პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოკრძალებული სალამი ეკრანიდან მკითხველებს

შესავალის შესავალი
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდეება ეკრანიდან მკითხველთა რიგებს.
თავიდან გავრცელებული იყო აზრი, რომ კომპიუტერის მონიტორი ან ზოგადად, ელექტრო მოწყობილობის ეკრანი მავნეა ადამიანის თვალისათვის და მასთან დიდ ხანს მუშაობა საშიშია. მაშინ არავის არ მოუვიდოდა აზრად, რომ ოდესმე ელექტრონული წიგნი ნაბეჭდ წიგნს შეცვლიდა. კომპიუტერის ეკრანი ზოგიერთი ადამიანის უბრალო სამუშაო გარემო იყო და მისი ცქერა მხოლოდ სამსახურეობრივ მოვალეობას წარმოადგენდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს კომპიუტერის ეკრანს მოვალეობის გარეშე უფრო ხშირად ვუცქერთ. ამასთან, კომპიუტერის მომხმარებელთა ასაკი საგრძნობალდ შემცირდა. დაწყებით კლასებშიც კი პატარები სასწავლო მასალას ხშირად კომპიუტერის ეკრანიდან იღებენ. დღეს უკვე ასეთი შეკითხვაც ისმის, შეცვლის თუ არა ეკრანი ქაღალდს? ის რაც აქამდე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, მაგალითად წიგნი, სახელმძღვანელო, საბოლოოდ გადაინაცვლებს თუ არა ექტრონული წიგნის წამკითველებისა და კომპიუტერების ეკრანზე?
პირადად მე, ალბათ ისევე როგორც ამ ბლოგის მკითხველთა უმრავლესობამ, ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი ქაღალდიდან მივიღეთ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ნაბეჭდი სახელმძღვანელოს არანაირი ალტერნატივა არ არსებობდა. მაშინ წერილებსაც ქაღალდზე ვწერდით და კლასელების დახმარებით მეგობრებს ვაწვდიდით. დღეს ბავშვები მობილური ტელეფონის საშუალებით ურთერთობენ და შესაბამისად, მასწავლებლის წინაშე კლასში წესრიგის შენარჩუნების სულ სხვა ამოცანები დგას.
გარდა კომუნიკაციისა, დღევანდელი სკოლის მოსწავლისათვის სხვადახვა მოწყობილობის ეკრანი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების სავსებით ბუნებრივი წყაროა. ის შინაგანი ბარიერი, რომელიც უფროს თაობას აქვს ეკრანიდან ცოდნის მიღებისას, ახალი თაობისათვის არ არსებობს, დღევანდელი ბავშვები ეკრანიდან ინფორმაციის მიღებას ლამის ჩვილობიდან ეჩვევიან. როგორც ჩანს, კომპიუტერის ეკრანიდან, ელექტრონული წიგნიდან და კიდევ ათასგვარი ახალი მოწყობილობიდან, რომელიც მომავალში შეიქმნება, ცოდნის მიღება სავსებით ბუნებრივი პროცესი იქნება.
ეს პოსტები ქაღალდის ფურცლებზე ალბათ, არასოდეს არ დაიბეჭდება და მათი წაკითხვა მხოლოდ ეკრანიდან იქნება შესაძლებელი. ამიტომ, პირველ რიგში, ჩემს “ეკრანიდან მკითხველებს”  მივესალმები და ორი სიტყვით გეტყვით, თუ რის შესახებ ვაპირებ წერას.
შესავალი
ჩემს ბლოგში მკითხველებს ვუამბობ საგამომცემლო საქმის შესახებ და შევეცდები თვალი გავადევნო იმ ცვლილებებს, რომლებიც ელექტრონული წიგნების ეპოქაში თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს შვილებს ელოდება. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მუშაობენ იმაზე, რომ სკოლის მოსწავლეთა ჩანთებში უამრავი მძიმე სახელმძღვანელოს ნაცვლად ერთმა ელექტრონულმა წიგნის საკითხავმა მოწყობილობამ დაისადგუროს, სადაც ყველა სახელმძღვანელო იქნება ჩატვირთული.
მიმოვიხილავ საინტერესო ინტერნეტ რესურსებს, რომელბიც სასწავლო მასალებსა და სხვადასხვა სახის ლიტერატურას სთვაზობს მომხმარებელს. ვისაუბრებ იმ ინტერენტ გვერდებზეც, რომლის საშუალებითაც მოხალისე მასწავლებლები მათ მიერ შექმნილ სასწავლო მასალებს ავრცელებენ.
ასევე დავწერ საბავშვო წიგნებზე და იმაზე, თუ რისი ნახვა ან წაკითხვა სურთ ბავშვებს წიგნებში, რომლებიც მათთვის იქმნება.
და რაც მთავარია, ბევრს ვისაუბრებ იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რომლებიც ცვლიან ჩვენს საარსებო გარემოსა, იმ გარემოს, რომელშიც ბავშვები ცოდნას იღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი