რუსუდან თედორაძე - რატომ უფერულდება მარჯნის რიფები
სიახლეების არქივი11 დეკემბერი , 2012
მარჯნის რიფებს - პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საოცარ ეკოსისტემას - გადაშენება ემუქრება. ამ საფრთხის მაუწყებელი პირველი სიგნალია მარჯნების გაუფერულება (ინგლ. bleaching), რაც პოლიპის მიერ მისი სიმბიონანტი ერთუჯრედიანი წყალმცენარის (Symbiodinium) "განდევნით" არის გამოწვეული. როგორც ცნობილია, ეს წყალმცენარე პოლიპის უჯრედებში ცხოვრობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის კვებაში - ზოგიერთი მონაცემით, მარჯნების საკვების 90%-ს სწორედ ის ორგანული ნივთიერება შეადგენს, რომელიც სიმბიონანტი წყალმცენარის ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება. პოლიპი, თავის მხრივ, თავშესაფარს აძლევს წყალმცენარეს და ამარაგებს მას დეფიციტური ბიოგენური ელემენტებით (აზოტით, ფოსფორით, ნახშირორჟანგით).
საფრთხე წარმოშვა გლობალური დათბობის ფონზე სანაპირო წყლებში ტემპერატურის მომატებამ, რაც, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს სიმბიოზურ კავშირზე და პოლიპს ჯანმრთელი მაფოტოსინთეზებელი წყალმცენარის განდევნას აიძულებს. შეძლებენ თუ არა პოლიპი და მისი სიმბიონანტი წყალმცენარე შეცვლილ პირობებთან ადაპტაციას, ჯერჯერობით უცნობია.


ვრცლად