ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, საჭიროა სწორი, მიზანმიმართული ლოგიკური მსჯელობა. ლოგიკური აზროვნება კი იმ საშუალებებისა და მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლითაც შეიძლება რაღაცის
დასაბუთება. დასაბუთების პროცესი უკვე დარწმუნებაა.
ცხადია, მსჯელობაში,
სხვათა დარწმუნებაში მთავარი არ არის მხოლოდ საუბარი ან მხოლოდ ცოდნა – განათლება.
„მართალია, ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა
და კვლევა არ გულისხმობს გონების მიერ ფიქსირებულ
ფაქტთა უბრალო ჯამს, „თორემ, – როგორც
ჰერაკლიტე იტყოდა, – ჰესიოდემაც ბევრი
იცოდა, მაგრამ ვერ დაამტკიცა, რომ დღე და ღამე
ერთია”.