ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საპროექტო მუშაობა, ეტაპები და შეფასების ფურცლები ნაწილი II

როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, გთავაზობთ პროექტის
განხორციელებისათვის აუცილებელ სქემებსა და შეფასების ფურცლებს, ასევე სავარაუდო ნომინაციებს,
რომლებითაც შეგიძლიათ შეაფასოთ პროქტზე მუშაობა, პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს,
შემფასებელთა ბარათს და სხვა საჭირო და გასათვალისწინებელ რჩევებს. ყველა ეს სქემა
შედგენილია  იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც
მე დამიგროვდა ბოლო წლების განმავლობაში და გარკვეულ წარმატებებსაც მიმაღწევინა. იმედია,
თქვენ და თქვენს მოსწავლეებსაც დაგეხმარებათ და წაგადგებათ.

საჯარო
გამოსვლისთვის მომზადება და გასათვალისწინებელი რეკომენდაციები


1.   

საერთო რეკომენდაციები


·  

გულდასმით მოიფიქრეთ თქვენი გამოსვლის გეგმა.ის უნდა შეიცავდეს
შესავალ, ძირითადსა და დასკვნით ნაწილს. აღნიშნეთ, რა ისწავლეთ და რა შეგძინათ
ახალი ამ პროექტმა.


·  

შეადგინეთ თქვენი გამოსვლა ისე, რომ ჩაეტიოთ 5-7
წუთში. გახსოვდეთ,  საინტერესო მაგალითებით
გამდიდრებული მოკლედ გადმოცემული მასალა ემოციურად უკეთესად აღიქმება.


·  

არ დაგავიწყდეთ, რომ თანმიმდევრულად გადმოცემული
თხრობისას მსმენელი უკეთესად უგებს მომხსენებელს.
.


·  

გამოიყენეთ მხოლოდ თქვენთვის გასაგები ტერმინები.


·  

კარგად აღიქმება მოყოლა და არა ტექსტის კითხვა.


2.               

 მოიფიქრეთ და შეადგინეთ შესაძლო-მოსალოდნელი
კითხვები


3.               

 მომზადების
ტექნიკა


·  

გაიარეთ თქვენი გამოსვლის რეპეტიცია და დაიყვანეთ
ის საჭირო ხანგრძლივობამდე.


·  

ამოიწერეთ ცალკეულ ფურცლებზე თქვენი გამოსვლის ის
ნაწილი, რომლებიც მოხსენებისას გახმოვანდება და დაალაგეთ თანმიმდევრობით.


·  

წინასწარ შეამოწმეთ თქვენი გამოსვლის ადგილი.


·  

მოამზადეთ ზუსტი და ლამაზი თვალსაჩინო მასალა.


·  

ჩაატარეთ სატრენინგო გამოსვლა მეგობრების,
ახლობლების თანდასწრებით.


4.   

რეკომენდაციები მომხსენებელს.


·  

დაიწყეთ თქვენი გამოსვლა მისალმებით.


·  

დაასახელეთ თქვენი პროექტის სათაური. ჩამოაყალიბეთ
ძირითადი იდეა და საპროექტო თემის არჩევის მიზეზი.


·  

იყავით თავაზიანი მსმენელების მიმართ მთელი
მოხსენების განმავლობაში (ისაუბრეთ გასაგებად)


·  

გადაუხადეთ მადლობა მსმენელებს ყურადღებისათვის და
ხელმძღვანელს-დახმარებისათვის. 


·  

შეეცადეთ, უპასუხოთ ყველა დასმულ კითხვას.


5.   

ოპონენტების კითხვები.


·  

შეგიძლიათ, მოითხოვოთ კითხვის გამეორება, თუ ვერ
გაიგეთ მისი არსი.


·  

არ არის აუცილებელი კითხვაზე დაუყოვნებლივ პასუხის
გაცემა, შეიძლება დაფიქრდეთ, ითათბიროთ თანამომხსენებლებთან, ჩაიხედოთ მასალებში.


·  

დასმულ კითხვას უპასუხეთ მოკლედ


·  

უმჯობესია „იეშმაკოთ” და თავი აარიდოთ პასუხს, ვიდრე
პირდაპირ  უპასუხოთ კითხვაზე „არ  ვიცი” ან
«ეს არ შედიოდა ჩვენი კვლევის მიზნებში».


·  

კითხვაზე პასუხის გაცემა უმჯობესია ასე:
«
როგორც მოხსენებაში
იყო ნათქვამი
».


·  

  გამოსვლის შემდეგ ოპონენტებს გადაუხადეთ  მადლობა თქვენი მუშაობის შეფასებისათვის და
გამოთქმული შენიშვნებისათვის.

 

მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმი

მულტიმედიური
პრეზენტაციის შეფასების სქემა
.შექმნილია ინტელის პროგრამის რეკომენდაციების საფუძველზე.

მოსწავლის
პრეზენტაციის შეფასების პარამეტრები

შეფასების
კრიტერიუმები

ქულათა
მაქსიმალური ჯამი

შინაარსი

შინაარსი ხსნის კვლევის მიზანსა და ამოცანებს.

გამოყენებულია მოკლე სიტყვები და წინადადებები.

სათაურები იქცევს ყურადღებას.

5

5

5

 

15

 

გაფორმება

– პრეზენტაციაში
ჩასმულია ფოტოსურათები, ნახატები ან დიაგრამები

– ტექსტი ადვილად
იკითხება პრეზენტაციის ფონზე

გამოყენებულია ანიმაციური ეფექტები

ყველა ბმული მუშაობს

5

5

5

5

 

 

20

 

აკადემიურობა

– არ არის ორთოგრაფიული
და პუნქტუაციური შეცდომები

გამოყენებულია სამეცნიერო ტერმინები

ინფორმაცია ზუსტია, სასარგებლო და საინტერესო

მოცემულია ინფორმაციის წყაროების ბმულები

5

5

5

5

 

 

20

 

 

40-55 ქულა ფასდება როგორც «საუკეთესო ნამუშევარი»

25-40 ქულა
ფასდება როგორც
«კარგი
ნამუშევარი
»

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრიტერიუმები

ქულათა
მაქსიმალური ჯამი

  1.  

გარეგნული გაფორმება

ფასდება გაფორმებით გამოწვეული საერთო შთაბეჭდილება

3

  1.  

აქტუალურობა

კვლევის სამეცნიეროპრაქტიკული
მნიშვნელობა

5

  1.  

მასალის შერჩევა, სიღრმე, სისრულე, მეცნიერულად დასაბუთება, გადმოცემის სიზუსტე (თემის მიხედვით)

5

  1.  

კვლევის ლოგიკურობა

5

  1.  

საკუთარი( საავტორო)
მასალის გამოყენება

5

  1.  

ნაშრომის დაცვა
( პრეზენტირების უნარი)
(0-25 ქულა)

 

6.1

გადმოცემის
სიზუსტე

სადისკუსიო-ორატორული უნარების ხარისხი

5

6.2

მასალის ფლობა

საკვლევი მასალის ცოდნის ხარისხი

5

6.3

პრეზენტაციის
დაცვის სცენარი

მოხსენების ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოდგენა

5

6.4.

მულტიმედიური
პრეზენტაციის გაფორმება

5

6.5.

კითხვებზე პასუხის
გაცემის უნარი

5

7.

დამატებითი
ქულები
(0-5)

იწერება შემფასებელთა გადაწყვეტით პრობლემის გადაჭრის
ორიგინალობაში, გაფორმებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, მეცნიერულ
მიდგომაში, კვლევის პრაქტიკულ გამოყენებაში და ა. შ.

5

სულ:

 

 

 

 

 

 

ნომინაციები

 

არასტანდარტული საკვლევი ობიექტი

საუკეთესო ილუსტრაციები

 

საკვლევ ობიექტზე საუკეთესო მონაცემები

 

დამოუკიდებლად შესრულებული პროექტი

საუკეთესო შემეცნებითი მასალა

საუკეთესოდ გაფორმებული პროექტი

კითხვებზე საინტერესო პასუხები

საუკეთესო კომპიუტერული პრეზენტაცია

 

გამოყენებული ლიტერატურის ყველაზე გრძელი სია

საუკეთესო მომხსენებელი

 

 

ინფორმაციის
წყარო

კითხვა /თემა

ინფორმაციის
წყარო

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული წყაროების
სიის შედგენის მოთხოვნები

გამოყენებული ლიტერატურის სია თავსდება ნაშრომის ბოლოში
და ფორმდება არსებული ერთიანი წესის მიხედვით

ბმული
წიგნზე

  • ავტორის სახელი და გვარი;
  • სრული და ზუსტი დასახელება (იმ სახით,
    როგორც ის მოცემულია სატიტულო სლაიდზე, ბრჭყალების გარეშე)

  • გამოცემის ადგილი;

  • გამომცემლობის დასახელება;
  • გამოცემის წელი;
  • თუ ბმული თავსდება ნაშრომში, მაშინ ეთითება გვერდის ნომერი, რომელზეც
    ეს ინფორმაციაა

ბმული
ჟურნალიდან აღებულ სტატიაზე:

  • სტატიის ავტორის ( ავტორების) სახელი და გვარი;
  • სტატიის დასახელება ორიგინალ ენაზე;
  • ჟურნალის დასახელება;
  • გამოცემის წელი;

  • გამოცემის ნომერი;

  • სტატიის დასაწყისისა და დამთავრების გვერდები მოცემულ ჟურნალში

ბმული
წყაროზე
, რომელიც
აღებულია ინტერნეტიდან
:

  • ავტორის გვარი და სახელი;
  • დოკუმენტის დასახელება (თუ ასეთი არის);
  • გამოცემის თარიღი (თუ ასეთი მოცემულია);
  • რესურსის URL  (მონიშნული).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურულ წყაროებზე მუშაობა

 


სამუშაო ეტაპები

ეტაპების შემადგენლობა

1.

ზოგადი გაცნობა

გაეცანით მასალას სრულად: დასათაურებას, ანოტაციას, შესავალსა და დასკვნას თვალის ერთი გადავლებით, ჩანაწერების გაკეთების გარეშე. გაცნობის ასეთი მეთოდი დაგეხმარებათ, შეიქმნათ წარმოდგენა მასალაზე, რომლის შესწავლასაც აპირებთ.

2.

თავებისა და განყოფილებების მიხედვით ყურადღებით კითხვა

ყურადღებით წაიკითხეთ მასალა თავების,
განყოფილებების, პარაგრაფების მიხედვით. უკეთესია, წაიკითხოთ თქვენთვის. ნურასაოდეს გადაახტებით რთულად წასაკითხ ადგილებს. ასეთი ადგილები უნდა წაიკითხოთ ნელა,
რათა უკეთ გაიგოთ და გაიაზროთ. მონიშნეთ ტექსტის თქვენთვის მნიშვნელოვანი ადგილები

გახსოვდეთ: ნუ ელოდებით, რომ ერთი წაკითხვით შესაძლებელია შესასწავლი მასალის სრულად გაგება.
სასურველია, დაუბრუნდეთ კითხვას მეორედ, მესამედ,
მეოთხედ, რომ რაც გაუგებარი დაგრჩათ, გაიგოთ და გაიაზროთ.

წიგნის ( ჟურნალის)  შესწავლისას, საჭიროა ყურადღება გაამახვილოთ სქემებზე, ნახაზებზე, ცხრილებზე, რუქებზე, ნახატებზე, მათემატიკურ ფორმულებზე: დაათვალიეროთ ისინი, დაფიქრდეთ, გაანალიზოთ, დაუკავშიროთ ტექსტს. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ და აითვისოთ შესასწავლი მასალა.

კითხვისას აუცილებელია ლექსიკონის გამოყენება, რათა ყველა გაუგებარი სიტყვა, ტერმინი, გამოთქმა სწორად აღიქვათ, გაიგოთ და დაიმახსოვროთ.

3.

შერჩევითი კითხვა

გადაიკითხეთ ტექსტის მნიშვნელოვანი ადგილები. ეს დაგეხმარებათ შესასწავლი მასალის გაგებასა და ათვისებაში.

4.

წასაკითხი მასალის გეგმის შედგენა

გეგმის პუნქტებში ჩაინიშნეთ ყველაზე საჭირო ( არსებითი) აზრები.

5.

წაკითხულიდან ჩანაწერების გაკეთება

წიგნის ( ჟურნალის) კითხვისას, სასურველია ჩანაწერების, სქემების, თეზისების, ციფრების, ციტატების ამოწერა და  კონსპექტების წარმოება. შესასწავლი ლიტერატურის ჩანაწერები გააკეთეთ თვალსაჩინოდ, გამოყოფილად, აბზაცებად და პუნქტებად.

გახსოვდეთ ჩანაწერების გაკეთების ძირითადი პრინციპი: ყველაზე არსებითი (საჭირო) და მოკლე ფორმით!

არ დაივიწყოთ ინფორმაციის წყაროების ბმულების ჩანიშვნა.

ჩანაწერების კეთებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ 3 ძირითადი ფორმა: ციტატა,
თეზისი ( პერიფრაზირება), კონსპექტირება.

 

6.

წაკითხულის შედარება და შეპირისპირება სხვა წყაროსთან

შეადარეთ და შეაპირისპირეთ წაკითხული სხვა ლიტერატურულ წყაროებს. აღნიშნეთ პრობლემის გადაჭრის საერთო და განსხვავებული ნიშნები.

7.

წაკითხულის კრიტიკულად შეფასება და შენიშვნების გაკეთება

მიაქციეთ ყურადღება გადმოცემული აზრის ობიექტურობას

 

 

იხილეთ  პირველი ნაწილი : https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=835

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი