ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავწეროთ ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლები, რომლებსაც კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჰყავთ, დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი ხშირად იბნევიან, როდესაც საქმე ადაპტირებული გეგმის დაწერაზე მიდგება. არადა, რეალურად, ეს სულაც არაა ძნელი ამბავი. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ჩვეულებრივი გაკვეთილის  დაგეგმვის დროს. უბრალოდ, რამდენიმე ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ და მეტი – არაფერი.

თავდაპირველად აუცილებელია, კომპიუტერში ვორდის ფაილი შექმნათ, INSERT-ში ცხრილის ფორმა შევიმუშაოთ[1], შემდეგ კი ცალკეული უჯრები შემდეგი ინფორმაციით შევავსოთ:

მასწავლებელი:
საგანი:
გაკვეთილის თემა: დრო: [2]
კლასი:
მოსწავლეთა რაოდენობა:
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
  • ბოლო გრაფაში შეიძლება რამდენიმე ტიპის მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შევარჩიოთ. მაგ., მიზანი/მიზნები და   შედეგი (ინდიკატორები) მთელი კლასისთვის, პირობითად:
  • მათემატიკა. V. 10. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგალითად, კინოთეატრი, გემების ჩაძირობანა, ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა);
  • გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით და აღწერს, როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითად, ორი უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით);
  • აღწერს რუკაზე ორი ან მეტი პუნქტის ურთიერთმდებარეობას ოთხი მიმართულების გამოყენებით (მაგალითად, ჩრდილოეთით, დასავლეთით).

და მიზანი/ მიზნები და  შედეგი (ინდიკატორები), რომელიც გამარტივებულია/მორგებულია – მოდიფიცირებულია სსსმ მოსწავლისთვის. მაგალითად, აი ასე:

მათ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება გამარტივებული ბადით დაფარულ არეზე.

  • აღწერს მარტივ საკოორდინატო სურათს და ასახელებს საგნების მდებარეობას.
  • მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით (მარჯვენა, მარცხენა, ზევით, ქვემოთ) მოსწავლე ახდენს გადაადგილებას მიმართულების მიხედვით.

ცხრილის მომდევნო მწკრივში ვწერთ წინაპირობას. ოღონდ აქაც რამდენიმე წინაპირობის მითითება გვჭირდება: ზოგადად  კლასისათვის და კონკრეტული მოსწავლისათვის, დაახლოებით, ასე:

 

1)      წინაპირობა  (დასახული მიზნისთვის წარმატებით მისაღწევი ცოდნა ზოგადად კლასისათვის)

მოსწავლეს შეუძლია:

რიცხვით წრფეზე შესაბამისი კოორდინატების დატანა, წრფეზე არსებული კოორდინატების დასახელება.

დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის განხილვა. საკოორდინატო წყვილების დასახელება და პოვნა.

მოსწავლეებს შეუძლიათ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

 

2)      წინაპირობა   (დასახული მიზნისთვის წარმატებით მისაღწევი ცოდნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისათვის) მოსწავლეს შეუძლია რიცხვით წრფეზე არსებული კოორდინატების დასახელება.

საკოორდინატო წყვილების დასახელება და პოვნა.

ჯგუფების მუშაობაზე დაკვირვება, შეფასების ცხრილის შევსება.

3)       აქტუალობა –   ( კლასისთვის)

კოორდინატების გამოყენების უნარის განვითარება.

კოორდინატთა მეთოდის შესახებ წარმოდგენების გაფართოება და გაღრმავება.

         აქტუალობა – ( სსსმ  მოსწავლისთვის).

მოსწავლე აღიქვამს საკოორდინატო ბადის არსს და მისი გათვალისწინებით დაასახელებს საგნების მდებარეობას (ჰორიზონტისა და ვერტიკალის კვეთას). მოსწავლე კითხვების დახმარებით და შესაბამისი რესურსის გამოყენებით ახერხებს გადაადგილებას საკოორდინატო ბადეზე მიმართულების ინსტრუქციით (მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით).

 

გაკვეთილს  ვაგებთ 3-ფაზიანი მოდელის გათვალისწინებით:

·         გამოწვევა;

·         მიმდინარეობა;

·         დასრულება.

თუმცა აქტივობების ტიპებს აქაც სხვადასხვაგვარად ვარჩევთ კლასისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეებისათვის.

თუკი კლასში რამდენიმე საჭიროების მქონე მოსწავლეა, მაშინ მათთვის სპეციალურად ვირჩევთ აქტივობებს. თითოეული აქტივობის დასახელების შემდეგ ვწერთ აქტივობის მიზანსა და აქტივობის აღწერას, მაგალითად, ასე:

 

I ფაზა გამოწვევა
აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.

დრო რესურსი აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.

დრო რესურსი
1. გაკვეთილის მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა მოლოდინის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და ამოიკითხავს სიას. შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს, გააცნობს გაკვეთილის მიზანს, დღეს გავეცნობით კოორდინატების გამოყენების სხვადასხვა მაგალითს. სთხოვს მოსწავლეებს, ამოალაგონ ნივთები და მოემზადონ გაკვეთილისთვის.

1 წთ. წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი. 1. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მიდის სსსმ მოსწავლესთან და სთხოვს ამოალაგოს საჭირო ნივთები: წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი. 1 წთ. წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი.
2. საშინაო დავალების შემოწმება.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება. მეთოდი — გამოკითხვა. აქტივობის აღწერა: მოსწავლეებიდან ერთ-ერთი განიხილავს რიგით პირველ დავალებას. ბავშვები პასუხებს ადარებენ საკუთარ დავალებასთან. განიხილება ასევე სხვა გვერდებზე მოცემული დავალებები.

2 წთ. საშინაო დავალების რვეულები, წიგნი. 2. განიხილება სსსმ მოსწავლის დავალება. (დასურათებულ საკოორდინატო სისტემაზე არსებული ცხოველების მდებარეობის აღმნიშვნელი კოორდინატების შეერთება შესაბამის ცხოველთან).

 

1 წთ. საშინაო დავალების რვეული.
3. კოორდინატების გამოყენების მაგალითი თეატრის ადგილების განლაგების სქემის მიხედვით. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება ორიენტირებისათვის. მასწავლებელი დაფაზე აკრავს უჯრებიან ფურცელზე წარმოდგენილ თეატრის დარბაზის ადგილების განლაგების სქემას  და კლასს აცნობს შემდეგ დავალებას, დავუშვათ, ჩვენი კლასის რამდენიმე მოსწავლე თეატრშია და მათი ბილეთების ადგილის გრაფაში მითითებულია შემდეგი რიცხვები (მასწავლებელი მოსწავლეს იძახებს მის მიერ დასახელებული რიგის და რიგში მოსწავლის მერხის ნომრის მიხედვით და შემთხვევითობის პრინციპით ამოაღებინებს მოსწავლეს ყუთიდან ადგილის კოორდინატებს) და მიმართავს ერთ-ერთს: სად შეიძლება იყოს შენი ადგილი? დაფასთან რიგ-რიგობით გამოვა რამდენიმე მოსწავლე და მოძებნის შესაბამის კოორდინატს ადგილების განლაგების სქემაზე. 4 წთ. ადგილების განლაგების სქემა, ფერადი ფლომასტერი. 3. სსსმ მოსწავლე ასახელებს დავალებაში მიცემული ცხოველების მდებარეობის კოორდინატებს, კოორდინატების შემაერთებელი ხაზების დახმარებით.

 

სსსმ მოსწავლე აკვირდება თანაკლასელების საქმიანობას და ისიც გამოდის დაფასთან მასწავლებლის მოხმობისას. თანაკლასელების დახმარებით მოძებნის შესაბამის კოორდინატს ადგილების განლაგების სქემაზე.

 

 

 

1 წთ. ადგილების განლაგების სქემა, ფერადი ფლომასტერი.
4. უჯრებიან ფურცელზე გადაადგილება ისრების საშუალებით.

 

აქტივობის მიზანი: ორიენტირება მიმართულების გამოყენებით.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ისრებს ზემოთ, ქვემოთ, მარჯვენა, მარცხენა მიმართულებით და ეკითხება კლასს, თუ რაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს ისრები? კლასში გამოთქმული ვარაუდების შემდეგ მასწავლებელი განმარტავს, რომ უჯრებიან ფურცელზე გადაადგილება შეიძლება აღინიშნოს და შესრულდეს ისრების საშუალებითაც.

მასწავლებელი დაფაზე აკრავს უჯრებიან ფურცელს და მოსწავლეები მორიგეობით მონიშნავენ მასზე ყველა იმ გადაადგილებას, რომლებიც დაწერილი იქნება ფერად წებოვან ფურცლებზე და მიკრული იმ ფორმატზე, რომელზეც უნდა დაიტანონ.

 

5 წთ. უჯრებიანი ფურცელი, ფერადი ქაღალდები, ფლომასტერი. 4. აქტივობის აღწერა: სსსმ მოსწავლეს აქტივობის შესაბამისად მიეცემა უჯრებიან ფურცელზე დახატული მთავარი ფერადი ბურთი. ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა მხარეზე დახატული იქნება ფერადი ბურთები. მოსწავლემ უნდა დაასახელოს მთავარი ფერადი ბურთის რომელ მხარესაა კონკრეტული ფერის ბურთი.

 

 

სსსმ მოსწავლე თანაკლასელების დახმარებით მონიშნავს ყველა იმ გადაადგილებას, რომელიც დაწერილი იქნება წებოვან ფურცლებზე და მიკრული იმ ფორმატზე, რომელზეც უნდა დაიტანონ.

 

 

 

1წთ. უჯრებიანი ფურცელი ფერადი ბურთების გამოსახულებით.
II  ფაზა-მიმდინარეობა

5. ადგილის გეგმის ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა.

 აქტივობის მიზანი: კოორდინატების და მიმართულებების გამოყენება სწორად ორიენტირებისთვის. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე აკრავს ქალაქის ერთი ადგილის რუკას შესაბამისი ობიექტებით (სკოლა, კაფე, აფთიაქი, სათამაშო მოედანი) და კომპასის მოდელს შესაბამისი მაჩვენებლებით. მოსწავლეები დაფასთან გამოდიან მონაცვლეობით და ყუთიდან იღებენ ფურცლებს შესაბამისი კითხვით: 1) დაასახელე სკოლის მდებარეობის შესაბამისი კოორდინატი. 2) სკოლიდან რა მიმართულებით უნდა იმოძრაო, აფთიაქთან რომ მოხვდე? 3) დაასახელე სათამაშო მოედნის კოორდინატი. 4) თუ სათამაშო მოედანზე ვიმყოფებით რა მომართულებით მდებარეობს მოედნიდან კაფე?

 

5წთ.

 

ადგილის რუკა, ფერადი ფურცლები, დაფა, ცარცი.

II  ფაზა-მიმდინარეობა

 

5. აქტივობის აღწერა:

სსსმ მოსწავლე კითხულობს კომპასის მოდელზე მიწერილ შესაბამის მიმართულებებს და ასახელებს მათ.

 

სსსმ მოსწავლე წინდაწინ მომზადებული მასალითა და მეგობრების დახმარებით აკეთებს საკლასო ოთახიდან სასადილომდე/საპირფარეშომდე  გადაადგილების ტიფლორაფიკულ  მოდელს.

 

 

 

 

 

1 წთ.

 

კომპასის მოდელი.

6. კოორდინატთა მეთოდის გამოყენებით ჯგუფებში სხვადასხვა ტიპის ამოცანის გადაჭრა. აქტივობის მიზანი: არსებული ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება. აქტივობის აღწერა: კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად. ჯგუფებს მიეცემათ დავალებები კოორდინატთა პოვნის შერეული მეთოდების გამოყენებით. (ჯგუფის დავალებები გეგმას ახლავს დანართი N 1 სახით). 6წთ. ადგილის გეგმები, ფურცელი, კალამი. 6. სსსმ მოსწავლე აკვირდება ჯგუფების მუშაობას, შეფასების ცხრილის

საშუალებით. ავსებს ცხრილს. (მონიშნავს ,,+“ ნიშნით ჯგუფში წევრების ჩართულობას)

(იხ.დანართი N2)

2 წთ. შეფასების ცხრილი, კალამი.
3 ფაზა-დასრულება

 

 

7. ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია.

აქტივობის მიზანი:

დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების და შერჩევის უნარის  განვითარება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფიდან ერთ-ერთი მოსწავლე

წარმოადგენს საკუთარი ჯგუფის

ნამუშევარს.

 

 

5წთ. მოსწავლეთა

ნამუშევრები.

3 ფაზა-დასრულება

 

 

 

7. სსსმ მოსწავლე წარმოადგენს ჯგუფის მუშაობის შეფასების ცხრილს, შევეცდებით, ზეპირად შევაფასებინოთ ჯუფების მუშაობა.

 

 

 

 

 

1წთ. ჯგუფების მუშაობის

შეფასების ცხრილი

8. თვითშეფასება

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა თვითშეფასების

უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს

კოორდინატის გამოყენების ფლობის

დონესთან დაკავშირებით (დანართი 3).

 

2წთ. თვითშეფასების

ცხრილი

8. სსსმ მოსწავლე ავსებს თვითშეფასების ცხრილს მასწავლებლის

დახმარებით (დანართი 3).

 

2წთ. თვითშეფასების

ცხრილი

9. საშინაო დავალება.

აქტივობის მიზანი:

კოორდინატთა დადგენის სხვადასხვა

მეთოდის უნარის გამომუშავება.

აქტივობის აღწერა:

კლასის საშინაო დავალება – დაამზადონ მათი სახლის ახლო ტერიტორიის ადგილის გეგმა, შექმნან ტიფლოგრაფიკული მოდელი რაიმე 4 ობიექტით და

განსაზღვრონ მათი მდებარეობა კოორდინატთა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

10. შეფასება

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებს მიეცემათ დროდადრო, საჭიროებისამებრ. ხოლო განმსაზღვრელი შეფასება მოხდება  შეფასების სქემის გათვალისწინებით. მოსწავლეთა შეფასება

(იხ.დანართი 4).

1 წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2წთ.

საშინაო დავალება

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების

სქემა

9. სსსმ მოსწავლეს ეძლევა საშინაო დავალება – დაასახელოს მისთვის დამზადებულ

მცირე ადგილის რუკაზე ობიექტები

მითითებული კოორდინატების მიხედვით.

(მაგ. მისი სკოლის მდებარეობის დასახელება მშობლის დახმარებით

სსსმ მოსწავლეს ეძლევა დავალება, მშობლების ან მეგობრების დახმარებით შექმნას სახლიდან სკოლამდე გადაადგილების რუკა და ტიფლოგრაფიკული მოდელი.

 

 

 

 

10. სსსმ მოსწავლე ფასდება ასევე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება მიეცემა საჭიროებისამებრ. ხოლო განმსაზღვრელი შეფასება მიეცემა შეფასების სქემის მიხედვით. (იხ.დანართი  4)

1წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1წთ.

საშინაო დავალება

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების სქემა

 

 

გადავდივართ მე-3 ფაზაზე, რომელშიც ასევე ცალ-ცალკე აღიწერება აქტივობები და დავალებები კლასისა და ცალკეული მოსწავლეებისთვის:

 

 

ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია.

მომზადებული რუკებით საკლასო ოთახის გარეთ გასვლა და პრაქტიკულად გავარჯიშება

აქტივობის მიზანი

დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემის

 

 

7წთ.

 

 

მოსწავლეთა

ნამუშევრები

 

 

III ფაზა: დასრულება

 

სსსმ მოსწავლე წარმოადგენს ჯგუფის მუშაობის შეფასების ცხრილს.

 

 

1წთ.

 

 

ჯგუფების მუშაობის

შეფასების ცხრილი

გადაჭრის გზების მოძიებისა და შერჩევის უნარის  განვითარება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მოსწავლე წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს.

 შთავაგონებთ და დავეხმარებით, ზეპირად შევაფასებინოთ ჯგუფური მუშაობები.

 

სსსმ მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს კლასის გარეთ აქტივობაში.

 

 

 

 

 

8. თვითშეფასება

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა თვითშეფასების

უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს

კოორდინატის გამოყენების ფლობის

დონესთან დაკავშირებით (დანართი 3).

 

2წთ. თვითშეფასების

ცხრილი

8. სსსმ მოსწავლე ავსებს თვითშეფასების ცხრილს მასწავლებლის

დახმარებით (დანართი 3).

 

2წთ. თვითშეფასების

ცხრილი

 

9. შეფასება

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებს მიეცემათ დროდადრო, საჭიროებისამებრ. ხოლო ქულებით შეფასდებიან შეფასების სქემის გათვალისწინებით. მოსწავლეთა შეფასება

(იხ. დანართი 4)

1წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების

სქემა

 

9. სსსმ მოსწავლე ფასდება ასევე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასება მიეცემა საჭიროებისამებრ. ხოლო განმსაზღვრელი შეფასება მიეცემა შეფასების სქემის მიხედვით (იხ. დანართი  4).

1წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

შეფასების სქემა

 

მნიშვნელოვანია, გაკვეთილის გეგმაში საუბარი გავამახვილოთ იმ უნარებსა და კომპეტენციებზე, რომლებიც მოსწავლეებს თითოეული გაკვეთილის დაუფლებისას უნდა განუვითარდეთ.

     უნარები/ კომპეტენციები

 

1.       რა უნარებს განავითარებს მოსწავლეებში თქვენ მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა?

Þ     მოსწავლე შეძლებს  არსებული ცოდნის დაკავშირებას ახალთან.

Þ     დეკარტის მართკუთხა სისტემაზე კოორდინატების დატანას და წაკითხვას.

Þ     მოსწავლე შეძლებს კოორდინატთა მეთოდის გამოყენებას ორიენტირებისათვის.

Þ     მოსწავლე შეძლებს ორიენტირების გამოყენებით კოორდინატების დადგენას.

2.       თქვენ მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა სსსმ მოსწავლის რა უნარებს განავითარებს:

მოსწავლე შეძლებს მარტივი საკოორდინატო სურათის აღწერა;

საკოორდინატო სურათზე საგნების მდებარეობის დასახელებას;

ორიენტირებას მარტივ საკოორდინატო ბადეზე მიმართულების მიხედვით (მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით);

თანაკლასელებთან თანამშრომლობას.

მოსწავლეს განუვითარდება შეფასებითი დამოკიდებულება საკუთარი და სხვისი შრომისადმი.

 

ასევე მნიშვნელოვანია, გეგმაში  ყურადღება გავამახვილოთ იმ სტრატეგიებზე, რომლებიც გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ.

  ჩვენი  პასუხი შეიძლება დავასაბუთოთ დაახლოებით ასე:

ჩემ მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში გამოვიყენე არაპირდაპირი სწავლების სტრატეგია. ამ დროს მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილენი არიან. ისინი მასწავლებლის დახმარებით თავად აგებენ ცოდნას. არაპირდაპირი, ანუ კოსტრუქტივისტული სწავლების მეთოდი ეფექტურია, ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას საგაკვეთილო პროცესში. ხელს უწყობს მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებას. მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ამის შემდეგ საუბარი  გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას სწავლებისა და განვითარების თეორიების შესახებ მოგვიწევს. გვახსოვდეს, აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხის დასაბუთება. მაგალითად, ასეთი:

 ეს გაკვეთილი ტარდება (?) კლასში ბავშვის კოგნიტური განვითარების კლასიფიკაციის მიხედვით. მოსწავლეები იმყოფებიან კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე, როცა მათთვის მისაწვდომია ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ტრანსფერი.

        ადაპტირებული გეგმის მომდევნო ნაწილში აუცილებელია, დანართების სახით  წარმოვადგინოთ:

ა) დავალებები ცალკეული ჯგუფისათვის.

ბ) ჯგუფების მუშაობის შეფასების ცხრილი    

დანართი ()

შეფასების კრიტერიუმები I ჯგუფი II ჯგუფი III ჯგუფი
ჯგუფში წევრების ჩართულობა დაბ. საშ მაღ დაბ საშ მაღ დაბ საშ მაღ
გუნდურობა (თანამშრომლობა) დაბ საშ მაღ დაბ საშ მაღ დაბ საშ მაღ

 

გ) თვითშეფასების ცხრილი

დანართი ()

 

1.        კარგად გავართვი თავი შემდეგ

საკითხებს, რადგან…

 

1.

2.

3.

2.        კარგად ვერ გავართვი თავი შემდეგ საკითხებს, რადგან…

 

 

1.

2.

3.

 

დ) შეფასების სქემა  დანართი ()

კრიტერიუმები დაბალი

1–2

საშუალოზე დაბალი

3–4

საშუალო

5–6

საშუალოზე მაღალი

7–8

მაღალი

9–10

გაკვეთილზე მუშაობაში ჩართულობა არ არის სასწავლო პროცესში ჩართული. ზოგჯერ ჩაებმება სასწავლო პროცესში, შეუძლია ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არგუმენტების გარეშე. სასწავლო პროცესში საშუალოდ არის ჩაბმული, პასუხობს კითხვებს და ასაბუთებს ზოგიერთ პასუხს. ჩაბმულია თითქმის ყველა სასწავლო აქტივობაში, თუმცა ვერ ახერხებს ყველა აქტივობაზე სრულყოფილად მორგებას. მაქსიმალურად ჩართულია გაკვეთილზე, პასუხობს შეკითხვებს, მოჰყავს არგუმენტები, აქტიურად მონაწილეობს ყველა აქტივობაში
პრეზენტაციის უნარი უჭირს პრეზენტაცია. ცდილობს წარმოადგინოს ნამუშევარი,თუმცა ვერ ახერხებს სათანადოდ მის წარმოდგენას აქვს პრეზენტაციის უნარი მაგრამ არა სრულყოფილად.. შეუძლია ნამუშევრის წარმოდგენა მის გარშემო შეკითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ვერ ახერხებს ყველა შეკითხვაზე პასუხის არგუმენტირებას. აქვს პრეზენტაციის უნარი,აქვს არგუმენტირებული პასუხები, შეუძლია კითხვების დასმა.
თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარები არ იცის კოორდინატების გამოთვლა. ნაწილობრივ შეუძლია კოორდინატების გამოთვლა. აყალიბებს კოორდინატების ცნებას მაგრამ ხარვეზები აქვს გამოყენებაში იაზრებს კოორდინატების ცნებას და ახერხებს მის გამოყენებას დავალებების ამოხსნისას იყენენებს შესაბამის თეორიულ ცოდნას, ეძებს კოორდინატების წარდგინების და გამოთვლის რამოდენიმე გზას, ირჩევს საუკეთესოს და აკეთებს პრეზენტაციას.

ვიტოვებთ იმედს, აღნიშნული მიდგომებით გაკვეთილის დაგეგმვა ერთნაირად საინტერესო და თანაბრად სასარგებლო იქნება სასწავლო პროცესში ჩართული ყველა მოსწავლისათვის, რომლებსაც განუვითარედებათ, თანამშრომლობის, გუნდურობის, დასწავლის, გაგება-გააზრების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ასევე შეფასების მეტაკოგნიტური უნარები, რომელიც ჩვენი საუკუნის უმთავრესი გამოწვევაა და ყველა მასწავლებლისთვის საამაყო შედეგი.

[1] ჯერ ვაჭერთ Insert-ს შემდეგ Insert Table –ს, რომელშიც ვუთითებთ, თუ რამდენი სვეტი (column) და მწკრივი (row) დაგვჭირდება

[2] თუკი მწკრივის გაყოფა დაგვჭირდება, მაუსზე მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით ვხსნით ფანჯარას, კურსორი მიგვაქვს სასურველ ადგილას, ვირჩევთ Split Cell-ს, ვუთითებთ სვეტების საჭირო რაოდენობას და ვაჭერთ ok-ს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი