სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

არდადეგები

ნიკო გომელაურის ნაივური ლირიკა

კრიტიკოსი თეიმურაზ დოიაშვილი იხსენებს ერთგან, დავით წერედიანთან როგორ დააბარა...

სევდის მწერალი

რევაზ ინანიშვილი იმ მცირერიცხოვან ქართველ მწერლებს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაზე სრული ეროვნული კონსენსუსია მიღწეული. მე არ ვიცნობ ადამიანს, წიგნის მკითხველს, ვისაც ინანიშვილის შემოქმედება არ უყვარს. მისის მოთხრობები ბავშვობიდან იჭრებიან ჩვენში და ჩვენს კოგნიტიურ და სენსუალურ შრეებში ილექებიან სამუდამოდ. მის ტექსტებზე თაობები გაიზარდა და ეს მის სიცოცხლეშივე მოხდა. მართალია, გაგანია სამოქალაქო ომის დროს გარდაიცვალა და მისი დაკრძალვა ისეთი არ ყოფილა, როგორიც ეკადრებოდა, მაგრამ სიცოცხლეში მკითხველის სიყვარული არ მოჰკლებია. ყველა თაობის საყვარელი მწერალი იყო. ის დიდუბის პანთეონში განისვენებს. არა მგონია, მას ამაზე დიდად ედარდა, მაგრამ ყოვლად გაუგებარია, როგორ ხდებოდა მაშინ, ან დღეს როგორ ხდება "სამთაწმინდე" და "სადიდუბე" პროზაიკოსების და პოეტების სელექცია, და რატომ არაა რეზო ინანიშვილი დაკრძალული მთაწმინდაზე. არადა, მისი შემოქმედების ყველა მახასიათებლის და ქართველი მკითხველის უსაზღვრო სიყვარულის გათვალისწინებით, მისი ადგილი სწორედ იქაა. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა." - გოდერძი ჩოხელის ეს აფორისტული ფორმულა ყველაზე მეტად რეზო ინანიშვილის შემოქმედებას მიესადაგება. ის სევდის მწერალია, მაგრამ ეს სევდა ფლუსტრირებისკენ კი არ უბიძგებს მკითხველს, პირიქით - სტიმულატორია ონტოლოგიური და ეგზისტენციალური რეფლექსიებისთვის. რეზო ინანიშვილის შემოქმედების შემთხვევაში აბსოლუტურად რელევანტური ხდება ლიტერატურისადმი მისადაგებული, ერთი შეხედვით საეჭვო, იმპერატივი, რომ ლიტერატურამ მკითხველი უკეთესი უნდა გახადოს. ინანიშვილის ტექსტებს მართლა შესწევთ კათარსისის უნარი და ეს უნარი მრავალჯერადია - რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო ერთი და იგივე ტექსტი, ყოველ ჯერზე უკეთეს ადამიანად ქცევის სასიამოვნო განცდა გეუფლება. "რევაზ ინანიშვილს საერთოდ ახასიათებს რაღაც დიდი ინტუიციური მიგნება და ხედვა ადამიანის ბუნების კეთილი საწყისებისა, იგი ახერხებს სულ უბრალოდ მოქმედებაში, უფრო ხშირად კი უამისოდაც, გმირის მხოლოდ სულის სიღრმეებში ჩახედვით დიდი და სუფთა ადამიანური გრძნობების თანაზიარი გახადოს მკითხველი და იგი ღრმა კეთილშობილებით, სიყვარულის წრფელი გრძნობით აავსოს." - წერდა 1962 წელს კრიტიკოსი გურამ გვერდწითელი. " ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ..." - ამბობს ინანიშვილი ერთგან. ეს პასაჟი, გარდა იმისა, რომ ჰუმანურობის ყველაზე ზუსტი ინდიკატორია, ინანიშვილის მრავალმხრივი შემოქმედების თეზისიცაა, ამ სიტყვებშია აკუმულირებული მისი ტექსტების დედააზრი. მის მოთხრობებში, ნოველებში და მინიატიურებში იმდენი პოეზიაა, რამდენიც, შეიძლება ითქვას, ერთად აღებულ ქართულ პროზაში არ ყოფილა არასდროს. ზოგიერთ მის მინიატიურას თავისუფალი ლექსის გრაფიკა რომ მივცეთ, რიტმული ვალდებულებებისგან თავისუფალ ვერლიბრს მივიღებთ, აზრის დინამიკით და წამლეკავი ექსპრესიით. მას დაახლოებით ასეთი რამე აქვს ნათქვამი: რომანისტებს რა უჭირთ, ყოველ დილით ადგებიან და შეწყვეტილი ადგილიდან გააგრძელებენ წერას, აბა, ჩვენ, ნოველისტებმა ვიკითხოთ, მუდამ თემის ძიება რომ გვიწევსო. ეს გულწრფელი ნათქვამი ნამდვილად ჰგავს პოეტების "ნადირობას" ლექსის თემებზე. ამიტომ იყო, რომ ის ბევრს დადიოდა, ყოველთვის თემაზე "ნადირობდა". რევაზ ინანიშვილი ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ქართულ ლიტერატურაში. მის შემოქმედებას ქრონოლოგიურად რომ გადავავლოთ თვალი, ფილიაციის და ტრანსფორმაციის კვალსაც ვერ ვიპოვით, რადგან ის გამოჩენისთანავე შემდგარი მწერალი - რევაზ ინანიშვილი იყო, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, საკუთარი თავისთვის არ უღალატია. ორმოცდაათიანი წლების ქართულ მცირე პროზაში ორი ხაზი გამოიკვეთა: რეზო ინანიშვილისეული - პოეტური, და გურამ რჩეულიშვილისეული - მეამბოხე-დევიანტური. მათი თაობის ყველა სხვა მწერალთან შედარებით, ყველაზე მეტი მიმბაძველი თუ შემოქმედებითად ამთვისებელი სწორედ ამ ორ მწერალს ჰყავს დღემდე. მე მსმენია შეხედულება, რომ რეზო ინანიშვილი მართალია, კარგი მწერალია, მაგრამ მაინც ლოკალური მასშტაბისაა. ჯერ ერთი, ინანიშვილი კარგი კი არა, დიდი მწერალია და მეორეც: რა თქმა უნდა, მისეული საფირმო ენის და დიალექტიზმებით ნასაზრდოები ენობრივი მოდულაციების სხვა ენაზე გადატანა შეუძლებელია, მაგრამ მისი "სევდიანი ჰუმანიზმი" და მიგნებული თემების დამუშავების ოკაზიონური ტექნიკა, რომელიც მას მსოფლიო კლასიკოსების გვერდით აყენებს, ინტერნაციონალური და ინტერლინგვისტურია. და მაინც: "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?"

ფანტასმაგორიული ვარიაციები

ადამიანი ქმნის თავის ბედს, თუ უჩინარი შემოქმედის მიერ ყველაფერი...

ჟასმინ-დუმფარ-მაგნოლიისფერი ზღაპრები

(ლილი ალფაიძის „ციყვი, ანუნა და კეთილი ბიჭუნა“) „ყველა დროს, ყველა ქალაქში არსებობენ...

ლექსების კითხვა გზაგასაყარზე   

მოზარდებიც, ზრდასრულობაში ახლად შესულებიც ხშირად ამბობენ, რომ პოეზია არ...

პიტერ ბანზლი: „მექანიკური გული“

პიტერ ბანზლის რომანის, „მექანიკური გულის“ ქართული გამოცემის გარეკანმა ჩემი...

რობერტ მაკკამონი – „ბიჭის ცხოვრება“

უმბერტო ეკო ერთ-ერთ თავის წერილში მკითხველებს გვეუბნება, კლასიკური წიგნებიდან...

    ჭონა, ჭიაკოკონა. აღდგომა

 ოთხშაბათ დღეს, სკოლიდან წამოსულმა გორაზე,  ლაშა, გიორგი და ბაჩო...

სინამდვილე, მთელი თავისი სისავსით

„უშენოდ არცა სიხარულს და არც მშვენიერებას არა აქვს მადლი“ ლუკრეციუსი (ხუან...

გამქრალი სიყვარულის აკორდები

რა  ხდება მაშინ, როდესაც რეალობა და ილუზია ისე გადაეწვნება...

მეტერლინკი და ვაჟა-ფშაველა  

ბელგიელი სიმბოლისტი მწერლის, მოაზროვნის, ნობელიანტის, მორის მეტერლინკის შემოქმედებაში გამორჩეულია...

თანამედროვე ქართული დისტოპია

თანამედროვე ქართული რომანი გამოირჩევა თემატური თუ ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ძიებებით....

ჯარჯი

არიან დიდი პოეტები, რომლებიც დროთა ვითარების თუ პირადი პასიურობის...

ხეტიალის მოკრძალებული ხიბლის შესახებ

რამდენიმე დღის წინ ქალაქგარეთ ყოფნისას, მანქანა გამიფუჭდა და მაღალმთიანი...

წყალკურთხევა

ცხრამეტ იანვარს, როგორც სახარება გვიყვება, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში...

წიგნები საბავშვო ბიბლიოთეკიდან – ჯენი პირსონი: „ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა“

საბავშვო წიგნების სერიას „საოცრება“ ჰქვია და არაერთ საინტერესო თანამედროვე...

წიგნები საბავშვო ბიბლიოთეკიდან

ტერი პრეტჩეტი: „სატვირთოს გამტაცებლები“   მორიგ წიგნს საბავშვო ბიბლიოთეკიდან, რომელზეც დღეს...

„საღამოს სინათლე სხვის ფანჯრებში“

(აკა მორჩილაძის «obole”) სულ რამდენიმე დღის წინ მეგობარს ლიტერატურულ კრიტიკაზე...

თამაშისა და რეალობის გზაჯვარედინები

დღეს უამრავი გასართობია ბავშვებისა და დიდებისთვისაც, მოზარდებში კი განსაკუთრებით...

მოდი, ზღაპარო და გადაგვარჩინე…

„ძილისპირული - ადამიანი არის ის განწყობა და გარემო, რომლებსაც...

მგლის კბილის შემკვრელი

ჩემი სახლის გადაღმა ფრიალო კლდის პირას აშოლტილი ბალამწარა იდგა....

ჩვენი კარგი გაბრიელი

„მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! -...

ემილ ვერჰარნის ქიმერები

იმ შემოქმედთა შორის, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში თავიანთი მეამბოხე...

წიგნის თარო: საზაფხულო ბიბლიოთეკა

  ზაფხულის მოახლოება სანატრელ დასვენებასთან ერთად ნიშნავს ბევრ თავისუფალ დროს,...

დაუვიწყარი ზაფხული – აქტივობა წერის უნარის განსავითარებლად

  ის, რაც არასოდეს მავიწყდება, ჩემი ბავშვობის ზაფხულებია. წლები რომ მემატება,...

სამართალი, აბსურდი და წინასწარგანზრახულობა

(ფრანც კაფკა „პროცესი”, „განაჩენი”, „სადამსჯელო კოლონიაში”)  სანამ კაფკას შემოქმედებაში სამართლის...

ზაირა არსენიშვილის რომანის – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ – შესახებ

„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის...

წინ, ბავშვობის დაუსახლებელი კუნძულისკენ!…

(ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას”) 1960 წელს გამოცემულმა ამ რომანმა,...

პოეტური გამოცდილების სიმწარე XXI საუკუნის დასაწყისში

შოთა იათაშვილი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის ქართველ ავანგარდისტებს შორის ერთ-ერთი...

კეთილი კაცი ნუგზარ ზაზანაშვილი   

როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, მოვძებნე მისი წიგნი, დავჯექი...

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი