სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

Brain Ring – შემეცნებითი თამაში

შემეცნებითი თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილს საინტერესოსა და სახალისოს ქმნის. თამაში მოსწავლეებს უყალიბებს კომუნიკაციის უნარსა და გუნდური მუშაობის პრინციპებს.

მინდა შემოგთავაზოთ კითხვები შემეცნებითი თამაშისთვის „Brain Ring“. მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ. თამაში შედგება რამდენიმე ბრძოლისგან. „Brain Ring“ მიმდინარეობს გარკვეული (მაგ. 5) ქულების დაგროვებამდე. თითოეული სწორი პასუხისთვის გუნდი ერთ ქულას იღებს. თუ პასუხი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გასცა, მაშინ თამაშდება 2 ქულა. თუ კვლავ ვერ გასცეს პასუხი, მაშინ – 3 ქულა. წამყვანს უფლება აქვს არ გასცეს სწორი პასუხი და შემდეგ რაუნდებში გაათამაშოს ეს კითხვები.

გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც პირველი დააგროვებს 5 ქულას.

 თუმცა თამაშის წესები შესაძლებელია მოსწავლეებმა თავად შეიმუშაონ.

თემა ლათინური ამერიკა:

 პირველი ბრძოლა:

  1. რატომ უწოდებენ რეგიონს ლათინურ ამერიკას?
  2. რომელი ევროპული ქვეყნები ეცილებოდნენ ერთმანეთს სამხრეთი ამერიკის დაპყრობისთვის?
  3. რატომ უწოდებენ ამერიკელ აბორიგენებს ინდიელებს?
  4. ვინ იყვნენ კონკისტადორები? (ესპანელი დამპყრობლები, ზოგადად გაღატაკებული ჯენტლმენები, რომელთაც მემკვიდრეობა არ ერგოთ. კორტესი, პისარო, ალმაგრო);
  5. რომელი ცივილიზაციები დაიპყრეს კონკისტადორებმა და სად ცხოვრობდნენ ისინი? (ინკები – ამჟამინდელი პერუს, ბოლივიისა და ეკვადორის ტერიტორიებზე; აცტეკები – მექსიკის ტერიტორიაზე; მაიას ტომები – იუკატანის ნახევარკუნძულზე, გვატემალასა და ჰონდურასის ტერიტორიებზე).
  6. რომელი ქვეყანა გაბატონდა სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე? (ტორდესილასის ხელშეკრულება დაიდო 1494 წლის 7 ივნისს, ტორდესილასში (ესპანეთი), რომის პაპის ალექსანდრე VI-ის ინიციატივით, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები – პორტუგალიის სამფლობელოებად. დასავლეთის 46° მერიდიანი (მარცხნივ) მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია).
  7. ყველაზე დიდი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში? (ბრაზილია).
  8. ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქი? (ლა-პასი).
  9. რომელ ქვეყანას ეკუთვნის გალაპაგოსის კუნძულები და რითია ის ცნობილი? (ეკვადორს. აქ გავრცელებულია გიგანტური კუები).
  10. ამ კუნძულს აბორიგენები რაპა-ნუის უწოდებდნენ. იგი ჰოლანდიელებმა აღმოაჩინეს და რელიგიური დღესასწაულის სახელი უწოდეს. რომელ კუნძულზეა საუბარი და რითია იგი ცნობილი? (აღდგომის კუნძული. ჩილეს ეკუთვნის. ქვის ქანდაკებები).

 

მეორე ბრძოლა:

  1. ყველზე დიდი „ზღვის გადაღმა დეპარტამენტი“? ( ფრანგული გვიანა).
  2. რომელი ქვეყნის გერბზეა გასაღები გამოსახული და რატომ? (კუბის. ახალი ცხოვრების, ახალი სინათლის სიმბოლო).
  3. რას უწოდებენ ქალაქს, რომელიც მდებარეობს გუანაბარის უბეში? ( რიო-დე-ჟანეირო. იანვრის მდინარე).
  4. რომელი მცენარეები გავრცელდა ევროპაში? (კარტოფილი, სიმინდი, პომიდორი, კაკაო, წიწაკა).
  5. რატომ გავრცელდა კარტოფილი იმ ქვეყნებშიც, სადაც ცივი კლიმატია? (კარტოფილის სამშობლო პერუ მთიანი რეგიონია, სადაც ცივი კლიმატია).
  6. ხე, რომლის სახელიც მიიღო ლათინური ამერიკის ყველაზე დიდმა ქვეყანამ? (სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან. პორტულაგიურ ენაში ამ ხეს პაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაც ლათინური ბრასა-დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს).
  7. რატომ უწოდებენ სამხრეთ ამერიკას ყველაზე ტენიან კონტინენტს? (რადგან სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ეკვატორულ და სუბეკვატორულ კლიმატურ სარტყლებში, აგრეთვე გავლენას ახდენს პასატები, რომლებიც ატლანტის ოკეანიდან უბერავს).
  8. შინაური ცხოველები, რომლებიც იძლევიან მატყლს. (ლამა და ალპაკა).
  9. ლათინური ამერიკის სტეპი. (პამპა).
  10. რა არის პატაგონია? ( გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთის საკმაოდ დიდ ნაწილს. მდებარეობს არგენტინასა და ჩილეში).

 

მესამე ბრძოლა:

  1. ვინ არიან კრეოლები? (ასე უწოდებდნენ ესპანელი კოლონიზატორების შთამომავლებს ლათინურ ამერიკაში. მოგვიანებით, ეს სახელი გავრცელდა სხვა თეთრკანიანთა შთამომავლებზეც).
  2. ქვეყნებში, სადაც “თეთრი” მოსახლეობა ჭარბობს. (არგენტინაში, ურუგვაიში).
  3. გავრცელებული რელიგია ლათინურ ამერიკაში. (კათოლიკური).
  4. ცეკვები, რომლების სამშობლოც ლათინური ამერიკაა? (ტანგო, სამბა).
  5. უდიდესი ფეხბურთელები (პელე და მარადონა).
  6. უდიდესი აგლომერაციები. ( მეხიკო, ბუენოს-აირეი, რიო-დე-ჟანეირო).
  7. სად არის ნავთობმომპოვებელი რეგიონები? (კარიბის აუზი, მექსიკა, ვენესუელა).
  8. მსოფლიოში უდიდესი ბანანის ექსპორტიორი ქვეყნები? (ბრაზილია, კოსტა რიკის, კოლუმბია, ეკვადორი).
  9. რას ნიშნავს ანდები ინკების ენაზე? ( სპილენძის მთებს).
  10. ნავთობმომპოვებელი ორგანიზაცია ოპეკის წევრი ქვეყანა? (ვენესუელა).

კიდევ უამრავი, განსაკუთრებით, სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული კითხვის დამატება შეიძლება. ვეცდები შემდეგში კვლავ მოგაწოდოთ შეკითხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი