სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

შეფასების მიზნები

,,საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას (ე.ს
გ)

   შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;

შეფასების მიზანია იმის გარკვევა, რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :

  •  
    მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
  • სწავლების  კონკრეტული მეთოდიკის  ეფექტიანობის  შემოწმება
  • სასწავლო პროცესში მოსწავლის შეფასება;
  • მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია).

შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:

  • მიმდინარე შეფასება;
  • შედეგების/მიღწევების შეფასება.

შეფასების კომპონენტები:

  • საშინაო დავალება;
  • საკლასო დავალება;
  • შემაჯამებელი დავალება;

შეფასების ტიპები :

  • განმსაზღვრელი, რომელიც აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ამ დროს იწერება ქულა (10 ქულიანი შეფასება );
  • განმავითარებელი შეფასება. ამ დროს უმჯობესია შევქმნათ ვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, მივცეთ მოსწავლეებს რჩევადარიგება, ვაწარმოოთ დაკვირვების ფურცელი, და ..

 

ესგში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების აღწერილობა ასეთია :

 

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

მიზანი

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების

ხელშეწყობა;

სწავლის ხარისხის გაკონტროლება;

მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ესგით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური სწავლების დონის განსაზღვრა;

შეფასების საგანი

სწავლის პროცესი

სწავლის ედეგი

შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება

წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევადარიგების მიცემა და სხვა.

მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეურზე) დაშვება/არდაშვება

წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (რა დონეს ფლობდარა დონეს ფლობს)

იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს

შეფასების საშუალებები

თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი; სიტყვიერი, კომენტარი, უნარის განვითარების აღწერა.

ქულა

შეფასების სქემის შექმნა და გამოყენება ;

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს კავშირი სასწავლო მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის, რადგან სწავლის შედეგი გასაზომად აუცილებელია ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი. კრიტერიუმი კი ყალიბდება გაკვეთილის სასწავლო მიზნის შესაბამისად;

ასწავლო პროექტის განხორცილებისა ხშირად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგა კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი ან თუნდაც სამი მახასიათებლით. ჩემ მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია  თითქმის ყველა კრიტერიუმი და მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას;

 მონაწილეობას იღებს პროექტის თემის  შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას;

1

 სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში  ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციასთანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თვალსაჩინოებას ქმნის და პრეზენტაციას აკეთებს;

1

ფლობს საკომუნიკაციო უნარებს, მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;

2

გამოყოფს საკვლევ ობიექტს, იწყებს კვლევას და აღწევს შედეგ;

2

აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ფლობს ჯგუფური მუშაობის უნარებს;

1

ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას, ადარებს წინარე ცოდნას და ხაზს უსვამს ახლის აქტუალურობას;

შემოიფარგლება კონკრეტული თემით, ერთი მასალის შესრულების შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის მოძიებაში;

1

თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მათთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურადაა ჩართული დისკუსიაში.

2


 
შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს 

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

მიზანი

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა;

მოსწავლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

ეროვნულის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში იმის  დადგენა, თუ
რა დონეს მიაღწია მოსწავლემ;

მოსწავლის სწავლების ხარისხის გაკონტროლება;

შეფასების საგანი

სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი

შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება

მოსწავლეების წახალისება

10 ქულიანი  სისტემით მოსწავლეების შეფასება

წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა

მოსწავლეებთან ერთად გამჭირვალე გავხადოთ სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;

შევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე.

შევქმნათ უკუკავშირისთვის, .. უსაფრთხო სივრცე.

ამ მეთოდით მუშაობა რომ ეფექტურ 
იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო.

შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ. თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად.

სასწავლო ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრული სტანდარტები ჩატარებულმა გაკვეთილმა დააკმაყოფილა.

შეფასების საშუალებები

ურთიერთეფასების რუბრიკა;

სიტყვიერი კომენტარები;

უნარის განვითარების დონის აღწერა.

ქულა

(10 ქულიანი შეფასება)

პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმი

კრიტერიუმები

ქულები

საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად

საუბარი არგუმენტირებულია

თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს

იღებს კრიტიკულ შენიშვნებს

საუბრისას იცავს დროის ლიმიტს


დისკუსიაში მონაწილე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი

კრიტერიუმები

ქულები

საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად

 

საუბარი არგუმენტირებულია

იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია

საუბრისას იცავს დროის ლიმიტს


გამოყენებული ლიტერატურა : ”სასწავლო პროცესის დაგეგმვა,
მართვა, შეფასება”
.

ეროვნული სასწავლო გეგმა.


ნინო აბულაძე – ტიციან ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის
№43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი