ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი

   მასწავლებლების პროფესიული განვითარება განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანად გაცხადდა. უკვე მკაფიოდ ისმის, რომ პედაგოგის ანაზღაურება უშუალოდ დაუკავშირდება მის პროფესიონალიზმს. ანაზღაურების ინდივიდუალიზაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის ხარისხს. 

    პროფესიული განვითარება – ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ როგორ დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები? ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, თუნდაც მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი, ხარისხის მართვის ჯგუფისა თუ კოლეგების მიერ  მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და სხვა. მაგრამ მასწავლებელს ყველა გარედან შემოთავაზებული რეკომენდაციის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლია, თუ თავად არ დარწმუნდება იმაში, რა სჭირდება მას სწავლების უკეთ წარმართვისათვის. სწორედ ამისათვის, როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში გპირდებოდით (იხ. Maswavlebeli.ge – 01 ოქტომბერი 2013), გაგაცნობთ მასწავლებლის საჭიროებების დადგენის ცხრილს. 

 

  #

 

 

 

 

დიახ

ნაწილობრივ

არა

1.

კმაყოფილი
ხართ თუ არა თქვენი პროფესიული მომზადებით?

 

 

 

 

 

 

2.

რომელი
მიმართულებით ისურვებდით პროფესიულ განვითარებას?

 

  • სამეცნიერო-თეორიული
    (საგნობრივი)

 

 

 

  • მეთოდური

 

 

 

  • ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური

 

 

 

 

 

 

3.

მიგაჩნიათ
თუ არა მიზანშეწონილად გაიღრმავოთ თქვენი პროფესიული ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

 


·  


გრძელვადიანი (თემატური) დაგეგმვა.

 

 

 


·  


სხვადასხვა ტიპის გაკვეთილების დაგეგმვა.

 

 

 


·  


თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვა.

 

 

 


·  


სწავლების ეფექტიანი მეთოდები და ხერხები.

 

 

 


·  


კლასის მართვა.

 

 

 


·  


სწავლების დიფერენცირება / ინდივიდუალიზაცია.

 

 

 


·  


მოსწავლეთა და საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასება
და ანალიზი.

 

 

 


·  


მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება
(კლასში და კლასს გარეთ).

 

 

 


·  


მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.

 

 

 


·  


მასწავლებლის საქმიანობის ორგანიზება.

 

 

 


·  


სხვა (ჩაწერეთ).

 

 

 

 

 

4.

წარმოადგენს
თუ არა თქვენთვის სირთულეს:

 

 


·  


საგაკვეთილო მიზნების ფორმულირება.

 

 

 


·  


მოსწავლეთა საქმიანობების ორგანიზება მიზნების მისაღწევად.

 

 

 


·  


მიზნის მისაღწევი საქმიანობების, მეთოდების შერჩევა.

 

 

 


·  


პრობლემური საკითხების ფორმულირება / განსაზღვრა.

 

 

 


·  


მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზება გაკვეთილზე.

 

 

 


·  


მოსწავლეთათვის სხვადასხვა სირთულის  დავალებების მომზადება.

 

 

 


·  


მოსწავლთა მოტივაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

 

 


·  


მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

 

 

 


·  


მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ორგანიზება.

 

 

 


·  


მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.

 

 

 


·  


მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.

 

 

 


·  


მოსწავლეთა წახალისების სხვადასხვა ფორმის შერჩევა
და გამოყენება.

 

 

 


·  


ინტეგრირებული თემების განსაზღვრა.

 

 

 


·  


გაკვეთილისათვის სასწავლო რესურსების, მასალების შერჩევა.

 

 

 


·  


სასწავლო პროექტებზე მუშაობა.

 

 

 


·  


სხვა (ჩაწერეთ).

 

 

 

 

5.

პროფესიული
განვითარების რომელ ფორმას მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების
მიხედვით და ჩაწერეთ მეორე სვეტში)?

 


1.     


თვითგანათლება.


2.     


თეორიული სემინარები / ლექციები.


3.     


ტრენინგები.


4.     


ინდივიდუალური კონსულტაციები.


5.     


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.


6.     


გაკვეთილზე კოლეგის / კოლეგების დასწრება და კრიტიკულ-კონსტრუქციული
ანალიზი.


7.     


სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ჯგუფში მუშაობა.


8.     


კათედრები.

 

 

 

6.

თქვენ
რომ მოგეცეთ პროფესიული განვითარების პროგრამის არჩევის შესაძლებლობა, რომელში მიიღებდით
მონაწილეობას, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების
მიხედვით)?

 

 

  1. მოსწავლეთა
    ასაკობრივი თავისებურებები / განვითარებისა და სწავლის თეორიები.
  2. მოსწავლეებთან
    თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები და მეთოდები.
  3. გაკვეთილის
    ტიპები. მათი დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდიკა.
  4. მოსწავლეთა
    კლასგარეშე სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება.
  5. სწავლების
    მეთოდები და მათი ეფექტიანი გამოყენება.
  6. ინკლუზიური
    განათლება.
  7. სწავლების
    ინდივიდუალიზაცია.
  8. მოსწავლეთა
    სასწავლო-შემეცნებითი აქტივაციის ხერხები.
  9. მოსწავლეთა
    შეფასება.
  10. მასწავლებლის
    პროფესიული ეთიკა.
  11. სასწავლო
    პროცესის დიაგნოსტირება.


12. 

სხვა (ჩაწერეთ).

 

 

     ამ ცხრილზე პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს, უღრმავდება საკუთარ საქმიანობას, აჯერებს სხვადასხვა მონაცემს (მაგალითად, მოსწავლეთა მიღწევებს, კოლეგების რეკომენდაციებს ურთიერთდასწრების შემდეგ და ა.შ.). საბოლოოდ, შევსებული ცხრილის გადახედვა მას აძლევს სურათს, სად, რომელ სფეროში სჭირდება მას გაძლიერება. სწორედ ამის შემდეგ  შეუძლია მასწავლებელს დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარების პროცესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი