ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

New York, New York

მილიონობით ადამიანისთვის, მათ შორის – ჩემთვისაც, ნიუ-იორკიყველაზეგამორჩეულიდასაოცნებო ქალაქია. ნიუ–იორკს,რომელსაცუზარმაზარიშენობების გამოცათამბჯენებისქალაქადაცმოიხსენიებენ,კიდევ რამდენიმემეტსახელიაქვს:მსოფლიოსდედაქალაქი(Novum Caput Mundi),ქალაქირომელსაცარასდროს სძინავს,ემპაირსიტი,გოთემი“, მაგრამყველაზეგავრცელებულიმეტსახელი „დიდივაშლია.რატომ ეძახიან ასე, თვით ნიუიორკელებიც ვერ გეტყვიან, თუმცა ვერსია ბევრია და ყველა – ერთიმეორეზე საინტერესო.

ამ ქალაქში სეირნობისას ყველა ქუჩა და გზაჯვარედინი საოცრად ნაცნობი იქნება თქვენთვის – არცაა გასაკვირი, რადგან ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა ფილმში. ამ გიგანტურ, სკასავით მოგუგუნე მეგაპოლისში განმარტოება ან ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას მოხვედრა, თუნდაც მცირე ხნით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ულტრადინამიკური, ხმაურიანი, გამუდმებით მოძრაობაში მყოფი ქალაქი მრავალფეროვან და მრავალსახოვან ემოციებს იწვევს და თითქოს გვეუბნება: „Welcome to New York, baby!

ნიუიორკსიტიბოსვაშისრეგიონის(BosWash)ცენტრშიმდებარეობსდაბოსტონიდან350კმთაადაშორებული,ხოლოვაშინგტონიდან353 კმით.ქალაქისსაერთოფართობია1.212.4 კმ²,რომლის 35,31% წყალზეა.ქალაქიშტატ ნიუიორკში,მდ. ჰუძონისშესართავთან, სამმთავარკუნძულზეაგანლაგებული:მანჰეტენზე, სტეიტენ-აილენდსადადასავლეთლონგ-აილენდზე.ბრონქსიმისი ერთადერთირაიონია,რომელიცკონტინენტურნაწილზემდებარეობს. სულ კი ქალაქი ხუთრაიონს აერთიანებს: ბრონქსს, ბრუკლინს,მანჰეტენს,კუინსისდასტეიტენაილენდს. ყოველი მათგანი გამორჩეული და საინტერესოა.

მანჰეტენი (Manhattan, 1,6 მლნ-ზე მეტი მცხოვრები) ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ცნობილი რაიონია, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე 21 კმ-ია, ხოლო საერთო ფართობი – 60 კვ. კმ. მანჰეტენი მეგაპოლისის გული და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი რაიონია. გრანდიოზული ცათამბჯენები, ბროდვეი, ცენტრარული პარკი, თავისუფლების ქანდაკება – ყველაფერი ეს უფლებას გვაძლევს, მანჰეტენი ამერიკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მივიჩნიოთ.

ბრუკლინი (Brooklyn, 2.5 მლნ-ზე მეტი მცხოვრები) ნიუ-იორკის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია. ამასთან, იგი სოციალური და ეთნიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

კვინსი (Queens, 2,3 მლნ–მდე მცხოვრები) ფართობით ყველაზე დიდია და ეთნიკური სიჭრელითაა ცნობილი. კვინსის მოსახლეობა 130 ენაზე ლაპარაკობს. სწორედ აქ მდებარეობს ნიუ-იორკის სამიდან ორი აეროპორტი. ფლაშინგ მედოუზ კორონას პარკში (Flushing Meadows–Corona Park) ყოველწლიურად იმართება საჩოგბურთო ტურნირი US Open.

ბრონქსი (Bronx, 1,4მლნ–მდე მცხოვრები) მანჰეტენის ჩრდილოეთით მდებარეობს და მუსიკალური მიმდინარეობების – რეპისა და ჰიპ-ჰოპის „დაბადების” ადგილია. ბრონქსი – ეს კულტურების შერწყმა და თვალწარმტაცი ლანდშაფტების მრავალსახეობაა.

სტეიტენ-აილენდი (Staten Island, 500 ათასამდე მცხოვრები) ნიუ-იორკის ყველაზე მცირედ დასახლებული და ყველაზე „პროვინციული” რაიონია. ის იმავე კუნძულის სახელს ატარებს, რომელზეცაა გაშენებული. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა საბორნე გადასასვლელი სტეტენ-აილენდ ფერი, რომელიც კუნძულს მანჰეტენთან აკავშირებს.

წინათ ნიუიორკისადგილასჰოლანდიური დასახლებაიყო, რომელსაცახალიამსტერდამიერქვა. 1664წელსინგლისელებმაჰერცოგიორკისმეთაურობითქალაქიდაიპყრესდამასნიუიორკიუწოდეს.

დღეს ნიუიორკისმკვიდრიმოსახლეობა 8 მილიონსშეადგენს,მისაგლომერაციაშიკი22მილიონზემეტიადამიანიცხოვრობს.ქალაქსამავესახელწოდებისშტატისგანგანსასხვავებლადნიუ-იორკსიტისუწოდებენ.

ნიუიორკისაერთაშორისოფინანსების, პოლიტიკის, გართობისადაკულტურისცენტრიადამსოფლიოსერთერთუმნიშვნელოვანეს გლობალურქალაქად მიიჩნევა. აქ მდებარეობსგაეროს 30-სართულიანიშტაბბინა.

აქვეა მსოფლიოშიუდიდესისაქალაქოპარკინიუიორკისცენტრალპარკი,რომელიცთავისისილამაზით უამრავტურისტსიზიდავს.

მეგაპოლისში თავმოყრილია პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია – კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და რელიგიის ნიმუშები. შეხვდებით ცივილიზაციის საუკეთესო და ყველაზე უარეს ნიშნებს.

ნიუ-იორკში მოხვედრილს, უპირველეს ყოვლისა, მისი ცათმბჯენები გეცემათ თვალში: ვულვორტი, კრაისლერი, სიგრემი, კონდე-ნასტი, ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგი. მეორე ორიენტირი კი, რა თქმა უნდა, თავისუფლების ქანდაკებაა, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე დგას და რომლის გარეშეც ნიუ-იორკის წარმოდგენა შეუძლებელია.

 

ემპაიერ-სტეიტ-ბილდინგი1381 მ სიმაღლის 102სართულიანი შენობაა, რომელიც 1931 წელს აშენდა.ცათამბჯენსსახელი ნიუ-იორკისმეტსახელისგამოდაერქვადადღემდეამ ქალაქის ყველაზემაღალშენობადრჩება. სამოქალაქოინჟინერთაამერიკულმასაზოგადოებამშენობამსოფლიოსერთერთთანამედროვეშვიდსაოცრებად შერაცხა. ის უდიდესცათამბჯენთამსოფლიო ფედერაციას ეკუთვნის.

ნიუ-იორკის ღირშესანიშნაობაა მუზეუმების მოლი ჰაიდ-პარკის მახლობლად, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდესი მუზეუმით – მეტროპოლიტენ მუზეუმით იწყება. მერე კი თითქმის ყველა ქუჩაზე სხვადასხვა მუზეუმი გვხვდება: ბარიოს მუზეუმი 104–ე ქუჩაზე, ნიუ-იორკის მუზეუმი – 103-ეზე, ებრაული მუზეუმი – 92-ეზე, ფერწერის აკადემია – 89-ეზე, გუგენჰაიმის მუზეუმი – 88-ეზე, ახალი გალერეა – 86-ეზე.

ყოველ წელს, ივნისის მეორე სამშაბათს, ნიუ-იორკში მუზეუების მოლის დღესასწაული იმართება. ამ დროს მე-5 ავენიუ იკეტება და ეწყობა სახალხო სეირნობა მუსიკისა და ჭამა-სმის თანხლებით. რაც მთავარია, მუზეუმებში შესვლა ამ დღეს უფასოა.

ბროდვეი ქალაქის ყველაზე გრძელი ქუჩაა და თავისი მრავალრიცხოვანი თეატრებითა და შოუპროგრამებითაა ცნობილი. ფაინენშლ-დისტრიქტის რაიონში მდებრეობს უოლ-სტრიტი და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. უოლ-სტრიტი ნიუ-იორკისა და მთლიანად ამერიკის ფინანსური გულია. აქ არა მარტო საფონდო ბირჟაა საინტერესო, არამედ ფედერალ-ჰოლიც, სადაც ამერიკის პირველი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. და, რაღა თქმა უნდა, ბრუკლინის ხიდი, რომელიც მანჰეტენსა და ბრუკლინს აკავშირებს.

ტაიმ-სკვერზე მდებარეობს ბალტიმორის თეატრი და სათამაშოების მსოფლიოში უდიდესი მაღაზია. ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი ბრონქსშია, როკფელერის ცენტრი და ბრენდული მაღაზიები მე-5 ავენიუსა და მედისონზე შეგხვდებათ. სოჰო მრავალრიცხოვანი გალერეებითაა განთქმული. სხვათა შორის, როკფელერის ცენტრში, 1931 წლიდან მოყოლებული, ყოველ შობას დგამენ გიგანტურ ნაძვის ხეს, რომლის სანახავად ტურისტები თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

თუ ქუჩებში ხეტიალით დაიღლებით, ცენტრალურ, მშვენიერ პალჰემ-ბეის თუ მყუდრო ფორტ-ტრაიონის პარკებში დასვენებას არაფერი სჯობს.

ნიუ-იორკი ძლიერების, გიგანტიზმისა და შესაძლებლობების მაგალითია და ერთ-ერთი ყველაზე ატრაქციული ადგილი ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის. ესაა ქალაქი – გამოცანა, ქალაქი – ოცნება.

Welcome to New York, baby!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი