შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კონტცეპტი და კონტექსტი

ადამიანი
ცოდნისა და უნარების აქტიურ ათვისებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ნაყოფიერებით სკოლაში სწავლის პერიოდი გამოირჩევა. ამიტომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებისთვის უმთავრესი სწავლის პროცეზე ზუსტად მორგებული მეთოდების მიგნება და გამოყენებაა.

საგანმანათლებლო
პრქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სწავლების საძირკვლად მოსწავლის არსებული ცოდნის გამოვლენა და მის საფუძველზე ახლის აგება უნდა იქცეს.

ცოდნის აგების პროცესში მოსწავლეები ერთმანეთთან აკავშირებენ კონკრეტულ ცნებებს, საგნებს და მოვლენებს. ეს ოპერაცია ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინოს გარემოს კლასიფიკაცია (კონცეპტუალიზაცია).

 

კონცეპტი ანუ ნება არის მსგავსი საგნების, მოცემული ცნების კატეგორიის დამახასი­ათებელნიშნებ და მოვლენების (პრეცეპტი) დაჯგუფე­ბა ან ზოგადი ნიშნების ასახვა. ნიშნები მოიცავს განმსაზღვრელ, არსებით თვისებებს (თვისებებს, რომლებიც ცნების კატეგორიის ყველა წევრს გააჩნია) და თანაფარდოფით თვისებებს (თვისებებს, რომლებიც ცნე­ბის მხოლოდ ზოგიერთ მაგალითს ახასიათებს).

მაგალითად, ცნებაერისდამახასიათებელი ზოგადი ნიშნებია:

  • ადამიანთა მყარი ერთობა
  • საერთო ენა
  • კულტურა
  • ტრადიცია
  • გარკვეული ტერიტორია.

 

 

ერის თანაფარდობითი თვისებაა მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი: ზოგი დიდია, ზოგი-პატარა.

ვრცლად 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი