შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გეომეტრიული ოპტიკა

ოპტიკა შეისწავლის სინათლის გავრცელებას, აგრეთვე მის როგორც ელექტრომაგნიტური ტალღის თვისებებს. სინათლის ტალღურ თეორიას, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს ჰიუგენსის პრინციპი, რომელიც საშუალებას იძლევა, დროის მოცემულ მომენტში არსებული ტალღური ფრონტის მიხედვით განისაზღვროს ტალღის მდებარეობა დროის მომდევნო მომენტებში. ამ პრინციპის თანახმად, ტალღური ფრონტის წერტილი თვითონვე წარმოადგენს მეორეული სფერული ტალღის წყაროს. ასეთი მეორეული სფერული ტალღების მომვლები ზედაპირი კი განსაზღვრავს ტალღურ ფრონტს დროის მომდევნო მომენტში. ჰიუგენსის პრინციპი იმის საშუალებასაც იძლევა, აღვწეროთ სინათლის ტალღის ქცევა ორი გამჭვირვალე გარემოს გამყოფ ზედაპირზე. გეომეტრული ოპტიკის ფარგლებში განვმარტავთ სინათლის სხივს, რომელიც წარმოადგენს სინათლის ტალღის ფრონტის მართობულ სხივს, გავლებულს სინათლის გავრცელების მიმართულებით.

ვრცლად

გეომეტრიული ოპტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი