ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კლასის მართვა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის

განათლების  სფეროს პრიორიტეტულობა ქვეყანაში ქმნის მოცემულობას, როდესაც  ქვეყნის  ინსტიტუტები ინტენსიურად მუშაობენ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც განათლების სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთი პროექტების ფინანსური მხარდამჭერები  სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად   საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები არიან.   ამ მხრივ საინტერესოა გამომცემლობა უსტარის  პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამის მიერ არის მხარდაჭერილი. მთარგმნელობითი გრანტი ითვალისწინებდა გამომცემლობა  Pearson Education, Inc  პოპულარული წიგნის “კლასის მართვა  დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის”   მეცხრე გამოცემის თარგმნას და გამოცემას. 
წიგნის ავტორები:

1.კაროლინ მ. ევერტსონი, – პიბოდის კოლეჯი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი
2.ედმუნდ ტ. ემერი – ტეხასის უნივერსიტეტი, ოსტინი
 
ცნობილია, რომ ავტორებმა  წინამდებარე სახელმძღვანელო კლასის მართვასთან დაკავშირებული საკითხის მრავალმხრივი განხილვის შედეგად  შეიქმნეს. წიგნს საფუძველად უდევს ავტორების მიერ ათწლეულების განმავლობაში ასეულობით სკოლაში  ჩატარებული კვლევები. რის შედეგადაც მათ შექმნეს სახლმძღვანელო დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის რომელიც თერთმეტი თავისაგან შედგება და განხილულია შემდეგი საკითხები:

 საკლასო   ოთახის    მენეჯმენტის   შესავალი
    ამ თავში საუბარია თუ რატომაა საკლასო ოთახი რთული სამუშაო ადგილი. განხილულია  საკლასო ოთახის მენეჯმენტის კავშირი სასწავლო პროცესის სხვა მიმართულებებთან. თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და კონკრეტული აქტივობები.
 საკლასო ოთახის მოწყობა და მასალების განლაგება
  ამ თავში განხილულია საკლასო ოთახის მოწყობის ხუთი ქვაკუთხედი. საუბარია საკლასო ოთახის მოწყობისას ჭერის, კედლების, იატაკის  გამოყენების გზებზე. საკლასო ოთახში მასალების და ნივთების შენახვის მეთოდოლოგიებზე. თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და კონკრეტული აქტივობები.
 საკლასო ოთახის წესები და პროცედურები
  ამ თავში განხილულია  რას წარმოადგენს ეფექტიანად მართული საკლასო ოთახი. როგორ უნდა მოხდეს 1. საკლასო ოთახის წესების დაგეგმვა – წესების შემოღებაში მოსწავლეთა მონაწილეობა 2. საკლასო ოთახის პროცედურების დაგეგმვა -პროცედურები საკლასო ოთახისთვის, ინდივიდუალური მეცადინეობის და მასწავლებლის მიერ მართული აქტივობის პროცედურები.      საუბარია იმ მეთოდოლოგიაზე რაც ეხმარება მასწავლებელს დაარეგულიროს      მოსწავლეთა გადაადგილებები     საკლასო ოთახში და მის ფარგლებს გარეთ. თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და კონკრეტული აქტივობები.
განხილულია პრაქტიკული მაგალითები:
·საკლასო ოთახის წესები და პროცედურები მეორე კლასისთვის.
·მრავალამოცანებიან  საკლასო ოთახში ცენტრების გამოყენება.
 მოსწავლეთა  მუშაობის  მართვის  პროცედურები
ამ თავში განხილულია  დავალებებისა და მოთხოვნების მკაფიო გადმოცემის მნიშვნელობა. 
რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ფორმულირებული – მოთხოვნები,   დავალების შესრულების ინსტრუქცია,  ფორმის, სიზუსტისა და დადგენილი ვადების სტანდარტები  და მათი დაცვა. პროცედურები გამცდენი მოსწავლეების მიმართ. დავალებათა მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი. მოსწავლეთა პორტფოლიოების მართვა, წერილობითი დავალებების მართვა. უკუკავშირი მოსწავლეებთან.
თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და კონკრეტული აქტივობები:

·მოსწავლეთა მეცადინეობის მართვა.
· ცენტრებში აქტივობის დროს მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
· ტექნოლოგიის გამოყენება დაწყებითი სწავლების მაღალ კლასში.
· მეცადინეობის  ჩვევები მესამე კლასში
კარგი დასაწყისის საწინდარი  საკლასო ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნაა
  
 ამ თავში განხილულია  წესებისა და პროცედურების სწავლება და ისეთი საკითხების მნიშვნელობა როგორიცაა:  მასწავლებლის ავტორიტეტი, კარგი დასაწყისის დაგეგმვა, ზოგიერთი ტიპური აქტივობა,  მშობლებთან და მეურვეებთან კავშირი, განსაკუთრებული პრობლემები. 
     თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები:
·სასწავლო  წლის  დასაწყისში საკლასო ბიბლიოთეკის მოწყობა.
·სასწავლო წლის დასაწყისში  კოოპერატიული სწავლების დაწყება   მეხუთე კლასის მათემატიკის ოთახში. 
სწავლების დაგეგმვა და მართვა , სასწავლო აქტივობების დაგეგმვა.
     ამ თავში განხილულია:  დაგეგმვის ნაირსახეობები, სასწავლო აქტივობების ნაირსახეობები,  რამდენად მნიშვნელოვანია  სასწავლო პროცესის დაგეგმვა და  ეფექტური ტექნოლოგია საკლასო ოთახში.  როგორ მუშაობს კუნინის კონცეფციები კლასის მართვაზე.  მეთოდოლოგიები შემდეგ თემებზე: გადაცდომის პრევენცია, გაკვეთილის მსვლელობის მართვა, ჯგუფის კონცენტრაციის შენარჩუნება. 
    თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები:
·მათემატიკის გაკვეთილი მეოთხე კლასში.
·გაკვეთილი მეცნიერებაში მეექვსე კლასში.
 კოოპერატიული სასწავლო ჯგუფების მართვა
     
    ამ თავში განხილულია:  კვლევები კოოპერატიული სწავლების შესახებ,  ჯგუფური აქტივობის მაგალითები,  კოოპერატიული სწავლების ხელშემწყობი მეთოდიკები და წესები, 
კოოპერატიული სასწავლო ჯგუფების გამოყენება  ჯგუფში ყურადღების მისაპყრობი სიგნალები,   ჯგუფის შიგნით ურთიერთდამოკიდებულების ხელშეწყობა ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება  ჯგუფის ამოცანები  ჯგუფის საწყისი ამოცანები 
ჯგუფური მეცადინეობის უნარების სწავლება  მოსწავლეთა მეცადინეობისა და ქცევის მონიტორინგი  ჯგუფებში ჩარევა მოსწავლეთა მიზნები და მონაწილეობა 
თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული  მაგალითები.
 მოსწავლეთა შესაფერისი ქცევის დამკვიდრება.
    ამ თავში განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები:  მოსწავლეთა ქცევის კონტროლი, პროცედურებისა და მიღებული ზომების თანმიმდევრობა,  შეუფერებელი ყოფაქცევის მენეჯმენტი, პოზიტიური გარემოს შენარჩუნება კლასში გარემოს გაუმჯობესება სტიმულებისა და ჯილდოების გამოყენებით,  აღიარება, სიმბოლოები  მატერიალური სტიმულები, სიფრთხილე დაჯილდოების დროს.
   თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული  მაგალითი:
·  დისციპლინის დარღვევა მეორე კლასში
 საკომუნიკაციო უნარები სასწავლო პროცესში
    ამ თავში განხილულია: კონსტრუქციული ასერტიულობა (პრობლემის ან საზრუნავის გამოხატვა,სხეულის მოძრაობა, შესაფერისი ყოფაქცევის მიღწევა). გულისხმიერი რეაგირება (მოსმენის უნარი, გადამუშავების უნარი), პრობლემის გადაწყვეტა,  საუბარი მშობლებთან.

   თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული აქტივობები:
·ღილაკების დაჭერა
·ასერტიულობის უნარების შემუშავება.
·პასუხები მოსწავლეთა განცხადებებზე.
·გულისხმიერი რეაგირება
·პრობლემების გადაჭრის სავარჯიშოები.
·დიალოგის ანალიზი.
·მშობელთა შეხვედრა მასწავლებელთან
პრობლემური ყოფაქცევის მართვა
   ამ თავში განხილულია: რა არის პრობლემური ყოფაქცევა, პრობლემის არარსებობა, მცირე პრობლემა, მასშტაბითა და შედეგით შეზღუდული სერიოზული პრობლემა, პრობლემის გამწვავება და გავრცობა, პრობლემური ყოფაქცევის მართვის მიზნები და მართვის მეთოდიკა ( მარტივი ჩარევა, ზომიერი ჩარევა, უფრო აქტიური ჩარევა); განსაკუთრებული პრობლემები( დაშინება, ლაყბობა  მეცადინეობისთვის მუდმივად თავის არიდება, ჩხუბი, ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად).

   თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები.
განსაკუთრებული ჯგუფების მართვა
   ამ თავში განხილულია მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს: მოსწავლეთა საწყისი დონის შეფასება, განსაკუთრებული ჯგუფების დადგენა,  ინდივიდუალური განსხვავებების მეთოდიკა, გუნდური სწავლება,  კლასის სრული შემადგენლობის ორგანიზება, დამატებითი სასწავლო პროგრამები, ინდივიდებზე მორგებული სწავლება, დამატებითი მეთოდიკები.

აღწერილია მახასიათებლები: განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეები (მოსწავლეები სწავლის უუნარობით, მოსწავლეები ემოციური ან ყოფაქცევის პრობლემებით,მოსწავლეები სერიოზული სოციალური პრობლემებით,  მოსწავლეები ყურადღების დეფიციტით და ზეაქტიურობით, ყრუ ან სმენადაქვეითებული მოსწავლეები, მოსწავლეები მხედველობის ნაკლით, მოსწავლეები  ენის შეზღუდული ციდნით, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები მოსწავლეები..

აღწერილია, დაბალი მოსწრების მოსწავლეების, მაღალი მოსწრების მოსწავლეების  იდენტიფიცირების საფუძვლები (აქტიური სწავლება, სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მიმდინარეობა, მეცადინეობის შევსება, პოზიტიური დამოკიდებულების მსოფლაღქმის აგება.

თავის ბოლოს მოცემულია მოკლე შინაარსი, მითითებულია ამ საკითხებზე დამატებითი ლიტერატურა და  განხილულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები:

·კითხვის სწავლების ორგანიზება დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთათვის
· სმენის ნაკლის მქონე მოსწავლეთათვის დახმარების გაწევა,
· ინკლუზიური სწავლების მესამე კლასის მოსწავლეთა სწავლება,
·გუნდური სწავლება.
·არაერთგვაროვანი კლასი
   კლასის მართვის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი და ალბათ არანეკლები კიდევ დაიწერება, რადგან ეს საკითხი ყველა ქვეყანაში და ყველა დროში ყველაზე აქტუალური  თემაა.  ის რომ მასწავლებლისთვის  აუცილებელია   გაკვეთილის  კარგი ორგანიზება,   საკლასო ოთახის სივრცის  გამოყენება,  მოსწავლეთა ქცევის მართვა,   სასწავლო აქტივობების  მართვა,  ეს დადასტურებული მოცემულობაა და თუ მასწავლებელი ამას ვერ ახერხებს ეს იმას ნიშნავს, რომ  მისი  პედაგოგიური საქმიანობა საფრთხის ქვეშაა. ამიტომ ყველა მასწავლებელი ცდილობს შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ საკითხზე  რადგან არ შეექმნას პრობლემები კლასის მართვასთან დაკავშირებით.  ამ  წიგნის უმთავრესი ღირსება სწორედ ისაა, რომ ის კვლევებზე და პრაქტიკაზე დაფუძნებულ  სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ ქართველ მასწავლებელს  მისი  გაცნობის საშუალება  მიეცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი