პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი-ქართული ფული

სტატიაში შემოგთავაზებთ ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუშს, რომელიც ჩავატარე პირველ კლასში_ მათემატიკა და    ქართული. გაკვეთილის თემა – ქართული ფული. მოსწავლეებს  წიგნიდან წინასწარ ამოვაჭრევინე ფულის კუპიურები, რომელიც   სახელმძღვანელოს დანართის სახით მოყვება.   გაკვეთილის მიზანი _ მოსწავლეებს მოესმინათ და გაეაზრებინათ ინფორმაცია ფულის ერთეულის შექმნაზე,  გაცნობოდნენ ეროვნული ვალუტის ნიშნებს და  განემტკიცებინათ ქართული ფულის გამოყენების უნარები. რადგან ინტეგრირებულ გაკვეთილს ვატარებდი მათემატიკასა და ქართულში თითოეულს შევუსაბამე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორები:

მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.

  • განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

  • სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, “დავუმატოთ”, “მოვაკლოთ”, მიმატება – გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);

ქართ.დაწყ.(I).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას;

 

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

  • წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;

ის წინარე ცოდნა, რაც დამეხმარებოდა გაკვეთილის წარმართვაში, იყო შემდეგი: მოსწავლეებმა იცოდნენ თვლა 20-ის ფარგლებში, ზეპირი ანგარიში. 20-ის ფარგლებში- შეკრება გამოკლება. ასევე მოსწავლეებს შეეძლოთ მარტივი წინადადების შედგენა და ჩაწერა.

გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი მოსწავლეებს, რომ შეფასდებოდნენ განმავითარებელი კომენტარებით აქტიურობის მიხედვით, ხოლო ჯგუფურ მუშაობას  შევაფასებდი წინასწარ შედგენილი რუბრიკით. გაკვეთილის დასასრულს კი ისინი  შეავსებდნენ თვითშეფასების კითხვარს.

გაკვეთილის ეფექტური წარმართვისათვის მნიშვნელოვანია საჭირო რესურსების ქონა, წინასწარ მოვიმარაგე: მარკერი,  გამოჭრილი ფულის ერთეულები-მონეტები და კუპიურები, სათამაშო  ყუთები, სახელმძღვანელო და ბარათები.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას:

 

N აქტივობების აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები

 

თითოეული აქტივობების ბოლოს მისაღწევი შედეგები დრო (წთ)
1 მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, კითხულობს სიას და აცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს. (იხ.დანართი 1,2) ვერბალური ახსნა მთელ

კლასთან

 

ჟურნალი, დაფაზე დაწერილი გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა. წინასწარ შედგენილი გეგმის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ აქტივობებს  და შეფასების რუბრიკებს. 2 წთ
2 მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტზე გამზადებულ   დავალებას. მოსწავლეები ამოწმებენ თავიანთ დავალებას. მასწავლებელი  აკვირდება თითოეული მოსწავლის მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ შეადარე- შეასწორე მთელ

კლასთან

 

მოსწავლის რვეული  და ფლიპჩარტი  დავალების შესამოწმებლად. მოსწავლეებმა შეძლონ საშინაო დავალების შემოწმება მასწავლებლის დახმარებით.

 

3 წთ.
3 მოსწავლეთა მოტივაციის და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს რამდენიმე მაპროვოცირებელ კითხვას:

·         თქვენი აზრით რისთვის არის საჭირო ფული?

·         რა იცით ფულის შესახებ?

·         ყველაფერის ყიდვა შეგვიძლია ფულით?

საუბრით მასწავლებელი არკვევს ფულის გამოყენების რა გამოცდილებას ფლობენ მოსწავლეები.

კითხვა-პასუხის მეთოდი

გონებრივი იერიში

მთელ

კლასთან,

ინდივიდუალური მუშაობა

 

 

დაფა, მარკერი. მოსწავლეებში ინტერესისა და მოტივაციის გაჩენა ახალ მასალაზე. 4 წთ.
4 მასწავლებელი შეახსენებს ბავშვებს გაკვეთილის თემას -“ქართული ფული“. თვალსაჩინოების მიზნით, აჩვენებს ბავშვებს დაფაზე გაკრულ ფულის ერთეულებს. შემდეგ  უკითხავს მცირე ტექსტს ქართულ ფულზე. ტექსტს კითხულობს პაუზებით და განმტკიცების მიზნით სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს. (დანართი 3, 4 ) მინი ლექცია მთელ

კლასთან

 

თაბახის ფურცელზე დაწერილი ტექსტი. მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოსმენა და ადეკვატურად აღქმა.

 

5 წთ.
5 წუთშესვენება

 

პანტომიმა

 

მთელ კლასთან

 

განუვითარდებათ  პლასტიკა

 

2 წთ.
6 მასწავლებელი მოსწავლეებს  ახსენებს ქართულ ენაში ნასწავლ ი.გოგებაშვილის მოთხრობას ,,ერთგული პატარა ქალი“ და სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ ტექსტში მოცემული ფარული ინფორმაცია, რომელიც წამლის ყიდვას უკავშირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები გაითამაშებენ წამლის ყიდვის სიტუაციას აფთიაქში.  (იხ. დანართი 5) როლური თამაში მთელ

კლასთან

 

ფულის ერთეულები,

ხელნაკეთი წამლის ყუთები.

მოსწავლეები ამოიცნობენ ტექსტში დაფარულ ინფორმაციას და გაითამაშებენ როლურ სიტუაციას აფთიაქში. 7 წთ.
7 მასწავლებელი კლასს ყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად. მოსწავლეებს ახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს და  ჯგუფებში არიგებს სამუშაო ბარათებს, სადაც სხვადასხვა ნივთების ჩამონათვალია. ყველა ნივთს აქვს თავისი ღირებულება. მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული თანხა, მათ ამ ჩამონათვალიდან უნდა აარჩიონ ისეთი ნივთები, რის ყიდვასაც შეძლებენ მიცემული თანხით. დავალებას ასრულებენ წერილობით, შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. (დანართი 6) ჯგუფური მუშაობა მთელ

კლასთან

 

სამუშაო ბარათები,

ფურცლები,კალამი.

მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის,პრაქტიკაში გამოყენება

 

8 წთ.
8 რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი აჯამებებს გაკვთილს და სვამს შეკითხვებს:

·         რა იყო ჩვენი გაკვეთილის თემა?

·         რა ვისწავლეთ ამ გაკვეთილზე?

·         რომელი აქტივობა მოგეწონათ/არ მოგეწონათ?

მასწავლებელი სიტყვიერად აფასებს თითოეულ მოსწავლეს, აკეთებს განმავითარებელ კომენტარებს. ასევე აფასებს ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების კითხვარს.

განმავითარებელი შეფასება მთელ

კლასთან

 

ფურცლები მოსწავლეებს შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის შეჯამება,დასკვნების გაკეთება.

 

2 წთ.
9 მასწავლებელი მოსწავლეებს გადააშლევინებს სახელმძღვანელოებს 22-ე გვერდზე, ჩაანიშნინებს  N 3  სავარჯიშოს

 

ინსტრუქტაჟი მთელ

კლასთან

 

სახელმძღვანელო, უბრალო ფანქარი. მოსწავლეები შეძლებენ

დავალების ჩანიშვნას .

2 წთ.

 

დანართი  1

ჯგუფური მუშაობის შეფასება:

ჩართულობა და მოსმენა თანამშრომლობა პრეზენტაცია დროის ლიმიტი
I ჯგუფი
I I ჯგუფი
I I I ჯგუფი
I V ჯგუფი
V ჯგუფი

დანართი 2

მოსწავლის თვითშეფასება:

კითხვები ყოველთვის ხანდახან არასდროს
1. ჩემი აზრი ღიად გამოვთქვი
2. ვეცადე არგუმენტირებულად მესაუბრა
3. როცა  სხვა საუბრობდა, ყურადღებით ვუსმენდი
4. განსხვავებული აზრი მაინტერესებდა

 

 

ქართული ფული

ადამიანები მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობდა, ვაჭრობიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო, ამ მიზნის მისაღწევად, მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ სჭირდებოდათ ისეთი ნივთი (ჩვენთვის ფული), რომელსაც გამოიყენებდენენ ვაჭრობისთვის.ითვლება, რომ პირველი მონეტები გამოჩნდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ. VII საუკუნეში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ ფულს მოითხოვდა, ამიტომ იმპერატორმა-მეფემ  დააბეჭდვინა მაღალი ხარისხის ქაღალდი.

 

სხავდასხვა ქვეყნებში განსხვავებული ფულია. ქართულ ფულს – ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლო ჰგავს ქართული ანბანის ერთ-ერთ ასო ბგერა ,,ლ“-ს სახელიც ამიტომ შეურჩიეს ასეთი, რადგან ანბანში ყველა ასოს თავისი სახელი აქვს. ა-ანი, ბ-ბანი ხოლო ლ- ლარი.

 

 

 ამ ტიპის გაკვეთილები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლების ხარისხს, ბავშვები ყურადღებით და ინტერესით ეცნობიან  ინფორმაციას, ხალისით ასრულებენ დავალებებს, უვითარდებათ აზროვნების უნარი.  ჩემი ჩატარებული გაკვეთილის ძლიერ მხარედ სწორედ ეს მიმაჩნია _მიზნიდან გამომდინარე გავედი შედეგზე. მოსწავლეებმა მოისმინეს და გაიაზრეს ტექსტი ფულის შექმნის ისტორიაზე, გაეცნენ ეროვნული ვალუტის ნიშნებსა და შეძლეს მისი პრაქტიკაში გამოყენება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი