ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო პროექტების მრავალფეროვნება

უკვე ას წელზე მეტია რაც პოპულარულია პედაგოგიურ პრაქტიკაში სასწავლო პროექტების გამოყენება. ამ მეთოდის წინ წამოწევა ჯ. დიუის სახელს უკავშირდება. იგი მიიჩნევდა, რომ „ბავშვობა ” მოზრდილობისთვის მოსამზადებელი პერიოდი როდია და რომ განათლებამ არამარტო ცოდნა უნდა მისცეს მოზარდს (რომელიც მას მოზრდილობაში დას ჭირდება), არამედ ის უნარებიც, რომელიც დღეს დაეხმარება მისი ასაკის პრობლემების გადაჭრაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლა – ეს ის ადგილია, სადაც მოზარდი რთულ გარემომცველ სამყაროში ცხოვრებას, სხვა ადამიანებთან მუშაობას, ურთიერთობებს სწავლობს და ამავდროულად ცოდნასაც შეიძენს. ამის მისაღწევად სასწავლო პროცესის ორიენტირი მოსწავლის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულიინ ტერესების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა იყოს .

 

დღეისათვის მთელ მსოფლიოში განათლების ძირითად ამოცანას გარემომცველი სამყაროს კვლევა წარმოადგენს, რის მიხედვითაც აწყობენ სასწავლო გეგმებს. რადგან მოსწავლე და მასწავლებელი ამ გზას ერთად გადიან, აუცილებელია ამ გეგმების ისე შედგენა, რომ სასწავლო პროგრამებმა და მეთოდებმა მათი ენთუზიაზმი და ინტერესი გაზარდოს, მათ გულამდე მივიდეს და სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. ამ მიმართულებით დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ ინერგება პროექტული მეთოდით სწავლა.

 

ბუნებრივია, პროექტები რეალურ პრაქტიკულ საქმიანობას, ცხოვრებას უკავშირდება და მოსწავლეებს წინასწარვე ცხადად ესმით მუშაობის მიზანი. ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი განახორციელებენ დაშეასრულებენ ინდივიდუალურად, ჯგუფში, მასწავლებლის თუ სხვა ადამიანების მხარდაჭერით, მათ მიერვე დამოუკიდებლად დაიგეგმება, შესრულდება, გაანალიზდება და შეფასდება. იდეალური პროექტი ისაა, რომლის შესრულებაც მრავალმხრივ ცოდნას და პრობლემების მთელი კომპლექსის გადაწყვეტას მოითხოვს. შედეგად მიიღება სინთეზური (და არა დისკრეტული)ცოდნა ( როგორც რეალურ ცხოვრებაში), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისთვის .

ჩვენს რეალობაში დღეისათვის პროექტებს ძირითადად ვიყენებთ როგორც განათლების დამატებით საშუალებას, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი მისი შეხამება აქტიურ საგაკვეთილო პროცესთან? აქ პრობლემების მთელი წყება წარმოჩინდება, როგორც სუფთა პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე საკითხები : მაგალითად, პროექტული სწავლების შეთანხმება საკლასო სამუშაოების განრიგთან და ა. შ; და ასევე თეორიული საკითხებიც – მეთოდის შესაბამისობა სასწავლო სტანდარტთან და სკოლის მატერიალურ ბაზასთან.

და მაინც, როგორიაპროექტული სწავლის პროცესი?

ზოგადად პროექტებზე მუშაობის ეტაპებიასეთი ხასიათისაა:

  • მოსამზადებელი ეტაპი;
  • დაგეგმვა;
  • დანერგვა/ კვლევა;
  • შედეგების და დასკვნების ფორმულირების ეტაპი ;
  • პროექტის შედეგების მიმოხილვა და პრეზენტაცია ;
  • შედეგებისადა პროექტული საქმიანობის პროცესის შეფასება.

 

ძირითადი აქცენტები სკოლაში სასწავლო პროექტებზე კეთდება, რომლებიც შემოქმედებითი ხასიათისაა. ხშირია ინტეგრირებული პროექტებიც (ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა, სამოქალაქო განათლება და სხვ.მსგავსი საგნების ერთობლიობა პროექტების განხორციელებისას); პროექტებს საფუძვლად უდევს რაიმე პრობლემა, რომლიდანაც გამომდინარეობს პროექტის მიზანიც და ამოცანებიც: პროექტის მიზანია პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა, ამოცანა კი მდგომარეობს მიზნის მიღწევაში. მთავარიის არის, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ ფაქტებს, ააგებენ ახალ ცოდნას, და არ მიიღებენ მას მზა ფორმით მასწავლებლის მონათხრობიდან ან სახელმძღვანელოდან.ასე ხდებიან ისინი ხელახლა ცოდნის „აღმომჩენები”.

სასკოლო პროექტის მაგალითებია:

 

საგანი

კლასი

სავარაუდო თემატიკა

ავტორი

პროექტი

ხელმძღვანელი/ტიუტორი

ისტორია

7

ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები. ძველი საბერძნეთის კულტურა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფის წევრები

(მაგალითად, ლ .სისაური, თ. ანთიძე და ა.შ. )

სასწავლო პროექტი” ძველი ბერ(სახელი ,

გვარი)

ისტორია

7

შუა საუკუნეების ქალაქი და მისი მაცხოვრებლები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “ქალაქი შუა საუკუნეებში”

(სახელი ,

გვარი)

ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა

9

ძველი ქართული სამართალი . „ძეგლისდება” როგორც სამართლის წყარო

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “ქართული სამართლის ისტორია”(სახელი ,

გვარი)

ისტორია

8

საზოგადოებრივი მოძრაობა XIXსაუკუნის საქართველოში

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “არ მოიძებნება წინასწარმეტყველი საკუთარ ქვეყანაში(სახელი ,

გვარი)

ლიტერატურა

9

ილია ჭავჭავაძის შემოქმედება

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “2013წლის ლიტერატურული იუბილეები(სახელი ,

გვარი)

ლიტერატურა

10-11

Aაკაკი წერეთლის შემოქმედება

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

პროექტის პორტფოლიო

(სახელი ,

გვარი)

ინგლისური ენა

5

ხალხური შემოქმედება

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “ქართული ფოლკლორის თვითმყოფადობა და სიმდიდრე”

(სახელი ,

გვარი)

ინფორმატიკა

11

სისტემები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი „გარე სამყარო – რთული სისტემების სამყარო”

(სახელი ,

გვარი)

ინფორმატიკა

6

ლოგიკის საფუძვლები

(გვარი ,

სახელი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “აზროვნების ანატომია”

(გვარი, სახელი )

ინფორმატიკა

10

მონაცემების ბაზა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

პროექტის პორტფოლიო “მონაცემების ანთოლოგია”

(სახელი ,

გვარი)

ინფორმატიკა

10-11

ინფორმაციის როლი თანამედროვე საზოგადოებაში

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “ინფორმაციის როლი თანამედროვე საზოგადოებაში”

(სახელი ,

გვარი)

მათემატიკა

7

პროცენტები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი “პროცენტები: მარტივად, რთულად, საინტერესოდ”

(სახელი ,

გვარი)

მათემატიკა

6

ნატურალური რიცხვები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

მათემატიკა

11

ალგორითმები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

პროექტის პორტფოლიო “მათემატიკა ჩვენ გარშემო”

(სახელი ,

გვარი)

მათემატიკა

7

ტექსტური პრობლემების გადაწყვეტა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლოპროექტი

(გვარი, სახელი )

ფიზიკა

9

ერთეულების სისტემა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

ფიზიკა

11

ელექტრომაგნიტური მოვლენა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი რა(სახელი ,

გვარი)

ბიოლოგია

9-10

გენეტიკის საფუძველები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

ბიოლოგია

8

სისხლის მიმოქცევის სისტემა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

გეოგრაფია

9

ეკოლოგიური პრობლემები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

გეოგრაფია

9-10

კლიმატური ცვლილებები. როგორ წყალს ვსვამთ?

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

პროექტის

(სახელი ,

გვარი)

უცხო ენა

11

ოჯახი

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი“You, I, We – Are all happy Family”

(სახელი ,

გვარი)

უცხო ენა

6

მოგზაურობის სამყაროში

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

ქიმია

8

არაორგანული ქიმიის ძირითადი მახასიათებლები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

 

ქიმია

9

აზოტი და მისი ნაერთები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი ” პროდუქტები და კვება(სახელი ,

გვარი)

მუსიკა

5

ხალხური საკრავები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

დაწყებითი საფეხური

4

გვაქვს უთვალავი ფერითა

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

დაწყებითი საფეხური

3

გარესამყაროს პრობლემები

(სახელი ,

გვარი)

/ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

დაწყებითი საფეხური

4

მზე და ვარსკვლავები. მზის სისტემა

(სახელი ,

გვარი)/ ჯგუფი

სასწავლო პროექტი

(სახელი ,

გვარი)

 

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები:

პროექტი I

მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთი თვის განმავლობაში სამი პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა:

1. პროექტი„თეატრი ” – მისი შინაარსი მარტივია -მოსწავლეებმა უნდა დადგან სპექტაკლი, რომელიმე ავტორის პიესა;

2. პროექტი „მუზეუმი” – სადაც გამოიფინება ექსპოზიციები„წინა სპექტაკლიდან”;

3. პროექტი- ჟურნალის გამოშვება .

მუშაობის დასაწყისში მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას : „რა არის ჩემთვის საინტერსო : სპექტაკლში მონაწილეობა, სამუზეუმე ექსპონატებზე მუშაობა, თუ ჟურნალის შექმნა?”

არჩევნის გაკეთების შემდეგმოსწავლემიდის თეატრში და ხელმძღვანელი სთავაზობს სპექტაკლზე მუშაობის დაწყებას. რა ქნას მოსწავლემ? დას თანხმდეს? ამისთვის მან რამდენიმე პიესა უნდა წაიკითხოს, შემდეგ წაკითხული უნდა განიხილოს, იკამათოს, გაეცნოს ისტორიულ გარემოს, იმ ეპოქის ფსიქოლოგიას, გაიგოს სპეციალისტების აზრი, ჩას წვდეს რეჟისორულ ჩანაფიქრს, დაეუფლოს მსახიობის ოსტატობას (მინიმალური დოზით მაინც), ისწავლოს როლი, იაროს რეპეტიციებზე,შეიკეროს კოსტიუმი, დაამზადოს აფიშები, გაასაღოს ბილეთები, მოიწვიოს სტუმრები…და ა.შ. საქმე თანდათან იზრდება და დასასრული აღარ უჩანს. სამაგიეროდ მათი გადაწყვეტისას მოსწავლეს უფართოვდება ცოდნა,ღრმად ეცნობა ისტორიას, ლიტერატურას, ფსიქოლოგიას, სამსახიობო ხელოვნებას, მხატვრობას, რეკლამირებას,მარკეტინგის წესებს და ა.შ. ცხადია, შეიძლებოდა, რომ პროექტი შეცვლილიყო ცალკეული გაკვეთილებით: ისტორიის გაკვეთილზე შეესწავლათშესაბამისი ეპოქის ისტორია, ლიტერატურის გაკვეთილზე – განეხილათ პიესა, ხატვის გაკვეთილზე – დაეხატათ აფიშები და ა.შ. მაგრამ მას არ ექნებოდა ის, რის გამოც მოსწავლეებისათვის პროექტზე მუშაობა ძალიან ნაყოფიერი, სასიამოვნო და პროდუქტული იქნებოდა.

საბოლოო ჯამში მოსწავლეები მოამზადებენ სპექტაკლს და ამავე დროს სპექტაკლისრეკვიზიტებისგან მიიღებენ სამუზეუმე ექსპონატებსდა ამ ყველაფრის შესახებდაწერენ სასკოლო ჟურნალში.ასე რომ პროექტის მიზანი საკმაოდ პრაგმატულიც გამოვიდა,განათლებახომ იმდენადაა სასარგებლო, რამდენადაც მისი საშუალებით შეგვიძლია ამა თუ იმ ცხოვრებისეული(ან უბრალოდ – საინტერესო) ამოცანის გადაწყვეტა (მართალია, ზოგადად განათლება დამოუკიდებელი ღირებულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ ეს ის სიმაღლეა, რომელზედაც ნაბიჯ -ნაბიჯ ადიან).

პროექტების მეთოდიჰუმანიტარული საგნების გარდა სხვა სასწავლო დისციპლინებისთვისაც ხელსაყრელია( მათემატიკის, ფიზიკის, გეომეტრიის და სხვა საგნებისთვის). მაგალითად,ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მათემატიკის ამოცანების ამოხსნა ბავშვებსთავიდან ეხალისებათ,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბეზრდებათ და უხალისოდ მუშაობენ.ამ დროს მასწავლებელს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს შემდეგი პროექტი:

პროექტი II – „შეადგინე ამოცანა”:

ამ პროექტის პირველი ნაწილისიდეაა,რომ მოსწავლეებმა თავად შეადგინონ ამოცანები, სავარჯიშოები,რითაც გაიღრმავებენ და შეამოწმებენ თავიანთ ცოდნას, ამოარჩევენ საუკეთესო სავარჯიშოებს,ამოხსნიან მათ, განსაზღვრავენ ამოცანის სირთულის დონეს, მოამზადებენ ილუსტრაციებს,გამოსცემენ კრებულს ან წიგნს და ა.შ .იდეის მეორე ნაწილი კიდევუფრო პრაგმატულია -ის, რაც მოსაწყენი იყო ბავშვებისთვის ,ახლა, შემოქმედებითი საქმიანობის წყალობით, სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო პროცესში გადაიზარდა.

პროექტი III -„დიდი რბოლა”:

მასწავლებელს გაკვეთილზე შემოაქვს მიკროავტობუსის მოდელი, რომლითაც მთელი კლასი აღფრთოვანებულია. მასწავლებელი სთავაზობთ : „მე ყველას ვასწავლი ასეთი მოდელების გაკეთებას. როდესაც ის თქვენი გემოვნებითდამზადდება,მოვაწყოთ „დიდი რბოლა”. მაგრამ სანამ მოდელს დაამზადებდეთ,უნდა ისწავლოთ ხაზვა…” მალემთელი კლასი ჩაერთვება საქმიანობაში, ანუ გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიაში, ხაზვაში, ხატვაში, მათემატიკურ კომპოზიციებში და ა. შ.

პროექტების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ბევრად უადვილდებათ იმ პრობლემების გადაწყვეტა, რასაც ჩვეულებრივ საგაკვეთილო საქმიანობაში აწყდებიან (უპირველესად უმაღლდებათმოტივაცია) და ესაა პროექტული სწავლების „ გამარჯვებაც” – იგი ხელს უწყობს საგანმანათლებლო კულტურის ზრდას, აერთიანებს ცოდნას და პრაქტიკას, ხელს უწყობს იდეების დაბადებას და რეალიზაციას და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფას .

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი