პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გაკვეთილის სათაური

სასკოლო
სახელმძღვანელოების
ავტორები  აღნიშნავენ,
რომ პარაგრაფის
სათაურის მოფიქრება მნიშვნელოვანი რამაა, რადგან ამით უნდა განსაზღვროს
პარაგრაფის
დედააზრ. პარაგრაფის სათაური ერთგვარი ხიდია პროგრამის მოთხოვნებსა და მოსწავლის ცნობისმოყვარეობას შორის.

გაკვეთილის
პარაგრაფისთვის
სახელის დარქმევა შემოქმედებითი პროცესიაავტორმა კარგად იცის, რისთვის, რატომრა მოტივით შეიქმნა გაკვეთილის ტექსტი, ილუსტრაცია,
სავარჯიშოები,
გაცნობიერებული აქვს მისი არსი, ფუნქციადანიშნულება, აზრი.

სათაურის ერთ-ერთიფუნქციააშეუქმნას ოსწავლეს განწყობა, რომელიც
მას საკითხის გააზრებაში დაეხმარება.
ამისთვის სახელმძღვანელოს ავტორები სხვადასხვა ხერხმიმართავენ.

როგორი შეიძლება იყოს გაკვეთილის სათაური?

ის უნდა იყოს ორიგინალური, სხარტი, კრეატიული, მიანიშებდეს გაკვეთილის გასააზრებელ ტექსტზე და, ამავედროს, არ თქვას ყველაფერი.

განათლების ექსპერტებმა
ჩამოაყალიბეს
საერთო კრიტერიუმებ, რომლებსაც გაკვეთილის სათაური უნდა აკმაყოფილებდეს:


·                    

სათაური გაკვეთილის ორგანულდა განუყოფელ ნაწილუნდა იყოს.


·                    

სათაური იმთავითვე უნდწარმოაჩენდეს გაკვეთილის არსს, ხოლმისი კავშირტექსტის არსთან კითხვიპროცესშსუუფრო საცნაური უნდხდებოდეოსწავლისთვი.


·                    

სათაური უნდა სთავაზობდეს მკითხველს ტექსტის აღქმის კუთხეს დაპირველ ხანებში მაინც წარმართავდეს კითხვის პროცესს. იგი უნდა შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც სასურველი მიმართულებით აამოქმედებს ოსწავლის წარმოსახვას.


·                    

ამავე დროს,სათაური არ უნდა იქცეს ამოცანის ამოხსნად, არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს საკითხის გადაწყვეტას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათმას არ უნდა გადმოჰქონდეს ტექსტის დასაწყისში ის, რაც ლოგიკურად თხრობის დასასრულისთვისაა განკუთვნილი.


·                    

სათაური უნდა იყოს შთამბეჭდავი. ადვილად დასამახსოვრებელი, იგი უნდა იწვევდეს ოსწავლის ინტერესს და გარკვეულ საზრდოს უნდა სთავაზობდეს მის ფანტაზიას.

გაკვეთილის სათაურის უნივერსალური დანიშნულებაა, მოსწავლეთა რაც შეიძლება დიდ ნაწილზე მოახდინოს ზეგავლენა. თუ ავტორმა ეფექტურად შეარჩია სათაურ, მაგრამ მას არაღმოაჩნდა კავშირი ტექსტთან, ოსწავლე მოტყუვდება და დაკარგავს „ნდობას” სათაურის „გამოწვევისადმი”.

ვიგოტსკის აზრით, ნებისმიერი ტექსტი, მოთხრობასურათი, ლექსი რთული მთლიანობაა, რომელიც სხვადასხვა ელემენტისგან შედგება. ეს ელემენტები ორგანიზებულნი არიან სხვადასხვა დონეზე, დაქვემდებარებისა და ურთიერთკავშირის განსხვავებულ იერარქიაში, და ამ რთულ მთლიანობაშიც ყოველთვის ჩნდება რომელიღაც დომინირებადი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს მთელი მასალის აგებულებას, მისი თითოეული ნაწილის არსსა და დანიშნულებას (Выготский Л.С. Психология искусства. М.,
1997,
გვ. 193).

თუ დავაკვირდებით სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემული გაკვეთილის
პარაგრაფებს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ სათაურს, 
არსებითად, ორი დატვირთვა აქვს:

პირველი

მეორე

 

სათაურის ამოცანაა, პარაგრაფის პარაგრაფისგან, ნაწარმოების ნაწარმოებისგან გამორჩევაგანსხვავება, საკითხის როგორც დამოუკიდებელი ერთეულის აქცენტირება, იდენტიფიკაციის დაძლევა. ამ დროს ნომინაცია უფრო მეტად გარეგნულ მხარეს ეხება.
იგი მიზნად არ ისახავსან ნაკლებად
ისახავსსახელდებულის არსზე,
თავისთავადობაზე, შინაგან სიღრმეებზე მინიშნებას.

სათაური კომპოზიციური ელემენტია, თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს შემოქმედების ლაბირინთში შესვლა. მას ევალება:


·                    


პარაგრაფის თემაზე, საკითხის არსზე მინიშნება;


·                    


ნაწარმოების არა მხოლოდ თემაზე, არამედ დამოკიდებულებაზე,
ღირებულებაზე
მინიშნება;


·                    


მოსწავლეების დაინტერესებამიზიდვა.

 

მაგალითად: სახელმძღვანელოში
ერთი თავი ეთმობა თემას „ჰიდრორესურსები”. ამ თავში შემავალი პარაგრაფის
სათაურები შეიძლება იყოს:

1. მდინარე

2. ზღვა

3. ტბა

4. ოკეანე

მაგალითად: სახელმძღვანელოში
ერთი თავი ეთმობა თემას „ჰიდრორესურსები”. ამ თავში შემავალი პარაგრაფის
სათაურები შეიძლება იყოს:

 

1. როგორ ჩნდება მდინარეები

2. რა ფერია ფერადი ზღვები

3. რა არის ტბა და როგორ წარმოიქმნება ის

4. მსოფლიო ოკეანე – საოცრებათა სამყარო

ჩატარებული კვლევის თანახმად, შეიძლება უფრო კონკრეტულად საუბარი სათაურის ტექსტისადმი დამოკიდებულებასა და მისფუნქციებზე.

არსებობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთკავშირის ორიფორმა:

1. ექსპლიციტური ურთიერთკავშირი აშკარადგანსაზღვრულად, არაორაზროვნად არის გამოხატული. იგი გულისხმობს დისტანტურ გამეორებას, რომელსაც აყალიბებს ნაწარმოების არა მხოლოდ საკუთრივ ტექსტი, არამედ ქვეტექსტიც. ასეთიკავშირი ერთჯერადიცაა და მრავალჯერადიცექსპლიციტური ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად მაშინ მიიღწევა, როცა სათაურის გამეორებადი ელემენტები მსჭვალავმთელ ტექსტს და თავსდებნაწარმოების დასაწყისში ანბოლოშიანუ მის,,ძლიერ პოზიციებზე“.

 

2. იმპლიციტური ურთიერთკავშირი გულისხმობს სათაურის გამაშუალებელ მდგომარეობას ტექსტთანროცა სათაურის შინაარსი დაშიფრულია მეტაენის მეშვეობით, ხოლო ტექსტი წარმოდგება მეტაფორიზებული სათაურის განხორციელებადიმპლიციტური კავშირი წარმოშობა მაშინ, როდესაც სათაურიდა ტექსტი, პარაგრაფში შეავალი
თვალსაჩინოება (ნახატი, სურათი, ნახაზი, სქემა) 
წარმოქმნიან ახალ, ერთიან შეტყობინებას.

სათაურს თავისიფუნქციები აქვს:

* რეპრეზენტატიული, რომელიც მიემართება და უსვამსმას განსაზღვრულ კითხვასრომელზე პასუხი მოსწავლემ გაკვეთილის წაკითხვის შემდეგ უნდა მიიღოს;

* შემაერთებელი, რომელიც გულისხმობს ვითარებას, როცა სათაური გარკვეულწილად აკავშირებს მკითხველს გაკვეთილთან, ერთ პარაგრაფს მეორესთან, ასევე პარაგრაფის ყველა ელემენტს;

* ნომინატიური, საერთო ყველა გაკვეთილისთვის, როცა სათაურის დანიშნულება პარაგრაფის იდენტიფიკაციაა;

* იზოლაციისა და დასრულებულობისა, როცა სათაური პარაგრაფს სხვა პარაგრაფებისგან გამოყოფს და ნაწარმოებს დამოუკიდებლობას ანიჭებს;

* ტექსტწარმომქმნელი, რომელიც მკითხველის აღქმის ორგანიზების გარეგნული ფუნქციის შინაგანი ეკვივალენტია;

* ინფორმაიულფუნქცია, როცა სათაური მკითხველს შინაარსზე აწვდის ინფორმაციას;

* სარეკლამო, რომლისთვისაც იყენებენ სხვადასხვა საშუალებფრთიან გამოთქმებს, აფორიზმებს, სატირულ ხერეხებს და სხვ. სარეკლამო ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუბლიცისტურ ტექსტში;

* ესთეტიკურ, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკითხველზე ემოციური ზემოქმედება.

 

იმის მიხედვითრომელი ფუნქცია დომინირებს, გამოყოფენ სათაურთა ორ ტიპს:

1. გარე მიმართულების სათაურსრომელიც მკითხველისკენაა მიმართული და მის ემოციებზე ზემოქმედებს;

2. შიდა მიმართულებისას, რომელიც მიემართება ტექსტს დცხოველმყოფლობას ანიჭებს ენის პარადიგმულ საშუალებებს, მონაწილეობს ტექსტის სემანტიკურ და კომპოზიციურ ორგანიზებაშ.

 

გაკვეთილის
სათაურის გავლენა მოსწავლის განწყობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. სათაური მასწავლებლისთვისაც
ერთგვარი გამოწვევაა. მასწავლებელი სათაურის ტიპის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით
არჩევს სწავლების მეთოდიკას, რომლის მეშვეობითაც ხდება
სათაურის ინტერპრეტაცია და ეს იძლევა ავტორის ჩანაფიქრისა და მიზანდასახულობის წარმოჩენის საშუალებას. კითხვისას სათაური აღიქმება როგორც ნაწარმოების თემა. ტექსტის სიღრმისეული გააზრების შემდეგის ივსება კონცეპტუალური მნიშვნელობით, რომელიც აზრის ინტერპრეტაციას ასახავს. სავსებით ბუნებრივია, რომ კითხვის დასრულების შემდეგ ოსწავლე უბრუნდება სათაურს. ამ დროს ხდება სათაურსა და ტექსტს შორის შინაგანი ურთიერთმიმართების გამყარება. შესაძლოა, ეს ურთიერთმიმართება იყოს ასოციაციური და ამ დროს ახალი მნიშვნელობით დატვირთოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი