სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ შევქმნათ დემოკრატიული გარემო საკლასო ოთახში

თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა, სასწავლო პროცესი უფრო მეტად დემოკრატიული გახადოს, მას განსაკუთრებული მიზანი დაუსახავს. სტატიაში შემოთავაზებული მასალა  ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

გაეცანით ინფორმაციას, შეაფასეთ საკუთარი თავი და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

 

  1. რა ეტაპზე ვარ თითოეულ ასპექტთან მიმართებით?
  2. რომელ ასპექტს ვირჩევ ხვალისთვის? მომდევნო კვირისთვის? მომდევნო წლისთვის?
  3. რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა სკოლამ სარგებელი მიიღოს ჩემ მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესიდან?

 

მოკლევადიანი მიზნები საშუალოვადიანი მიზნები გრძელვადიანი მიზნები
მასწავლებელი ერიდება ავტორიტარულ გამოთქმებს და ჟესტებს მასწავლებელი ეჩვევა არაავტორიტარულ გამოთქმებს და ჟესტებს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მყარდება ურთიერთგაგება
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ შეარჩია კონკრეტული საკითხი და სასწავლო მასალა მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ალტერნატიულ საკითხებს და სასწავლო მასალას მასწავლებელი და მოსწავლე გეგმავენ ერთობლივ გაკვეთილს
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლის მიზნებსა და შედეგებს მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს  სწავლის ალტერნატიულ მიზნებს და შედეგებს მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად არჩევენ სწავლის მიზნებსა და შედეგებს
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რატომ შეარჩია სწავლისა და სწავლების კონკრეტული მეთოდოლოგია მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლისა და სწავლების ალტერნატიულ მეთოდებს მასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას სწავლისა და სწავლების მეთოდების შერჩევის შესახებ

 

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ დაუწერა მას კონკრეტული ქულა/შეფასება მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს, რატომ არ შეეძლო უფრო მაღალი ნიშნის/ქულის დაწერა ინერგება მოსწავლეების მიერ საკუთარი შრომის შეფასება (თვითშეფასება)
მასწავლებელი წარმოაჩენს კონფლიქტისადმი გადაჭრის დემოკრატიულ მიდგომებს მასწავლებელი უარს ამბობს კონფლიქტის გადაჭრის ავტორიტარულ მეთოდებზე, არ იყენებს თავის ძალაუფლებას ავტორიტარულად კონფლიქტის გადაჭრა ხდება თანამშრომლობით და კომუნიკაციით
მასწავლებელი განმარტავს, როგორ არის ორგანიზებული სასწავლო პროცესი აუდიტორიაში მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეთა რჩევებს სასწავლო პროცესისა და სამუშაოს ორგანიზების შესახებ მოსწავლეები მონაწილეობენ სასწავლო პროცესისა და სამუშაოს ორგანიზებაში

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი