ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული განვითარება: სკოლის ხელმძღვანელი

როდესაც სკოლის ხელმძღვანელს
სურ
, გახდეს ეფექტიანი ლიდერი, მისი მდგომარეობა შეიძლება იყოს მხოლოდ ორგვარი:
ის
ან უკვე ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მაგრამ ხედავს, რომ მის მიერ არჩეული მეთოდები და მიდგომები არ ამართლებს და
სურს გახდეს უკეთესი ხელმძღვანელი
, ან ემზადება ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის და სურგანივითაროს ეფექტიანი ლიდერის უნარები, წარმატებით გამოიყენოს
ისინი
პრაქტიკაში. სკოლის ხელმძღვანელის ორივე მდგომარეობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ხელმძღვანელ
, რომელიც დიდი ხანია მისდევს პრაქტიკულ საქმიანობას და აქვს დიდი გამოცდილება, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობი,
ახლობელი და თავისთავადია
, უფრო ნაკლებად იზიარებს სიახლეებს, სკეპტიკურად უყურებს ცოდნას, რომელსაც მას გადასცემენ და ჰგონია, რომ უკვე იმდენი ნახა და გამოსცადა, თავის სფეროში ხალს ვეღარაფერს გაიგებს. ის ლიდერი კი, რომელიც კარიერისთვის ემზადება, ღიად იღებს ყველა სიახლეს,
ისრუტავს
ცოდნას და აკლია
საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომა.
როგორც წესი, ის სიხარულით ელისშესაძლებლობას,
როცა პრაქტიკაში
გამოიყენებს შეძენილ
ცოდნას და ნაკლებად
აქვს იმ სირთულეების მოლოდინი, ველგვარი სიახლის დანერგვას რომ  სდევს თან.

საიდან
უნდა დაიწყოს ეფექტურმა ლიდერმა
საკუთარი
კომპეტენციის ამაღლება?
რა
არის
პირველი და
აუცილებელი პირობა საიმისოდ, რომ სკოლის დირექტორმა
თავისიპროფესიული განვითარება დაგეგმოს
და
განახორციელოს?

პირველი აქტივობა, რასაც ხელმძღვანელი
ახორციელებს პროფესიული განვითარებისთვის, საკუთარ
საჭიროებათაშეფასება. სკოლის დირექტორი ეფექტური ხელმძღვანელი რომ გახდეს, პირველ რიგში,
უნდა დაადგინოს, რა
აკლია საიმისოდ, რომ იყოს ეფექტური ლიდერი. სხვაგვარად
რომ
ვთქვათ, მას
სჭირ
ება თვითშეფასება.

თვითშეფასება ის მოქმედებაა,
რომელიც
ხელმძღვანელისგან
გა
ნსაზღვრულ ფუნდამენტურ უნარებს მოითხოვს,
ისეთებს, როგორიცაა
გულწრფელობა,
გაცნობიერებული
არაკომპეტენტურობა, თვითკრიტიკისა
და
თვითანალიზის
უნარი, სიტუაციის სწორად შეფასების უნარი.

თვითშეფასების დროს დირექტორ უნდა შეძლოს თქვას: მე როგორც ხელმძღვანელმა ვიცი, როგორია წარმატებაზე ორინტირებული ორგანიზაცია და ისიც ვიცი, რა უნარები სჭირდება
ლიდერს,
რომ ორგანიზაცია
წარმატებულად მართოს. როდესაც კრიტიკულად შევაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს, მივხვდები,
რომელი უნარების განვითარება მჭირდება საიმისოდ,
რომ ორგანიზაციას/სკოლას წარმატება მოვუტანო.

თვითშეფასების სრული სურათის ესაქმნელად
არსებობს სხვადასხვა დამხმარე საშუალება:
კოლეგების შეფასება; დაინტერესებული მხარეების მიერ პირისროგორც
სკოლის ხელმძღვანელის
საქმიანობის
შეფასება და პროფესიული სტანდარტი.

პროფესიული სტანდარტი და ეთიკის
კოდექსი პირდაპირ კარნახობს სკოლის ხელმძღვანელს, რას მოითხოვს სახელმწიფო  მისგან, რათა იგი ეფექტური
დირექტორი იყოს და სკოლა წარმატებულ
ორგანიზაციად აქციოს.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი
სკოლის დირექტორის სტანდარტიდან და თვითშეფასების მაგალითი.

ამონარიდი სკოლის დირექტორის
სტანდარტიდან:

მუხლი 4. სასწავლო პროცესის
მართვა

4.1 საჯარო სკოლის დირექტორი
ზრუნავს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაზე და ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების
სრულფასოვან რეალიზებას.

მ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის
შესრულება  განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორებით:

ა)
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების
მისაღწევად შემუშავებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო
გეგმა;

ბ)
სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია საზოგადოებაში  მიმდინარე ცვლილებები და მათი შესაძლო გავლენა მოსწავლეთა  მიღწევებზე;

გ)
საჯარო  სკოლაში დასახულია თითოეული მოსწავლის
მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი და გამოიყენება მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების
სტრატეგიები;

დ)
საჯარო სკოლაში უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი
შეფასება მათი გაუმჯობესების მიზნით;

ე)
საჯარო სკოლაში გამოიყენება სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, მეთოდები და რესურსები;

ვ)
საჯარო სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს გაზიარებული აქვთ  მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული
ხედვა და პასუხისმგებლობა.


 

სტანდარტში ფორმულირებულია,
რა უნდა შეძლოთ თქვენ როგორც სკოლის ხელმძღვანელმა და რა ცოდნასა და უნარებს მოითხოვს
ამ დავალების შესრულება თქვენგან, ხოლო მომდევნო პუნქტში გაწერილია ინდიკატორები, რათა
შეფასდეს, როგორ აისახა პრაქტიკულად სკოლის წარმატებაზე ის, რაც თქვენ გააკეთეთ.

შესაძლებლობებისა და ცოდნის
თვითშეფასებისთვის, პირველ რიგში, დაიწყეთ ინდიკატორების გაანალიზება:


 

ვიცი სასკოლო სასწავლო გეგმის
შედგენის პრინციპები
?

კი

არა

სკოლას შემუშავებული აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება ზოგადი
განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მოსწავლეთა საჭიროებებს?

კი

არა

ვიცი, როგორ დავადგინო მოსწავლეთა
საჭიროებები?

კი

არა

შესწავლილი მაქვს/ ვფლობ აქტუალურ ინფორმაციას საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა მიღწევებზე? ასახული/ გათვალისწინებულია
ეს ცვლილებები სასკოლო სასწავლო გეგმაში?

კი

არა

გვაქვს მე და ჩემს კოლეგებს ყველა მოსწავლისადმი მაღალი მოლოდინი?

კი

არა

არსებობს სკოლაში მოსწავლეთა მიღწევების ამაღლების სტრატეგიები?

კი

Aრა

ვიცი, როგორ შევაფასო სასწავლო პროცესი?

კი

Aრა

არსებობს სკოლაში სასწავლო პროცესის შეფასების ტრადიცია?

კი

Aრა

ვიცნობ სწავლების უახლეს მეთოდებს?

კი

Aრა

მაქვს საკმარისი ინფორმაცია თანამედროვე სასწავლო რესურსების შესახებ?

კი

Aრა

მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს გაზიარებული ხედვა და პასუხისმგებლობა მოსწავლეთა
მიღწევებთან დაკავშირებით?

კი

არა


 


 

თუ შეადგენთ თვითშეფასების ასეთ კითხვარს და
გულწრფელად და ობიექტურად შეავსებთ მას,
ხელთექნებათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც გჭირებათ ყურადღების
გამახვილება
პროფესიული განვითარებისას. ყველა იმ საკითხზე, რომელზეც პასუხეთ არა, გჭირებათ ახალი
და დამატებითი  ინფორმაცია.

სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტის
მიხედვით შეადგინეთ კითხვარი და პასუხი გაეცით ყველა კითხვას. ბოლოს დააჯამეთ ის საკითხები,
რომლ
ებზეც პასუხეთ “არა. ეს საკითხები გადაიტანეთ ცალკე ფურცელზე. ამ ფურცელზე თქვენ ახლა იმ საკითხების ჩამონათვალს ხედავთ, ა კუთხითაც გჭირებათ პროფესიული განვითარება. თუ გააანალიზებთ, დაინახავთ,
რომ ზოგიერთი საკითხი ერთმანეთს ფარავს ან თემატურად ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.
ასეთი საკითხები გააერთიანეთ. ამგვარად თვითშეფასების საფუძველზე ჩამოყალიბებული პროფესიული
განვითარების გეგმა შედარებით მოკლე და  თქვენთვის
უფრო გასაგები გახდება. თუნდაც ჩამონათვალი ძალიან გრძელი იყოს, ეს ნუ დაგთრგუნავთ;
საკითხების სიმრავლე იმას ნიშნავს, რომ თქვენ კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ
და ბევრის მიღწევა გსურთ პროფესიაში. კარგი შანსი გაქვთ, ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ.

ახლა მიუბრუნდით თქვენი პროფესიული
განვითარების გეგმას და დაიწყეთ დაგეგმვა: პირველ რიგში რომელ საკითხზე გსურთ დამატებითი
ინფორმაციის მიღება, რომელი უნარის განვითარება გსურთ ყველაზე მეტად?

პროფესიული
განვითარების შესაძლებლობები:
პროფესიული განვითარება ერთერთი აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ ადამიანკონკურენტუნარიან კადრად დარჩეს შრომის ბაზარზე. ცოდნა
მალე ძველდება და მას განახლება სჭირდება. სხვაგვარად ძნელია, ფეხი აუწყო დროს და სისტემაში
არსებულ ცვლილებებს.

პროფესიული განვითარებ სურ ყველა
იმ ხელმძღვანელს,
ვისთვისაც პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის
ჩნდება
კითხვა: როგორ
უნდა განვვითარდე
პროფესიულად, რა შესაძლებლობები არსებობს საიმისოდ, რომ  აქტუალური ცოდნა მქონდეს და შესაბამისი უნარებით
ვიყო აღჭურვილი
?

პროფესიულ განვითარებაში ყველაზე
მეტად
საკუთარი თავი დაგეხმარებათ. თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა საკითხების შესახებ გჭირებათ ცოდნის გაღრმავება. თვითშეფასების
საფუძველზე თქვენ ეს უკვე დაადგინეთ. ახლა შეგიძლიათ
, თვითგანვითარებაზე ზრუნვა დაიწყოთ.

პროფესიული განვითარების ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტრენინგი. ტრენინგი სწორედ იმ საკითხის შესახებ უნდა გაიაროთ, რომელიც თქვენს საჭიროებას შეესაბამება. ტრენინგის მიმართ
თქვენი მოლოდინი ზომიერად ოპტიმისტური უნდა იყოს. ტრენინგზე მიიღებთ ახალ ინფორმაციას,
შესაძლ
ოა, თქვენთვის ნაცნობინფორმაციამოისმინოთ. საბოლოო ჯამში თქვენზეა დამოკიდებული, ტრენინგზე მიღებული ცოდნიდან რას
გამოიყენებთ და როგორ. ვერც
ერთი
ტრენინგი ვერ მოახდ
ენს სასწაულ, თუ თავად არ წამოიღეთ იქიდან საუკეთესო.

პროფესიული განვითარების ყველაზე იაფი და ეფექტიანი ფორმა კოლეგებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. სკოლის დირექტორები მრავალ სირთულეს აწყდებიან
სასწავლო პროცესის
ხელმძღვანელობის თუ თავიანთ საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულებისას. ამ პრობლემებს ყველა ინდივიდუალურად
წყვეტს და იღებს გამოცდილებას იმ
ის თაობაზე, რამდენად იმუშავა ან ვერ იმუშავა
მის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა.

პროფესიონალისთვის ერთერთი ყველაზე ფასეული რამ გამოცდილება. გამოცდილება, რომელიც არ გვაძლევს
საშუალებას,
ხელმეორედ მოგვივიდეს ერთხელ უკვე
დაშვებული შეცდომ
ა; გამოცდილება,
რომელიც ჩვენი იარაღია სი
რთულეებთან ბრძოლაში; დაბოლოს, გამოცდილება,
რომელიც პროფესიონალის ერთ
ერთი უმთავრესი ღირსებაა. კოლეგებთან ამ გამოცდილების გაზიარება ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ და პრაქტიკული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენ, ფაქტობრივად,
ისწავლით სხვის მიერ დაშვებული შეცდომების, სხვისი გამოცდილების საფუძველზე, თუმცა
აუცილებლად მოგიწევთ საკუთარი გამოცდილების შეძენაც, რომელსაც შემდეგ სხვები გაიზიარებენ
და ისწავლიან თქვენგან.

პროფესიული განვითარების უალტერნატივო
და აუცილებელი პირობაა საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა. არსებობს ისეთი ცოდნა
და უნარები, რომლებიც დაგჭირდებათ როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,
ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, კომუნიკაცია.  ეფექტიანი კომუნიკაცი საჭიროა როგორც თანამშრომლებთან,
მშობლებთან, ასევე კოლეგებთან, მეზობლებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას.

პიროვნული განვითარების მაგალითია
ენების შესწავლა. თუ თქვენ ჯერ არ იცით უცხო ენა, სწორედ დროა, მისი შესწავლა დაიწყოთ.
ენების შესწავლა, გარდა იმისა, რომ პროფესიონალიზმს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს,
მეცნიერული დასაბუთებით, გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. თუ რომელიმე
ახალი კომპიუტერული პროგრამით დაინტერესდით, ისწავლეთ. ის გამოგადგებათ როგორც სამსახურში,
ასევე პირადი საქმეების მოსაგვარებლადაც.

პიროვნული განვითარებისთვის
საუკეთესო საშუალებაა პროფესიული ლიტერატურის კითხვა. მოიძიეთ ახალი სახელმძღვანელოები
სკოლის ხელმძღვანელებისა და მასწავლებლებისთვის, გაუკვალეთ გზა ბიბლიოთეკისკენ მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს. მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაზე არაფერი ახდენს ისეთ გავლენას,
როგორსაც მისაბაძი მაგალითი – დირექტორი, რომელიც ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია და გამუდმებით
ზრუნავს თავის პროფესიულ განვითარებაზე.




 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი