ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

“Dum docemus discimus” ანუ როცა ვასწავლით, ვსწავლობთ

რა ფუნქცია
აქვს სკოლას? პასუხი ძალიან მარტივია: სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოგვამზადოს,
ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი ცოდნა უნდა მოგვცეს, რომ კონკურენტულნი ვიყოთ
იმ დიდ სამუშაო ბაზარზე, რასაც ცხოვრება ჰქვია. ოღონდ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალი
გზა ერთი არ არის. თუკი ზოგიერთი ადამიანი სკოლის მერხიდან პირდაპირ გადის დამოუკიდებელ
ცხოვრებაში, სხვები სკოლის შემდეგ ცოდნას იღრმავებენ და სხვა დაწესებულებებში აგრძელებენ
სწავლას. ერთი ასეთი დაწესებულება უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება
კი სათანადო ცოდნას და უნარებს მოითხოვს. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები სკოლის
დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარების შემდეგ მისაღები გამოცდების შედეგებს ითვალისწინებენ,
სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კი განსხვავებულ მოთხოვნებს
უყენებენ აბიტურიენტებს. მაგალითად, აშშ-ში, უმაღლესი სასწავლებელი მისაღები გამოცდის
ქულების გარდა სკოლის ბოლო ოთხი წლის ნიშნების წარმოდგენასაც მოითხოვს, შემდეგ _ პერსონალურ
ესესაც. ამით აბიტურიენტს საშუალება
ეძლევა,
მიმღებ კომისიას ისეთი რამ გააგებინოს, რისი გაგებაც მხოლოდ ნიშნებით და ქულებით წარმოუდგენელია.
მომავალ სტუდენტს შეუძლია, კომისიას დაანახოს არა მარტო ის, თუ როგორ წერს და აზროვნებს,
არამედ ისიც, თუ როგორ შეცვალა იგი კონკრეტულმა მოვლენამ, ან მან როგორ შეცვალა თავის
გარშემო სამყარო. ზოგჯერ კარგად დაწერილ ესეს ისეთი ეფექტი მოუხდენია მიმღები კომისიის
წევრებზე, რომ მათ ყურადღება არ მიუქცევიათ ქულებისთვის, ოჯახის შემოსავლისთვის და
აბიტურიენტის ოცნება აუხდენიათ.
 

სწორედ სკოლის ფუნქციაა სასურველ უნივერსიტეტში ადგილის
მოპოვებისთვის ახალგაზრდების მომზადება. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს წერა – აზრის ჩამოყალიბება
და მისთვის მიმზიდველი სახის მიცემა. სკოლა უნდა იძლეოდეს ისეთ ცოდნას, რომ გამოცდების
ჩაბარება მოწადინებულ ახალგაზრდას არ გაუჭირდეს. დღევანდელ მსოფლიოში კონკურენცია ისეა
გაზრდილი, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც კარგ უნივერსიტეტებში აბარებენ, სკოლის ნიშნებიც
კარგი აქვთ, მისაღები გამოცდის ქულებიც და პერსონალური ესეც _ საინტერესო. ამიტომაც
უნივერსიტეტები უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აბიტურიენტის სხვა ღირსებებსაც:
გაუმარჯვია თუ არა რომელიმე საგნობრივ ოლიმპიადაზე; წარმატებით თუ უასპარეზია რომელიმე
სპორტულ ტურნირზე; ხომ არ გამხდარა რომელიმე ფესტივალის ლაურეატი… ან იქნებ რამდენიმე
უცხო ენას ფლობს; რთული სასწავლო პროგრამა დაძლია და ამით გამოირჩევა თანატოლებისგან…
დიახ, ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტში მოხვედრისას. ამიტომაც
იხვეწება და რთულდება სასკოლო პროგრამები, ამიტომაც აქვთ ჩართული უნივერსიტეტის პირველი
წლის კურსები თავიანთ კურიკულუმებში სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებს.

უნივერსიტეტებისთვის მიმზიდველი და ბონუს-ქულის მომცემია
ე.წ. ვრცელი ესეს დაწერა ზედა კლასებში. ვინაიდან უმაღლესი სასწავლებლების ერთ-ერთი
ამოცანა სტუდენტებისთვის კვლევითი უნარების გამომუშავებაა, ამიტომაც სტუდენტები ყველა
კურსის ბოლოს ჯერ მოკლე კვლევით ნაშრომს წერენ, ბოლოს კი _ ვრცელ ნაშრომს, რომელსაც
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომის მიღების პროცესში. სკოლის მოსწავლეს არ მოეთხოვება
ამ ტიპის ნაშრომის დაწერა, მაგრამ არის სკოლები, სადაც ასეთი, თითქმის საუნივერსიტეტო
სირთულის ნაშრომის შესრულება წახალისებული, ზოგჯერ კი სავალდებულოცაა. ჰოდა, უნივერსიტეტებს
ძალიან მოსწონთ ისეთი აბიტურიენტები, რომლებმაც კვლევითი ნაშრომის დაწერის უნარები
უკვე სკოლაშივე გამოიმუშავეს.

საქართველოს სკოლებში კვლევითი ნაშრომის შესრულება სავალდებულო
არ არის, თუმცა წახალისებულია. როგორც ვიცით, არსებობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
სქემა, როცა მასწავლებლები პროფესიული და კარიერული ზრდისთვის კრედიტებს აგროვებენ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი აღწერს სხვადასხვა ტიპის ისეთ
საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ერთნაირად დადებითად მოქმედებს მოსწავლეზეც და
მასწავლებელზეც. საგანმანათლებლო პროექტებიდან აღსანიშნავია სასწავლო და კვლევითი პროექტები.
ასეთი პროექტების განხორციელებისას მასწავლებელი მოსწავლეების ინტერესების გაღრმავებას
უწყობს ხელს, რის შედეგადაც მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დონე კი არ იზრდება, არამედ
მასწავლებლისაც. ეს კი თუნდაც კრედიტების დაგროვებაში გამოიხატება. როგორც გზამკვლევშია
აღნიშნული, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელობა მარტო კარიერული
წინსვლის კი არა, პროფესიული ზრდის საწინდარიცაა.

როგორც რომაელები
იტყოდნენ, “Dum docemus discimus”, ანუ როცა ვასწავლით, ვსწავლობთ. მოსწავლისთვის
კვლევის პროცესში კონსულტაციის გაწევა და ხელმძღვანელობა უდიდესი სიამოვნებაა მასწავლებლისთვის.
სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში კვლევითი სახის რეფერატს სავალდებულო ხასიათი არ აქვს.
მისი არჩევა ნებაყოფლობითია, თუმცა მასწავლებელს შეუძლია წაახალისოს მოსწავლე რჩევით,
რომ ამგვარი ნაშრომის შესრულება მას დასჭირდება საუნივერსიტეტო სივრცეში მოხვედრის
შემდეგ. რეფერატი ნებისმიერ საგანში შეიძლება შესრულდეს, თუკი მასწავლებელი თანახმაა,
სათანადო ხელმძღვანელობა გაუწიოს მოსწავლეს. ხელმძღვანელობა კი იოლი საქმე არ არის
და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომაც არის,
რომ მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად იზრდება. რეფერატი რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება:
ხდება მიზნის/თეზისის, კვლევის, შეთავაზებული მოსაზრების, დასკვნების შეფასება; ფასდება
ნაშრომის ორგანიზება, შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედობა, ენობრივი გამართულობა და ილუსტრაციების/თვალსაჩინოებების
გამოყენება.

ე.წ. Extended
Essay,ანუ ვრცელი ესე, რომელიც შინაარსით ძალიან წააგავს ჩვენებურ რეფერატს, საერთაშორისო
ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენგან განსხვავებით, მისი
შესრულება სავალდებულოა სადიპლომო პროგრამის ყველა მოსწავლისთვის. გარდა იმისა, რომ
მოსწავლე აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს საგანთა ექვსი ჯგუფიდან, იგი აუცილებლად
წერს ვრცელ კვლევით ესესაც, რომელსაც საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე ირჩევს.

[1]

განვიხილოთ, რა არის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ე.წ. ვრცელი ესე.
იმედია, მისი გაცნობა დიდად წაადგებათ იმ მასწავლებლებს,
რომლებიც მზად არიან, წაახალისონ თავიანთი მოსწავლეები კვლევით პროცესში და ამ გზით
კრედიტებიც დააგროვონ.

 როგორც ვრცელი ესეს გზამკვლევი გვაცნობს, შესრულებული
სამუშაო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევა ფოკუსირებულ
საკითხზე; განივითაროს კვლევისა და წერითი კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები; განივითაროს
კრეატიული და კრიტიკული აზროვნება; ჩაერთოს კვლევის სისტემატურ პროცესში; განიცადოსინტელექტუალური აღმოჩენით მიღებული აღტაცება.
ნაშრომის სათანადო დონეზე შესრულებისთვის მოსწავლეებს უნდა ვურჩიოთ შემდეგი:


1.             

კარგად გაეცნონ
შეფასების კრიტერიუმებს. შეფასების კრიტერიუმები კი შემდეგია:


a)                     

საკვლევი შეკითხვა
– ეს კრიტერიუმი აფასებს, თუ როგორ მიემართება საკვლევი შეკითხვა არ
ეულ საგანს.
სასურველია
, შეკითხვა დაისვას შესავალ
ნაწილში და გამეორდეს რეზიუმეში. თუკი შეკითხვა არ არის დასმული, ანდა დასმულია და
არ მიემართება საგანს, მაშინ ამ კრიტერიუმში ნული ქულა იწერება. თუკი შეკითხვა კარგად
არაა ჩამ
ყალიბებული, ან ძალიან ვრცელია და მას პასუხი ვერ გაეცემა
4000 სიტყვის ფარგლებში, მაშინ შეფასება ერთია. იმ შემთხვევაში, თუკი შეკითხვა კარგადაა
ჩამოყალიბებული და მასზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ესეს ფარგლებში, მაშინ იწერება
მაქსიმალური ორი ქულა.


b)                    

შესავალი –
როდესაც საკვლევი შეკითხვა კონტექსტიდან ამოვარდნილია, არ ჩანს მცდელობა, განიმარტოს
საკვლევი შეკითხვის აქტუალობა, მაშინ ეს კრიტერიუმი ფასდება ნული ქულით. თუ შესავალში
იკვეთება მცდელობა, რომ კონტექსტი დაუკავშირდეს საკვლევ შეკითხვას – ერთი ქულა იწერება,
ხოლო თუკი შესავალს თანმიმდევრულად მივყავართ საკვლევ შეკითხვამდე, იწერება მაქსიმალური
ორი ქულა.


c)                     

მოკვლევა –
თუკი მასალა და მონაცემები არ არის შეკრებილი, მაშინ ვწერთ 0 ქულას, არასათანადო მასალის
მოკრებაში იწერება ერთი ქულა, შეზღუდული მასალის წარმოდგენა ორ ქულას გვაძლევს, დამაკმაყოფილებელი
რაოდენობის მასალის მოძიება და სათანადო მონაცემების შეკრება კი _ სამ ქულას, ხოლო
კვლევისთვის საჭირო ყველა მასალის გაცნობა, მონაცემთა შეგროვება ოთხ ქულას იძლევა.


d)                    

შესასწავლი
თემის გაგება და ცოდნის გამოვლენა – თუკი ესე არ ავლენს შესასწავლი თემის ნამდვილ ცოდნას,
მაშინ ნული ქულა იწერება. ამ კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა ოთხია.


e)                     

დასაბუთებული
არგუმენტი – ესეში არ ჩანს დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც მიემართება საკვლევ
ეკითხვას, რაც ფასდება ნული ქულით. წარუმატებული მცდელობა ფასდება
ერთი ქულით, ნახევრად წარმატებული მცდელობა – ორი ქულით. თუ წარმოდგენილი არგუმენტები
დასაბუთებულია, მაგრამ მცირე ხარვეზები აქვს, იწერება სამი ქულა, ხოლო მკაფიოდ გამოთქმული
დასაბუთებული არგუმენტაცია, რომელიც სწორად მიემართება საკვლევ შეკითხვას, ოთხი ქულით
ფასდება.


f)                      

საგნისთვის
დამახასიათებელი ანალიტიკური უნარების მისადაგება – ამ კრიტერიუმშიც მაქსიმალური ქულაა
ოთხი.


g)                     

საგნისთვის
შესაბამისი აკადემიური ენის გამოყენება – ნაშრომში გაუგებარი ტერმინების
გამოყენება ნული ქულაა, ნაწილობრივად
გამართული ტერმინოლოგიის გამოყენება _ ერთი ქულა. ტერმინების ხარვეზებით გამოყენება
ზოგიერთ შემთხვევაში – ორი, მცირე ლაფსუსებით ტერმინოლოგიის გამოყენება – სამი, ხოლო
აკურატული გამოყენება მაქსიმალური ოთხი ქულით ფასდება.


h)                    

დასკვნა – როდესაც
დასკვნა არ მიესადაგება საკვლევ შეკითხვას, ნული ქულაა, ხოლო მაქსიმალური შეფასება
ამ კრიტერიუმისთვის ორი ქულაა.


i)                      

ფორმალური პრეზენტაცია
– აღსანიშნავია, რომ ნაშრომის სტანდარტული ფორმატი გულისხმობს სატიტულო გვერდს, შინაარსს,
გვერდების დანომვრას, ციტაციისა და ბიბლიოგრაფიის გამართულობას, დანართების (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) სწორად წარმოჩენას. ნული ქულა იწერება იმ შემთხვევაში, თუკი
ნაშრომი ძალიან მოკლეა, ან აღემატება 40000 სიტყვას.


j)                      

რეზიუმე – სამასსიტყვიანი
რეზიუმე უნდა იმეორებდეს საკვლევ შეკითხვას, აჩვენებდეს, თუ რატომ დაინტერესდა მოსწავლე
საკითხით, როგორ წარმართა კვლევა, რა მეთოდები გამოიყენა, რა დასკვნამდე მივიდა. მაქსიმალური
ქულა ორია.


k)                    

ჰოლისტიკური
შეფასება – ამ კრიტერიუმის მიზანია, განასხვაოს ვრცელი კვლევითი ესე სხვა ტიპის ესეებისგანGან
ინტელექტუალური ინიციატივისგან, შეაფასოს მოსწავლის შემართება და მოწადინება. როგორც
წესი, საუკეთესო ესეების ავტორები ამ კრიტერიუმში მაქსიმალურ ქულას იმსახურებენ, მაგრამ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ესე მთლიანობაში არ იმსახურებს მაღალ შეფასებას, მაგრამ ეს
კრიტერიუმი მაინც დამაკმაყოფილებელია. მაქსიმალური შეფასება ამ შემთხვევაში ოთხი ქულაა.


2.           

წაიკითხონ მანამდე
შესრულებული ნამუშევრები.

[2]



3.           

საკმარისი დრო
დაუთმონ საკვლევი შეკითხვის ჩამოყალიბებას – საკვლევი შეკითხვის სწორად დასმა ნაშრომის
წარმატების ერთ-ერთი ეტაპია. საკვლევი შეკითხვა არც ძალიან ვრცელი უნდა იყოს და არც
ძალიან ვიწრო, არც ბუნდოვანი და არც გაუგებრად ჩამოყალიბებული და შეუსაბამო. საკვლევ
შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი უნდა იყოს 4000 სიტყვის ფარგლებში. თუკი შეკითხვას
პასუხი არ გაეცემა, მაშინ სჯობს, უარი ითქვას მასზე და შეიცვალოს უკეთესით.

[3]



4.           

ყურადღებით
მოეკიდონ ესეს სტრუქტურას
, რაც გულისხმობს რეზიუმეს, შესავალს, ძირითად ნაწილს (რომელიც
რამდენიმე თავის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი) და დასკვნას. გასათვალისწინებელია ნაშრომის
სათანადო დონეზე გაფორმებაც.


5.           

დროულად დაიწყონ
ნაშრომზე მუშაობა. კარგი ნაშრომის დაწყებას რამდენიმე თვე სჭირდება, რადგან მოსაძიებელია
მასალა, ესე კი, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა წაიკითხოს ხელმძღვანელმა.


6.           

გამოიყენონ
ადგილობრივ ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები. რესურსების შეკრებისას ჩაინიშნონ გამოსადეგი
ინფორმაცია (ბოლო ეტაპზე ყოველთვის ჭირს იმის გახსენება, თუ სად რა ამოვიკითხეთ).


7.           

სწორად გამოიყენონ
საგნისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია და აკადემიურად გამართონ ნაშრომი.


8.           

მუშაობის დასრულების
შემდეგ დაწერონ რეზიუმე.


[4]



9.           

ჩაბარებამდე
ყურადღებით გადაიკითხონ დასრულებული ნამუშევარი.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ აქ წარმოდგენილი
რჩევები გამოადგებათ ჩვენს მასწავლებლებს მოსწავლეების წახალისებასა და დაინტერესებაში
სასურველ თემაზე კვლევის საწარმოებლად.

დასარულს შევნიშნავ: საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში
შესრულებული ესეები იგზავნება გარე გამსწორებელთან. რადგან არ გვყავს დამოუკიდებელი
გამსწორებლები, ჩემი რჩევა იქნება, პირველ ეტაპზე სკოლაში შეიქმნას, სულ ცოტა, სამკაციანი
კომისია, რომელიც ანონიმურად გაასწორებს კვლევით ესეებს; ხოლო შემდეგ სკოლები გაერთიანდნენ
და ერთობლივი მიუკერძოებელი კომისიები შექმნან. თუკი კვლევას უფრო მასშტაბური ხასიათი
მიეცემა, მოსწავლეთა დაინტერესებაც ბუნებრივად გაიზრდება.

 

.

 

 

 




[1]

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა მოსწავლეებს საგანთა ექვს ჯგუფს სთავაზობს. ესენია: ენა და ლიტერატურა 1 (ამ შემთხვევაში მოსწავლე, როგორც წესი, ირჩევს მშობლიურ ენას და სწავლობს მსოფლიო და მშობლიურ ლიტერატურას მისთვის ყველაზე ახლობელ ენაზე), ენა 2 (არაინგლისურენოვანი ბავშვებისთვის ესაა ინგლისური ენა, მათთვის კი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, ნებისმიერი სხვა ენა, რომლის შეთავაზებაც სკოლას შეუძლია), მათემატიკის ჯგუფი (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება), საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ჯგუფი (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), სოციალურ მეცნიერებათა ჯგუფი (გეოგრაფია, ისტორია, ბიზნესი, ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სხვ. საგანთა ჩამონათვალი დამოკიდებულია სკოლის შესაძლებლობებზე) და ბოლო, საგანთა მეექვსე ჯგუფი (აქ შეიძლება შედიოდეს ხელოვნება ან, თუ სკოლას არა აქვს საშუალება, სათანადო დონეზე უზრუნველყოს სწავლება, მეორდება მეოთხე ან მეხუთე ჯგუფის საგნები). ყველა მოსწავლე ამ ექვსი ჯგუფიდან ირჩევს ერთს, საგანს შეისწავლის ორი წლის განმავლობაში და საბოლოო გამოცდას აბარებს წერითი სახით. მისი ნამუშევარი იგზავნება მთავარ ოფისში, შვეიცარიაში, საიდანაც ხდება მოგროვებული საგამოცდო ნაწერების გადანაწილება გამსწორებლებთან. მაქსიმალური ქულა თითოეულ საგანში არის 7, შესაბამისად, მაქსიმალური ქულა, რომელსაც მოსწავლე აგროვებს საგნებიდან, არის 42. თუმცა ამის გარდა ყველა მოსწავლეს შეუძლია მოაგროვოს ბონუსქულაც. დიპლომს ვერ აიღებს ვერც
ერთი
სტუდენტი, თუ ის არ შეასრულებს დამატებით სამ მოთხოვნას. ესაა . . CAS (შემოქმედებითობა, აქტივობა, სერვისი), TOK (ცოდნის თეორია), EE (ვრცელი ესე). აქედანკასიმხოლოდ ჩათვლაა, ხოლო ცოდნის თეორია და ვრცელი ესე სრულდება საბოლოო ნაშრომით, რომელიც ფასდება 0, 1,
2
ან 3 ქულით. ამ შემთხვევაში ნულიც არ ნიშნავს ჩაჭრას. აც უფრო კარგია ცოდნის თეორიისა და ვრცელი ესეს კომპონენტებში შესრულებული ნაშრომი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ საბოლოო ქულაც მაღალი იქნება.  



[2]

დაინტერესების
შემთხვევაში, სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას ნებისმიერ მასწავლებელს. 



[3]

movitan magaliTs, Tu rogor gamoiyureba sakvlevi SekiTxva. sagani –
qarTuli: რამდენად ახდენს მწერალზე, რომელიც ისტორიული ჟანრის ნაწარმოებს წერს, გავლენას ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობს (ვასილ ბარნოვისარმაზის მსხვრევისმაგალითზე)? anda: რა ტრადიციები შეიძლებოდა ქცეულიყო გალაკტიონ ტაბიძის შთაგონების წყაროდ ლურჯი და წითელი ცხენის სახესიმბოლოების შექმნისას?; anda: ra msgavsebebi da gansxvavebebia berZnuli
da qarTuli perspeqtividan danaxul argonavtebis miTze Seqmnil nawarmoebebs Soris
(apolonios rodoselis “argonavtikis”, akaki wereTlis “medeas” da oTar WilaZis
“gzaze erTi kaci midiodas” mixedviT)
? sagani – istoria: ram gamoiwvia 1924 wlis agvistos SeTqmulebis
damarcxeba? anda: ram gamoiwvia aWaris regionidan mosaxleobis gadasaxleba 1940
ian da 1950ian wlebSi stalinis epoqis saqarTveloSi? eseebSi Camoyalibebuli
sakvlevi SekiTxvebi Sesabamisi TanmimdevrobiT motanilia TaTuli anTiZis, vato
WeiSvilis, mariam gogsaZis, Tako qorCilavasa da mariam qacanaSvilis
naSromebidan.



[4]

ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით. შესაბამისად,
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რამდენად ხშირადაა ნახსენები ცხენი ქართულ
ლიტერატურაში. გარდა ამისა, ჩემთვის ისიც საინტერესო იყო, ახლავს თუ არა ცხენის
ხსენებას კონკრეტულ ავტორთან სხვადასხვაგვარი კონოტაცია ნაწარმოების შინაარსიდან
გამომდინარე. საკითხის შესწავლის მიზნით სრულიად სხვა თვალით დავიწყე ქართული
ლიტერატურის ნიმუშების წაკითხვა, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ ცხენი თითქმის
ყველა  ცნობილ ქართველ ავტორთანაა
ნახსენები, თანაც სრულიად განსხვავებული დატვირთვით. ერთი ტენდენცია ცხადად
გამოიკვეთა: უმეტეს შემთხვევაში ცხენი ნაწარმოებებში მხოლოდ გადაადგილების
საშუალებაა. მაგრამ არიან ავტორები, რომელთათვისაც ცხენის სახე სიმბოლურ შინაარსს
იძენს და ამ სიმბოლური შინაარსის შესწავლასა და გახსნას ცალკე შესწავლა სჭირდება.

ვინაიდან ერთი ესეს ფარგლებში წარმოუდგენელი
იქნებოდა იმის გამოკვლევა, თუ როგორ აისახა ცხენი ქართულ ლიტერატურაში, თუნდაც
მხოლოდ პროზაში ან პოეზიაში, გადავწყვიტე მხოლოდ მე-20 საუკუნის პოეტების
შემოქმედების ამ კუთხით შესწავლა. საკითხზე მუშაობის პროცესმა დამარწმუნა, რომ
საკითხისადმი ამგვარი მიდგომაც კი არ მოხერხედებოდა 4000 სიტყვის ფარგლებში. მარტო
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის თავიდან გაცნობამ დამარწმუნა, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის
საკმარისი იქნებოდა ცხენის სახე-სიმბოლოს შესწავლა მხოლოდ მის შემოქმედებაში.

თემაზე მუშაობისას თავიდან წავიკითხე გალაკტიონის
პოეზია, ამოვკრიფე ყველა ის სტრიქონი, სადაც პოეტი ახსენებდა ცხენს, გავეცანი იმ
ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს, რომლებიც იკვლევდნენ და განმარტავდნენ ცხენის
სახე-სიმბოლოს გალაკტიონის შემოქმედებაში. როდესაც ჩემ მიერ ამოკრეფილი მასალის
დახარისხება დავიწყე, გამოიკვეთა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუკი მეტ
ყურადღებას დავუთმობდი ცხენის ფერების შესწავლას. გავეცანი სათანადო ლიტერატურასაც
ცხენთა შეფერილობების შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ჩემს ხელთ არსებულ სამეცნიერო
ლიტერატურაში არც ერთი მკვლევარი არ საუბრობდა იმ წყაროებზე, რომლებმაც შთააგონეს
გალაკტიონი ლურჯა და წითელი ცხენების პოეტური სახეების შექმნისას. აქედან
გამომდინარე, ჩემი ესეს კვლევის საგანი ასე ჩამოვაყალიბე: რა ტრადიციები შეიძლებოდა ქცეულიყო გალაკტიონ ტაბიძის შთაგონების წყაროდ
ლურჯი და წითელი ცხენის სახე-სიმბოლოების შექმნისას?

თემაზე მუშაობის პროცესში დავრწმუნდი, რომ ლურჯი და
წითელი ფერის ცხენი დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურასა და ზოგადად,
ხელოვნებაში აპოკალიფსის მხედრებთან კავშირის გამო. მაგრამ გალაკტიონისთვის ბიბლია
არ გამხდარა ერთადერთი შთაგონების წყარო. თანმიმდევრულმა კვლევამ დამანახა, რომ
ქართული ფოლკლორული ტრადიციებიც ის წყაროა, რომლითაც საზრდოობდა გალაკტიონი ლურჯი
და წითელი ფერის ცხენის სახე-სიმბოლოების შექმნისას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი