ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცისანა დოლიძე – სიყვარულით პროფესიაში

თბილისის პირველექსპერიმენტული საჯარო სკოლა 1967 ს დაარსდა. იგი
წარმოადგენს
. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიას, რომლის თანამშრომელთა მიერ შემუშავებულ მეცნიერულ იდეებს პრაქტიკულად ახორციელებენ სკოლის მასწავლებლები. ურთიერთთანამშრომლობით იქმნება სახელმძღვანელოები, დიდაქტიკური მასალები, მუშავდება მეთოდური მითითებები სხვადასხვა საგანში. ლაბორატორიის კვლევაძიებითი მუშაობა ძირითადად ბავშვის საერთო განვითარების . ვიგოტკისეულ მოძღვრებას და . უზნაძის განწყობის თეორიას ეფუძნება. წინა პლანზეა წამოწეული სწავლების განმავითარებელი ფუნქცია. ექსპერიმენტულ დიდაქტიკის ლაბორატორია პრინციპულად ცვლიმოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებას. იგი მასწავლებელმოსწავლის თანამშრომლობის ჰუმანურ საწყისზეა აგებული. ბავშვებს მზამზარეული ცოდნკი არ ეძლევათ, არამედ ხდებ მეცნიერული ცოდნის აღმოჩენა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

ამ სკოლაში დაარსების დღიდან მუშაობს ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა დოლიძე, რომელიც იმავდროულად დირექტორის მოადგილეცაა.

ცისანა დოლიძე 17 წლისა მივიდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში. დღეს
ის, როგორც მისი ყოფილი მოსწავლეები ამბობენ, ამ სკოლის ლეგენდაა. ცისანა დოლიძე
mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.

. ბევრი ბავშვი ოცნებობს
მასწავლებლობაზე, მაგრამ უმეტესობა საბოლოოდ სხვა პროფესიას ირჩევს. თქვენ რით გხიბლავდათ
ეს საქმიანობა? როგორ ფიქრობთ, სწორად აირჩიეთ პროფესია?

მასწავლებლობა ალბათ ჩემს ბავშვობაში უფრო იყო საოცნებო.
მეც ხშირად მითამაშია მასწავლებლობანა. მაგრამ დღევანდელ ბავშვებს ეს პროფესია ნაკლებად
ხიბლავთ. მათ უკვე სხვა ინტერესები აქვთ.
მეშემთხვევით არ მოვსულვარ სკოლაში სამუშაოდ, მე სიყვარულით მოვედი ამ სფეროში. საკმაოდ
კარგად მოვირგე ეს პროფესია. ჩემს ხასიათს ჩინებულად მიესადაგა ბავშვთან ურთიერთობა.
17 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლაში პიონერხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. მოსწავლეებს
უფროსი მეგობარივით ვეპყრობოდი, თუმცა ერთგვარი დისტანცია ჩვენ შორის ყოველთვის იყო.
გარდა პიონერებისა, ურთიერთობა მქონდა მეცხრე-მეათეკლასელებთანაც. ფაქტობრივად, იმ
პერიოდში ვისწავლე ბავშვებთან ურთიერთობა, რაც მასწავლებლად მუშაობისას ძალიან დამეხმარა.
მოგვიანებით ჩავაბარე პედაგოგიურ სასწავლებელში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ
განყოფილებაში. ამასობაში გავხდი დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და მასწავლებლობაც
შევითავსე.

. თქვენს თაობაში თუ იყო
მასწავლებლობა პრესტიჟული, ახლა რატომ აღარ არის ეს პროფესია მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის?

. ორმოცდაექვსი წელია, სკოლაში ვმუშაობ და დღეს უკვე
ჩემი ყოფილი მოსწავლეების შვილები არიან ჩემი მოსწავლეები. ეს უკვე სულ სხვა თაობაა,
სულ სხვა ინტერესებით. გაჩნდა ახალი პროფესიები, შეიცვალა დამოკიდებულებები. წინათ
ბავშვისთვის მასწავლებელი იყო ცოდნის, განათლების სიმბოლო. მაშინ სკოლისადმი ოჯახის
დამოკიდებულებაც რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. მშობლები უფრო ხშირად დადიოდნენ
სკოლაში და ინტერესდებოდნენ შვილების განათლებით… თუმცა
ჩვენს სკოლაშიბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი,
რომლებიც წინა თაობის პედაგოგებთა ერთდ მუშაობენ. საზოგად,მასწავლებლობა რთულია.
კლასში ბოლომდე იხარჯები, შემდეგ სახლში მუშაობ, მეორე დღისთვის ემზადები, თვითონაც
სწავლობ… ამისთვის კი სულ 300-400 ლარს იღებ, ამიტომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ეძებონ
ისეთი სამსახური, სადაც ნაკლები დატვირთვაა, ნაკლები დაძაბულობა და მეტი ხელფასი. თუმცა,
რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პრობლემა არ არის…

. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება
თუ შეიცვალა?

– ცხადია,
შეიცვალა. წინათ ეს ურთიერთობა უფრო მენტორული იყო. დღეს პედაგოგები მოსწავლეებთან
თანამშრომლობენ. ჩვენი სკოლა ექსპერიმენტულია, ამიტომ აქ უფრო ადრე დაინერგა ბავშვებთან
თანამშრომლობა, მათი აზრის გათვალისწინება, დებატები. მოსწავლეებს ვუთანხმებთ განსაზღვრულ
საკითხებს, ვითვალისწინებთ მათ ავტორიტეტს… პედაგოგის ოსტატობა სწორედ ის არის, ყველა
საკითხის თაობაზე შეძლოს ბავშვთან ურთიერთობა. მოსწავლე სწავლობს მასწავლებლისგან,
მაგრამ არის მომენტები, როდესაც მოსწავლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. უნდა მიჰყვე
მოზარდს და მიხვდები, რა როგორ აკეთო.

ბავშვის
აღზრდაში სამი ფაქტორია მთავარი: ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. მშობლები გვერდით უნდა
ედგნენ ბავშვს, რადგან ეს ურთიერთობა სჭირდება მას განათლების დასაუფლებლად. დღეს მშობლების
უმეტესობას შვილისთვის აღარ სცალია. დღევანდელი მშობლები ისე მტკივნეულად აღარ განიცდიან
შვილის დაბალ ნიშანს… ბავშვი კი ყველაფერს ისრუტავს და განიცდის. ეს ჩანს მის ქცევაში,
უფროსებისადმი დამოკიდებულებაში, სწავლაში. გარდატეხის ასაკი ძალიან სახიფათო პერიოდია.
მოზარდს განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. მარტო სკოლა ვერაფერს გააკეთებს, თუ ოჯახი
თავის ადგილას არ დგას.

. როგორც ვიცი, სკოლები სისტემატურად აწვდიან მშობლებს
ინფორმაციას შვილების სწავლისა თუ ქცევის შესახებ. როგორია რეაგირება?

– მშრალი
ინფორმაციის მიღება ვერაფერს ცვლის, თანამშრომლობაა საჭირო, რომ მოსწავლემ ზუსტად გაიგოს,
რას ვითხოვთ მისგან. მოთხოვნა ადვილია, მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ბავშვთან გვაქვს
საქმე, რომელსაც ჩვენი მოთხოვნების დამოუკიდებლად შესრულება ხშირად უჭირს.

. იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ სკოლაში მუშაობთ,
განათლების სისტემამ უამრავი მინისტრი გამოიცვალა და რეფორმის რამდენიმე ეტაპი გაიარა.
რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილებები სკოლის ცხოვრებაზე და როგორ უწყობდით მათ ფეხს პედაგოგები?

– ჩვენი
სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით დაძლიეს ყველა რეფორმა. გამოცდის ჩაბარება არც ერთ
მათგანს არ გასჭირვებია და დღეს სწავლება ახალი მეთოდებით, ახალი პროგრამებით მიმდინარეობს.
ვერ მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომელი რეფორმა იყო მისაღები თუ მიუღებელი, მაგრამ,
ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს ყოველგვარ გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ არ უნდა დავეთანხმოთ.
სიახლე, რა თქმა უნდა, სადღაც უკვე არის აპრობირებული, ამიტომ იქიდან უნდა ავიღოთ კარგი,
ხოლო იმაზე, რაც მიუღებელია, უარი ვთქვათ. მით უმეტეს, ქართულ ხასიათს ყველაფერი ადვილად
არ ერგება. ყველა ერი სხვადასხვანაირია. სხვადასხვანაირები არიან მოსწავლეებიც. ქართველი
მოსწავლის აღზრდა საკმაოდ რთულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

. განათლების რეფორმატორები პრაქტიკოსი მასწავლებლების
აზრს თუ ითვალისწინებენ სიახლეთა დანერგვისას?

– პრაქტიკა
და თეორია ხშირად შორიშორს არის ერთმანეთისგან. შესაძლოა, თეორია კარგი იყოს, მაგრამ
სწავლების პროცესში მისი რეალიზება ვერ მოხერხდეს. მშობლები კითხულობენ, შვილისთვის
არაფერი დაგვიკლია და გზას რატომ ასცდაო. იქნებ სწორედ ის იყო შეცდომა, რომ არაფერი
დაუკლიათ… ბავშვის აღზრდა ძალიან რთული პროცესია. ჩვენი სკოლა იყო პედაგოგიური კვლევითი
ინსტიტუტის საკვლევი, სამეცნიერო, სარეზერვო სკოლა და აქ ტარდებოდა ექსპერიმენტები
აღმზრდელობით დარგში, სწავლებაში, გაკვეთილების ხარისხთან მიმართებით, ვაკვირდებოდით,
რა იყო ბავშვებისთვის მისაღები, სასიკეთო და რა – არა. გაკვეთილებს უმაღლესი სასწავლებლებიდან
მოწვეული ლექტორები ატარებდნენ… ამიტომ იყო, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს მიმდინარე
რეფორმების გადალახვა არ გასჭირვებიათ. ჩვენი პრაქტიკოსი პედაგოგებისგან არის აღებული
ბევრი მეთოდი, რომლებიც შემდეგ თეორიასა და ზოგად პრაქტიკაში დაინერგა.

. ალბათ, ამ მეთოდოლოგიის დიდი დამსახურებაა, რომ პირველ
ექსპერიმენტულ სკოლადამთავრებულმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს. აქ სწავლობდანენ
ზურაბ ჟვანია, დავით ონოფრიშვილი, ირინა სარიშვილი, ერთხანს – მიხეილ სააკაშვილიც…

სწავლება ექვსასი მოწაფით დავიწყეთ და ისინიც ძლივს
შევაგროვეთ, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ სკოლამ ისეთი სახელი დაიმკვიდრა, რომ ბავშვის
ჩარიცხვა უკვე ჭირდა. დღეს ორი ათას ექვსასზე მეტი მოწაფე გვყავს.

სკოლის
წარმატების მაჩვენებელი კარგი მოსწავლეა. ყველა მასწავლებელი ბედნიერია, როდესაც მისი
ნამოწაფარი წარმატებას აღწევს. ბევრი ტრაბახობს კიდეც ამით. სხვათა შორის, შენახული
გვაქვს ბევრი ბავშვის საინტერესო ნივთები, ჩანაწერები, ნახატები, წერილები. ათი-ოცი
წლის შემდეგ ბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები, ხვდებიან ყოფილ მასწავლებლებს და ნახულობენ
ამ ნივთებს. ძალიან გულის ამაჩუყებელი ტრადიციაა.

ეს
სკოლაა ჩემი ცხოვრება და პირადი ბედნიერება. მთელი სიცოცხლე აქ გავატარე და ყოველი
ხე, ყოველი კედელი თუ ნივთი მიყვარს. გურული ვარ და ბავშვებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობაში
ხშირად ვიყენებ იუმორს. ეს საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობის დასამყარებლად. სხვათა
შორის, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვები ხშირად იხსენებენ ჩემს ფრაზებს. ეს ძალიან სასიამოვნოა.

. თქვენ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით.
ეს ალბათ დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.

მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველ ბავშვს ასწავლო
ქართული ენა, შეაყვარო მშობლიური ლიტერატურა. ძნელია, შეაჩვიო მოსწავლე წიგნთან ურთიერთობას,
როდესაც ის კომპიუტერს არის მიჯაჭვული. არადა, კითხვის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბება
წარმოუდგენელია. კითხვა ბავშვს აკეთილშობილებს, სულიერად ზრდის, უვითარებს ფანტაზიას,
ლექსიკას. დღეს უკვე ძნელია, შეუძღვე მოსწავლეს მისთვის უცხო ეპოქაში; გარდასული ეპოქების
ადამიანთა ხასიათის თვისებები ბევრისთვის სრულიად გაუგებარია. დასანანია, რადგან არ
უნდა გაქრეს ის გრძნობები, არ უნდა გაცივდეს სული, არ უნდა ვეკიდებოდეთ მოვლენებს უემოციოდ.
რა გამოვა მაშინ? – არაფერი. არადა ეს ტენდეცია უკვე შეინიშნება.

. როგორ ფიქრობთ, რატომ? არა მგონია, ეს მხოლოდ მასწავლებლებისა
და მოსწავლეების პრობლემა იყოს…

მხოლოდ სკოლა ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევს. ჩვენ
გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაძლოა, ოჯახიც შესანიშნავი იყოს და მასწავლებელიც,
მაგრამ საჭირო შედეგი ვერ მივიღოთ.

. დღეს ხშირად საუბრობენ ქართული ენის არასათანადო ცოდნაზე,
მეტყველების პრობლემებზე…

– ენა
ცოცხალია. იგი იცვლება, შემოდის ახალი სიტყვები, ძველი ხმარებიდან გადის. ზოგჯერ ისეთი
სიტყვის მნიშვნელობას იკითხავენ ბავშვები, გული დაგწყდება… ენას უმთავრესად წიგნიერება
ავითარებს. ნაკითხ ადამიანს, ცხადია, სიტყვათა მარაგიც მდიდარი აქვს. ენის გადასარჩენად
საჭიროა კითხვა და წიგნის სიყვარული. დღეს მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და იძნებენ…

. რა არის ის, რამაც 46 წელი ერთსა და იმავე სკოლაში
გაგაძლებინათ?

– სიყვარული
– საქმის, სკოლის, ხეების, რომლებიც მე თვითონ დავრგე, ეკლესიის, რომელიც ჩემი მუშაობის
პერიოდში აშენდა. „უსიყვარულოდ არა საქმე არ ეგების”. ტკივილიც ახლავს პედაგოგის საქმიანობას,
მაგრამ თუ სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი მოგვარდება. მასწავლებლობა დიდი ხელოვნებაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი