ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უცნობისგან მომავალი საფრთხე და სკოლამდელი ასაკის ბავშვები

აღზარდეთ ბავშვებ გამბედაობა და თვითგამოხატვის უნარი.

 

უცნობებისგან მომავალი საფრთხის აღმნიშვნელი გარითმული ფრაზა stranger danger (საშიში უცნობი), რომელიც პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, იდეალურია პანიკის დასათესად.

დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრი (The National Center for Missing and Exploited Children) გვამცნობს, რომ გასულ წელს 115 ბავშვი მოიტაცეს, უმეტესად – თინეიჯერები. დაკარგული (თუნდაც დროებით) 800 000 ბავშვის უმრავლესობა ნაცნობებმა წაიყვანეს. როგორც ჩანს, სათანადოდ არ ვაფასებთ რისკების ანალიზს და ფაქტების წინაშე მედიადრამას ვანიჭებთ უპირატესობას. როგორც ადამიანს, რომლისთვისაც სულერთი არ არის თქვენი შვილების მენტალური ჯანმრთელობა, მაფიქრებს, რაოდენ თრგუნავთ მათ უსაფრთხოებაზე მზრუნველ მშობლებს დამახინჯებული გზავნილი, რომ ყველა უცნობი საშიშია. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა მოამზადონ შვილები იმ სამყაროსთვის, სადაც უცხოთაგან მომავალ საფრთხეზე ხშირად მოგვითხრობენ წიგნებში, საჯარო განცხადებებსა და ვიდეოებში, თითქოს ეს ყოველდღიური ცხოვრების უეჭველი ფაქტი იყოს. სინამდვილეში ასე არ არის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა შესაძლოა ისიც კი არ იცოდნენ, რას ნიშნავს “უცნობი”. გავრცელებული განმარტება: ის, ვისაც არ იცნობ, – საკმაოდ მარტივია, ვიდრე იმაზე დავიწყებთ ფიქრს, რომ არცოდნას საფრთხე ახლავს. ბავშვები ხედავენ მშობლებს, რომლებიც მუდამ ელაპარაკებიან უცნობებს მაღაზიის, კინოსა თუ საფოსტო დაწესებულების რიგში? რატომ არ ეშინიათ მათ? “უცნობებისგან მომავალი საფრთხე” გულისხმობს, რომ ნაცნობებისგან საშიშროება არ გველის. ნეტავი მართლა ასე იყოს.

უცხოსთან ნაკლებმოსალოდნელ, გაუგებარ შეხვედრაზე ფოკუსირებას სჯობია, ბავშვებს საკუთარი “მე”-ს გრძნობა გავუძლიეროთ და დავარწმუნოთ, რომ შეუძლიათ, ითხოვონ დახმარება, როცა სჭირდებათ და თქვან “არა”, როცა ეშინიათ.

* ენდეთ ბავშვების ბუნებრივ დისკომფორტს უცნობებთან დაკავშირებით. თანდაყოლილი სიფრთხილე მათ უბიძგებთ დააკვირდნენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მშობლებს უცნობების მიმართ და დარწმუნდნენ, რომ ისინი სულაც არ არიან “ცუდები”, როგორც პუბლიცისტური ლიტერატურა გვარწმუნებს. უცნობის აღქმა უეცარი სიმშვიდე და სიფრთხილე ბავშვის სახეზე ბუნებრივად ჩნდება შვიდიდან ცხრა თვემდე ასაკში და უფრო ხშირად ცნობისმოყვარეობის გამოხატულებაა, ვიდრე შფოთვისა. ეს სავსებით ნორმალურია.

* წაახალისეთ ბავშვებში რწმენა, რომ თვითონვე შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ასწავლეთ სკოლამდელი ასაკის პატარებს, ითამაშონ ისეთ ადგილას, საიდანაც თქვენი დანახვა შეეძლებათ. მათ მუდმივ ჩრდილად ქცევას ეს სჯობია. აქ მიზანი თვითკონტროლია.

* თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი მზად არის, სტენ ბერენსტაინის The Berenstain Bears Learn about Strangers (https://youtu.be/5aI1h22o55A) კარგი რესურსია, რომ ის საკუთარი კეთილდღეობის აქტიურ აგენტად იქცეს. მალე მიხვდებით, დაინტერესდება თუ არა. თუ არ დაინტერესდა, გაიმეორეთ 6 თვის შემდეგ.

* ასწავლეთ შვილებს, რომ არსებობენ კონკრეტული უცნობი დიდები, რომლებსაც შეეძლებათ მათი დახმარება, თუ დაიკარგნენ ან რამემ შეაშფოთათ: პოლიციელები, დაცვის თანამშრომლები, მოლარეები, რესტორნის თანამშრომლები (ისინი, რომლებსაც გულზე თავიანთი სახელი აწერიათ)… ოთხი წლის ბავშვი უკვე მზად არის ასეთი საუბრისათვის. მანამდე ამან შესაძლოა დააბნიოს პატარა და მისი ღამის კოშმარების “თემად” იქცეს.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/once-upon-child/201811/stranger-danger-and-preschool-children

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი