ოთხშაბათი, მარტი 29, 2023
29 მარტი, ოთხშაბათი, 2023

 სწავლა-სწავლების სპეციფიკა კლას-კომპლექტში

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მცირეკონტიგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა. კლას-კომპლექტის თავისებურება ის გახლავთ, რომ ერთ კლასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით, მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV.

კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში, თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საათების რაოდენობა. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი კი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, რადგან სწავლების დიფერენციაცია განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომის რეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

30 წელზე მეტია სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლაში, კლას-კომპლექტში წარვმართავ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. გაკვეთილების ცხრილს და გეგმებს ვადგენ ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ვცდილობ, შევარჩიო კლასზე მორგებული ორგანიზების ფორმები, სწორად გავანაწილო ფასილიტაცია არსებულ ჯგუფებს შორის და დავნერგო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.

კლას-კომპლექტში მუშაობის დროს მთავარ აქცენტს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მუშაობის უნარის ფორმირებაზე ვაკეთებ, რადგან, როცა ერთ ასაკობრივ ჯგუფთან წარვმართავ მორიგ  აქტივობას, ამ დროს მეორე დამოუკიდებლად ცდილობს სასწავლო ამოცანასთან თავის გართმევას. მაგრამ მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ტემპით, აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, ამიტომ მუდმივად მექმნებოდა დამოუკიდებელი სამუშაოს სხვადასხვა დროში დასრულების პრობლემა. ეს პრობლემა ეფექტურად მოვაგვარე, ე.წ. ,,ღუზის ჩაშვების“ აქტივობის დანერგვით: მერხებზე დავალაგე ყუთები, რომლებშიც მოვათავსე უამრავი სამუშაო ბარათი სხვადასხვა დონის, მრავალფეროვანი დავალებებით (რომელთაც თვეში ერთხელ, ახალი თემების შესაბამისად ვცვლი). მოსწავლე, დავალების დასრულებისთანავე, ავტომატურად ერთვება მათზე სამუშაოდ. მოტივაციას უმაღლებს ის ფაქტი, რომ აქვს სრული არჩევნის საშუალება. თვითონ წყვეტს, რა სახის, დონის და შინაარსის დავალება  შეასრულოს. ამ ნამუშევრებს აუცილებლად ვეცნობი გაკვეთილის დასრულების შემდეგ და მომდევნო გაკვეთილზე, განმავითარებელ შეფასებასთან ერთად მოსწავლეს ვაძლევ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ, კონსტრუქციულ უკუკავშირს.

კლას-კომპლექტში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი სწავლება, ანუ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ურთიერთსწავლება. ჯგუფების გაერთიანების მიზნით  ვცდილობ, შესასწავლი თემა შეძლებისდაგვარად დავამთხვიო ერთმანეთს და დიფერენცირებული სწავლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსწავლეები მაქსიმალურად ჩავრთო პროცესში. რაკი გაკვეთილების ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის  განსხვავებულია, ( I კლასში – 35 წთ,  II-ში – 40 წთ, ხოლო  III – IV ში -45) კლასში გამოყოფილი მაქვს სივრცე აქტიური დასვენებისთვის: დგას სხვადასხვა სამუშაო მასალებით აღჭურვილი მაგიდა.

გთავაზობთ ერთ საერთო თემაზე მორგებულ გაკვეთილის გეგმას  I-III კლას-კომპლექტში:

                                                                გაკვეთილის გეგმა

                      

კლასი: I კლასი: III
საგანი : მათემატიკა

 

საგანი: მათემატიკა
დრო:       35 წთ დრო:       45 წთ
თემა : რიცხვების შეკრება ათეულის გავლით თემა : სამნიშნა რიცხვების შეკრება
მიზანი: შეძლებენ:

·         ათეულის გავლით რიცხვების შეკრების შედეგის გააზრებას სხვადასხვა კონტექსტში;

·         შეკრების მოქმედების თვალსაჩინოდ დემონსტრირებასა და განსხვავების განსაზღვრას (რამდენით გაიზარდა);

·          რიცხვებს შორის დამოკიდებულების აღწერას;

·         ზეპირად ანგარიშისას 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხის გამოყენებას.

მიზანი : შეძლებენ :

·         სამნიშნა რიცხვების შეკრებისას ადეკვატური  ხერხის შერჩევასა და გამოყენებას კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში;

·         გამოყენებული ხერხის აღწერას და  მის დემონსტრირებას მოდელზე. (მაგალითად: შეკრება თანრიგის გავლით, ცალკეული თანრიგების შეკრებით,  თანრიგის დაშლით, ზეპირად).

შესაბამისობა სტანდარტთან:

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, “დავუმატოთ”,  “მოვაკლოთ”, მიმატება – გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);

·         ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?”) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;

·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს.

შესაბამისობა სტანდარტთან:

მათ. III.2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         კონკრეტული მაგალითისთვის ირჩევს და იყენებს ზეპირი ანგარიშის (შეკრება/გამოკლება) სხვადასხვა ხერხს; აღწერს გამოყენებულ ხერხს და ახდენს მის დემონსტრირებას მოდელზე. (მაგალითად: შეკრება-გამოკლება თანრიგის გავლით, ცალკეული თანრიგების შეკრება/გამოკლებით,  თანრიგის დაშლით);

·         ირჩევს და იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადეკვატურ ხერხს კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში.

 

 

გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:

1.     წინარე ცოდნის გააქტიურება თამაშით:

,,სახლობანა“;

2.    გროვების მითითებულ რაოდენობამდე შევსება;

3.      ამოცანის ამოხსნა;

4.      პოსტერზე მუშაობა;

5.      გამოსახულების მიხედვით ამოცანის შედგენა;

6.    გაკვეთილის შეჯამება.

 

გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:

1.      საშინაო დავალების ურთიერთშემოწმება; სამუშაო ბარათებით წინარე ცოდნის გააქტიურება;

2.      ახალი ცოდნის კონსტრუირება;

3.      ამოცანის ამოხსნა;

4.      უცნობი შესაკრების პოვნა;

5.      გამოსახულების მიხედვით ამოცანის შედგენა;

6.      ქვიზი;

7.      „მოისაზრე“;

8.      გაკვეთილის შეჯამება 3-2-1-ის სტრატეგიით.

ორგანიზების

ფორმა

მსვლელობა ორგანიზების

 ფორმა

მსვლელობა
მთელი კლასი : მასწავლებელი ხსნის, რა პრინციპით იმუშავებენ და მსჯელობს მუშაობის ორგანიზებაზე

                                                                                     დრო: 2 წთ

I კლასი  მუშაობს მასწავლებელთან ერთად

დრო: 7 წთ

 

 

 

მასწავლებელი წარუდგენს კლასს თემას და ეხმარება მოსწავლეებს  წინარე ცოდნის თამაშით გააქტიურებაში: ,სახლობანა“: დაფაზე აკრავს 10-ის, 8-ის და 9-ის ,,სახლებს“ . ბავშვები ავსებენ ცარიელ უჯრებს, და ააქტიურებენ რიცხვების შედგენილობის შესახებ მიღებულ ცოდნას. III კლასი მუშაობს დამოუკიდებლად

დრო: 7 წთ

 

 

 

ბავშვები ახდენენ საშინაო დავალების ურთიერთშემოწმებას და შემჩნეული შეცდომების მონიშვნას. შემდეგ, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მუშაობენ მასწავლებლის მიერ დარიგებულ ბარათებზე:  სამნიშნა რიცხვებს შლიან თანრიგებად და  წარმოადგენენ  სათანრიგო ერთეულების ჯამის სახით.

(საჭიროების შემთხვევაში, გადადიან ,,ღუზის ჩაშვების“ აქტივობებზე)

მუშაობენ დამოუკიდებლად

დრო: 8 წთ.

 

ასრულებენ ბარათებზე მოცემულ დავალებას:

აგრძელებენ საგნების ხატვას მითითებულ რაოდენობამდე (მაგ. 7-დან-11-მდე, 8-დან- 13-მდე და ა. შ.) თითოეულ შემთხვევას ქვეშ უწერენ შესაბამის მაგალითს.

მუშაობენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით

დრო: 8 წთ

 

აკეთებენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას, რომლის დროსაც ყურადღება მახვილდება მათ მიერ შემჩნეულ შეცდომებზე. შემდეგ მასწავლებელი წარუდგენს კლასს ახალ მასალას. ერთობლივი ინტერაქციით ხდება სახელმძღვანელოში მოცემული მაგალითების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით: (მანიპულატივების გამოყენებით,  რიცხვით სხივზე გადათვლით, ქვეშმიწერით, ზეპირად, თანრიგებად დაშლით)

345+124                      280+405

523+167                        437+256

 

მუშაობენ ჯგუფურად III კლასთან ერთად

 

დრო: 5 წთ

ხსნიან ამოცანას სასურველი ხერხით:

იამ ზღვის ნაპირზე იპოვა 3 ფერადი კენჭი, ლუკამ-5-ით მეტი. რამდენი კენჭი მოაგროვეს ერთად?

მუშაობენ ჯგუფურად I კლასთან ერთად

 

დრო: 5 წთ

ხსნიან ამოცანებს სასურველი ხერხით:

იამ ზღვის ნაპირზე მოაგროვა 236 კენჭი, ლუკამ – 148-ით მეტი. რამდენი კენჭი მოაგროვეს ერთად?

მუშაობენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით

დრო: 4 წთ

1)ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას:

5 9 6
8 3 2
4 1 7

წერენ რიცხვებს ორეულებად ( წყვილებად )

ისე, რომ შერჩეული ორეულის რიცხვების ჯამი  იყოს: ა) 11  ბ) 12  გ) 13 დ) 14

 

მუშაობენ დამოუკიდებლად

დრო:  4 წთ

ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოს:

სინჯვის ხერხის გამოყენებით პოულობენ უცნობ რიცხვებს:

+432                      +433

 

440                         663

საჭიროებისამებრ, გადადიან ,,ღუზის ჩაშვების“ აქტივობაზე.

 

მუშაობენ ჯგუფურად III კლასთან ერთად

დრო: 6 წთ

შეადგინე და ამოხსენი ამოცანა გამოსახულების მიხედვით:

7+ 5

მუშაობენ ჯგუფურად I კლასთან ერთად

დრო:  6 წთ

შეადგინე და ამოხსენი ამოცანა გამოსახულების მიხედვით:

234+ (234+126)

მუშაობენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით

დრო: 3 წთ

აკეთებენ გაკვეთილის შეჯამება/ რეფლექსიას მიმანიშნებელი კითხვების დახმარებით:

·         რა ვისწავლე ახალი?

·         რომელი აქტივობა მომეწონა ყველაზე მეტად?

·         რა გამიადვილდა?

·         რა გამიძნელდა?

·         რა დამეხმარა გაგებაში?

შემდეგ გადადიან კლასში გამოყოფილ ,,აქტიური დასვენების სივრცეში“

მუშაობენ დამოუკიდებლად

დრო: 3 წთ

მუშაობენ ქვიზზე:

1.რა რიცხვი უნდა მივუმატოთ 303-ს, რომ მივიღოთ 550?

ა) 350;   ბ) 250;    გ) 150.

2.რა რიცხვს უნდა გამოვაკლოთ 40, რომ მივიღოთ 125?

ა) 155-ს;    ბ)185-ს ;   გ)165-ს.

3.რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ 350-ს, რომ მივიღოთ 100?

4. რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ 500-ს, რომ მივიღოთ 150?

ა) 350;     ბ) 250;      გ) 150.

 

ისვენებენ

დრო: 10 წთ

გადადიან კლასში გამოყოფილ ,,აქტიური დასვენების სივრცეში“. სადაც ხელმისაწვდომია სახატავი საშუალებები, ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, პლასტელინი.

მოსწავლეები სურვილისამებრ იყენებენ მათ.

 

მუშაობენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით

დრო: 5 წთ

მსჯელობენ და ხსნიან ,,მოისაზრეს“ ამოცანას:

1.,, ელენემ თავისი სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე 240 ნაბიჯი გადადგა. ეს 28 ნაბიჯით ნაკლებია დიტოს მიერ გადადგმული ნაბიჯების რაოდენობაზე. რამდენი ნაბიჯი გადადგა დიტომ?

 

 

  მუშაობენ დამოუკიდებლად

დრო: 4 წთ

აჯამებენ გაკვეთილს – ავსებენ კლასიდან გასვლის ბარათებს  3-2-1 -სტრატეგით.
    მასწავლებელთან ერთად.

დრო: 1 წთ

ინიშნავენ საშინაო დავალებას.
შეფასების კრიტერიუმები: შეფასების კრიტერიუმები:
                     შეძლო :

(.მაღალ დონეზე . საშუალოდ . გაუჭირდა)

·         10-ის  გავლით რიცხვების შეკრების შედეგის გააზრება სხვადასხვა კონტექსტში;

·         შეკრების მოქმედების თვალსაჩინოდ დემონსტრირება და განსხვავების განსაზღვრა (რამდენით გაიზარდა);

·          რიცხვებს შორის დამოკიდებულების აღწერა;

·         ზეპირად ანგარიშისას 1-ის ტოლი ბიჯით თვლა, ან სხვა ხერხის გამოყენება.

 

                                  შეძლო :

(.მაღალ დონეზე . საშუალოდ . გაუჭირდა)

·         სამნიშნა რიცხვების შეკრებისას ადეკვატური  ხერხის შერჩევა და გამოყენება კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში;

·         გამოყენებული ხერხის აღწერა და  მისი დემონსტრირება მოდელზე. (მაგალითად: შეკრება თანრიგის გავლით, ცალკეული თანრიგების შეკრებით,  თანრიგის დაშლით, ზეპირად).

 

 

რესურსები:

დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, პასტა, სამუშაო ბარათები, პოსტერი, სათვლელი საგნები, მანიპულატივები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ,,მიმანიშნებელი კითხვები’’.

 

რესურსები:

დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, პასტა, რვეული, დავალების ბარათები, მანიპულატივები, კლასიდან გასვლის ბარათები

                               

                მსგავსი  პრაქტიკის დანერგვამ მე სწავლება, ჩემს მოსწავლეებს კი სწავლა გაცილებით გაგვიადვილა. ბავშვების მცირე რაოდენობა მეტად იძლევა ინდივიდუალური, დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას. თანაც არ ხდება ტემპიდან ჩამორჩენა: თუ რომელიმე მოსწავლე ვერ ძლევს თავისი ასაკობრივი ჯგუფის მასალას, მას ეძლევა შესაძლებლობა დაუბრუნდეს და კიდევ ერთხელ გაიაროს ეს საკითხები, პატარების ჯგუფთან ერთად.

რა თქმა უნდა, რთულია 1 საგაკვეთილო საათის ფარგლებში 2 გაკვეთილის მომზადება, ყურადღების სწორად განაწილება და  მუდმივი ორიენტირება მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე, მაგრამ  სწავლების მეთოდებისა და კლასის ორგანიზების ფორმების სწორად შერჩევით, ნამდვილად არის შესაძლებელი. თუმცა არ არსებობს კლას-კომპლექტის მართვის, ორგანიზებისა თუ მეთოდების უნივერსალური ფორმა და ის ყოველთვის ცვალებადია კონკრეტული კლასის სტრუქტურიდან გამომდინარე. მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეთა უნარებისა და საჭიროებების სწორი დიაგნოსტირება, გაითვალისწინოს მათი სწავლის ტიპი, ინტერესები, შეურჩიოს ზუსტად მორგებული, დიფერენცირებული დავალებები, გაააქტიუროს თანამშრომლობითი სწავლება და ყოველთვის შედეგებზე იყოს ორიენტირებული.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-24;
  2. ,,სწავლა-სწავლების თავისებურებანი კლას-კომპლექტებში“, თბილისი, 2015, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
  3. კარგი სკოლა- საგანმანათლებლო ვებპორტალის რესურსები. მისამართი: http://kargiskola.ge/login.php

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბაზალეთის საჯარო სკოლის I-III კლასის წამყვანი მასწავლებელი: ნინო გურეშიძე. თებერვალი, 2019 წელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი