ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქვეყანა, სადაც ხეები საერთოდ აღარ იჭრება

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყის ჩეხვის ნულოვან მაჩვენებელზე დაყვანის რეგულაციას მიაღწია.

ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს ტყის კონსერვაციის პროექტებს და მხარს უჭერს სატყეო საზოგადოებათა უფლებების პროგრამებს.

ნორვეგიის წვიმის ტყეების პოლიტიკისა და კამპანიის ფონდის ხელმძღვანელის, ნილს ჰერმან რანუმის განცხადებით, „ეს მნიშნელოვანი გამარჯვებაა წვიმის ტყეების დაცვისათვის ბრძოლის საქმეში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზოგიერთმა კომპანიამ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა ისეთი პროდუქციის წარმოებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია წვიმის ტყეების განადგურებასთან;

დღევანდელ დღემდე მთავრობისგან მსგავსი დაპირება არ არსებობდა. ახლა კი, მისასალმებელია, რომ მთავრობამაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიღო“.

ნორვეგიის წვიმის ტყეების ფონდი მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა კამპანიას, რომ ნორვეგიის მთავრობას ტყის ჩეხვის ნულოვანი მაჩვენებლის რეგულაცია მიეღო.

ქვეყნის პარლამენტმა მთავრობას ასევე დაავალა, რომ დაიცვას ქვეყნის ბიომრავალფეროვნება და ამ მიზნით განხორციელოს ცალკეული პროექტები ნორვეგიის ბანკიდან ინვესტირების გზით.

2014 წელს ნორვეგია ნიუ-იორკში, გაერო-ის კლიმატის სამიტზე, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად შეუერთდა დეკლარაციას, რომლის თანახმადაც მან აიღო ვალდებულება, „რომ უზრუნველეყო ეროვნული საზოგადოების მხარდაჭერა ნულოვანი დეფორესტაციის პირობებში ქვეყნის რესურსებით მომარაგების მისაღწევად; მათ შორის, შეექმნა საზოგადოების უზრუნველყოფის პოლიტიკა ისეთი პროდუქტების მდგრადი წყაროსათვის, როგორებიცაა პალმის ზეთი, სოია, ძროხის ხორცი და ხე-ტყე.

Climate Action-ის მონაცემების თანახმად, 2000-2011 წლებში სწორედ ძროხის ხორცი, პალმის ზეთი, სოია და ხის პროდუქტები იყო პასუხისმგებელი სრული ტროპიკული დეფორესტაციის 40%-სა და ნახშირორჟანგის გამოყოფის 44-%-ზე მსოფლიოს იმ შვიდ ქვეყანაში, სადაც ტყის ჩეხვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი