პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კომერცია თუ ესთეტიკა

„ხე­ლოვ­ნე­ბა რთუ­ლია, ის არ არის გარ­თო­ბა,” – ეს თანამედროვე გერ­მა­ნელი მხატ­ვრის, ან­სელმ კი­ფერის, სიტყვებია. ასეა, ხელოვნების სირთულე განაპირობებს იმას, რამდენად შეიძლება მისი გამოყენება. ეს გამონათქვამი ყველაზე მეტად არქიტექტურას შეესაბამება. აღიარებული პარადოქსია, რომ ხელოვნების ეს დარგი არა მარტო აშენებს, არამედ ანგრევს კიდეც. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დღეს, როცა არქიტექტურა პრაგმატულია, მაქსიმალურად მომხარებაზე გათვლილი და ადამიანების მიერ იგნორირებულია საუკეთესო ხედები და პეიზაჟები. ჩვენთან მოიშალა არქიტექტურული აზროვნების მთავარი პრინციპი ძველისა და ახლის ჰარმონიული შეხამებისა. ეს ბალანსი მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ სფეროში, რადგან ერთი შენობის ზედმეტმა სიმაღლემ შეიძლება რომელიმე სხვა ნიუანსი, მაგალითად, თავისთავად მშვენიერი ნაგებობის ეფექტი შესაციროს. დღევანდელ არქიტექტურაში არცთუ იშვიათად შეიმჩნევა ძალისმიერი ფაქტორი, შენობები ერთმანეთს ეჯიბრებიან სიმაღლესა თუ სიგანეში, დამთრგუნველი იერსახით. თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალსიწინება თუ სწორად გამოყენება, როგორიცაა, ბუნებრივი პოტენციალი (რელიეფი, მწვანე ელემენტი, ფონი).

არქიტექტურა საცხოვრებელი გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, მისი გავლენაც ადამიანებზე საკმაოდ დიდია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა და ადამიანი თანაბრად ზემოქმედებენ ერთმანეთზე, იმიტომ, რომ ადამიანი ქმნის არქიტექტურას, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ნებისმიერი ახალი იდეა, ტენდენცია, ნებისმიერი ახალი არქიტექტურული სტილი არ იბადება შემთხვევით. არქიტექტორი ქმნის ნამუშევარს თავის ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ვითარების გავლენის ზემოქმედებიდან გამომდინარე. დღევანდელ არქიტექტურაში ერთობლივი სტილის არქონამ დასაბამი მისცა უამრავ მიმართულებას, ზოგიერთი უცნაური და კომიკურიც კია. თითოეული მათგანი უნიკალურია და ჰყავს მოყვარულები. შეიძლება ითქვას, რომ ყველა თანამედროვე სტილი არის ერთგვარი ტენდენცია, სწრაფვა რაღაცის მიმართ, მაგალითად თვითგამოხატვის, ეპატაჟურობის, კომფორტის ან სიმშვიდის. დღეისთვის ყველაზე აქტუალური სტილებია:

  • კლასიციზმი (ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული სტილია, რომელიც აღმოცენდა მე -16 საუკუნეში. მისი არსი მდგომარეობს უძველესი არქიტექტურის ელემენტების გამოყენებაში. ის შეიძლება დავახასიათოთ ეპითეტებით როგორებიცაა: მონუმენტურობა, ჰარმონია, უბრალოება, სიმკაცრე. ამ სტილით აშენებული შენობა ყოველთვის გამოირჩევა თავშეკავებულობით. მათ აქვთ სწორი ფორმები და თითქმის ყოველთვის სიმეტრიული არიან);
  • კონსტრუქტივიზმი (ეს სტილი ხშირად გამოიყენება ადმინისტრაციული შენობების მშენებლობისას, მაგრამ იმის გამო, რომ არ გააჩნია კლასიკური სილამაზე და მორთულობა ისინი ნაკლებად „ელიტარულად” გამოიყურებიან. ასეთი შენობები ზოგჯერ ერთფეროვანი და მოსაწყენია, თუმცა, რა თქმა უნდა, არქიტექტორები არ ამბობენ უარს კონსტრუქტივიზმზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას, რადგან ისინი იაფია და სწრაფად შენდება. მყიდველების მოსაზიდად მათ შემოიტანეს მინიმალური დეკორი, მკაფიო ფერების სახით, რაც შენობას აჩენდა უფრო მხიარულს, ვიდრე მათ წინამორბედებს);
  • ჰაი-ტეკი (გაჩნდა მე -20 საუკუნის ბოლოს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მათი გამოყენება შენობა-ნაგებობებში ადამიანების კომფორტის გასაუმჯობესებლად და ასევე შენობისათვის უფრო საინტერესო, უჩვეულო და ფუტურისტული ფორმების მისაცემად);
  • კიჩი (გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ,,უგემოვნობა“. ის შეიძლება ვიპოვოთ ყველაფერში. საშუალო შემოსავლის ადამიანები ამშვენებენ თავიანთ ბინებს კიჩის საგნებით, რომლებიც მხოლოდ ძვირადღირებულ სახეს აძლევს მას, სინამდვილეში კი არ წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებს. შენობა ამ სტილში – ძირითადად ეპატაჟურ და იაფფასიანი შოუს ხასიათს ატარებს. ეს სტილი არის ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც გამორჩეულად ყოფნის სურვილმა უკანა პლანზე გადასწია რაციონალურობა და ფუნქციონალურობა);
  • ორგანული არქიტექტურა (ამ ტიპის ძირითადი კონცეფცია არის გარემოსთან ჰარმონია. შენობები არ ცდილობენ გამოკვეთას, არამედ, პირიქით. ეს აძლევს ხალხს ბუნებასთან სიახლოვის გრძნობას, რომელიც ასე აკლია ქალაქში მცხოვრებლებს. არქიტექტორები, უპირველეს ყოვლისა, იყენებენ ბუნებრივ მასალებს. დიდ ყურადღებას მოითხოვს გეოგრაფიული გარემო. შენობის ფორმა დამოკიდებულია რელიეფზე);
  • მინიმალიზმი (იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება დაღლილია ყოველდღიური აქტიური ცხოვრებით, გასაკვირი არაა, რომ გაჩნდა ერთგვარი ტენდენცია საცხოვრებლის მაქსიმალური გამარტივებისა, რამაც XX-XI საუკუნეების მიჯნაზე შექმნა ფონი ამ სტილის ჩამოყალიბებისა. ასეთ გარემოში ადამიანი ისვენებს. იგი შორდება ხმაურიან და მტვრიან მეგაპოლისს. მინიმალიზმი თავისი სწორხაზოვნებით, სიმშვიდით, მინიმალური ავეჯითა და მწირი ფერთა გამით, მართლაც რომ, ქაოსისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა და დიდი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ საზოგადოებაში).

ეს სტილები სინთეზურად არსებობს თანამედროვე არქიტექტურაში, თუმცა ჭარბობს ზოგიერთი მათგანი, თუნდაც კონსტრუქტივიზმი. ასეთი ბინები იყიდება, ძირითადად, საშუალო კლასის ადამიანებზე, რომლებიც არ ისწრაფვიან ფუფუნებისკენ. 21-ე საუკუნეში, კონსტრუქტივიზმი ნაკლებად მოქმედებს ხალხის გარეგნობაზე, მაგრამ მე -20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც იგი ჩაისახა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის ინდუსტრიაშიც. არქიტექტურა გათავისუფლდა ზედმეტი დეტალებისა და დეკორაციებისგან – სამოსიც გახდა უბრალო და მაქსიმალურად ფუნქციონალური.

პროგრესი ქალაქის არქიტექტურაში აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლის თვითდამკვიდრება  აზიანებდეს მის იერსახეს. თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ თბილისს, თავისი არცთუ ისე ხანმოკლე ისტორიით,  დავინახავთ, რომ  ის ყო­ველ­თვის იყო ერ­თგვა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ქმე­დე­ბის ველი და არა მხო­ლოდ შე­ნე­ბის, ნგრე­ვის, დე­კონ­სტრუქ­ცია-რეკონ­სტრუქ­ცი­ის, გარ­და­სახ­ვა-ფე­რის­ცვა­ლე­ბის კუ­თხით. თბილისი, როგორც განსხვავებულ რელიგიათა თუ კულტურათა გადამკვეთი, ყველა ეპოქაში რაღაცას დაიმჩნევდა ხოლმე თავის სხეულზე, დაწყებული გვი­ან ან­ტი­კუ­რი ეპო­ქის უმ­წი­რე­სი ნარ­ჩე­ნით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქის მო­დერ­ნის­ტუ­ლი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­თა და დას­რუ­ლე­ბუ­ლი 90-ია­ნე­ბის სტი­ქი­უ­რი და ქა­ო­სუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბით. როგორია ჩვენი დედაქალაქი დღეს არქიტექტურულად?  ყველანი მოწმენი ვართ, როგორც აცოცდა თბილისი მთაწმინდაზე, როგორც ,,დადაბლდა“ თბილისის ფიქრისგორა მაღალი და მძიმე არქიტექტურით და დღეს გორადაც არ აღიქმება. მომ­რავ­ლდა შუ­შის შე­ნო­ბე­ბი. თბი­ლი­სე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ გაღიზი­­ნე­ბას იწ­ვევს თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე წა­მო­ჭი­მუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­­ნი შუ­შის შენო­ბა, რო­მე­ლიც უცხოსხე­­ლი­ვით არის თბი­ლი­სი გუში ჩა­სო­ბი­ლი უკან­საკ­ნელ წლებ­ში ყო­ველ­გვა­რი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მი­სა და და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის, სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე ქა­ლაქ­ში იბა­დე­ბა სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბი­სა თუ ფაქ­ტუ­რის, სტი­ლის­ტი­კუ­რად მრა­ვალ­ფე­რა­დი და ყო­ველ­გვა­რი კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ეს წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით. სხვა სა­კი­თხია უკვე ნა­შე­ნის ხა­რის­ხი, მდგრა­დო­ბა, ეკო­ლო­გი­ურ თუ სა­ნი­ტა­რულ ტექ­ნი­კურ პი­რო­ბებ­თან ავ­თენ­ტუ­რო­ბა. უმ­თავ­რეს მიზ­ნად ფარ­თო­ბის გაყიდვისუნარიანობა, კო­მერ­ცი­უ­ლო­ბა დად­გა, ირ­ღვე­ვა პრო­ექ­ტი­რე­ბის არა­ერ­თი ნორ­მა, რომელ­თა დაც­ვის უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქცია – შე­ნო­ბა­ში მო­ბი­ნად­რე­თა თუ მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის ჯანსა­ღი, უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნაა. საილუსტრაციოდ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გამოდგება, რომლის აღ­წე­რი­სას გა­მოგ­ვად­გე­ბა ერთი მოქნი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი – უ რ ბ ო ც ი დ ი. ახა­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ლია გაუთვითცნობ­რი­ებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს მო­ქა­ლა­ქე­თა შეგ­რძნე­ბა-შემეცნე­ბა­ზე და აყალიბებს ახლებურ გემოვნებას (თუ უგემოვნობას), ეტალონურ-მენტორულ ხატებს, რაც არქიტექტურისათვის დამახასიათებელია. სწორედ ამიტომაა საჭირო დიდი სიფრთხილე. საჭიროა ეს გაითვალისწინოს არქიტექტორმა, რომ არ დაირღვეს თბილისის, როგორც ისტორიული ქალაქის, სტილი და იერასხე, რაც ,,თანამედროვე“ ფორმებით თამაშმა შეიძლება გამოიწვიოს, მით უმეტეს, ყოველგვარი კვლევისა და მეცნიერული შესწავლის გარეშე. არქიტექტურა უნდა იყოს შემოქმედი, რომელიც ქალაქის ისტორიას გაიაზრებს და სათქმელს, აღიარებულ ჭეშმარიტებას თავის ენაზე გამოთქვამს.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომდევნო პერიოდში, თბილისის განაშენიანების ქაოსურმა განვითარებამ და ქალაქის არქიტექტურის ხელახლა გააზრების აუცილებლობამ, თბილისის პირველი, არქიტექტურული ბიენალეს თემა გამოკვეთა, რომელიც  2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, ოთარ ნემსაძემ და გიგი შუკაკიძემ დააარსეს და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეებს შეისწავლის. „ბიენალე იმ ტრანსფორმაციის კვლევას ეხება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისის მიკრორაიონებში საბჭოთა არქიტექტურამ და ურბანულმა სივრცემ განიცადა. ქალაქი არ არის მხოლოდ არქიტექტურა. ქალაქს ადამიანები ქმნიან. გვინდა ბიენალეს საშუალებით ადამიანების ხედვა და ცნობიერება ამაღლდეს და მცხოვრებლებმა სწორად გაიაზრონ საკუთარი ქალაქი“. – ამბობს ნათია კალანდარიშვილი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბიენალე განსხვავებულ და აქტუალურ თემატიკას 2 წელიწადში ერთხელ აირჩევს და ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაინაცვლებს.

ნამდვილი აქრიტექტურა ვალდებულია დააკმაყოფილოს საზოგადოების ყოფითი მოთხოვნილებებიც, მაგრამ უნდა იზრუნოს თავის შექმნილზე, როგორც ხელოვნების ნიმუშსა და ესთეტიკურ პროდუქტზე, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს მნახველთა თვალთახედვა, სტილი, დამოკიდებულება. არქიტექტურას, როგორც ღვინოს, დაძველებაც სჭირდება. სწორედ დრო აყვარებს ან აძულებს ამა თუ იმ ნაგებობას ადამიანებს. მოკლედ, არქიტექტორი რეალობის მზარდ მომხმარებლურ მოთხოვნებსა და ინტერესებს კი არ უნდა არგებდეს თავის შემოქმედებას, არამედ უნდა ზრდიდეს და აპროგრესულებდეს საზოგადოების შეფასების კრიტერიუმებსა და გემოვნებას.

 

მაია იანტბელიძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი