჩრდილოეთით და ლორე ახლად წარმოქმნილი სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა“.

 

 

ლორე-ისტორიული სომხეთის ნაწილია, ამის მიუხედავად ის ათასწლეულის განმავლობაში მეზობელი ქართული ტერიტორიული ერთეულების თუ უცხოელი დამპყრობლების  მხრიდან  ექსპანსიას განიცდიდა და გადიოდა სომხური სამფლობელოების საზღვრებიდან, რითაც ირღვეოდა ისტორიულად არსებული სამართლიანობა.

 

ტექსტი 2:  „ლორეს პროვინცია  აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ რეგიონის – ქვემო ქართლის –  ისტორიული გოგარენესა და ტაშირის მხარეა. საუკუნეების განმავლობაში ის საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზოლს წარმოადგენდა. XX საუკუნეში ძველი ქართული მხარის სამხრეთი საზღვარი  გუგუთი-აღქერფი-სადახლოს სამხრეთის ხაზზე მოექცა, ადრე კი იგი გაცილებით უფრო სამხრეთით, ბამბაკის ქედზე იდო. აღნიშნული ვითარება დროდადრო ტერიტორიულ დავასაც იწვევდა, პირველად ის საქართველოს სამხრეთ საზღვარზე ძვ.წ.აღ-ის II საუკუნეში დაიწყო, როცა რომის ძლიერმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სომხეთს, რაც სომხეთმა გამოიყენა და მეზობელი ქვეყნის მიწა-წყალი მის ტერიტორიაში აღმოჩნდა   (სტრაბონი  და პლინიუსი). ქართული მიწები  ფარსმან I-მა  დაიბრუნა. კიდევ უფრო გაძლიერდა  იბერია II საუკუნეში ფარსმან II ქველის დროს, რომელმაც შავ ზღვაზეც მოიპოვა გასასვლელი, რაც უტყუარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ საზღვრები ისეც აღიდგინა. 428 წელს სომხეთში  მეფობა  გააუქმეს  ირანელებმა,  შემდეგ არაბები მოვიდნენ და  სამხრეთ  კავკასიაში სერიოზული პრობლემები შექმნეს. მოგვიანებით ამ მხარეში გაიზარდა  სომხური ეკლესიის გავლენაც.  IX  საუკუნის  ბოლოს ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ტაშირ-ძორაკერტის  სომხური სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და სამშვილდეში, იმდროინდელი მხარის ცენტრში,  სომეხი მეფე დაჯდა. 1065 წელს ბაგრატ IV-მ სომეხი  მეფე  იქიდან  გააძევა და სამშვილდე საქართველოს შემოუერთა, სამაგიეროდ, საქართველოს  ფარგლებს გარეთ დარჩა ლორე, რომელსაც თურქ-სელჩუკები  დაეპატრონენ  და  მერე  დავით აღმაშენებელმა გამოიხსნა იგი. ლორე საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში რჩებოდა თამარის ეპოქაშიც. განვითარებული  ფეოდალიზმის  ხანაში ლორე მთელ  ტაშირს ეწოდა  (აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წყაროები ტაშირს   „ვრაც დატშ“ ანუ „იბერთა ველსაც“ უწოდებენ).  ასე  გრძელდებოდა   გვიან შუა  საუკუნეებშიც. XIII-XIV საუკუნეებში ეს რეგიონი, მონღოლთა და თურქმენული ტომების შემოსევის  მიუხედავად, საქართველოს სამეფოს ფარგლებში  რჩებოდა. XV  საუკუნეში, ერთიანი  ქართული სამეფოს დაშლის შედეგად, ის ქართლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს   ფარგლებში  შედიოდა. ასე გრძელდებოდა ეს გვიან შუასაუკუნეებშიც. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც,   ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა“. ლორე ქართული ტერიტორიების ნაწილია, რომლის საზღვრებიც  კორელაციას განიცდის საუკუნეების მანძილზე ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე (რომაული, სპარსული და სხვა დამპყრობთა პოლიტიკური ზეწოლის გამო).  მისი საზღვრები ხან გადის ქართული სახელმწიფოს ტერიტორიიდან,  ხან – კვლავ ბრუნდება. XX   საუკუნის დამდეგსაც, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების პირობებშიც,   ადმინისტრაციულად ეს მხარე ქართულ ტერიტორიულ ერთეულებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა.
ტექსტი 3 – „1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ  საქართველოს ანექსიის შედეგად  ისტორიული ლორეს ტერიტორია ჯერ  საქართველოს, შემდეგ  – საქართველო-იმერეთის  და მოგვიანებით –  ტფილისის გუბერნიის  ბორჩალოს მაზრაში გააერთიანეს. 1802 წელს, ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის საფუძველზე, ლორის მაზრაში შედიოდა  ქვემო ქართლისშამშადილოსყაზახასბორჩალოსა  და ბამბაკის ტერიტორიები; 1804 წელს ლორის მაზრას  ეწოდა  თბილისის  მაზრა. 1918 წელს საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისტორიული ლორე საქართველოს შემადგენლობაშია, როგორც თბილისის გუბერნიის ნაწილი. 1918 წელს საქართველო-სომხეთის შექმნილი დაძაბულობა ლორეს ტერიტორიის ნეიტრალურ ზონად გამოცხადებით დასრულდა. მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – სომხეთის. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1920 წელს საქართველომ, სომხეთის გასაბჭოების გამო, ორთვენახევრით შეძლო ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე თავისი დე-იურე და დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენა, თუმცა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავდნენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს ცეკა-მ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა,  მოემზადებინა აზერბაიჯანსსომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი. 1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ დაადგინა, რომ ე. წ. ნეიტრალური ზონა – ლორეს ოლქი – გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. 1921 წლის 16 ივლისს და 1921 წლის 3 აგვისტოს აღნიშნული საკითხს შესახებ კავკბიურომ კვლავ სომხეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე (რისი მოთხოვნილებაც არსებობდა ქართული საზოგადოების მხრიდან) სომხეთის სსრ-ს გადაეცა და ასე გრძელდება დღემდე“.

 

ისტორიული ლორეს ტერიტორია XIX საუკუნის განმავლობაში და XX საუკუნის დამდეგს კვლავ ისტორიული საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებშია, თუმცა ბოლშევიკური ხელისუფლების პოლიტიკის გამო ის მეზობელი ქვეყნის საზღვრებში მოექცა 1921 წლის შემდეგ.
ტექსტი 4. „აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი  საზღვარი, ისტორიულად, ლორე-ტაშირის სამხრეთის საზღვარს ემთხვეოდა. ქართულ  და უცხოურ  საისტორიო წყაროებში და ისტორიულ გამოკვლევებში („მატიანე ქართლისაი“, ლეონტი მროველის, ვახუშტის, დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის, სტეფანე მტბევარის, ანტონ კათალიკოსის, პაპუნა ორბელიანის, სტრაბონის, პლინიუსის, მათე ურჰაეცის, ასოღიკის, ვარდანის, ნ. ბუტკოვის, მ. საბინინის, ვ. მაევსკის, მ. ივანენკოს, ვ. ფილიპოვის, პ. კოვალენსკის, ავერიანოვის თხზულებათა და არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოცემული აქტების ცნობები და სხვ. ასევე მ. ჯანაშვილის, ე. თაყაიშვილის, ნ. ადონცის, მ. ბროსეს, დუბროვინის გამოკვლევები) შემონახულია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონის, ისტორიული ლორე-ტაშირის სხვადასხვა სახელწოდება, რომელთაგან ზოგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, ზოგი ეთნიკურ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თუ სხვა („ქვედა სოფელი“, „ქვემო ქვეყანა“, „გოგარენე-გუგარქი“, „ქართლი“, „ქვემო ქართლი“, „სომხითი“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთავონი“, „ტაშირ-ძორაგეტის სამეფო“, „გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები“, „სომხით-საბარათიანო“, „მეწინავე სადროშო“ და სხვ.) და შეიცავენ მითითებას ამ მხარის უშუალო  კავშირზე დანარჩენ საქართველოსთან.  მხოლოდ გარკვეულ პერიოდში, ადრეულ ხანაში, ქართველური ტომის, გუგარების, ასიმილირების შედეგად, ამ მხარეში დომინირებას იწყებს სომხური ელემენტი.

ისტორიულად, როგორც ქართველები, ისე სომხები ცხოვრობდნენ ლორე-ტაშირის (ლორე რუსეთის იმპერიისდროინდელი ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილია) ტერიტორიაზე, რაზეც მეტყველებს არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, ლორეს არქიტექტურული მემკვიდრეობა მიგვანიშნებს როგორც ქართული, ისე სომხური კულტურის არსებობაზე. ეს არის უპირველეს ყოვლისა სომხური მონასტრები: ოძუნი, სანაჰინი და ახპატი, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველა შუა საუკუნეების პერიოდისაა). ამავდროულად ყოფილი მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში, ლორესაგან განსხვავებით, კულტურის ძეგლების ხასიათში უფრო ჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად, ბოლნისის სიონი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, შემორჩენილი ქართული ეკლესიებიდან, V საუკუნის ავთენტური ეპიგრაფიკული წარწერებით). ფაქტობრივად ოთხი ასწლეულის უწყვეტმა ომებმა, რაც წინ უსწრებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შთანთქმას, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრისპირეთის ეთნიკური სურათის შეცვლა, ბორჩალოს, შამშადინისა და ბამბაკის ჩათვლით.  რუსეთთან შეერთების შემდეგ იმპერიის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობდა მხარის დეპოპულაციის ნაწილობრივ კომპენსაციას და აქ თავის არსებობის განმტკიცებას, ამ მიწაზე ასახლებდა ლტოლვილ ქრისტიანებს თურქეთიდან (სომხებს და შედარებით ნაკლებად, ბერძნებს), აგრეთვე კოლონისტებს რუსეთიდან და გერმანიიდან, რამაც კიდევ უფრო ააჭრელა ბორჩალოს მაზრის ეთნიკური პალიტრა).  ამ მხარის ეთნიკური სურათი ძალიან შეიცვალა  რუსეთის ხელშეწყობით, როდესაც აქ დიდი რაოდენობით სომხები ჩამოსახლდნენ  XIX საუკუნეში და  XX საუკუნის დასაწყისში.  ამ დროისათვის, 1918 წლის მონაცემებით,  ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ უმრავლესად რუსები (მართლმადიდებლები და სექტანტები), ქართველი მართლმადიდებლები, სომეხი-გრიგორიანელები, აზიელები(მუსლიმი შიიტები და მუსლიმი სუნიტები) ებრაელები, კავკასიელი მთიელები და სხვ.   1921 წელს მხარე სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა (ქართველი, სომეხი და რუსი ბოლშევიკების ხელშეწყობით), რაზეც დიდი გავლენა სომხური ეთნიკური ელემენტის სიმრავლემ და ზოგადად   ქართული საზოგადოებისთვის არასახარბიელო პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა“.

 

ქართული  და უცხოური  საისტორიო წყაროებით  და ისტორიული გამოკვლევებით ლორე ისტორიული ქართული ტერიტორიების უშუალო შემადგენელი ნაწილია, რომლის საზღვრების ბედზე გავლენა  მოახდინა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულმა,  ეთნიკურმა და პოლიტიკურმა ექსპანსიამ, რამაც ზოგადად   ქართული საზოგადოებისათვის არასახარბიელო   პოლიტიკური ვითარება  განაპირობა და გავლენა მოახდინა ისტორიული საზღვრების ფორმირებაზე.

 

აქტივობა N4  – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, გაეცნონ  რუკებს ისტორიული ლორეს შესახებ (რუკა 1.  ძვ.წ. II-I საუკუნეებში;  რუკა 2.     II-X საუკუნეებში;  რუკა 3.  XII-XVIII  საუკუნეებში; რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში;  რუკა 5. საქართველო 1762  წელს;  რუკა 6. ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (კონკრეტული პერიოდი 1801-1813წწ.);  რუკა 7.     ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915წ.; რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელი; რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.; რუკა 10.  საქართველო    მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920 https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი; რუკა 11. საქართველოს  სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის  რუკა. XI.   შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1930 წ.);  გააანალიზონ ინფორმაცია,  დაუკავშირონ ზემოთ მოყვანილ მასალებს და შეავსონ ცხრილი „ლორეს სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობა და  რეგიონის საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 2). მოსწავლეები ეცნობიან რუკებს, აანალიზებენ მასალას და ავსებენ ცხრილს:

 

 

 

რუკების მიხედვით ლორეს ისტორიული „კუთვნილება“, ტერიტორიული  საზღვრების კორელაცია საუკუნეების განმავლობაში   და შესაბამისობა რუკებსა და განხილულ დოკუმენტებს შორის სავარაუდო პასუხი

 


   რუკა 1.  ძვ.წ. II-I საუკუნეებში

                                                                                

              

                        რუკა 2.     II-X საუკუნეებში

 

                    რუკა 3.  XII-XVIII  საუკუნეებში

 

https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/somxet-saqartvelos-omi-1/

 

რუკა 1-სა და  რუკა 2 -ში  ასახული ინფორმაცია შეესაბამება ტექსტი 4-სა და  ტექსტი 2-ში  გადმოცემულ ვითარებას და ადასტურებს, რომ ისტორიულად ლორეს მხარე სომხეთის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა;  მიუთითებს პოლიტიკური პრობლემების გამო ისტორიული მხარის  საზღვრების კორელაციაზე   საუკუნეების განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუკა 3-ის მიხედვით, ისტორიული ლორე ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია, თუმცა XVI-XVIII საუკუნეებში მისი საზღვრები კვლავ ტრანსფორმირდება, რითაც შეესაბამება ტექსტი 2-სა და ტექსტი 1-ში ასახულ  ვითარებას

რუკა 4. საქართველო XV საუკუნეში

https://burusi.wordpress.com/2009/07/12/maps-of-georgia/www-nukri-org_hist2_georgia_xv/

 

რუკა 4-ის მიხედვით, ლორე XV საუკუნეში ქართლის სამეფოს ნაწილია, რაც შეესაბამება  ტექსტი 1-ში გადმოცემულ ვითარებას.
რუკა 5. საქართველო 1762  წელს

რუკა 6. ქართლკახეთის სამეფოს ტერიტორია რუსეთთან  შეერთების მომენტში (1801-1813 წწ. )

 

 

რუკა 5-ის მიხედვით, ლორე გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია, რაც ადეკვატურია ტექსტი 2-სა და ტექსტი 1-ში აღწერილი ვითარებისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუკა 6-ის მიხედვით, ლორე კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულად, ოღონდ ამჯერად ერთიანი რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რითაც  შეესაბამება ტექსტი 3-ს.

რუკა 7.     ტიფლისის გუბერნიის რუკა (1899 წლის მდგომარეობით;  ე.წ. 5 ვერსიანი რუკა)  დაბეჭდილია 1915 წ.

 

რუკა 7-ის მიხედვით, ლორე კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულად და რუსეთის იმპერიის ნაწილად, რითაც  შეესაბამება ტექსტი 3-ს.

რუკა 8.   „საქართველოს რუკა“. ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი, ფრანგული, წარდგენილი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წ.

 

რუკა 8-ის მიხედვით, ლორე  საქართველოს ტერიტორიაა, რითაც  შეესაბამება ტექსტი 2-ს, ტექსტი 3-ს და ტექსტი 4-ს.

რუკა 9.    ტიფლისის გუბერნია. 1920 წ.

 

რუკა 9-ის მიხედვით,  ლორეს მხარე 1920 წელს საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია,  რითაც რელევანტურია ტექსტი 3-სა და ტექსტი 1-ისა.
 

 რუკა 10.  საქართველო მოსკოვის ხელშეკრულების მდგომარეობით 07.V. 1920

https://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba

რუკა 10-ის მიხედვით, ლორეს მხარე 1920 წელს რსფრ-ის მიერ აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად, თუმცა 1921 წლიდან ხდება მისი გადასვლა სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში და სომხეთის შემადგენლობაშია დღემდე,  რითაც რელევანტურია ტექსტი 3-ისა.
რუკა 11. საქართველოს რესპუბლიკის რუკა. შედგენილი ივ. ჯავახიშვილის მიერ.   1922 წ. ნოემბერი 

რუკა 11-ის მიხედვით, ლორე  სომხეთის ტერიტორიაზეა,  რითაც  შეესაბამება ტექსტი1-ს და ტექსტი 3-ს.
რუკა 12. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რუკა, შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, 1930 წ.

 

 

რუკა 11-ის მიხედვით, ლორე  რჩება  სომხეთის ტერიტორიად, რითაც  შეესაბამება ტექსტი1-ს, ტექსტი 3-ს და ტექსტი 4-ს.

 

აქტივობა N5   – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მცირე დოკუმენტური ვიდეოფილმების ნახვას ლორეს საზღვრების ტრანსფორმაციისა და  ამ საკითხის მიმართ  XX საუკუნის ქართული საზოგადოების დამოკიდებულების  შესახებ:

ფილმი 1 – „საქართველოს რუკები / Georgian Maps „ (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU  ფილმში  ცხადად ჩანს ლორე,  როგორც საქართველოს ისტორიული ტერიტორია,      რომელიც პოლიტიკური პრობლემების გამო განიცდიდა კორელაციას საუკუნეების განმავლობაში და  ექცეოდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებში. ბოლოს ის ჩამოეჭრა საქართველოს, 1921 წელს, გარეშე ძალების მიერ);

ფილმი 2 –  „ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22; 23:46-24: 30. მასში სხვა საკითხებთან ერთად  მიმოხილულია  ისტორიული ლორეს ტერიტორიული ტრანსფორაციის საკითხი);

ფილმი 3 – „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07. ფილმში საუბარია ქართული საზოგადოების თხოვნაზე ბოლშევიკური ხელისუფლების მიმართ, დარჩენილიყო მხარე საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში );

მოსწავლეები უყურებენ მცირე ვიდეოფილმებს, აანალიზებენ ინფორმაციას და ავსებენ ცხრილს ლორეს საზღვრების კორელაცია“ (ცხრილი 3).

 

 

ცხრილი 3

 

რა         დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს ვიდეოფილმები ისტორიული ლორეს საზღვრების კორელაციის შესახებ?  მისი ტერიტორიული კუთვნილებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ? სავარაუდო პასუხი
 

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

„საქართველოს რუკები / Georgian Maps“

ფილმში ჩანს საქართველოს  ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის, ლორეს საზღვრების ტრანსფორმაცია, თუ როგორ კარგავს  ამ ტერიტორიას საქართველო გარეშე ძალების ზემოქმედებით.
https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs

„სომხეთ-საქართველოს ომი“

ფილმში გამოკვეთილია, თუ როგორი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ლორეს მოსახლეობას საქართველოსგან გამოყოფაზე და სომხეთთან მიერთებაზე 1921 წელს, რაც არ იქნა გათვალისწინებული იმდროინდელ  ხელისუფალთა მხრიდან.
https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM

 

„ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“

ფილმში საუბარია  ლორეს ტერიტორიაზე განლაგებული ტაძრების  შესახებ,  ჩანს მითითება საკითხის მიმართ მკვლევართა სხვადასხვაგვარ  დამოკიდებულებაზე, თუმცა გამოკვეთილია ამ ტაძრების ქართულობა – მათი მართლმადიდებლურ / ქალკედონური ხასიათი.

 

აქტივობა N 6   – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, შეადარონ ნარატიული წყაროებიდან, რუკებიდან და და ვიდეოფილმებიდან მიღებული მასალა ერთმანეთს, იმსჯელონ საინფორმაციო წყაროების მნიშვნელობაზე და შეავსონ ცხრილი „ლორეს საზღვრების კორელაციისა და სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის  შესახებ“ (ცხრილი 4). მოსწავლეები ადარებენ ინფორმაციას, მსჯელობენ და ავსებენ ცხრილს „ისტორიული ლორეს  საზღვრების  პრობლემები“ (ცხრილი 4):

 

ცხრილი 4.

 

რა ფაქტორებმა განაპირობა ისტორიული ლორეს  ტერიტორიული ცვლილებები, რომლებიც  აისახა ნარატივებში, რუკებზე და  ვიდეოფილმებში? პოლიტიკურმა პროცესებმა, გარეშე მტრის  თავდასხმებმა, ეთნიკური ხასიათის ექსპანსიამ.
რა შეიძლება ითქვას ლორეს სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობისა და მისი  საზღვრების კორელაციის მიზეზებზე? რამდენად შეესაბამება        ლორეს  საზღვრები ისტორიულად დროში  დადასტურებულ ვითარებას? რუკების მიხედვით, ისტორიული ლორეს    საზღვარი მუდმივ კორელაციას განიცდიდა და მისი ტრანსფორმაცია დამოკიდებული იყო  იმ სახელმწიფოთა პოლიტიკურ   ვითარებაზე, რომელთა საზღვარზეც იმყოფებოდა (საქართველო-სომხეთი) და არა მხარის  ისტორიულ/სახელმწიფოებრივ კუთვნილებაზე; კორელაციის სიხშირეც მიუთითებს   ამ კუთხის ისტორიულ  ბედზე და არა ზოგადად  ერთმნიშვნელოვან,   ცალსახა   ჭეშმარიტებაზე.
რამდენად დაგვეხმარა  ისტორიული წყაროებიგვემსჯელა, რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესებით გამოწვეული ცვლილებები  სახელმწიფო საზღვრების ფორმირებაზე?   მოგვცა თუ არა  საშუალება ისტორიულმა წყაროებმა, აღგვედგინა ლორეს საზღვრების შესახებ არსებული  ისტორიული სინამდვილე? დაგვეხმარა,    მოგვცა ინფორმაცია საქართველოს

საზღვრების ტრანსფორმაციის ისტორიული ვითარებით გამოწვეულ მიზეზებზე და სწორი ანალიზისთვის ყურადღება გაგვამახვილებინა მხარის არქეტოპონიმიკის შესწავლის მნიშვნელობაზე; დაგვანახა ურთიერთკავშირი  ლორეს საზღვრების სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობის  საფუძვლებსა და    საუკუნეების განმავლობაში საზღვრების კორელაციას შორის.

 

 

შეფასების ინსტრუმენტები: კრიტერიუმები:

 

  1. მოსწავლემ სწორად მონიშნა ლორეს საზღვრების ცვლილებები;
  2. მოსწავლემ შეადარა ნარატიული წყაროები რუკებსა და ფილმებში ნანახ მასალას (ნამდვილი და გამონაგონი);
  3. მოსწავლემ იმსჯელა პოლიტიკურ პროცესებზე;
  4. მოსწავლემ დააკავშირა ინფორმაციები ერთმანეთთან;
  5. მოსწავლემ გააანალიზა საინფორმაციო წყაროების მონაცემები ლორეს საზღვრების  კორელაციაზე  საქართველოსთან  მიმართებით;
  6. მოსწავლემ გააკეთა სწორი დასკვნა.

 

 

მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი

 

 

# კრიტერიუმები კი არა შენიშვნა
1 სწორად მოვნიშნე ლორეს  საზღვრების  ცვლილებები?
2 ნარატიული წყაროების, რუკებისა და ფილმში ნანახი მასალის შედარება  დამეხმარა,  გამერჩია „ნამდვილი“ და „გამონაგონი?“

 

3 გავაანალიზე საინფორმაციო წყაროების  მონაცემები ლორეს საზღვრების კორელაციაზე  საქართველოსთან

მიმართებით?

4 გავაკეთე დასკვნა (არგუმენტებად მოვიყვანე სანდო წყაროები, ვიმსჯელე პოლიტიკურ პროცესებზე, დავაკავშირე ინფორმაცია ერთმანეთთან და ა.შ.)?

 

გამოყენებული მულტიმედიარესურსები:

ა)  საქართველოს რუკები / Georgian Maps (ბმული მოცემულ დროზე : 0:4:00

https://www.youtube.com/watch?v=mtRJV-KguOU

ბ) „სომხეთ-საქართველოს ომი“ (ბმული მოცემულ დროზე:   https://www.youtube.com/watch?v=BYxkwrhL0Gs  0:50 -2:07

გ)  „ჩვენი ფონდი-ლორე-ტაშირში არსებულ ტაძართა ქართულობა“  (ბმული მოცემულ დროზე :   https://www.youtube.com/watch?v=35RaWZI9DWM  0-1:22; 23:46-24: 30.

დ) ისტორია, X კლ. , შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ (ავტორთა ჯგუფი).

 

შენიშვნები – საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისათვის  სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ დავალება, გაეცნონ მხარის არქიტექტურული  ძეგლების ისტორიას, როგორც ისტორიული რეალობის ანაბეჭდს.

 

ისტორიის გაკვეთილებზე  მედიატექსტების აქტიური გამოყენებით შესაძლებელია,  მოსწავლემ მიაღწიოს ისტორიული მასალის კონკრეტიზაციას, შექმნას ნათელი სურათი  და გააცოცხლოს წარსული.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი