გაკვეთილების ცხრილი
თქვენ იმყოფებით:  სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი მათემატიკა
ბლუმის ტაქსონომია მათემატიკის სწავლებისას
ავტორი: ზაქარია გიუნაშვილი

სიტყვა „ტაქსონომია" აღნიშნავს ქმედებას, რომელიც კლასიფიცირებას უკავშირდება. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისგან - ტაქსის, რაც ნიშნავს წესრიგს, დალაგებას და - ნომოს, რაც ნიშნავს კანონს, მეცნიერებას. ეს ქმედება (კლასიფიცირება) შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც რეალურ ობიექტებთან, ასევე ცნებებსა და იდეებთანაც. გარდა ამისა, იგი მოიცავს იმ პრინციპების აღწერასაც, რომლებსაც ეფუძნება ეს კლასიფიკაცია. კერძოდ, განათ­ლების სფეროში საკმაოდ გავრცელებული ტერმინი ბლუმის ტაქსონომია უკავშირდება სასწავლო მიზნების კლასიფიკაციას და ამ კლასიფიკაციის პრინციპების აღწერას. იგი 1956 წელს შეიმუშავა განათლების სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბენჯამინ ბლუმი. ამ პრინციპების მთავარი მიზანი იყო განათლების სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სასწავლო კურიკულუმებისა და შეფასების სისტემების შექმნის ხელშეწყობა.

ვრცლად